„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 27.02.2026
ძალაში შესვლა 01.03.2026
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №1-1/31
სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016023 17
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/02/2026
1,166 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2026 მიღება
01.03.2026 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო
მუხლი 2
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი (შემდგომ
სპეციალისტი) – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს სააგენტოს მიერ გაცემულ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მოქმედ სერტიფიკატს
მუხლი 2
სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირი (შემდგომ
სწავლების განმახორციელებელი პირი) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლება
მუხლი 2
სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (შემდგომ
სწავლების სერტიფიკატი) – სწავლების განმახორციელებელი პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ პირმა წარმატებით გაიარა სპეციალისტის სწავლება
მუხლი 2
სპეციალისტის სერტიფიკატი (შემდგომ
სერტიფიკატი) – სააგენტოს მიერ სერტიფიკატის მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე გაცემული სერტიფიკატი
მუხლი 2
გამოსაცდელი
პირი, რომელიც აბარებს სერტიფიკატის მისაღებ გამოცდას
მუხლი 2
სერტიფიკატის მისაღები გამოცდა (შემდგომ
გამოცდა) – სააგენტოს მიერ ორგანიზებული თეორიული გამოცდა ტესტური და პრაქტიკული დავალებით, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პირი მიიღებს სერტიფიკატს
მუხლი 2
ტესტური დავალება
ტესტური ტიპის კითხვა, რომელიც საჭიროებს ერთი სწორი პასუხის არჩევას
მუხლი 2
პრაქტიკული დავალება
ღია კითხვის ტიპის სავარჯიშო
მუხლი 2
საფასური
ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ გამოცდაზე დაშვებისათვის მის ანგარიშზე გადარიცხული სავალდებულო თანხა, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით
მუხლი 2
სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია (RID) (შემდგომ
RID) – „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართი − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 30.09.2015 საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 21.03.2022 მატარებლის მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობებისა და მემანქანის გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 27.12.2024 სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 22.01.2021 საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 01.04.2024

დოკუმენტის ტექსტი

„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/31 2026 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესები და პირობები“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესები და პირობები თავი I  ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესები და პირობები“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებად საჭირო სწავლების, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების პროგრამისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების წესებს, პროცედურებს, პირობებსა და  გამოცდების შედეგების გასაჩივრების წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო; ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი (შემდგომ – სპეციალისტი) – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს სააგენტოს მიერ გაცემულ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მოქმედ სერტიფიკატს; გ) განმცხადებელი − დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მიიღოს სპეციალისტის სერტიფიკატი; დ) სპეციალისტის სწავლება − სწავლება, რომლის მიზანია პირისთვის შესაბამისი კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება სპეციალისტის პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად და რომლის წარმატებით გავლის შედეგად, გაიცემა სწავლების სერტიფიკატი; ე) სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირი (შემდგომ – სწავლების განმახორციელებელი პირი) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლება; ვ) სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (შემდგომ – სწავლების სერტიფიკატი) – სწავლების განმახორციელებელი პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ პირმა წარმატებით გაიარა სპეციალისტის სწავლება; ზ) სპეციალისტის სერტიფიკატი (შემდგომ – სერტიფიკატი) – სააგენტოს მიერ სერტიფიკატის მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე გაცემული სერტიფიკატი; თ) გამოსაცდელი – პირი, რომელიც აბარებს სერტიფიკატის მისაღებ გამოცდას; ი) სერტიფიკატის მისაღები გამოცდა (შემდგომ – გამოცდა) – სააგენტოს მიერ ორგანიზებული თეორიული გამოცდა ტესტური და პრაქტიკული დავალებით, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პირი მიიღებს სერტიფიკატს; კ) ტესტური დავალება – ტესტური ტიპის კითხვა, რომელიც საჭიროებს ერთი სწორი პასუხის არჩევას; ლ) პრაქტიკული დავალება – ღია კითხვის ტიპის სავარჯიშო; მ) საფასური – ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ გამოცდაზე დაშვებისათვის მის ანგარიშზე გადარიცხული სავალდებულო თანხა, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით; ნ) სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია (RID) (შემდგომ – RID) – „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართი − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი II სპეციალისტის სწავლება და გამოცდა მუხლი 3🔗. სპეციალისტის სწავლების პირობები 1. სპეციალისტის სწავლება უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან, შეფუთვასთან, დატვირთვასთან, გადმოტვირთვასთან და დახარისხებასთან დაკავშირებული თანმდევი რისკების და სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ცოდნის მიღებას, ამ წესის, RID-ისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. სპეციალისტის სწავლება უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, ამ წესის დანართ №1-ით გათვალისწინებულ თემატიკას. 3. სპეციალისტის სწავლების ენა არის ქართული. 4. სპეციალისტის სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 48 აკადემიური საათით. 5. დაინტერესებულ პირზე შესაბამისი სწავლების განმახორციელებელ პირთან სწავლებისა და მასთან სწავლების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სასერტიფიკატო შეფასების წარმატებით გავლის საფუძველზე, სწავლების განმახორციელებელი პირი გასცემს სწავლების სერტიფიკატს, რომლის საფუძველზეც, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია გავიდეს გამოცდაზე. 6. სპეციალისტის სწავლებაზე დაიშვება პირი 18 წლის ასაკიდან, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის საფუძველზე. მუხლი 4🔗. გამოცდის წესები 1. გამოცდის მიზანია, განმცხადებლის შემოწმება, გააჩნია თუ არა ცოდნის საჭირო დონე  სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან, შეფუთვასთან, დატვირთვასა და გადმოტვირთვასთან დაკავშირებული რისკების, ასევე იმ მოვალეობების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია RID-ით და საქართველოს კანონმდებლობით. 2. გამოცდა უნდა მოიცავდეს სულ მცირე ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ საკითხებს. 3. გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც ადგენს გამოცდის ჩატარების თარიღს და აქვეყნებს ოფიციალურ ვებგვერდზე (rta.gov.ge). 4. განმცხადებელმა გამოცდაზე დასაშვებად სააგენტოში უნდა წარადგინოს სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით დამტკიცებული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებით, პირობებითა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის“ მიხედვით განსაზღვრული განცხადება და დოკუმენტაცია. 5. სააგენტოში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, განმცხადებელი ინფორმაციას მიიღებს საგამოცდო დროისა და ადგილის შესახებ იმ საკონტაქტო ნომერზე/ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მითითებული ჰქონდა განცხადებაში. საგამოცდო სისტემაში განმცხადებლის ავტორიზაცია მოხდება განმცხადებლის სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მეშვეობით. 6. გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან: ტესტური დავალებები და პრაქტიკული დავალებები. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება გამოცდის ორივე ნაწილში ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში. 7. გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული კანდიდატი გამოცდას აბარებს დამოუკიდებლად, სხვა პირის დახმარების ან სხვა ნებისმიერი დამხმარე საცნობარო მასალების გარეშე, ისე რომ ხელი არ შეუშალოს გამოცდის მსვლელობას. გამოსაცდელი ეცნობა გამოცდის წესებს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი დამხმარე საცნობარო მასალის გამოყენების აკრძალვის ვალდებულება არ ვრცელდება გამოცდის პრაქტიკული დავალებების ნაწილზე, რომელზედაც დასაშვებია გამოსაცდელმა ელექტრონულ ფორმატში შეუზღუდავად გამოიყენოს RID-ის ქართულენოვანი ვერსია. 9. გამოსაცდელისთვის ტესტური დავალების ფარგლებში, ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა 40 ტესტური დავალება. ტესტური დავალების ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემდეგ საკითხებს: ა) ზოგადი საპრევენციო და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები; ბ) სახიფათო ტვირთების კლასიფიკაცია; გ) შეფუთვის ზოგადი პირობები (მათ შორის, ცისტერნებთან დაკავშირებული); დ) მარკირება და საშიშროების ნიშნების განთავსება; ე) სატრანსპორტო დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია; ვ) პერსონალი, პროფესიული სწავლება; ზ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; თ) წერილობითი ინსტრუქციები; ი) სატრანსპორტო აღჭურვილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები; კ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და დამუშავების პირობები. 10. გამოსაცდელისთვის პრაქტიკული დავალების ფარგლებში, ელექტრონულ ფორმატში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა 5 შემთხვევის ანალიზი/სიტუაციური ამოცანა, იმ მიზნით რომ გამოსაცდელმა წარმოაჩინოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა, მათ შორის სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების სპეციფიკა, რისკის შეფასება სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით, ამავდროულად სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რითაც გამოსაცდელმა უნდა აჩვენოს, თუ როგორ მიიღებს გადაწყვეტილებებს სახიფათო ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. 11. გამოცდის თითოეულ ტესტურ დავალებაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. გამოცდის თითოეულ პრაქტიკულ დავალებაზე სწორი პასუხი ფასდება 5 ქულით.   12. გამოცდის ტესტური დავალების ნაწილი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ გამოსაცდელმა  დააგროვა არანაკლებ 30 ქულა. გამოცდის პრაქტიკული დავალების ნაწილი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ გამოსაცდელმა დააგროვა არანაკლებ 15 ქულა. 13. გამოცდის ხანგრძლივობა ტესტური დავალებების შემთხვევაში განისაზღვრება 120 წუთით, ხოლო პრაქტიკული დავალებების შემთხვევაში – 180 წუთით. 14. გამოსაცდელი, გამოცდის ტესტური დავალებების შედეგს გაეცნობა ელექტრონული ფორმით ტესტირების დასრულებისთანავე, ხოლო პრაქტიკულ დავალებების შედეგი საგამოცდო ოქმის საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 15. თუ გამოსაცდელი ვერ გადალახავს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული გამოცდის ტესტური დავალების ჩაბარებისათვის საჭირო ზღვარს, იგი აღარ დაიშვება გამოცდის პრაქტიკული დავალებების ნაწილზე და უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს გამოცდაზე განმეორებით დაშვების განცხადებით. 16. თუ გამოსაცდელი ჩააბარებს გამოცდის ტესტური დავალების ნაწილს, მაგრამ ვერ გადალახავს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული გამოცდის პრაქტიკული დავალების ჩაბარებისათვის საჭირო ზღვარს, ასეთ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს გამოცდის მხოლოდ პრაქტიკული დავალებების ნაწილზე განმეორებით დაშვების განცხადებით არაუმეტეს სამჯერ. 17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გამოცდის პრაქტიკულ დავალებაზე წარუმატებელი შედეგის დადგომის შემთხვევაში, პირმა ხელახლა უნდა ჩააბაროს გამოცდის ტესტური დავალებების ნაწილი. 18. გამოცდის ჩატარებისა და გასაჩივრების წესები და პირობები განისაზღვრება ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად.