თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2026
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №06
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016661 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/03/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.01.2019
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №06
2026 წლის 27 თებერვალი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ თელავის ტერიტორიის ზონირება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ თელავის ზონირების რუკა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 თებერვლის №04 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 28/02/2025; 010250050.35.163.016634).
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე
დანართი N1
ქალაქ თელავის ტერიტორიის ზონირება
ქალაქ თელავის ზონების აღწერა
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITLL
ცენტრალური ზონა
ცენტრალური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით (თითოეულ მხარეს): თამარის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან მელითაურის ქუჩამდე; მელითაურის ქუჩა; თეთრიანის ქუჩა; ლეონიძის ქუჩა თეთრიანის ქუჩიდან ბიბერახის ქუჩამდე; ბიბერახის ქუჩა; მარჯანიშვილის ქუჩა; გიორგი არსენიშვილის ქუჩა მარჯანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე; გურამიშვილის ქუჩა; ავთანდილ გულიაშვილის ქუჩა გურამიშვილის ქუჩიდან დოდაშვილის ქუჩამდე; დოდაშვილის ქუჩა ავთანდილ გულიაშვილის ქუჩიდან ქუჩიშვილის ქუჩამდე; ქუჩიშვილის ქუჩა; ელენე ახვლედიანის ქუჩა ქუჩიშვილის ქუჩიდან ოძელაშვილის ქუჩამდე; ოძელაშვილის ქუჩა; გივი ჩოხელის ქუჩა ოძელაშვილის ქუჩიდან სააკაძის მოედნამდე; სააკაძის მოედანი; ერეკლე II-ის გამზირის და მერაბ კოსტავას ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი; ბახტრიონის ქუჩა მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე; ბარათაშვილის ქუჩა; კოსტავას ქუჩა ბარათაშვილის ქუჩიდან ჩოლოყაშვილის ქუჩამდე; ჩოლოყაშვილის ქუჩა კოსტავას ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ჩოლოყაშვილის ქუჩიდან ვარდოშვილის ქუჩამდე; ვარდოშვილის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა ვარდოშვილის ქუჩიდან ლესელიძის შესახვევამდე; ლესელიძის შესახვევი; ლესელიძის ქუჩა ლესელიძის შესახვევიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ლესელიძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე; რუსთაველის გამზირი; დავით აღმაშენებლის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან ვარდოშვილის ქუჩამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ჩოლოყაშვილის ქუჩიდან არჩილ II-ის ქუჩამდე.
1,3
შუალედური ზონა
შუალედური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით (თითოეულ მხარეს): დავითაშვილის ქუჩა; თამარის ქუჩა დავითაშვილის ქუჩიდან გ. ლეონიძის ქუჩამდე; ლეონიძის ქუჩა თამარის ქუჩიდან თეთრიანის ქუჩამდე; ლეონიძის ქუჩის და შალვა დავითაშვილის ქუჩას შორის არსებული ქუჩა (უსახელო); შალვა დავითაშვილის ქუჩა ქართული უნივერსიტეტის ქუჩამდე; ქართული უნივერსიტეტის ქუჩა შალვა დავითაშვილის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა ქართული უნივერსიტეტის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე; გოგებაშვილის ქუჩა ნინოშვილის ქუჩიდან ორაგუბის ქუჩამდე; ორაგუბის ქუჩა გოგებაშვილის ქუჩიდან ჩოლოყაშვილის ქუჩამდე; თურდოსპირელის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა თურდოსპირელის ქუჩიდან მაწანწრის ხევამდე; მაწანწრის ხევი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან მოსულიშვილის ქუჩამდე; მოსულიშვილის ქუჩიდან კავკასიონის №37-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლამდე არსებული მონაკვეთი; კავკასიონის ქუჩა №37-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან სეხნიაშვილის ქუჩამდე; სეხნიაშვილის ქუჩა; ალაზნის გამზირი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ალაზნის სარწყავ არხამდე; სამასი არაგველის ქუჩა ალაზნის გამზირიდან ლესელიძის ქუჩამდე; ლესელიძის ქუჩა სამასი არაგველის ქუჩიდან ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩამდე; ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩა ლესელიძის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე; დავით აღმაშენებლის ქუჩა ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე; რუსთაველის გამზირი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან დავითაშვილის ქუჩამდე; თბილისის გზატკეცილი; დავით აღმაშენებლის ქუჩა ბათუმის ქუჩიდან ვარდისუბნის ხევამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი არჩილ II-ის ქუჩიდან სოფ. ვარდისუბნამდე.
1,0
პერიფერიული ზონა
პერიფერიულ ზონას მიეკუთვნება ქალაქ თელავის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე.
0,9
დანართი №2
ქალაქ თელავის ზონირების რუკა
.
“
დანართი №3
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია შესაბამისი ზონების მიხედვით. მიწის ნორმატიული ფასი დგინდება შესაბამის ზონაზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით CN=IMG X ITL XCXK K, სადაც:
1.1. CN N – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
1.2. IMG G – არის თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-ს;
1.3. ITL L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;
ბ) შუალედური ზონისათვის – 1,0-ს;
გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,9-ს;
1.4. C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
1.5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით.
2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ თელავში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
I T L
C
K
CN (ლარი)
ცენტრალური ზონა
0,53
1,3
0,24
2000
330,72
შუალედური ზონა
0,53
1,0
0,24
1000
127,20
პერიფერიული ზონა
0,53
0,9
0,24
500
57,24
3. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი განსაზღვრულია შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 63,60 ლარს.
4. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება N3 დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 31,80 ლარს.
5. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 63,60 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება №3 დანართის მე-2 პუნქტით დადგენილი ფასი.