საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.02.2026
ძალაში შესვლა 01.03.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1191
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017673 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№1191
2026 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 1113 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების თანდართული წესი.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ეს წესი არეგულირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (შემდგომ – მოსამსახურე) შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. მოსამსახურეზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ იმავე კანონითა და ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. სააგენტოში დასაქმებულ სხვა პირთა შრომის ანაზღაურების საკითხები წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 2🔗. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება
1. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს:
ა) თანამდებობრივ სარგოს;
ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს (შემდგომ – წოდებრივი სარგო);
გ) წელთა ნამსახურობის დანამატს.
2. მოსამსახურეს სააგენტოს უფროსის ბრძანებით შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით.
3. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი ან/და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისთვის წახალისების ფორმით, სააგენტოს უფროსის ბრძანებით შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
4. მოსამსახურეს წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება სააგენტოს უფროსზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებზე.
5. მოსამსახურეს არ მიეცემა საკლასო დანამატი.
მუხლი 3🔗. თანამდებობრივი სარგო
1. მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
2. მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საშტატო ნუსხისა, აგრეთვე აისახება სააგენტოს უფროსის შესაბამის ბრძანებაში, ხოლო სააგენტოში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აგრეთვე განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.
მუხლი 4🔗. წოდებრივი სარგო
მოსამსახურის წოდებრივი სარგო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
სახელმწიფო სპეციალური წოდება
წოდებრივი სარგო (ლარი)
იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი
110
იუსტიციის გენერალ-მაიორი
100
იუსტიციის პოლკოვნიკი
70
იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი
60
იუსტიციის მაიორი
50
იუსტიციის კაპიტანი
40
იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი
30
იუსტიციის ლეიტენანტი
25
იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი
20
მუხლი 5🔗. წელთა ნამსახურობის დანამატი
1. მოსამსახურის წელთა ნამსახურობის დანამატი განისაზღვრება სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლების მიხედვით, თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს ჯამური თანხის შემდეგი პროცენტული ოდენობით:
ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5%;
ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10%;
გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15%;
დ) 10 წლის ან მეტი ხნის ნამსახურობისთვის − 20%.
2. წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის მიზნებისთვის ნამსახურებ წლებში ჩაითვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა საჯარო/სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში ნამსახურები პერიოდისა.
3. მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისას მოსამსახურის მიერ წელთა ნამსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირისთვის წარდგენის ან/და ამ დოკუმენტის სხვა საჯარო დაწესებულებიდან გადაგზავნის შემდეგ ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლების გამოთვლას და შესაბამისი ინფორმაციის სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის მიწოდებას.
4. სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტი წელთა ნამსახურობის დანამატის გამოიანგარიშებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციაში მითითებული თარიღიდან.
5. მოსამსახურისთვის წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემა შეწყდება მისი დათხოვნის/გათავისუფლების შემდეგ, ნამუშევარი დღეების შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს გაცემის შეწყვეტასთან ერთად.
მუხლი 6🔗. მოსამსახურის შრომის ანაზღაურების გაცემისა და დაანგარიშების წესი
1. მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი მიეცემა ყოველთვიურად.
2. თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს დაანგარიშება ხორციელდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო წელთა ნამსახურობისა და შესაბამისი დანამატის დაანგარიშება – კალენდარული წლების, თვეებისა და დღეების მიხედვით.
3. მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და დადგენილი წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები.
4. კადრების განკარგულებაში აყვანილ პირს წელთა თანამდებობრივი სარგო მიეცემა კადრების განკარგულებაში აყვანიდან 2 თვის განმავლობაში.
5. დისციპლინური წარმოებისას სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელის მიერ სამუშაოზე მოსამსახურის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის გამო სამსახურიდან ჩამოშორების შემთხვევაში ჩამოშორებულ პირს სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდისთვის ხელფასი (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და დანამატები) არ ეძლევა.
7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე, მოსამსახურის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში სააგენტოს უფროსის ბრძანებით, მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და დანამატები არ ეძლევა. გამართლებულ მოსამსახურეს უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგო.
8. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ ის აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს.
9. თუ სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო.
10. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, სააგენტოს უფროსის ბრძანებით დადგენილი ოდენობით.
11. მოსამსახურეს, რომელიც ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის ფუნქციებს, უნარჩუნდება წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი.
12. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 7🔗. შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირება
მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა სააგენტოს შესაბამისი ბიუჯეტი. სააგენტოს საბიუჯეტო ასიგნებების შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.