ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2026
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.141.016479 115
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/03/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2024
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2026 წლის 27 თებერვალი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, 2013 წლის 08 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის №784 „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინდა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების გამოცხადების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 თებერვლის №6 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 370020000.35.141.016441).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერუბენ პალიან
დანართი №1
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი:
ბ) IMG არის ახალქალაქის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,3 - ს:
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
ქ. ახალქალაქი – 1,0%-ს
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს:
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 40-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ახალქალაქში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით
ტერიტორია
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
ქ. ახალქალაქი
0,30
1,0
0,24
40
2,88
3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და, შესაბამისად, შეადგენს 1,44 ლარს.
4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 0,72 ლარს.
5. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70%-ის ოდენობით და, შესაბამისად, შეადგენს 2,016 ლარს.