2027 − 2030 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2026
ძალაში შესვლა 01.03.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №87
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.025636 51
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/02/2026
1,013 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2026 მიღება
01.03.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
2025 − 2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 01.03.2024 2023 − 2026 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 25.02.2022 2026 – 2029 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 27.02.2025 2024 − 2027 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 28.02.2023 2021 − 2024 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 28.02.2020

დოკუმენტის ტექსტი

2027 − 2030 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №87 2026 წლის 27 თებერვალი    ქ. თბილისი 2027 − 2030 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავ დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს: მუხლი 1🔗 1. 2026 წლის 12 მარტამდე საქართველოს სამინისტროებმა, შესაბამისი მინისტრის ბრძანებით, უზრუნველყონ სამუშაო ჯგუფის შექმნა/განახლება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს. 2. სამუშაო ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მუშაობის პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკური/საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. 3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ასევე ჩაერთონ მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი მიმართულების პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტების უფროსები/წარმომადგენლები, საქვეუწყებო და სხვა კონტროლს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები/წარმომადგენლები.   4. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია, ეთხოვოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის და სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) თანამშრომლებს.   5. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია, ეთხოვოთ სხვა დაინტერესებულ პირებს. 6. სამუშაო ჯგუფმა საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში უზრუნველყოს ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული სისტემის (E-BTPS – Budget Transparency and Participation System – ebtps.mof.ge) გავრცელება შესაბამისი სფეროს სხვადასხვა ფოკუსჯგუფში. 7. სამუშაო ჯგუფის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა ჩატარდეს არაუგვიანეს 2026 წლის 31 მარტისა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტისა და სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) წარმომადგენლები.   მუხლი 2🔗 1. საქართველოს სამინისტროებმა და სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა არაუგვიანეს 2026 წლის 28 აპრილისა მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია: ა) 2027 − 2030 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №1 დანართის შესაბამისად, 2026 − 2029 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მათთვის განსაზღვრული ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობების ფარგლებში; ბ) დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობებისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე და ახალი პოლიტიკის ბიუჯეტზე გავლენის შესახებ ინფორმაციის მომზადებას №3 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად; გ) 2027 − 2030 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №2 დანართისა და №3 დანართის №2 ცხრილის შესაბამისად, თუ ასიგნებებისა და რიცხოვნობების ზღვრული მოცულობები განსხვავდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრებისგან. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა ახალი საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ინიციირება, რომელიც უნდა დაიწყოს 2027 − 2030 წლების საშუალოვადიან პერიოდში, განახორციელონ „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილების შესაბამისად, საინვესტიციო პროექტების მართვის ელექტრონული სისტემის (ePIMs) მეშვეობით და ინფორმაცია ასახონ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებში (მათ შორის, 20 მლნ ლარისა და მეტი ღირებულების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტები უნდა გამოიყოს პროგრამის/ქვეპროგრამის სახით, ცალკე პროგრამულ კოდად). 3. საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმის ფარგლებში 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები) ეფექტიანად წარმართვის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, არაუგვიანეს 2026 წლის 28 აპრილისა, „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, საინვესტიციო პროექტების მართვის ელექტრონული სისტემის (ePIMs) მეშვეობით. მუხლი 3🔗 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადებში სახელმწიფო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) „პოლიტიკის კლასიფიკატორის“ მეშვეობით კავშირების ასახვის მიზნით, საქართველოს სამინისტროებმა 2027 − 2030 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში უზრუნველყონ მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების შემდეგი პოლიტიკის კლასიფიკატორებთან კავშირების იდენტიფიცირება: ა) კლიმატის ცვლილების (შერბილება/ადაპტაცია) პოლიტიკის კლასიფიკატორთან კავშირი განახორციელონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით; ბ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის კლასიფიკატორთან კავშირი განახორციელონ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტთან კოორდინაციით; გ) საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №517 დადგენილებით დამტკიცებული „ხედვა − 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ პოლიტიკის კლასიფიკატორთან კავშირი განახორციელონ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით. მუხლი 4🔗 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან თანამშრომლობით, კოორდინაცია გაუწიოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით საქართველოსთვის 2027 − 2029 წლების „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ (Economic Reform Program) დოკუმენტის მომზადებას, ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის აღნიშნული პროგრამის დოკუმენტის მოსამზადებლად შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით: ა) საქართველოს სამინისტროებმა, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 იანვრის №48 განკარგულების საფუძველზე ევროკომისიისთვის წარდგენილი 2026 − 2028 წლების „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ (Economic Reform Program) დოკუმენტში ასახული სტრუქტურული რეფორმების გათვალისწინებით მოამზადონ სტრუქტურული რეფორმების შესახებ ინფორმაცია №4 დანართის შესაბამისად და წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაუგვიანეს 2026 წლის პირველი ივნისისა; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამინისტროებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია 2026 − 2028 წლების „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ (Economic Reform Program) დოკუმენტზე ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ არაუგვიანეს 2026 წლის პირველი სექტემბრისა. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაცია ასახოს 2027 − 2030 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, 2027 − 2030 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტისა და 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე, ასევე შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოს 2027 − 2029 წლების „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ (Economic Reform Program) დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადება. მუხლი 5🔗 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2027 − 2030 წლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობების პირველადი საორიენტაციო ზღვრული მოცულობების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისათვის მიწოდება, არაუგვიანეს 2026 წლის 22 მაისისა.  2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ყოველი წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. მუხლი 6🔗 1. საქართველოს სამინისტროებმა უზრუნველყონ 2027 − 2030 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების გადამუშავება და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად 30 ივნისამდე დამტკიცება ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობების საორიენტაციო ზღვრული მოცულობების ფარგლებში, №1 დანართის შესაბამისად.  2. საქართველოს სამინისტროებმა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 5 ივლისისა.  მუხლი 7🔗 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებებისგან მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველადი ვარიანტის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა.  მუხლი 8🔗 ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტისა) და ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა უზრუნველყონ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 20 დღისა. მუხლი 9🔗 ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია  განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. მუხლი 10🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე