📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2026
ძალაში შესვლა 01.03.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017683 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/02/2026
5,619 სიტყვა · ~28 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2026 მიღება
01.03.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 12.07.2019 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 01.02.2019 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 16.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება  №26 2026 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის №1208-IVმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის თანდართული წესდება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის წესდება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის წესდება (შემდგომ – წესდება) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის (შემდგომ – პოლიციის აკადემია) სტატუსს, მისიას, მიზნებსა და ამოცანებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ასევე პოლიციის აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗. პოლიციის აკადემიის სტატუსი და საქმიანობის საფუძვლები 1. პოლიციის აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება. 2. პოლიციის აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად. 3. პოლიციის აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. მუხლი 3🔗. პოლიციის აკადემიის სახელწოდება და მისამართი 1. პოლიციის აკადემიის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია“, ხოლო ინგლისურ ენაზე „Legal Entity of Public Law – Public Security and Police Academy“. შემოკლებით – „პოლიციის აკადემია“, ხოლო ინგლისურ ენაზე – „Police Academy”. 2. პოლიციის აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქ. №4. მუხლი 4🔗. პოლიციის აკადემიის უფლებაუნარიანობა 1. პოლიციის აკადემიას, დასახული მიზნებისა და საქმიანობის განსახორციელებლად, აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. 2. პოლიციის აკადემიას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით. 3. პოლიციის აკადემია საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ. მუხლი 5🔗. პოლიციის აკადემიის დღე და სიმბოლიკა 1. პოლიციის აკადემიის დღე აღინიშნება 3 ივნისს. 2. პოლიციის აკადემიას აქვს თავისი ემბლემა და დროშა. მუხლი 6🔗. პოლიციის აკადემიის მისია პოლიციის აკადემიის მისიაა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის სფეროში არსებული ცოდნის სისტემატიზაცია და განვითარება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის (შემდგომ − სამინისტრო) მაღალკვალიფიციური და ზნეობრივი ღირებულებების მქონე კადრების მომზადება, აკადემიური და სპეციალური პროფესიული განათლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვითა და ინოვაციური საგანმანათლებლო და კვლევითი მეთოდების გამოყენებით. მუხლი 7🔗. პოლიციის აკადემიის მიზნები და საქმიანობა 1. პოლიციის აკადემიის მიზნები და საქმიანობა ემსახურება პოლიციის აკადემიის მისიის აღსრულებას. 2. პოლიციის აკადემიის მიზნებია: ა) სამინისტროს სისტემისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება სპეციალური პროფესიული სწავლების, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებით; ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სხვა სახელმწიფო ორგანოების, ასევე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; გ) სტუდენტთა და მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა; დ) სტუდენტისა და მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა; ე) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; ვ) პოლიციის აკადემიაში განათლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა; ზ) პოლიციის აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; თ) მისიის აღსრულებისათვის ხელშემწყობი სხვა მიზნები. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, პოლიციის აკადემია, უფლებამოსილების ფარგლებში: ა) ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას (ბაკალავრიატი); ბ) ახორციელებს მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით/კურსებით სწავლებას და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს; გ) ხელშეკრულების საფუძველზე, სპეციალისტთა მოსამზადებლად, უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებას ან/და ტესტირებას; დ) ახორციელებს სასწავლო ტრენინგებს და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს; ე) უზრუნველყოფს საზოგადოების ინტერესებისა და მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზებას სტუდენტებისა და მსმენელებისთვის; ვ) უზრუნველყოფს ორგანიზაციული მართვის პროცესის მაღალ ხარისხს; ზ) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას; თ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე; ი) ახდენს საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონება და სასარგებლო მოდელი) რეალიზებას; კ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას; ლ) ამყარებს ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ხელს უწყობს მსმენელთა, სტუდენტთა და პერსონალის ურთიერთგაცვლას; მ) თანამშრომლობს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, აკადემიურ საზოგადოებასთან, აგრეთვე საერთაშორისო და პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციებთან; ნ) შეიმუშავებს პროექტებს და წარუდგენს დონორ ორგანიზაციებს; ო) ქმნის სტუდენტებისათვის და მსმენელებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მიმზიდველ გარემოს; პ) ანიჭებს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს და კვალიფიკაციას, გასცემს შესაბამის დიპლომს; ჟ) ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობას; რ) ახორციელებს საარქივო საქმიანობას, ამყარებს საერთაშორისო კავშირებს საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, ასევე მონაწილეობს პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში; ს) განიხილავს განცხადებებს და ადმინისტრაციულ საჩივრებს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ტ) უზრუნველყოფს დისციპლინური ნორმების დაცვის მონიტორინგს; უ) ახორციელებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას; ფ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი II პოლიციის აკადემიის სტრუქტურა და მართვა მუხლი 8🔗. პოლიციის აკადემიის სტრუქტურა პოლიციის აკადემიის სტრუქტურა შედგება მართვის ორგანოების, ძირითადი, დამხმარე და სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან. მუხლი 9🔗. პოლიციის აკადემიის მართვის ორგანოები პოლიციის აკადემიის მართვის ორგანოებია: ა) პოლიციის აკადემიის რექტორი (შემდგომ – რექტორი); ბ) აკადემიური საბჭო; გ) წარმომადგენლობითი საბჭო; დ) პოლიციის აკადემიის პრორექტორ(ებ)ი (შემდგომ – პრორექტორ(ებ)ი); ე) ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტი. მუხლი 10🔗. პოლიციის აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები პოლიციის აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) პოლიციის სკოლა; ბ) სპეციალური პროფესიული სწავლების დეპარტამენტი; გ) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი). მუხლი 11🔗. პოლიციის აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები პოლიციის აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: ა) განვითარების, კვლევების, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ბ) ეკონომიკური და ლოჯისტიკის დეპარტამენტი; გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი; დ) სამინისტროს არქივი (დეპარტამენტი). მუხლი 12🔗. რექტორი 1. რექტორი არის პოლიციის აკადემიის მართვის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს პოლიციის აკადემიას, აგრეთვე არის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს პოლიციის აკადემიას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2. რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომ − მინისტრი). 3. რექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს პოლიციის აკადემიას, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს პოლიციის აკადემიის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე; გ) წარმოადგენს პოლიციის აკადემიას ან უფლებას ანიჭებს პოლიციის აკადემიის წარმომადგენლობაზე მესამე პირებთან ურთიერთობებში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ) პოლიციის აკადემიის სახელით დებს გარიგებებსა და შეთანხმებებს; ე) ადასტურებს პირადი ხელმოწერით ან ანიჭებს უფლებამოსილებას შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ზ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობებს სამუშაო აღწერილობების/ინსტრუქციის სახით; თ) პოლიციის აკადემიის წესდების პროექტს, ან მასში ცვლილების პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს; ი) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს პოლიციის აკადემიაში მოქმედ მარეგულირებელ წესებს; კ) სპეციალური პროფესიული სწავლების დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს/სასწავლო კურსებს. აგრეთვე საპილოტე პროგრამებს/სასწავლო კურსებს, მათი შემდგომი დამტკიცების საჭიროების დადგენის ან არსებულ პროგრამაში/სასწავლო კურსში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით; ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს პოლიციის აკადემიის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, განსაზღვრავს სახელფასო ფონდს; მ) განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების პროცედურებსა და საკონკურსო მოთხოვნებს (გარდა აკადემიური პერსონალისა); ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, ასევე კადრების განკარგულებაში აჰყავს და კადრების განკარგულებიდან ითხოვს პოლიციის აკადემიის მოსამსახურეებს; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირ(ებ)თან; პ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; ჟ) ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, უფლებამოსილების ფარგლებში; რ) ხელს აწერს სტუდენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებას; ს) გასცემს პოლიციის აკადემიის მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს; ტ) დადგენილი წესის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს პოლიციის აკადემიის მოსამსახურეებს; უ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 13🔗. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილება 1. აკადემიური საბჭო არის მართვის ფუნქციის მქონე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის – რექტორისა და აკადემიური საბჭოს შემდეგი წევრებისაგან: ა) პოლიციის სკოლის კურატორი პრორექტორი; ბ) პოლიციის სკოლის უფროსი; გ) აკადემიური პერსონალი (პროფესორ(ებ)ი და ასოცირებული პროფესორ(ებ)ი); დ) განვითარების, კვლევების, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; ე) ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი; ვ) ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; ზ) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი. 2. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას. 3. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა. 4. აკადემიური საბჭო კომპეტენციის ფარგლებში: ა) პოლიციის სკოლის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამას და განსაზღვრავს ღონისძიებებს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით; ბ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შექმნას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, მობილობას, ინტეგრირებულ სწავლებასა და სამეცნიერო კვლევებს; გ) სასწავლო წლის დასაწყისში, პოლიციის სკოლის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის; დ) განიხილავს სტიპენდიების კრიტერიუმებსა და მოცულობას; ე) განიხილავს სტუდენტთა/მსმენელთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, პროექტებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის საკითხს; ვ) ამტკიცებს სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტების (გავლილი სასწავლო კურსების) აღიარების წესს; ზ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის კონკურსის ჩატარებისა და დროებითი საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესს; თ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის საათობრივი დატვირთვის ზღვრულ ოდენობას; ი) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 6. აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 7. აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები ფორმდება აკადემიური საბჭოს ოქმით. მუხლი 14🔗. წარმომადგენლობითი საბჭო 1. წარმომადგენლობითი საბჭო არის მართვის ფუნქციის მქონე წარმომადგენლობითი ორგანო. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები არიან პრორექტორ(ებ)ი, პოლიციის სკოლის უფროსი და დეპარტამენტის უფროსები. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების ხმათა 2/3-ის უმრავლესობით. წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს მინიმუმ 2 წევრს. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მდივანს 2 წლის ვადით, წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3-ის წარდგინებით, ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთაგან. 5. წარმომადგენლობითი საბჭო მოიწვევა წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარის მიერ, საჭიროებისამებრ, წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარის ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით, მაგრამ არანაკლებ 2 თვეში ერთხელ. წარმომადგენლობითი საბჭო იკრიბება წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარის მიერ, მოწვევიდან მე-2 სამუშაო დღეს. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ. 7. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 2/3. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. 9. წარმომადგენლობითი საბჭოს ყველა სხდომაზე წარმოებს სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს, როგორც მართვის ორგანოს, დასახელება; ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი; გ) სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა; დ) სხდომის დღის წესრიგი; ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები; ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები. 10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 11. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროებს დამტკიცებას, წარედგინება რექტორს. 12. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) განიხილავს პოლიციის აკადემიის წესდების ან მასში ცვლილების პროექტს; ბ) განიხილავს პოლიციის აკადემიის სტრუქტურის ცვლილების პროექტს; გ) განიხილავს პოლიციის აკადემიის შინაგანაწესის პროექტს; დ) განიხილავს პოლიციის აკადემიის წლიური ბიუჯეტის ან მასში ცვლილების პროექტს; ე) განიხილავს 100 000 ლარის და მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების მიზანშეწონილობის საკითხს და მიღებულ გადაწყვეტილებას; ვ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 13. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია პოლიციის აკადემიასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. მუხლი 15🔗. პრორექტორ(ებ)ი 1. პოლიციის აკადემიას ჰყავს პრორექტორ(ებ)ი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. პრორექტორების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო სფეროებს განსაზღვრავს რექტორი. 3. რექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი პრორექტორი ასრულებს რექტორის მოვალეობას. მუხლი 16🔗. ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტი 1. ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ახორციელებს პოლიციის აკადემიაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის/ინსტრუქტორების პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას, პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა დისციპლინისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მონიტორინგს. 2. ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) მონიტორინგი. 3. ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარე“ პრინციპის საფუძველზე მუშაობას; ბ) სწავლისა და სწავლების ხარისხის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებას; გ) სწავლის შედეგების მიღწევის შეფასების პროცესების განსაზღვრას, დაგეგმვას, კოორდინაციასა და ანგარიშების მომზადებას; დ) სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ე) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას სწავლებისა და სწავლის ხარისხის მარეგულირებელ აქტებთან და თანამედროვე მოთხოვნებთან; ვ) სასწავლო პროცესის (თეორიული, პრაქტიკული) მონიტორინგსა და შეფასებას, აგრეთვე შესაბამისობის ანალიზს სწავლისა და სწავლების ხარისხის მარეგულირებელ აქტებთან; ზ) სტუდენტების, კურსდამთავრებულების, მსმენელებისა და დამსაქმებლებისაგან უკუკავშირის შეგროვებას, მათი კმაყოფილების კვლევასა და შედეგების გაანალიზებას, აგრეთვე, სტუდენტთა და მსმენელთა სწავლის შედეგებისა და შეფასების სისტემის სანდოობას და აკადემიური მოსწრების ანალიზს; თ) სწავლისა და სწავლების ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგსა და პერიოდულ შეფასებას; ი) საქართველოსა და უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობას, განვითარების, კვლევების, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან კოორდინაციით, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად; კ) აკადემიური პერსონალისა და ინსტრუქტორთა პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოვლენას; ლ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის პროცესების ხელმძღვანელობას; მ) ორგანიზაციული მართვის პროცესის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობას; ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) პოლიციის აკადემიაში დისციპლინური ნორმების დაცვისა და სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების კონტროლს; ბ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის მომზადებასა და რექტორისთვის წარდგენას; გ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოს ინფორმირებას; დ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენასა და შესაბამის რეაგირებას; ე) პოლიციის აკადემიის სტრუქტურულ ერთეულებში სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების გეგმური ან/და არაგეგმური მონიტორინგის/სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას; ვ) პერიოდული, მათ შორის, კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებასა და მათ ანალიზს; ზ) სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების წერილების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას; თ) საჭიროების შემთხვევაში პოლიციის აკადემიის სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის გამოთხოვასა და დამუშავებას, პოლიციის აკადემიის მოსამსახურისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევას, ხოლო პირთან, რომელსაც შესაძლოა შეხება ჰქონდეს გამოსარკვევ საკითხთან, − გასაუბრებას; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. მუხლი 17🔗. პოლიციის სკოლა 1. პოლიციის სკოლა, როგორც ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, შეიმუშავებს და განახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას, უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მისანიჭებლად სათანადო ღონისძიებების განხორციელებას. 2. პოლიციის სკოლას ხელმძღვანელობს პოლიციის სკოლის უფროსი. 3. პოლიციის სკოლის შემადგენლობაში შედის: ა) პოლიციის სკოლის საბჭო; ბ) პოლიციის სკოლის უფროსის მოადგილე; გ) აკადემიური და მოწვეული პერსონალი; დ) მთავარი ინსტრუქტორ(ებ)ი; ე) ადმინისტრირებისა და შეფასების ჯგუფი; ვ) სასწავლო პროცესის მხარდაჭერის ჯგუფი; ზ) სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა შეადგენს პოლიციის სკოლის საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ 1/4-ს. 4. პოლიციის სკოლის უფროსი, კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) პოლიციის სკოლის საბჭოს განსახილველად წარუდგენს პოლიციის სკოლის სტრატეგიულ გეგმას და პროექტებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით; გ) პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და პოლიციის სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; დ) თავმჯდომარეობს პოლიციის სკოლის საბჭოს სხდომებს; ე) პასუხისმგებელია პოლიციის სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსის განსაზღვრაზე, მათ მუდმივ განახლებასა და შესაბამისობაზე, დადგენილ სტანდარტებთან; ვ) კოორდინაციას უწევს აკადემიური და მოწვეული პერსონალის, ასევე სკოლის მთავარი ინსტრუქტორების საქმიანობას, ახორციელებს მათზე სამსახურებრივ ზედამხედველობას. 5. პოლიციის სკოლის საბჭოს წევრები არიან: ა) პოლიციის სკოლის უფროსი; ბ) პოლიციის სკოლის უფროსის მოადგილე; გ) აკადემიური პერსონალი; დ) მთავარი ინსტრუქტორ(ებ)ი. 6. პოლიციის სკოლის საბჭო კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს პოლიციის სკოლის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიულ გეგმებს და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს; ბ) განიხილავს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამას და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; გ) განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის/პოლიციის სკოლის საჭიროებებს და განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. 7. პოლიციის სკოლის საბჭო უფლებამოსილია, თუ სკოლის საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 8. პოლიციის სკოლის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 9. პოლიციის სკოლის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება პოლიციის სკოლის საბჭოს ოქმით და დასამტკიცებლად წარედგინება რექტორს. 10. პოლიციის სკოლის უფროსის მოადგილე: ა) ახორციელებს პოლიციის სკოლის ადმინისტრაციულ მართვას; ბ) სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს ადმინისტრირებისა და შეფასების ჯგუფისა და სასწავლო პროცესის მხარდაჭერის ჯგუფის საქმიანობას; გ) პოლიციის სკოლის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 11. ადმინისტრირებისა და შეფასების ჯგუფი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს პოლიციის სკოლაში სასწავლო პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას; ბ) ადგენს ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ცხრილ(ებ)ს, აკონტროლებს მათ შესრულებას; გ) პასუხისმგებელია პოლიციის სკოლის სტუდენტთა პირადი საქმეების, აკადემიური მოსწრების ბარათებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის სისტემატიზაციაზე, აგრეთვე მათ დაცვაზე; დ) უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა მონაცემების მომზადებასა და გადამოწმებას, პოლიციის აკადემიის მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის სრული სიზუსტით გაცემის მიზნით; ე) ახორციელებს სტუდენტთა რეგისტრაციის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის პროცესებს, უზრუნველყოფს შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას; ვ) უზრუნველყოფს საგამოცდო პროცესების ორგანიზებას, ჩატარებასა და მართვას; ზ) უზრუნველყოფს რეესტრისა და პოლიციის სკოლის საქმისწარმოებას. 12. სასწავლო პროცესის მხარდაჭერის ჯგუფი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს სტუდენტთა მიერ შინაგანაწესის, ეთიკის ნორმებისა და დადგენილი დისციპლინის დაცვას, ასევე ახორციელებს ამ მიზნის შესრულებისთვის შესაბამის ინსტრუქტაჟის ჩატარებას, უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას დარღვევის შემთხვევებზე. 13. პოლიციის სკოლა ახორციელებს კომპეტენციას მიკუთვნებულ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 18🔗. სპეციალური პროფესიული სწავლების დეპარტამენტი 1. სპეციალური პროფესიული სწავლების დეპარტამენტი წარმართავს სასწავლო პროცესს „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად. 2. სპეციალური პროფესიული სწავლების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საბაზისო მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამმართველო; ბ) ტაქტიკური მომზადების სამმართველო; გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამმართველო. 3. საბაზისო მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) სასწავლო პროგრამების/კურსების შემუშავებას და რექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას; ბ) საპილოტე სწავლების პროგრამების/კურსების შემუშავებას, მათი შემდგომი შემოღების საჭიროების დადგენის ან არსებულ პროგრამაში/სასწავლო კურსში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით და რექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას; გ) მეთოდური მითითებებისა და სასწავლო მასალების შემუშავებას; დ) სასწავლო პროგრამებით/კურსებით/ტრენინგებით გათვალისწინებულ თეორიულ-პრაქტიკული სწავლების განხორციელებას; ე) ინსტრუქტორთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭიროებების განსაზღვრას; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. ტაქტიკური მომზადების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) სასწავლო პროგრამებით/კურსებით/ტრენინგებით გათვალისწინებულ თეორიულ-პრაქტიკული სწავლების განხორციელებას; ბ) სასწავლო პროგრამების/კურსების, აგრეთვე მეთოდური მითითებებისა და სასწავლო მასალების შემუშავების პროცესში მონაწილეობას; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 5. სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე/კურსებზე მისაღები პროცედურების, აგრეთვე ტრენინგების ორგანიზებას; ბ) შესაბამის ენაში ტესტირების, ენის სწავლების და სწავლების ორგანიზების განხორციელებას; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. მუხლი 19🔗. ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) 1. ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) ახორციელებს პოლიციის აკადემიის სამართლებრივ მხარდაჭერასა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ, აგრეთვე სამობილიზაციო-ოპერატიულ, საბიბლიოთეკო, საკანცელარიო და საარქივო საქმიანობას. 2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სტრუქტურული ერთეულებია: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; გ) სამობილიზაციო და ოპერატიული სამორიგეო; დ) კანცელარია; ე) ბიბლიოთეკა. 3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) პოლიციის აკადემიის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ შეფასებას ან/და ვიზირებას; ბ) პოლიციის აკადემიაში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ შეფასებას; გ) პოლიციის აკადემიის სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების სამართლებრივ შეფასებას ან/და ვიზირებას (საჭიროების შემთხვევაში); დ) განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას და რექტორისთვის წარდგენას შემდგომი რეაგირებისთვის; ე) სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში პოლიციის აკადემიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფასა და ინტერესების დაცვას; ვ) საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, პოლიციის აკადემიის მოსამსახურეებისთვის კონსულტაციების გაწევას; ზ) პოლიციის აკადემიაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას; თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ი) საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში წარდგენას პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით; კ) საჯარო ინფორმაციის კანონშესაბამისად დამუშავების მიზნით სათანადო რეკომენდაციების გაცემას; ლ) სტუდენტთა უფლებების დაცვას; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) პოლიციის აკადემიის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზებასა და მართვას; ბ) პოლიციის აკადემიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების დაგეგმვასა და ორგანიზებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; გ) პოლიციის აკადემიაში მისაღები/დასანიშნი კანდიდატების შერჩევასა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის შემოწმებას; დ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა მიერ ანკეტური მონაცემების განახლებისას/შეცვლისას დამატებით შემოწმებას; ე) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა საჭიროებების განსაზღვრას და გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზებას; ვ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებასა და აღრიცხვას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნას; ზ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების შემუშავების/განახლების ორგანიზებას; თ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ბრძანებების (მოსამსახურეთა მიღების, თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისების და სხვა), ასევე შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას; ი) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, დათხოვნილ მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; კ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადებას; ლ) პოლიციის აკადემიის მოსამსახურეთა სამედიცინო დაზღვევას; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 5. სამობილიზაციო და ოპერატიული სამორიგეო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე სადღეღამისო მორიგეობას, დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) შესაბამისი ზომების გატარებას პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით; გ) ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების, რისკებისა და გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას, ასევე, პრევენციის ან/და მათი უარყოფითი შედეგების შემცირების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას და მათ განხორციელებაში მონაწილეობას; დ) პოლიციის აკადემიის სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას; ე) საჭიროების შემთხვევაში პოლიციის აკადემიის სრულ სამობილიზაციო მზადყოფნას; ვ) პოლიციის აკადემიაზე გადმოცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, საბრძოლო მასალებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას, შენახვასა და მოსამსახურეებზე გაცემას, დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) ჩამოწერილი იარაღის ჩაბარებას დადგენილი წესის შესაბამისად; თ) პოლიციის აკადემიაში შრომის უსაფრთხოების დაცვას; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 6. კანცელარია კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) საქმისწარმოების ორგანიზებას, შემოსული საიდუმლო (საიდუმლო დოკუმენტაციის საკანცელარიო ჟურნალში აღრიცხვა) და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვასა და განაწილებას; ბ) დოკუმენტების დაარქივებას დადგენილი წესის შესაბამისად; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 7. ბიბლიოთეკა კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) ბიბლიოთეკის ფონდების ჩამოყალიბებას სასწავლო მოთხოვნათა შესაბამისად; ბ) მსმენელების, სტუდენტების, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ და თანამედროვე საბიბლიოთეკო მოთხოვნის შესაბამისად განთავსებულ საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობას; გ) საბიბლიოთეკო ერთეულების აღრიცხვას, კატალოგიზაციას, კლასიფიკაციას და უზრუნველყოფს მათ დაცვას; დ) მკითხველთა დიფერენცირებულ მომსახურებას სამკითხველო დარბაზებში; ე) პოლიციის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და სხვა დამხმარე მასალით მომარაგებას; ვ) საბიბლიოთეკო ფონდის ელექტრონული კატალოგის შექმნას, განახლებასა და ხელმისაწვდომობას; ზ) საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ქსელში ჩართულობას; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 8. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დაქვემდებარებაშია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვას პოლიციის აკადემიაში. მუხლი 20🔗. განვითარების, კვლევების, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 1. განვითარების, კვლევების, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, პოლიციის აკადემიის მიზნებიდან გამომდინარე, ახორციელებს საჭიროებების კვლევებს, განსაზღვრავს და გეგმავს შესაბამის აქტივობებს, უზრუნველყოფს საგარეო თანამშრომლობის განვითარებასა და კოორდინაციას, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. 2. განვითარების, კვლევების, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) განვითარების, კვლევებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო; ბ) საგარეო ურთიერთობების სამმართველო. 3. განვითარების, კვლევებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) საჭიროებების, მათ შორის, სწავლების პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების საჭიროებების კვლევას, შესაბამისი აქტივობების განსაზღვრას, დაგეგმვასა და კოორდინაციას; ბ) პოლიციის აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფთან შეთანხმებით, საპოლიციო განათლების სფეროში ახალი ცოდნის, ტენდენციებისა და ინოვაციების კვლევას; გ) შესაბამის ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კვლევით ცენტრებთან, ასევე საჯარო და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, მათ შორის, მემორანდუმების გაფორმებას; დ) საქმიანობის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით, რეფორმის გასატარებლად, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას; ე) პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში პოლიციის აკადემიის მონაწილეობის კოორდინაციას, ამავე დოკუმენტების საფუძველზე, პოლიციის აკადემიისთვის განსაზღვრული ამოცანებისა და აქტივობების შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას; ვ) პოლიციის აკადემიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას, ამ მიზნით კოორდინაციას შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან; ზ) პოლიციის აკადემიის საქმიანობისთვის საჭირო ანალიტიკური ანგარიშებისა და მიმოხილვების მომზადებას; თ) პოლიციის აკადემიის უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოშობილი რისკებისა და გამოწვევების შესწავლას, ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობას; ი) პოლიციის აკადემიაში მომსახურების დანერგვისა და განვითარების კოორდინაციას, თემატური პროექტების მართვას, თემატური სახელმძღვანელოების მომზადებაში მონაწილეობას; კ) ვიზუალური, საპრომოციო მასალების, საინფორმაციო და აუდიო-ვიდეო მასალების დიზაინის ფორმირებას, პოლიციის აკადემიის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში უწყების ოფიციალური გვერდების მართვას; ლ) პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივ ღონისძიებათა, მათ შორის, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას საზოგადოების მართლშეგნების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. საგარეო ურთიერთობების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) პოლიციის აკადემიის თანამშრომლობას უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და თანამშრომლობის სხვა სამართლებრივი აქტების მომზადებას, გაფორმებას და მათი შესრულების კოორდინაციას; გ) საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლას და დანერგვის ხელშეწყობას პოლიციის აკადემიის სასწავლო და საორგანიზაციო პროცესებში; დ) საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების ინიცირებას, დაგეგმვასა და განხორციელებას; ე) საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ტრენინგების, სემინარების, კონფერენციებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას პოლიციის აკადემიის სტუდენტების, მსმენელებისა და მოსამსახურეთათვის; ვ) დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვას, გრანტებისა და ფინანსური მხარდაჭერის მოზიდვას, საპროექტო წინადადებების ინიცირების გზით; ზ) ოფიციალური ვიზიტებისა და ღონისძიებების დაგეგმვას, ორგანიზებასა და კოორდინაციას, შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან; თ) პოლიციის აკადემიის სტრუქტურული ერთეულების საჭიროებების გათვალისწინებით და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. მუხლი 21🔗. ეკონომიკური და ლოჯისტიკის დეპარტამენტი 1. ეკონომიკური და ლოჯისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ საქმიანობას, პოლიციის აკადემიის მიზნების შესაბამისად. 2. ეკონომიკური და ლოჯისტიკის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ფინანსური დაგეგმარებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო; ბ) შესყიდვების სამმართველო; გ) მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველო; დ) ექსპლუატაციის სამმართველო. 3. ფინანსური დაგეგმარებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) წლიური ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და მისი შესრულების კოორდინაციას; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების კვარტალური განწერის მომზადებასა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენას; გ) საბიუჯეტო სახსრების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას; დ) ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმაში ცვლილებების მომზადებასა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენას საჭიროების მიხედვით; ე) ბიუჯეტის პერიოდული ანგარიშების შედგენასა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენას; ვ) საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის წარმოებას; ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით შერჩეულ მიმწოდებელთან ანგარიშსწორების განხორციელებას; თ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებასა და გაცემას, ასევე სხვა გასაცემლების გაცემას; ი) პერიოდული ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენას; კ) ინვენტარიზაციის შედეგებისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით საბუღალტრო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. შესყიდვების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად: ა.ა) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას; ა.ბ) შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას; ა.გ) სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგებას, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით; ა.დ) მაკონტროლებელთან შესათანხმებელ საქმიანობაზე თანხმობის მისაღებად საკითხების მომზადებასა და აღნიშნულის თაობაზე ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის წარდგენას; ბ) პოლიციის აკადემიის სტრუქტურული დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენასა და საჭიროებისამებრ კორექტირებას, აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვას; გ) დაგეგმილი გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, კონსოლიდირებული ტენდერისა და ერთობლივი ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას, შენახვასა და საჭიროების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას; დ) ბაზრის კვლევის განხორციელებასა და მომწოდებელთა ერთიან, მონაცემთა ბაზის წარმოება-განახლებას; ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების აღრიცხვასა და შესრულების მონიტორინგს; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 5. მარაგებით უზრუნველყოფის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) ფუნქციონირებისათვის საჭირო საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავებას, შესასყიდი საქონლის რაოდენობის/მოცულობის დაგეგმვას, შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებას, გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიღებას/აღრიცხვას/გაცემას; ბ) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაციას; გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე, პოლიციის აკადემიის სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე, წლიური საჭიროებების განსაზღვრას; დ) სხვადასხვა ფორმით გადაცემული ან/და მიღებული აქტივების აღრიცხვას, დასაწყობებასა და საჭიროების შესაბამისად გაცემას/განაწილებას; ე) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, საკანცელარიო საქონლით, სამეურნეო საქონლით, მედიკამენტებით, ავეჯით და სხვა აუცილებელი ინვენტარით მომარაგებას; ვ) ნორმირებული სანივთე ქონების გაცემასა და აღრიცხვას; ზ) საწყობში არსებული ჩამოსაწერი მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ დოკუმენტაციის მომზადებას, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან დაზიანებული ან/და ჩამოსაწერი მატერიალური ფასეულობების მიღება-ჩაბარებას შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით; თ) შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შემუშავებას შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად; ი) ბალანსზე რიცხული ქონების მართვის საკითხების განხილვასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 6. ექსპლუატაციის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას, შეკეთებისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას, ჩამოსაწერი ან/და გადასაცემი სატრანსპორტო საშუალებებისა და სათადარიგო ნაწილების შესახებ დოკუმენტაციის მომზადებას; ბ) მოსამსახურეთა სატრანსპორტო მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში; გ) ქონების განკარგვასთან/მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას; დ) პოლიციის აკადემიის ფუნქციონირებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს (სამშენებლო/სარემონტო) შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავებას, შესასყიდი საქონლის/მომსახურების/სამუშაოს რაოდენობის/მოცულობების დაგეგმვას, შესყიდვების პროცესში მონაწილეობას, გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიღებას/აღრიცხვას/გაცემას; ე) ინფრასტრუქტურის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას; ვ) შენობებს კომუნალური საყოფაცხოვრებო პირობებით (გათბობა, კონდიცირება, წყალი, ელექტროენერგია, დასუფთავება და ა.შ.); ზ) შენობა-ნაგებობების მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას (ხარჯთაღრიცხვის შედგენას, საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო მასალების შეძენას, სამუშაოთა მიმდინარეობისა და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლს); თ) გახარჯული სამშენებლო მასალების აღრიცხვას, ჩამოსაწერი მასალის დოკუმენტაციის მომზადებასა და შემდგომ რეაგირებას; ი) საჭიროებისამებრ, შენობა-ნაგებობების აუცილებელი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრას, საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვების შედგენას, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობასა და კონტროლს, არსებული ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კ) ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების აღრიცხვას, მართვის საკითხების განხილვას, შესაბამისი წინადადებებისა და დოკუმენტაციის მომზადებას; ლ) ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებასა და მისი შედეგების შეფასებაში მონაწილეობას; მ) ბალანსზე რიცხული ქონების მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე მიმაგრებას, აღრიცხვასა და შესაბამისი დოკუმენტაციის ფინანსური დაგეგმარებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოში წარდგენას; ნ) მომსახურების სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლსა და მათი მიმდინარეობის კოორდინაციას; ო) სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და პოლიციის აკადემიის მოსამსახურეების, სტუდენტებისა და მსმენელებისათვის, ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის ჩატარებას; პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. მუხლი 22🔗. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი პოლიციის აკადემიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: ა) პოლიციის აკადემიის სარგებლობაში არსებული კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას, განვითარებას, ადმინისტრირებასა და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას; ბ) პოლიციის აკადემიაში არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებას, მუდმივ მონიტორინგს, უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სერვისების უწყვეტობის შენარჩუნებასა და სტრატეგიულ განვითარებას; გ) პოლიციის აკადემიის კომპიუტერული ტექნიკის, ქსელური ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციული სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფას, ტექნიკური ინციდენტების იდენტიფიცირებას, აღრიცხვას, ანალიზსა და დროულ აღმოფხვრას, აგრეთვე ხარვეზების მონიტორინგსა და ანგარიშგებას; დ) პოლიციის აკადემიაში ფუნქციონირებად საინფორმაციო სისტემებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირებას, აღმოფხვრასა და შესაბამისი მონიტორინგის უზრუნველყოფას; ე) პოლიციის აკადემიის საგამოცდო და შეფასების სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას, მათში წარმოშობილი ხარვეზების იდენტიფიცირებასა და შესაბამის რეაგირებას; ვ) მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფას; ზ) კომპეტენციას მიკუთვნებულ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 23🔗. სამინისტროს არქივი (დეპარტამენტი) 1. სამინისტროს არქივი (დეპარტამენტი) ახორციელებს საარქივო საქმისწარმოებას, ამ წესდებისა და საარქივო საქმისწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სამინისტროს არქივის (დეპარტამენტი) სტრუქტურული ერთეულებია: ა) I სამმართველო (უშიშროების და პარტიული არქივი); ბ) II სამმართველო (შემოქმედებითი, დიგიტალიზაციისა და რესტავრაციის არქივი). 3. I სამმართველო (უშიშროების და პარტიული არქივი) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) საარქივო მასალის აღრიცხვას, შენახვასა და დაცვას; ბ) საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან პირის დაშვებას; გ) საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციის გაცემას; დ) საარქივო დოკუმენტების შერჩევას და სახელმწიფო შესანახად მომზადებას; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. II სამმართველო (შემოქმედებითი, დიგიტალიზაციისა და რესტავრაციის არქივი) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) დაზიანებული ან დაშლილი საარქივო დოკუმენტების თავდაპირველი ან თავდაპირველთან მიახლოებული თვისებებისა და გარე ნიშნების აღდგენას (რესტავრაცია); ბ) სადაზღვევო ფონდისა და სარგებლობის ფონდის შექმნის მიზნით საარქივო დოკუმენტების გაციფრულებას; გ) სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ან/და სამეცნიერო-კვლევითი (საგამომცემლო, საექსპოზიციო და ა.შ.) დანიშნულებით საარქივო დოკუმენტების გამოყენებას; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. თავი III პოლიციის აკადემიის პერსონალი მუხლი 24🔗. პერსონალი პოლიციის აკადემიის პერსონალი შედგება აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან, ასევე ინსტრუქტორებისაგან. მუხლი 25🔗. აკადემიური პერსონალი 1. პოლიციის აკადემიის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები წარმართავენ სასწავლო პროცესსა და სამეცნიერო კვლევებს. მუხლი 26🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავება და არჩევის პირობები 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. 3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 4. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი. 5. ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია. მუხლი 27🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, პრორექტორი, დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე, სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული, პოლიციის აკადემიის საქმიანობისთვის აუცილებელი პირები. მუხლი 28🔗. ინსტრუქტორი 1. პოლიციის აკადემიის ინსტრუქტორი არის პირი, რომელიც ასწავლის მსმენელს ან/და სტუდენტს, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. 2. ინსტრუქტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ინსტრუქტორები წარმართავენ სპეციალური პროფესიული განათლებით სწავლებას და ასევე მონაწილეობენ პოლიციის სკოლის სასწავლო პროცესში. თავი IV პოლიციის აკადემიის სტუდენტი და მსმენელი მუხლი 29🔗. პოლიციის აკადემიის სტუდენტი 1. პოლიციის აკადემიის სტუდენტად იწოდება პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რექტორის ბრძანების საფუძველზე, ჩაირიცხება პოლიციის აკადემიაში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2. სტუდენტის სტატუსი მოქმედებს პოლიციის აკადემიასთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე. 3. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით და შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. მუხლი 30🔗. სტუდენტის უფლებები და მოვალეობები, დისციპლინური პასუხისმგებლობა 1. პოლიციის აკადემიის სტუდენტი სარგებლობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, მინისტრისა და პოლიციის აკადემიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. 2. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 3. სტუდენტს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეიძლება დაუწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები. 4. სტუდენტი ვალდებულია: ა) შეასრულოს პოლიციის აკადემიის იმ საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნები, რომელზეც სწავლობს; ბ) დაიცვას პოლიციის აკადემიის წესდება; გ) დაიცვას დისციპლინასთან, ეთიკასთან და აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნები; დ) პერიოდულად ეცნობოდეს მინისტრისა და რექტორის შესაბამის სამართლებრივ აქტებს და განუხრელად დაიცვას მათი მოთხოვნები. 5. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მინისტრისა და რექტორის ბრძანებებით განსაზღვრული საფუძვლით და დადგენილი წესით. მუხლი 31🔗. პოლიციის აკადემიის მსმენელი და მისი უფლება-მოვალეობები 1. პოლიციის აკადემიის მსმენელი არის პირი, რომელიც სამინისტროს შესაბამისი აქტის საფუძველზე გამოცემული რექტორის ბრძანებით ირიცხება პოლიციის აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, სპეციალურ პროგრამაზე ან კურსზე, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე ჩარიცხული პირები. 2. პოლიციის აკადემიის მსმენელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება რექტორის სამართლებრივი აქტებით. 3. მსმენელის სტატუსის შეჩერება, აღდგენა ან შეწყვეტა, აგრეთვე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება რექტორის ბრძანებით. თავი V პოლიციის აკადემიის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი მუხლი 32🔗. პოლიციის აკადემიის ქონება 1. პოლიციის აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა ქონება. 2. პოლიციის აკადემიის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 3. პოლიციის აკადემიას უფლება აქვს მისთვის გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 33🔗. პოლიციის აკადემიის ქონებით სარგებლობა 1. პოლიციის აკადემიის ბალანსზე რიცხული ქონება გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. 2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით პოლიციის აკადემიას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, პოლიციის აკადემიის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) სხვა გადაწყვეტილებები პოლიციის აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 34🔗. პოლიციის აკადემიის დაფინანსება 1. პოლიციის აკადემიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) შემოწირულობები; ე) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება პოლიციის აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 35🔗. პოლიციის აკადემიის ეკონომიკური  საქმიანობა 1. პოლიციის აკადემია შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას. 2. პოლიციის აკადემია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები. მუხლი 36🔗. სახელმწიფო კონტროლი პოლიციის აკადემიის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო. მუხლი 37🔗. პოლიციის აკადემიის ბალანსის შედგენა და შემოწმება 1. პოლიციის აკადემია ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. პოლიციის აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VI პოლიციის აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 38🔗. პოლიციის აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. პოლიციის აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. პოლიციის აკადემიის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.