ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ცოტნე დადიანის I შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი ჩიქოვანის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 24.02.2026
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №98
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017055
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/03/2026
189 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა მირზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის საქართველოს სახალხო არტისტის, მოცეკვავის ომარ მხეიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 21.03.2025 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ოთარ ოძელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 16.08.2019 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, სულიკო თორთლაძის ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის თაბორის მთის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 19.12.2025 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის II შესახვევისთვის და შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბაკურ ბექაურის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 21.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ცოტნე დადიანის I შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი ჩიქოვანის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №98  2026 წლის 24 თებერვალი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ცოტნე დადიანის I შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის – ვალერი ჩიქოვანის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ცოტნე დადიანის I შესახვევს, მასთან არსებულ უსახელო ქუჩას და ერთ ჩიხს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის – ვალერი ჩიქოვანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე         ზურაბ აბაშიძე