აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება მოქმედი ავტონომიური რესპუბლიკა
მიღების თარიღი 04.03.2026
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №04-02/22
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016152 394
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/03/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.03.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 01.08.2022
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №04-02/22
2026 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 და 22-ე მუხლების, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 17 დეკემბრის №41 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები“ თანდართული დანართის სახით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2025 წლის 1 აპრილის №04-02/35 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრითენგიზ ნასარიძე
დანართი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს პირველად სტრუქტურულ ქვედანაყოფს,
რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი)
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით – ბრძანებებით (შემდგომში – ბრძანება).
3. დეპარტამენტების უშუალო დაქვემდებარების საკითხი განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. დეპარტამენტში შეიძლება შედიოდეს მეორადი სტრუქტურული ერთეული – სამმართველო (შემდგომში – სამმართველო).
6. დეპარტამენტის/სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტები და სამმართველოები
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
2. საბიუჯეტო დეპარტამენტი:
ა) კონსოლიდირებული ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო;
ბ) საბიუჯეტო პროცედურების სამმართველო.
3. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი:
ა)
დარგობრივი პოლიტიკის სამმართველო;
ბ) სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველო.
4. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:
ა)
იურიდიული სამმართველო;
ბ)
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
5.
სახაზინო დეპარტამენტი.
6.
საფინანსო დეპარტამენტი:
ა)
საფინანსო სამმართველო;
ბ) შესყიდვების სამმართველო.
7. ქონების მართვის დეპარტამენტი:
ა) ქონებრივ საკითხთა ანალიზისა და პოლიტიკის სამმართველო;
ბ) ქონების კოორდინირებისა და განკარგვის სამმართველო.
8. მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტი:
ა) მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების
სამმართველო;
ბ) მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების სამმართველო;
გ) მხარდამჭერი პროგრამების მონიტორინგის სამმართველო.
9. შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და მასთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს/წყვეტს მინისტრი.
3.დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის
წინაშე.
4.
დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე. ორგანიზებას უწევს ამ დებულებით განსაზღვრული დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების შესრულებას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს და მოსაზრებებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ)
პერიოდულად განიხილავს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ)
მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
თ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას. ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს. სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის სახელფასო დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციისა და სამინისტროს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანებისა
და უფლებამოსილებების განსახორციელებლად;
ლ)უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;
მ) მონაწილეობას იღებს სამინისტროში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;
ნ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს;
ო) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5.
დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და მასთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს/წყვეტს მინისტრი.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პასუხისმგებელია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს შესაძლოა საკურატოროდ განესაზღვროს კონკრეტული სამმართველო.
9. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ზედამხედველობს მის საკურატორო სფეროში მომზადებულ დოკუმენტაციას;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე
ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;
დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორ მინისტრის მოადგილის, მინისტრის მითითებებს, დავალებებს და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
ზ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. სამმართველოს
უფროსი
1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი (შემდგომში – სამმართველოს უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
2. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას;
გ)
ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს მათ;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია მის სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) დეპარტამენტის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის,
მინისტრის მითითებებს, დავალებებს
და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
თ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:
ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
ბ) პასუხისმგებლები არიან მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;
დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;
ე) კომპეტენციის ფრგლებში განიხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
ვ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის
შესახებ;
ზ) ახორციელებენ კანონმდებლობით
განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სამუშაო აღწერილობებით.
მუხლი 6🔗. უფლებამონაცვლეობა
1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის
მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალეობებს ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს ან დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურე, მინისტრის
გადაწყვეტილებით.
დანართი 1.1
ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის
სტრუქტურა
ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ სამმართველოებს:
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციული დეპარტამენტის
ამოცანები და ფუნქციები
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა:
ა) სამინისტროს საქმიანობის
გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ბ)კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
გ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება;
დ)
სამინისტროს პროტოკოლური უზრუნველყოფა;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;
ზ)სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;
თ) სამინისტროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.
3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების სამმართველოს მიმართულებით:
ა.ა) მატერიალური სახით შემოსული კორესპონდენციის
დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (eDocument) ასახვა, რეგისტრაცია, დამუშავება, კლასიფიკაცია და ადრესატისათვის გაგზავნა;
ა.ბ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად (interflow) მიღებული
კორესპონდენციის რეგისტრაცია, შემდგომი დამუშავება და
ადრესატისათვის გაგზავნა, არსებული წესის შესაბამისად;
ა.გ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასახვა, რეგისტრაცია, დამუშავება, კლასიფიკაცია და ადრესატისათვის გაგზავნა;
ა.დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული კორესპონდენციის (შემოსული და შიდა წერილების) შესრულების ვადების მონიტორინგი, არსებული წესის შესაბამისად;
ა.ე) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის ორგანიზება, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორესა და მათი არქივისათვის გადაცემაზე, აგრეთვე, სამინისტროს არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემა;
ა.ვ) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება; საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ა.თ) შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ით დამტკიცებული წესით სამინისტროს გერბიანი ბეჭდის, საქმისწარმოებისათვის ბეჭდებისა და შტამპების შენახვა-გამოყენების უზრუნველყოფა;
ა.ი) ელექტრონული და მატერიალური დოკუმენტების ასლების სათანადო წესით დამოწმებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ა.კ) სამინისტროში შემოსული და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ა.ლ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მიმართულებით:
ბ.ა) სამინისტროს
ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების მართვა/აღრიცხვა/განაწილება და ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება;
ბ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს
ყოველწლიური მოთხოვნილებების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, მარაგებისა და მატერიალური ფასეულობების მოთხოვნების სავარაუდო მოცულობებისა და ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის წარდგენა;
ბ.გ) სამინისტროს სასაწყობე მეურნეობის გამართულად ფუნქციონირებისა და სწორად წარმართვის ორგანიზება;
საწყობში საქონლის მიღება/აღრიცხვა/დასაწყობება/გაცემა და პერიოდულად ნაშთების შედარება საფინანსო დეპარტამენტთან; კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასაწყობე მეურნეობაში შემავალ მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებლობა, მისი სისტემატური განახლება/კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ბ.დ) სამინისტროს ავტოპარკის მართვა/კონტროლი/მონიტორინგი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა,
დანიშნულების მიხედვით მათი განაწილება. სამინისტროს ავტოპარკის განახლების მიზნით შესასყიდი ან/და ჩასანაცვლებელი ავტომანქანების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.ე) ავტოტრანსპორტის გეგმიური და არაგეგმიური მომსახურეობის გაწევაზე (რემონტი) ზედამხედველობა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ბ.ვ) სამინისტროს სარგებლობისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობების
სარემონტო, კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზებისა და ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა; სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხების ინიციირება, შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა, საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, ასევე სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ექსპლუატაციისას გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის წინადადებების მომზადება;
ბ.ზ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების უწყვეტი ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფა და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა; სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
ბ.თ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების (მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები)
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
ბ.ი) სამინისტროს
ბალანსზე რიცხული ქონების მატერიალურ პასუხისმგებელ პირებზე გადაცემის გაფორმება დადგენილი წესის თანახმად და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ქვედანაყოფებში არსებული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვიანობის პერიოდულად შემოწმება ადგილებზე და გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეაგირება;
ბ.კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში არსებულ საინვენტარიზაციო კომისიასთან ერთად, ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება, სამინისტროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის ჩამოწერა/გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ.ლ) სამინისტროში შემოსული და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ბ.მ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დანართი 1.2
საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. საბიუჯეტო დეპარტამენტის სტრუქტურა
საბიუჯეტო დეპარტამენტის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ სამმართველოებს:
ა) კონსოლიდირებული ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო;
ბ) საბიუჯეტო პროცედურების სამმართველო.
მუხლი 2🔗. საბიუჯეტო დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის შემუშავება და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიტიკური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
ბ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
გ) წლიურ საბიუჯეტო კანონში, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
დ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ მომზადებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების პროექტებისა და საბიუჯეტო განაცხადების შესწავლა, კანონმდებლობით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრულ მოცულობებთან მიმართებით;
ე) მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილი დაფინანსების ანალიზი, გასულ წლებში შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსებისა და მიღწეული შუალედური/საბოლოო შედეგების ტენდენციის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, მხარჯავ დაწესებულებასთან ოპონირებისათვის სათანადო არგუმენტაციის მომზადება
მათ
მიერ მოთხოვნილი დაფინანსებისა
და მოსალოდნელი შუალედური/საბოლოო შედეგების ურთიერთშესაბამისობისა და მიზანშეწონილობის კუთხით;
ვ) მხარჯავი დაწესებულებების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების, ასევე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოებისა და რიცხოვნობის
განსაზღვრამდე, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება;
ზ) ბიუჯეტის შესრულების პროცესში შესაძლო ცვლილების საჭიროების დროული გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
თ) რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერის თანახმად ან ბიუჯეტის განწერის დაზუსტების დროს მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით წარმოდგენილ საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებების მიღება, დამუშავება, პროგრამული/სახაზინო კოდების მინიჭება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;
ი) დადგენილი წესის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;
კ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა, დადასტურება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;
ლ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის
და მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს) პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) შესრულების ანგარიშის მიღება-დამუშავება, მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;
მ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების ანალიზი და მათ ფუნქციებთან დაკავშირებული შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება;
ნ) ფინანსური სახსრების მართვა, დარგების საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენებისათვის ყოველწლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა ჩამოყალიბება;
ო) დამტკიცებული ყოველწლიური ბიუჯეტის მიხედვით განწერის ფორმირება და დადგენილი წესის შესაბამისად, მასში ცვლილებების შეტანა. მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს შორის დამტკიცებული ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება;
პ) საბიუჯეტო შემოსულობების საპროგნოზო გაანგარიშება და ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ასიგნებებისა და შემოსულობების პარამეტრების კვარტალების მიხედვით განწერის მომზადება;
ჟ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
რ) საბიუჯეტო პროცესში განხორციელებული ცვლილებების სათანადოდ დანერგვის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელშეწყობა;
ს) ყოველი თვის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით ოპერატიული ინფორმაციის /ანგარიშის
მომზადება;
ტ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
2. საბიუჯეტო დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.
3. საბიუჯეტო დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციებია:
ა) კონსოლიდირებული ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს მიმართულებით:
ა.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის შემუშავება და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიტიკური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
ა.ბ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ა.გ) წლიურ საბიუჯეტო კანონში კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ა.დ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ მომზადებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების პროექტებისა
და
საბიუჯეტო
განაცხადების
შესწავლა,
კანონმდებლობით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრულ მოცულობებთან მიმართებით. მხარჯავი დაწესებულებების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოებისა და რიცხოვნობის
განსაზღვრამდე, შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ა.ე) მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილი დაფინანსების ანალიზი, გასულ წლებში შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსებისა და მიღწეული შუალედური/საბოლო შედეგების ტენდენციის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მხარჯავ დაწესებულებასთან ოპონირებისათვის სათანადო არგუმენტაციის მომზადება მათ მიერ მოთხოვნილი დაფინანსებისა და მოსალოდნელი შუალედური/საბოლოო შედეგების ურთიერთშესაბამისობისა და მიზანშეწონილობის კუთხით;
ა.ვ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების ანალიზი და მათ ფუნქციებთან დაკავშირებული შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება;
ა.ზ) ფინანსური სახსრების მართვა, დარგების საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენებისათვის ყოველწლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა ჩამოყალიბება;
ა.თ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ა.ი) საბიუჯეტო პროცესში განხორციელებული ცვლილებების სათანადოდ დანერგვის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელშეწყობა;
ა.კ)სამინისტროში შემოსული და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ა.ლ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბ) საბიუჯეტო პროცედურების სამმართველოს მიმართულებით.
ბ.ა) რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერის თანახმად ან ბიუჯეტის განწერის დაზუსტების დროს მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით წარმოდგენილ საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებების მიღება, დამუშავება, პროგრამული/სახაზინო კოდების მინიჭება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;
ბ.ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ.გ) ბიუჯეტის შესრულების პროცესში შესაძლო ცვლილების საჭიროების დროული გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
ბ.დ) დამტკიცებული ყოველწლიური ბიუჯეტის მიხედვით განწერის ფორმირება და დადგენილი წესის შესაბამისად, მასში ცვლილებების შეტანა. მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს შორის დამტკიცებული ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება;
ბ.ე) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა, დადასტურება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;
ბ.ვ) საბიუჯეტო შემოსულობების საპროგნოზო გაანგარიშება და ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ასიგნებებისა და შემოსულობების პარამეტრების კვარტლების მიხედვით განწერის მომზადება;
ბ.ზ)
ყოველი თვის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით ოპერატიული ინფორმაციის/ანგარიშის
მომზადება;
ბ.თ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის
და მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს) პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) შესრულების ანგარიშის მიღება-დამუშავება, მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;
ბ.ი) სამინისტროში შემოსული და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ბ.კ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დანართი 1.3
ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის სტრუქტურა
ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ სამმართველოებს:
ა)
დარგობრივი პოლიტიკის სამმართველო;
ბ)
სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველო.
მუხლი 2🔗. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა:
ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა სოციალურ-ეკონომიკური, აგრარული და გარემოსდაცვითი მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
ბ)
შესაბამისი მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავება;
გ) პოტენციურ ბენეფიციართა ეკონომიკური ინსტრუმენტებისა და შესაძლებლობების გაფართოებაზე ორიენტირებული გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება, მათ შორის სოფლის მეურნეობის განვითარების, დასაქმების, მეწარმეობისა და ინოვაციური საქმიანობის წახალისების მიმართულებით.
2. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.
3. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციებია:
ა)
დარგობრივი პოლიტიკის სამმართველოს მიმართულებით:
ა.ა) ეკონომიკურ, აგრარულ და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, შესაბამისი ინფორმაციების მოძიება, დამუშავება და ანალიზი. ამავე მიზნებისთვის თანამშრომლობა სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
ა.ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა სოციალურ-ეკონომიკური (მათ შორის აგრარული) და გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა;
ა.გ) დევნილთა ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ინიციატივებისა და პოლიტიკის
შემუშავება, მათ შორის, აგრარული განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსების გამოყენების მიმართულებით;
ა.დ) მცირე, საშუალო და საოჯახო მეწარმეობის მხარდაჭერის მექანიზმების ანალიზი და განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორში;
ა.ე) თვითდასაქმებისა და ინოვაციური ეკონომიკური საქმიანობის ხელშემწყობი წინადადებების მომზადება;
ა.ვ) აგრარული მიმართულებით თვითდასაქმებისა და შემოსავლის გენერირების ხელშემწყობი ინიციატივების შემუშავება, მათ შორის მიწის, რესურსების და ცოდნის ხელმისაწვდომობის გაძლიერების გზით;
ა.ზ) ეკონომიკურ და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, მიმდინარე და ახალი წინადადებების შემუშავებისა და მისი განხორციელების მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
ა.თ) საუკეთესო საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შესწავლა/ანალიზი;
ა.ი) ეკონომიკური, ბიზნესის ხელშეწყობის, გარემოსდაცვითი სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობა კერძო სექტორთან, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებთან;
ა.კ) ეკონომიკური, აგრარული, გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე
ორგანიზებულ ტრენინგებში, ფორუმებში, სემინარებსა და სხვა ანალოგიურ ღონისძიებებში ჩართულობა;
ა.ლ) კომპეტენციის ფარგლებში,
გარემოსდაცვითი რეგულაციების დაცვის კუთხით დევნილი მეწარმეების ინფორმირებულობა;
ა.მ) სამინისტროში შემოსული და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი
რეაგირება;
ა.ნ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბ) სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს მიმართულებით:
ბ.ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის (მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით) ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება და ამ მიზნით, თანამშრომლობა საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა უწყებებთან, ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
ბ.ბ) სსიპ – „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა“ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა;
ბ.გ) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებულ სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა;
ბ.დ)
ეკონომიკური და სტატისტიკური ანალიზის მომზადება პოლიტიკის დაგეგმვისა და შეფასების მიზნით;
ბ.ე)
სტატისტიკური, ეკონომიკური, აგრარული და ბიზნეს საინფორმაციო რეესტრებისა და
ბაზების შექმნა/განახლება, მათ შორის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიტიკის თანამედროვე მეთოდების დანერგვით. არსებული მონაცემთა ბაზებისა და კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო სისტემების განვითარება და განახლება;
ბ.ვ)სამინისტროში შემოსული და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ბ.ზ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დანართი 1.4
იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
მუხლი 1🔗. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურა
იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ სამმართველოებს:
ა)
იურიდიული სამმართველო;
ბ)
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
მუხლი 2🔗. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის
ამოცანები და ფუნქციები
1. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის
ძირითადი ამოცანაა:
ა) სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფა და სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება;
ბ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ბრძანებების პროექტების მომზადება/ექსპერტიზა, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, სამართლებრივი დახმარება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
გ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება;
დ) სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
ე) ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
ვ) სამინისტროს ვაკანტური
თანამდებობის
მოთხოვნებთან
შესაბამისი უნარ-ჩვევების,
ცოდნის
და გამოცდილების მქონე ადამიანთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზება;
ზ) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება, ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა და ამ კუთხით კანონმდებლობით
დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.
3. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციებია:
ა)
იურიდიული სამმართველოს მიმართულებით:
ა.ა) სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ა.ბ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსული და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების კომპეტენციის ფარგლებში ექსპერტიზა, სამართლებრივი დახმარება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
ა.გ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების აფხაზეთის მთავრობაში, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა ან/და კოორდინაცია;
ა.ე) სამინისტროს სახელით დასადები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე
ხელშეკრულებების პროექტების (მათ შორის ცვლილებები/შეთანხმებები) მომზადება;
ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზა, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა);
ა.ზ)
საკანონმდებლო ბაზის შესწავლა/ანალიზი, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინიცირებული პროექტების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ა.თ) ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
ა.ი) განცხადებების, სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება;
ა.კ) სამინისტროს სახელით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;
ა.ლ) საკითხის მნიშვნელობისა და აქტუალობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
ა.მ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი რეაგირება;
ა.ნ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მიმართულებით:
ბ.ა) სამინისტროში პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის პოლიტიკის შემუშავება, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
ბ.ბ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ.გ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, კლასების მინიჭების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, წახალისების, უფლებამოსილების შეჩერებისა და მივლინების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადება;
ბ.დ) რანგების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა;
ბ.ე) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების ელექტრონული ან/და მატერიალური სახით შედგენისა და წარმოების უზრუნველყოფა;
ბ.ვ) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სტაჟიორთა დანიშვნის ბრძანების პროექტების მომზადება, სტაჟიორის მენტორისგან მიღებული შეფასების საფუძველზე, სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მომზადება და ადრესატისათვის გადაცემა;
ბ.ზ) ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
ბ.თ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით თითოეული თანამდებობისათვის სამინისტროს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ბ.ი) მოხელეთა შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით მოხელისათვის შესაბამისი მოხელის კლასის მინიჭებაზე წინადადებების წარდგენა;
ბ.კ) სამინისტროს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა; ვაკანტურ თანამდებობათა
დასაკავებლად კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა; კომისიის შემადგენლობისა და თავმჯდომარის განსაზღვრის შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ვაკანსიების განთავსების უზრუნველყოფა, განაცხადების/აპლიკაციების გადარჩევა/შეფასება და საკონკურსო მასალის საკონკურსო კომისიისათვის მიწოდება, საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე კონკურსანტთა ინფორმირება და კონკურსანტთათვის შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა; გამარჯვებული კანდიდატების დანიშვნის ბრძანების პროექტის მომზადება, მათთვის შინაგანაწესის გაცნობის უზრუნველყოფა;
ბ.ლ) სამინისტროს შინაგანაწესის და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება; სამინისტროს შინაგანაწესის მოთხოვნათა შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის სისტემის მართვა და კონტროლის უზრუნველყოფა;
ბ.მ) სამინისტროში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი მიმართულებით ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო პროგრამების
ორგანიზება და დასაქმებულთა მოტივირების ზრდის ხელშეწყობა;
ბ.ნ) შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მომზადება/გაფორმება;
ბ.ო)სამინისტროში შემოსული და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ბ.პ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დანართი 1.5
სახაზინო დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. სახაზინო დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
სახაზინო დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა, ანგარიშგება;
ბ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების რეგისტრაცია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დადგენილი წესით;
გ)ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავარაუდო გადახდებზე ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
დ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ საქონლის/მომსახურების/ სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელი გადახდებისა და მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელი გადახდების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება დადგენილი წესით;
ე) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სავალუტო საგადახდო დოკუმენტების მიღება/დამუშავება;
ვ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დადგენილი წესით;
ზ) საგადამხდელო პროცედურების შესახებ მეთოდოლოგიურ საკითხებზე განმარტებების გაცემა;
თ)კომპეტენციის ფარგლებში, ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე გადასახდელების გაცემის შეზღუდვა;
ი)დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობის მობილიზების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი, სახაზინო ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება;
კ) ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში გადატანის მიზნით საგადახდო დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
ლ) კომერციული ბანკებიდან ფულადი სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადმოტანის მიზნით საგადახდო დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი და კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა, მართვა და ანგარიშგება;
ნ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა და ოპერატიული ანგარიშგება;
ო) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი ფინანსური ანგარიშგებების და დანართი ფორმების მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება;
პ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგების მომზადება;
ჟ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ დადგენილ ვადებში ფინანსური ანგარიშგებისა და დანართი ფორმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის შესრულებამდე ყველა სახის დაფინანსების შეჩერება;
რ) საქართველოს სახაზინო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით საბუღალტრო აღრიცხვაში განხორციელებული ცვლილებების დაყვანა მხარჯავ დაწესებულებებამდე, მეთოდოლოგიური სიახლეების შექმნაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
ს) თავის საქმიანობაში ელექტრონული დოკუმენტების გამოყენება;
ტ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ დაკავებული და რესპუბლიკურ ბიუჯეტში ასახული საშემოსავლო გადასახადის ტოლობის შემოწმება.
უ) სამინისტროში შემოსული და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ფ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დანართი 1.6
საფინანსო დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. საფინანსო დეპარტამენტის სტრუქტურა
საფინანსო დეპარტამენტის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ სამმართველოებს:
ა) საფინანსო სამმართველო;
ბ) შესყიდვების სამმართველო.
მუხლი 2🔗. საფინანსო დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. საფინანსო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა:
ა) სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და განხორციელება;
ბ) სამინისტროს ფინანსური რესურსების დაგეგმვის, მართვის, აღრიცხვის, კონტროლისა და ანგარიშგების პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
გ) რესურსების ეფექტიანი, მიზნობრივი და კანონმდებლობის შესაბამისად მართვის უზრუნველყოფა;
დ) საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ორგანიზება, სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში. კომპეტენციის ფარგლებში, რესპუბლიკის მასშტაბით სატენდერო პროცედურების ორგანიზება და წარმართვა, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ფინანსური პროცესების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების კონსოლიდაციის გათვალისწინებით, კანონმდებლობის ფარგლებში ზედამხედველობისა და საქმიანობის მონიტორინგის უზრუნველყოფა.
2. საფინანსო დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.
3. საფინანსო დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციებია:
ა) საფინანსო სამმართველოს მიმართულებით:
ა.ა) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ა.ბ) სამინისტროსათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;
ა.გ) სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებთან კოორდინირებული მუშაობა;
ა.დ) სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცია; კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლილების შეტანა; დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით;
ა.ე) სამინისტროს ფინანსური ანგარიშგებისა და სამინისტროს არსებული ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შედგენა;
ა.ვ) სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზების უზრუნველყოფა; საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა; საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (https://www.etreasury.ge) მუშაობა;
ა.ზ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების ბიუჯეტების, საშტატო ნუსხების, სახელფასო ფონდების, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების შეთანხმება;
ა.თ) სამინისტროს შტატით გათვალისწინებული და შრომითი ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის ხელფასების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ა.ი) ქონების მართვის ელექტრონულ სისტემაში (https://www.eproperty.ge) მუშაობა, ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის უზრუნველყოფა;
ა.კ) სამინისტროს მიერ დასადები ან დადებული ფინანსური ხასიათის ხელშეკრულებების აღრიცხვა და მონიტორინგი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ა.ლ) სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ეფექტიანი მართვის მიზნით, იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ა.მ) სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაციის მიზნით სამინისტროში შემავალი სუბიექტებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისგან საჭირო ინფორმაციისა და მონაცემების მიღება;
ა.ნ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა შესაბამის რგოლთან კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით;
ა.ო) შიდა და გარე აუდიტის ორგანოებთან თანამშრომლობა, მათ შორის აუდიტის პროცესში საჭირო ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის, ინფორმაციისა და განმარტებების მიწოდება, აუდიტის შედეგების განხილვაში მონაწილეობა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
ა.პ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ა.ჟ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბ) შესყიდვების სამმართველოს მიმართულებით:
ბ.ა) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ბ.ბ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლილებების განხორციელება;
ბ.გ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობისა და სამინისტროში დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის: მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება და წარმართვა, ინფორმაციის ანალიზი და კოორდინაცია, სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა, შესყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და სატენდერო პროცედურების ჩატარება;
ბ.დ) ბაზრის კვლევის განხორციელების მიზნით MRS (ბაზრის კვლევის სისტემა) მოდულზე მუშაობა, ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შედეგების გამოყენება დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ბ.ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილებების შეტანა, ხელშეკრულებების დადება მიმწოდებლებთან და ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი;
ბ.ვ) სამინისტროს შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა, აგრეთვე რისკების შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ.ზ) სამინისტროში შემავალი სუბიექტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, განხორციელებული შესყიდვების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ.თ) შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში, ეფექტიანი მართვის და კანონმდებლობის სრული დაცვის მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით;
ბ.ი)
შიდა და გარე აუდიტის ორგანოებთან თანამშრომლობა, მათ შორის აუდიტის პროცესში საჭირო შესყიდვების დოკუმენტაციის, ინფორმაციისა და განმარტებების მიწოდება, აუდიტის შედეგების განხილვაში მონაწილეობა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ.კ)საფინანსო დეპარტამენტის ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ბ.ლ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ბ.მ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დანართი 1.7
ქონების მართვის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ქონების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურა
ქონების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ სამმართველოებს:
ა) ქონებრივ საკითხთა ანალიზისა და პოლიტიკის სამმართველო;
ბ) ქონების კოორდინირებისა და განკარგვის სამმართველო.
მუხლი 2🔗. ქონების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. ქონების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა:
ა). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების, ასევე, სარგებლობის უფლებით გადმოცემული სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვა;
ბ) ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით საერთო პოლიტიკის შემუშავება და შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებული სააუქციონო პროცედურების ორგანიზება/წარმართვა
;
დ) ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმით.
2. ქონების მართვის დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.
3. ქონების მართვის დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციებია:
ა) ქონებრივ საკითხთა ანალიზისა და პოლიტიკის სამმართველოს მიმართულებით:
ა.ა) ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით საერთო პოლიტიკის შემუშავება, შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია და დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
ა.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, მათ შორის, აქციებისა და წილების განკარგვის ინიციირება, შესაბამისი ანალიზი და წინადადებების მომზადება;
ა.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ქონების სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ა.დ)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ასევე, სარგებლობის უფლებით გადმოცემული
უძრავი ქონების, სატრანსპორტო საშუალების და საჭიროების შემთხვევაში სხვა მატერიალური საშუალებების ნუსხის წარმოება და პერიოდული განახლება, მათ შორის, მათი სამართლებრივი მდგომარეობის ასახვა და შესაბამისი დოკუმანტაციის შექმნა;
ა.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად დაგეგმილი პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და სარგებლობის უფლებით გადმოცემული
სახელმწიფო ქონების მიზნობრივად გამოყენების საკითხის პრიორიტეტიზაცია/იდენტიფიკაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა/წარმოება;
ა.ვ)
სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
ა.ზ)ქონებრივ საკითხთა პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების ინიციირება და შესაბამისი კორესპონდენციის წარმოება;
ა.თ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ა.ი)
მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბ) ქონების კოორდინირებისა და განკარგვის სამმართველოს მიმართულებით:
ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების, ასევე სარგებლობის უფლებით გადმოცემული სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან, მათ შორის შესაბამის უწყებებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჭირო პროცედურების განხორციელება;
ბ.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების პრივატიზება/რეალიზაციისათვის, ასევე იჯარის წესით გაცემისათვის სააუქციონო პროცედურების ორგანიზება ელექტრონული აუქციონის გზით
და მასთან დაკავშირებული პროცესის კანონით დადგენილი წესით წარმართვა;
ბ.გ) სამინისტროსათვის გადმოცემული უძრავ/მოძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება, აღრიცხვა/რეგისტრაცია (მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის), მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კომპეტენციის ფარგლებში, მიღება -ჩაბარების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა;
ბ.დ)
სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
ბ.ე) სამინისტროს საკუთრებაში არსებულ და სარგებლობის უფლებით გადმოცემულ ქონებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების დადება და მათი შესრულების კონტროლი;
ბ.ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირება საქართველოს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით;
ბ.ზ) ქონების სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების ინიციირება და შესაბამისი კორესპონდენციის წარმოება;
ა.თ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ბ.ი) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დანართი 1.8
მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის
სტრუქტურა
მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ სამმართველოებს:
ა)
მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების
სამმართველო;
ბ) მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების სამმართველო;
გ)
მხარდამჭერი პროგრამების მონიტორინგის სამმართველო.
მუხლი 2🔗. მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის
ამოცანები და ფუნქციები
1. მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის
ძირითადი ამოცანაა:
ა) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა ეკონომიკური ინტეგრაციის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში პროგრამების/ქვეპროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა/შემუშავების უზრუნველყოფა;
ბ) ბენეფიციარებისთვის ეკონომიკური მხარდაჭერისა და დარგობრივი სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ეფექტიანი, დროული და გამჭვირვალე განხორციელების უზრუნველყოფა, დამტკიცებული განხორციელების წესისა და პროცედურების შესაბამისად;
გ) პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების პროცესზე სისტემური მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფა, საბიუჯეტო და მატერიალური რესურსების მიზნობრივი, ეფექტიანი და კანონიერ გამოყენებაზე ზედამხედველობის მიზნით.
2. მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.
3.
მხარდამჭერი პროგრამების
დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციებია:
ა)
მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების
სამმართველოს მიმართულებით:
ა.ა) პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების სტრატეგიული და ოპერატიული მიზნების განსაზღვრა;
ა.ბ) საბიუჯეტო პროგრამების დაგეგმვისა და პრიორიტეტების ფორმირების პროცესში მონაწილეობა;
ა.გ) პროგრამების ლოგიკური ჩარჩოს, მიზნობრივი ინდიკატორებისა და შედეგების მაჩვენებლების შემუშავება;
ა.დ) პროგრამების კონცეპტუალური დოკუმენტების, სამოქმედო გეგმებისა და საჭირო რესურსების გათვლების მომზადება;
ა.ე) ბენეფიციართა – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა ეკონომიკური საჭიროებების, დარგობრივი და საინვესტიციო პოტენციალის ანალიზი;
ა.ვ) დარგობრივი ეკონომიკური სერვისების კონცეფციის შემუშავება და განვითარების ხელშეწყობა;
ა.ზ) სამინისტროს სისტემის, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით პროგრამების პროექტების დამუშავება;
ა.თ) პროგრამების დაგეგმვის პროცესის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი;
ა.ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა;
ა.კ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ა.ლ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბ) მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების სამმართველოს მიმართულებით:
ბ.ა) პროგრამებისა და ქვეპროგრამების პრაქტიკული განხორციელების ორგანიზება, მართვა და ადმინისტრირება;
ბ.ბ) პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულების პროცესის კოორდინაცია;
ბ.გ) პროგრამული აქტივობების ვადების, გრაფიკებისა და რესურსების მართვა;
ბ.დ) ბენეფიციართა განაცხადების მიღება, განხილვა, დამუშავება, კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა და შემდგომი პროცესების წარმართვა;
ბ.ე) დაფინანსებისა და სხვა ფორმის მხარდაჭერის პროცესების ადმინისტრირება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და რეესტრების წარმოება;
ბ.ვ) პროგრამების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება და დუკუმენტების დაარქივება;
ბ.ზ) ბენეფიციარებისა და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ.თ) პროგრამების განხორციელებაში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან კოორდინაცია;
ბ.ი) განხორციელების პროცესში პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების ინიციირება;
ბ.კ) პროგრამების ოპერაციული, ადმინისტრაციული და საკომუნიკაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მათ შორის სამინისტროს ცხელი ხაზისა და სოციალური არხების ფარგლებში;
ბ.ლ) პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების ოპტიმიზაციისა და გამარტივების წინადადებების შემუშავება;
ბ.მ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ბ.ნ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
გ)
მხარდამჭერი პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს მიმართულებით:
გ.ა) ბენეფიციართა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
გ.ბ) პროგრამების ფარგლებში გადაცემული ფინანსური რესურსებისა და აქტივების მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;
გ.გ) ადგილზე მონიტორინგის განხორციელება და შემოწმების შედეგების დოკუმენტირება;
გ.დ) პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების განვითარებაში მონაწილეობა;
გ.ე) მონიტორინგის ინდიკატორებისა და შეფასების ფორმების სტანდარტიზაცია;
გ.ვ) პროგრამების განხორციელების პროცესში რისკების, ხარვეზების, დარღვევების იდენტიფიცირება და გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაციების, მაკორექტირებელი ღონისძიებების ან შემდგომი მოქმედებების ინიციირება;
გ.ზ) მონიტორინგის შედეგების ანალიზი, შეფასება და ანგარიშგება;
გ.თ) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მონაცემთა ბაზებისა და არქივის წარმოება;
გ.ი) მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით პროგრამების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
გ.კ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი
რეაგირება;
გ.ლ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დანართი 1.9
შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. შიდა აუდიტის დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3.დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებზე. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
4.დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად და საქმიანობისას იცავს შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს სავალდებულო ელემენტებს, მათ შორის, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის ძირითად პრინციპებს, შიდა აუდიტორის ეთიკის კოდექსს, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებს.
5. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის დამოუკიდებლობა
1.დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების და ანგარიშგების პროცესში. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
2. დაუშვებელია დეპარტამენტისა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურის საქმიანობაში სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.
3. ნებისმიერი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის შიდა აუდიტის დამოუკიდებლად და ეფექტურად ჩატარებას, ან ქმნის ამ საფრთხის წარმოშობის წინაპირობას, განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი დაბრკოლება. ასეთი გარემოებების არსებობისას დეპარტამენტის უფროსი უზრუნველყოფს მინისტრის ინფორმირებას აღნიშნულის შესახებ, რათა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები მსგავსი დაბრკოლებების განმეორების თავიდან ასაცილებლად.
4. დეპარტამენტი არ არის პასუხისმგებელი სამინისტროს სისტემაში პროცედურების ან სისტემის განვითარებასა და განხორციელებაზე, მათ შორის, არ მონაწილეობს კომისიის/საბჭოს/მართვის ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობისა და არ ასრულებს სხვა ფუნქციებს გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები
1. დეპარტამენტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამინისტროს მიერ დასახული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც ის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით, სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აანალიზებს, აფასებს და აუმჯობესებს სამინისტროს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას.
2. დეპარტამენტის ამოცანას წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. დასახული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი ახორციელებს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
დ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შეფასება;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) სამინისტროს სისტემის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) განხორციელებული საქმიანობის შედეგად რეკომენდაციების გაცემა და გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მონიტორინგი;
თ) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს სამინისტროს სისტემაში მომუშავე შესაბამისი დარგის სპეციალისტის, შესაბამისი დარგის სხვა სპეციალისტის ან/და ექსპერტ(ებ)ის მოწვევა, შესაბამისი კომპეტენტური დასკვნის, ცნობის, რეკომენდაციის ან კონსულტაციის მიღების მიზნით;
ი) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს.
2. მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას. მარწმუნებელი საქმიანობის ხასიათი, მასშტაბი, აუდიტის ობიექტები, შემოწმების სიხშირე, დრო/პერიოდი, ანგარიშის შინაარსი და შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება დეპარტამენტის მიერ.
3. საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია ობიექტთან და რომელიც ემსახურება დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს კონსულტაციის გაწევას, რჩევის მიცემას და სხვ.
4. დეპარტამენტს უფლება აქვს განახორციელოს მარწმუნებელი საქმიანობა იმ სფეროში, რომელზეც მანამდე გაწეული აქვს საკონსულტაციო საქმიანობა იმ პირობით, რომ საკონსულტაციო საქმიანობის ხასიათი საფრთხეს არ შეუქმნის ობიექტურობის დაცვას.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებები
1. დეპარტამენტის უფლებამოსილებაა:
ა) რისკების შეფასებაზე დაფუძნებული შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების საფუძველზე, განახორციელოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების, მათ შორის, მინისტრის გადაწყვეტილებით სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მართვაში არსებული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის შემოწმება, აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი. გარდა ამისა, შიდა აუდიტორული შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს მინისტრის ინიციატივითა და მისთვის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით;
ბ) განახორციელოს საკონსულტაციო საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად (მას შემდეგ რაც დამტკიცდება ამგვარი პროცედურა);
გ) ძირითადი მიმართულებებით დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელების მიზნით შეუზღუდავად, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით, მოითხოვოს და მიიღოს აუდიტის ობიექტებისგან მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე, მიიღოს აუდიტის ობიექტის ნებისმიერი თანამშრომლისაგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით;
დ) აუდიტის ობიექტებისგან გამოითხოვოს გაცემული რეკომენდაციების დროული შესრულების შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ სამინისტროში მიმდინარე პროცესების რისკის მფლობელებს და კონტროლის ღონისძიებებზე პასუხისმგებელ ერთეულებს;
ე) მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა კანონმდებლობის მოთხოვნის ფარგლებში, გადაიღოს დოკუმენტის ასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
ვ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციებისათვის მოიწვიოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვოს შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა, ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარების დაკვეთა.
2. სამინისტროს სისტემის თანამშრომლები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ვალდებულება
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
დ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 7🔗. შიდა აუდიტორული საქმიანობის განხორციელების საფუძვლები და შიდა აუდიტორული ანგარიშის მომზადების წესი
1. დეპარტამენტი საქმიანობას ახორციელებს შიდა აუდიტის დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი.
2. შიდა აუდიტი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) აუდიტის დაგეგმვა;
ბ) აუდიტის განხორციელება;
გ) ანგარიშგება;
დ) გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი.
3.აუდიტის დაგეგმვა ხორციელდება ორ დონეზე:
ა) შიდა აუდიტის დეპარტამენტის დონეზე;
ბ) ინდივიდუალური აუდიტორული შემოწმების დონეზე.
4. დაგეგმვა შიდა აუდიტის სუბიექტის დონეზე გულისხმობს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების მომზადებას, ხოლო დაგეგმვა ინდივიდუალური აუდიტორული შემოწმების დონეზე – ინდივიდუალური აუდიტის გეგმის მომზადებას.
5. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს. შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი.
6. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს და წლის განმავლობაში განსახორციელებელი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი.
7. შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებში განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი.
8.დეპარტამენტის უფროსი თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას.
9.შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმით განისაზღვრება, შიდა აუდიტის მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები, აუდიტის სახე, შიდა აუდიტის ობიექტის სახელწოდება, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდები, აუდიტორთა ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა, შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და სხვა.
10. დეპარტამენტის უფროსი უზრუნველყოფს:
ა) მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
გ) ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემული შესაბამისი რეკომენდაციებისა და მითითებების გათვალისწინებას;
დ)მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ე) შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შემუშავებას;
ვ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის ხელწერილის ფორმის შემუშავებას.
11. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტორული ჯგუფი შეიმუშავებს ანგარიშის პროექტს, რომელშიც აისახება შიდა აუდიტის შედეგები, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესი და მიგნებები, მათი ანალიზი და მათ საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები.
12. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით, რომელიც არ უნდა იყოს 3 (სამი) სამუშაო დღეზე ნაკლები, ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებისა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით.
13. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ და მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად.
14. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილში ასახავს არგუმენტებს ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად.
15. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ მოსაზრების მიღებისა და მასთან კონსულტაციის შემდეგ დეპარტამენტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი კონსულტაციის შემდეგაც არ დაეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს, შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება შესაძლებელია აისახოს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.
16. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრების მიღების შემდეგ დეპარტამენტის უფროსი საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშს, შიდა აუდიტის ობიექტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, წარუდგენს მინისტრს შესაბამისი რეაგირებისთვის.
17. თუ დეპარტამენტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მინისტრს.
18. შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
19. დეპარტამენტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელსაც მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენს მინისტრსა და ჰარმონიზაციის ცენტრს.
მუხლი 8🔗. საჯარო უწყებებთან თანამშრომლობა
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2. დეპარტამენტი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და აღნიშნული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს მასთან კოორდინირებულად.
3. დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1. დეპარტამენტის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) დეპარტამენტის მოსამსახურე შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;
ბ) დეპარტამენტის მოსამსახურის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;
გ) შიდა აუდიტორულ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, შემოწმების შედეგებით დეპარტამენტის მოსამსახურის შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ;
დ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს დეპარტამენტის უფროსი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, დეპარტამენტის მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ.
3. დეპარტამენტის მოსამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს, კანონმდებლობის საფუძველზე წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს – მინისტრი.
4. შიდა აუდიტორს უფლება არა აქვს, სამინისტროში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა.
5. ყოველი ინდივიდუალური შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტორები ვალდებულნი არიან მოაწერონ ხელი შიდა აუდიტის ობიექტთან ინტერესთა შეუთავსებლობის არარსებობის შესახებ ხელწერილს