„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1449-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
040090000.05.001.103041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.05.001.020812) მე-9 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 134 და 135 მუხლებითა და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ფუნქციების შესასრულებლად განსახორციელებელ ფარულ/საკონტროლო შესყიდვაზე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

1 აპრილი 2026 წ.

N1449-Vმს-XIმპ