📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.03.2026
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.151.016417 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 09/03/2026
1,129 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.06.2025 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.06.2025 ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 06.08.2025 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.07.2025 მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.09.2025

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2026 წლის 6 მარტი დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-13 მუხლის  1​​​1  პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე  მომუშავე  მუნიციპალური საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის ქალთა  და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“  შექმნისა  და  მისი დებულების  დამტკიცების    შესახებ“  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2025 წლის 29 აპრილის №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250020.35.151.016400 30/04/2025). მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბი ზილინაშვილი დანართი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი  დებულებები 1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-13 მუხლის  1​​​​1  პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს“ (შემდგომში – საბჭო). 2.საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის,  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“   საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗.  საბჭოს  ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან  კოორდინირებული  მუშაობის  წარმართვა; ბ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება; გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიისთვის  წარდგენა; დ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და  შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენა; ე) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების  რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; ვ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების უზრუნველსაყოფად   განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ზ)  ქალთა და ბავშვთა საკითხების  შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან   წარსადგენად.  2. საბჭო   უფლებამოსილია: ა) ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი; ბ) ქალთა და ბავშვთა საკითხების  შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით  მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. საბჭოს  სტრუქტურა 1.საბჭოს თავმჯდომარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე. 2. საბჭოს  შემადგენლობა განისაზღვრება  15(თხუთმეტი)  წევრით. 3. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს მდივნის,  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურისგან, ასევე საბჭოს წევრად შესაძლებელია განისაზღვროს ადგილობრივი, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, საბჭოს თავმჯდომარისადმი მათი წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე. 5.  საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება: ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი, წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში; ვ) მერის მიერ განსაზღვრული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში; ზ) გარდაცვალების შემთხვევაში; თ) საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტის, საჯარო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში. 6. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს  საკრებულოს თავმჯდომარე.   მუხლი 4🔗. საბჭოს  ხელმძღვანელობა  და  მუშაობის  წესი 1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს,  ამტკიცებს  სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. 5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. საბჭოს სხდომას  იწვევს საბჭოს თავმჯდომარე 3 თვეში ერთხელ მაინც. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. 8. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ სხდომამდე 3  დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. 9. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე. 10. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხებზე წინადადებები და რეკომენდაციები შემოტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით  2 დღით ადრე მაინც. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. 11. საბჭოს სხდომაზე ცალკეულ საკითხების განხილვისას საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნეს მერიის თანამდებობის პირები, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები. 12. საბჭოს სხდომების ორგანიზებას, სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. 13. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 14. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 15. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.