სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №106 |
|
2026 წლის 12 მარტი ქ. თბილისი |
1. 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალოს საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით.
2. 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალოს პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული, ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
3. ამ მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის სასმელი წყლის მიწოდებასა და წარმოებაზე, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისათვის სამხედრო სწავლებების/წვრთნების და სამხედრო ოპერაციების მიზნებისთვის სასმელი წყლის მიწოდებასა და წარმოებაზე;
ბ) მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება 3 ლიტრისა და მეტი მოცულობის სასმელ წყალსა და 20 ლიტრისა და მეტი მოცულობის ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ სხვა სასმელებზე.
4. ექსპორტის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის ან/და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისათვის სამხედრო სწავლების/წვრთნების და სამხედრო ოპერაციების მიზნებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის წარმოებისას მწარმოებელი ვალდებულია, წარმოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს წერილობით აცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი პროდუქციის რაოდენობის, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.
ა) სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული სასმლის იმპორტისას, მონაცემთა ავტომატიზებული ბაზების მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით.
|
სურსათის კატეგორია − სასმელები
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.03.2026.
- როდის იქნა მიღებული „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“?
- „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მიღებულია 12.03.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №106. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.10.003.025655.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.03.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“, №106, 12.03.2026, სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.025655 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6812488/