საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„მუხლი 61. ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა
1. სარკინიგზო ქსელზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთსა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტებს იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) რკინიგზასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ მუშაობას, სახანძრო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობასა და ხანძრების ლიკვიდაციას უზრუნველყოფს რკინიგზა.
2. იმ ტვირთის ნუსხას, აგრეთვე სარკინიგზო ტრანსპორტის იმ ობიექტებს, რომელიც/რომლებიც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაცვასა და თანხლებას მოითხოვს, ადგენს/განსაზღვრავს რკინიგზა დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვისთვის სათანადო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. იმ ტვირთს, რომელიც განსაკუთრებული პირობებით გადაიზიდება, იცავს და აცილებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებისა“ და „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის“ შესაბამისად.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს რკინიგზის მიერ ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით კერძო დაცვით ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები ძალაშია მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 17 მარტი 2026 წ. N1402-Vმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.03.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 17.03.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1402-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 310010010.05.001.103019.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.03.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1402-Vმს-XIმპ, 17.03.2026, სარეგისტრაციო კოდი 310010010.05.001.103019 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6813986/