საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №69 |
|
2026 წლის 24 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლების, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 31 და 32 პუნქტების, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2016 წლის 19 სექტემბრის №100 ბრძანება.
მუხლი 3
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ახალი გერბის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნული ღონისძიებების სრულად განხორციელებამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული გერბის გამოსახულებით შექმნილი დოკუმენტური და მატერიალური საშუალებები (ბლანკი, შტამპი, სამსახურებრივი მოწმობა და სხვა), რომლებიც საჭიროა სამსახურის შეუფერხებელი საქმიანობისათვის.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.03.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №69. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.63.075.016206.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ“, №69, 24.03.2026, სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016206 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6819469/