„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1481-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
010320050.05.001.103026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

ა) 185 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„185. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, შეთავსებით განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროსა და სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში, თუ იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საქმიანობას აღნიშნულ სფეროებში ახორციელებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირი ამ პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას განახორციელებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“;

ბ) 186 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 187 პუნქტი:

„187. სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროსა და სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელის მოადგილეს და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელის მოადგილეს. ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი, სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელის მოადგილეს და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვთ, ანაზღაურებადი საქმიანობა განახორციელონ სამედიცინო სფეროში არამენეჯერულ თანამდებობაზე. სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელის მოადგილე ამ პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას განახორციელებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი − დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

1 აპრილი 2026 წ.

N1481-Vმს-XIმპ