„„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის №05/27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურის მინისტრის
ბრძანება №05/47
2026 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
| საქართველოს კულტურის მინისტრი | თინათინ რუხაძე |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდგომ – თეატრი) დაფუძნებულია „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. თეატრი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
3. თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი ტრადიციების მქონე სარეპერტუარო სტაციონარულ დაწესებულებას, რომელიც დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით საქმიანობას. თეატრს გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული ქონება, ჰყავს თეატრის დასი, რომლის უშუალო მონაწილეობით იდგმება სცენური ხელოვნების ნაწარმოებები – დრამატული სახის სცენური წარმოდგენები (სპექტაკლები).
4. თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
5. თეატრის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
6. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად თეატრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
7. თეატრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, ბიუჯეტი და სათანადო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
8. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
9. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. № 56.
მუხლი 2. თეატრის მიზნები
თეატრის ძირითადი მიზანია მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარებისათვის მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, ტრადიციების აღორძინება და ზოგადსაკაცობრიო იდეალების პოპულარიზაცია.
მუხლი 3. თეატრის უფლება-მოვალეობები
1. თეატრი უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს თეატრის შემოქმედებითი საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა;
ბ) უზრუნველყოს მხატვრული მიმართულებისა და რეპერტუარის თავისუფალი არჩევა;
გ) ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით/ნაწარმოებით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შესრულებული სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადასცეს ამ სპექტაკლის დადგმის უფლება სხვა თეატრებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, ასევე გასცეს თანხმობა (უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოსაშუალებით გადაცემის, ნაწარმოების ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
დ) სამინისტროსთან შეთანხმებით, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, ყოველთვიურად უზრუნველყოს იმ თანამშრომელთა საცხოვრებელი ბინის ან/და საამისოდ საჭირო ხარჯების ანაზღაურება, რომელთაც საქმიანობის განხორციელების ადგილას არ გააჩნიათ საცხოვრებელი ბინა;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება რეპერტუარის შერჩევის, მხატვრული ნაწარმოების საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციის შესახებ;
ვ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებები როგორც სახელმწიფო დაწესებულებებთან, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს ბილეთების, მის მიერ წარმოებული პროდუქციისა და სხვა კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი და საფასური;
თ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს თეატრის შინაგანაწესი, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა;
ი) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე, ამ დებულების შესაბამისად;
კ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა უფლებამოსილება, რაც აუცილებელია თეატრის მიზნების მისაღწევად.
2. თეატრი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართოს შრომითი ურთიერთობები, ასევე შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ანგარიშგება;
გ) უზრუნველყოს თეატრის სარგებლობაში არსებული ქონების უსაფრთხოების დაცვა;
დ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
მუხლი 4. თეატრის სტრუქტურა და მართვა
1. თეატრის შემადგენლობა განისაზღვრება „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად. თეატრის სტრუქტურას ამტკიცებს დირექტორი.
2. თეატრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც წარმართავს თეატრის შემოქმედებით, ფინანსურ, ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ საქმიანობას „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თეატრის დირექტორს ნიშნავს მინისტრი საკუთარი შეხედულებით. მინისტრი ასევე უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში) მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს.
4. თეატრის დირექტორი უნდა იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი. თეატრის დირექტორი:
ა) არის თეატრის ხელმძღვანელი;
ბ) პასუხისმგებელია თეატრის საქმიანობაზე და პერსონალურად არის პასუხისმგებელი მისი საქმიანობის ჯეროვნად წარმართვისთვის;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს თეატრის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს თეატრის თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრულ ოდენობას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ;
ვ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, მოწვეულ სპეციალისტებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება;
თ) უფლებამოსილია შეითავსოს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები, თუ მას აქვს უმაღლესი სახელოვნებო განათლება ან მოიწვიოს სამხატვრო ხელმძღვანელი;
ი) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სამხატვრო ხელმძღვანელის ან რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;
კ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;
ლ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში);
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებსა და სტაჟიორებს;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და დამხმარე პერსონალის წევრებს;
ო) წარმართავს თეატრის შემოქმედებით, ფინანსურ, ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ საქმიანობას;
პ) უფლებამოსილია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება (უფლებამოსილების დელეგირება თეატრის დირექტორს არ ათავისუფლებს თეატრის საქმიანობაზე პასუხისმგებლობისგან);
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
რ) თეატრის სახელით დებს გარიგებებს, კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს მემორანდუმებს, ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს;
ს) ამტკიცებს თეატრის შრომის შინაგანაწესს;
ტ) ხელს აწერს თეატრის ოფიციალურ დოკუმენტებს;
უ) წარმოადგენს თეატრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, თეატრის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, გასცემს მინდობილობებს;
ფ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები და სამუშაო ჯგუფები;
ქ) ამტკიცებს თეატრის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს;
ღ) პასუხისმგებელია თეატრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ყ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გასცეს თანამშრომლებზე სახელფასო დანამატი;
შ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. თეატრის დირექტორი ვალდებულია მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში წელიწადში ერთხელ სამინისტროში წარადგინოს ანგარიში იმ სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის (შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შესახებ) შესრულების თაობაზე, რომლის საფუძველზეც ის იქნა დანიშნული თანამდებობაზე.
6. თეატრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი:
ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე;
ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, თუ მინისტრი გაიზიარებს წარდგენილ დასაბუთებას;
გ) საკუთარი ინიციატივით, რის შესახებაც თეატრის დირექტორს ეცნობება 1 თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ან ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
დ) სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში.
7. დირექტორის არყოფნის, მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის, გათავისუფლების ან გადადგომის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული პირი.
1. თეატრის დირექტორის წარდგინების საფუძველზე, მინისტრის გადაწყვეტილებით, თეატრს შესაძლებელია ჰყავდეს სამხატვრო საბჭო.
2. სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს თეატრის დირექტორი.
3. სამხატვრო საბჭო არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია მინისტრს წარუდგინოს თეატრის დირექტორის კანდიდატურა და დასაბუთებული მოთხოვნა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
4. სამხატვრო საბჭო აირჩევა თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის საერთო კრების მიერ.
5. სამხატვრო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. საბჭოს მოწვევა ხდება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა 1/3-ის ინიციატივით.
6. სამხატვრო საბჭოსთვის თეატრის დირექტორის კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობით.
მუხლი 6. თეატრის ფინანსები, ქონება, აღრიცხვა და ანგარიშგება
1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრები;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების სახსრები;
დ) დამფუძნებელთა კერძო საწესდებო ფონდი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახსრები;
ე) უცხოური ინვესტიციები;
ვ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი;
ზ) კერძო შემოწირულობანი;
თ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი;
ი) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება მხოლოდ თეატრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების აღსრულებას.
3. თეატრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა ქონება, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. თეატრის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
4. თეატრი პასუხისმგებელია მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
5. თეატრი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.
6. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს სამინისტრო.
მუხლი 7. თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. თეატრს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, თეატრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 8. თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
თეატრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 9. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.