„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.129.016477
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №5

2026 წლის 3 აპრილი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016269) შევიდეს ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-2  მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორცილედება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით;“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-2  მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაგეგმილი სამედიცინო მომსახურება ან აღნიშნული ბენეფიციარის ოჯახის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან მეურვე/ზედამხედველი) ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის ან/და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) მიმდინარე პერიოდის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

დ) მეურვის/მზრუნველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი);

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის სერვისცენტრის ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება სახელმწიფო ან კერძო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი და ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხა;

ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;

თ) ცნობა ჭითურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ მცირე 1 წლით რეგისტრაციის შესახებ;“;

გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა იმ ბენეფიციარმა, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ან აღნიშნული ბენეფიციარის ოჯახის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან მეურვე/ზედამხედველი) ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის ან/და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) მიმდინარე პერიოდის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

დ) მეურვის/მზრუნველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი);

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის სერვისცენტრის ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება სახელმწიფო ან კერძო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი და ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხა;

ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ჭიათურის  მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;

თ) ცნობა ჭითურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ მცირე 1 წლით რეგისტრაციის შესახებ ან მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოკვლევის აქტი ბენეფიციარის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ მცირე 1 წლით ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადგენის შესახებ;

ი) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.04.2026.
როდის იქნა მიღებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.04.2026. მიმღები ორგანო — ჭიათურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.129.016477.
რამდენი მუხლისგან შედგება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.04.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5, 03.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016477 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6832455/