1. მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია, შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისი აქტების პროექტებს.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებულ სამუშაო აღწერილობების დავალების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სამსახურები:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;
დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკომომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;
ე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახური;
ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნი