1. მერის წარმომადგენელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
3. მერის წარმომადგენელი:
ა) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამდებობის პირებთან;
გ) იღებს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს, უზრუნველყოფს მათ კომუნიკაციას საკრებულოსთან და მერიასთან;
დ) ადგილზე აცნობს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მერის და საკრებულოს სამართლებრივ აქტებს;
ე) აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგისა და ჩატარების თარიღის შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულებში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;
თ) უზრუნველყოფს საკრებულოს წევრების, საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;
ი) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას;
კ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვას და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ლ) უზრუნველყოფს მოქალაქეებზე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე ცნობების გაცემას;
მ) უზრუნველყოფს დასახლების საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 854 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას;
ნ) ეკისრებათ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;
ო) მერის წარმომადგენელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს „სამოქალქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის XII თავით დადგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობინებიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში;
პ) მერის წარმომადგენლებს ეკისრებათ პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ჟ) წარმომადგენელი ადგენს ოქმს პირის გარდაცვალების შესახებ. ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. პირის გარდაცვალების შესახებ ოქმი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
რ) თუ წარმომადგენელს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს;
ს) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით;
ტ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს ცნობების ასლები;
უ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ფ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით.
4.მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშ