„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №61/ნ |
|
2026 წლის 1 მაისი ქ.თბილისი |
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების დამტკიცების შესახებ“.
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დამტკიცდეს „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.“.
3. პირველი მუხლით დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები“;
ბ) პირველი-მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ტრენინგ-მოდულების მიზანი
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების (შემდგომ – ტრენინგ-მოდულები) მიზანია აღმზრდელ-პედაგოგად პროფესიაში შესვლის ხელშეწყობა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება.
ა) ტრენინგ-მოდულები – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულები, რომლებიც ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგად პროფესიაში შესვლის ხელშეწყობასა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას და რომელთა შინაარსიც განისაზღვრება ამ დანართის დანართი №1-ის, დანართი №2-ის, დანართი №3-ის, დანართი №4-ის, დანართი №5-ის, დანართი №6-ისა და დანართი №7-ის შესაბამისად;“;
ბ) არასაკონტაქტო საათი – ტრენინგ-მოდულების განხორციელების პროცესში მონაწილის დამოუკიდებელი მუშაობისთვის განკუთვნილი დრო, რომელიც ეთმობა მიცემული დავალებების შესრულებას, საკითხავი მასალის დამუშავებასა და დამოუკიდებელ პრაქტიკას;
გ) ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებელი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ამ დანართის დანართი №1-ით, დანართი №2-ით, დანართი №3-ით, დანართი №4-ით, დანართი №5-ით, დანართი №6-ითა და დანართი №7-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულ(ებ)ის ჩატარების უფლება;
დ) ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ და ადასტურებს ამ დანართის დანართი №1-ით, დანართი №2-ით, დანართი №3-ით, დანართი №4-ით, დანართი №5-ით, დანართი №6-ითა და დანართი №7-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულ(ებ)ის წარმატებით გავლას;
ე) ტრენერი – პირი, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული, ამ დანართის დანართი №1-№7-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულების შესაბამისი ტრენერთა ტრენინგი (შემდგომ – ტრენერთა ტრენინგი).
1. ამ დანართის დანართი №1-ით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) ჰყავს პერსონალი, რომელიც განათლების ან ფსიქოლოგიის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში კითხულობს ლექციებს ან/და ატარებს სემინარებს ან/და ხელმძღვანელობს პრაქტიკას სკოლამდელი განათლების ან ბავშვის ფსიქოლოგიის მიმართულებით და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება;
ბ) ჰყავს პერსონალი, რომელიც უძღვება აღმზრდელის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო პროფესიულ მოდულებს, აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ტრენერობის გამოცდილება ბოლო 5 წლის მანძილზე და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება;
გ) ჰყავს პერსონალი, რომელსაც შექმნილი აქვს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები ან/და უძღვება აღნიშნულ ტრენინგ-კურსებს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით;
დ) ჰყავს პერსონალი, რომელსაც ცენტრის ეგიდით ჩატარებული აქვთ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №97/ნ ბრძანებით დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორების/მეთოდისტებისათვის, რაც დასტურდება ცენტრის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.
2. ამ დანართის დანართი №2-№7-ით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულების მიმწოდებელს მოპოვებული უნდა ჰქონდეს ამ დანართის დანართი №1-ით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლება და:
ა) დანართი №3-ითა და დანართი №5-ით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულების ჩატარების სურვილის შემთხვევაში ჰყავს პერსონალი, რომელსაც აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში;
ბ) დანართი №4-ით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულის ჩატარების სურვილის შემთხვევაში ჰყავს პერსონალი, რომელსაც აქვს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
გ) დანართი №6-ით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულის ჩატარების სურვილის შემთხვევაში ჰყავს პერსონალი, რომელსაც აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ან განათლების მიმართულებით, აგრეთვე ადრეული ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენერობის გამოცდილება.
1. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველის დოკუმენტაციის მიღებისა და შერჩევის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველი, რომელსაც სურს გახდეს ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებელი, განცხადებით მიმართავს ცენტრს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველის პერსონალის რეზიუმე (CV);
ბ) ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველის პერსონალის მიერ ამ დანართის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის (ფუნქციის) განხორციელების დამადასტურებელი ცნობები სამსახურებიდან;
გ) ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველის პერსონალის საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური რესურსების ავტორობის/თანაავტორობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონული სახით;
დ) ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველის პერსონალის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმი;
ე) იმ ტრენინგ-მოდულ(ებ)ის დასახელება, რომლის მიწოდების სურვილიც აქვს ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველს.
4. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველის მიერ ამ დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენა და ამავე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პირების შერჩევა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მიერ შერჩეული პირი, ტრენინგ-მოდულ(ებ)ის ჩატარების უფლებას მოიპოვებს ტრენერთა ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, რაც წარმოადგენს ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველისთვის ტრენინგ-მოდულ(ებ)ის ჩატარების უფლების მინიჭების საფუძველს.
6. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებელს ტრენინგის ჩატარების უფლება ენიჭება ოთხი წლის ვადით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით შექმნილი კომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ პერიოდის განმავლობაში ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ ტრენერების დამატება შესაძლებელია მოხდეს ყოველწლიურად.
7. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველის მიერ წარდგენილი პირების შერჩევის შემთხვევაში ამ პირებს უფლება აქვთ ტრენინგ-მოდულ(ებ)ი ჩაატარონ მხოლოდ ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის ეგიდით.
1. „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი თანხმობის შემთხვევაში ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლებისა და ტრენერების სია საჯაროა.
2. ტრენინგის მსვლელობისა თუ დასრულების შემდეგ ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის საქმიანობის მონიტორინგს უზრუნველყოფს ცენტრი.
3. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლისთვის ამ დანართის დანართი №1-№7-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულ(ებ)ის ჩატარების უფლების შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე.
4. ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ და გაიცემა ტრენინგ-მოდულ(ებ)ის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
5. ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:
ა) ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის სრული დასახელება;
ბ) ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის ლოგო/ემბლემა (არსებობის შემთხვევაში);
გ) ინფორმაცია ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატის მიმღები პირის შესახებ (სახელი, გვარი);
დ) ინფორმაცია ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის ხელმძღვანელი პირის შესახებ (სახელი, გვარი და თანამდებობა) და ხელმოწერა;
ე) ტრენინგ-მოდულის დასახელება;
ვ) ინფორმაცია ტრენინგ-მოდულ(ებ)ის გავლის პერიოდის შესახებ (რიცხვი, თვე, წელი);
ზ) ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი;
თ) ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატის გაცემის თარიღი.
6. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებელი სისტემატურად აწარმოებს მონაწილეთა ბაზას (ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მონაწილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტრენინგ-მოდულ(ებ)ის გავლის შედეგი) და გაცემული ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატების აღრიცხვას.
7. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული ტრენინგ-მოდულ(ებ)ის ჩატარების განრიგი, ადგილი, ტრენერის ვინაობა და ტრენინგ-მოდულ(ებ)ში მონაწილეთა სია მიეწოდება ცენტრს ტრენინგის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე, ხოლო ტრენინგ-მოდულ(ებ)ის წარმატებით გავლილი მონაწილეების სია – ტრენინგის დასრულებიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღის ვადაში.
8. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებელი ტრენინგ(ებ)ის ჩატარებამდე ამტკიცებს ამ დანართის დანართი №1-№7-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულ(ებ)ის შეფასების სისტემაში გაწერილი დავალებების პირველადი შეფასებისა და შედეგების გასაჩივრების წესსა და სააპელაციო კომისიას. თითოეული მონაწილის მიერ შესრულებული დავალებები უნდა შეფასდეს ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული მინიმუმ ორი ტრენერის მიერ. ორივე ტრენერის მიერ მონაწილის შეფასების შემთხვევაში, საბოლოო ქულა უნდა განისაზღვროს ორივე ტრენერის შეფასების ქულათა ჯამის საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე.
1. ამ დანართის დანართი №1-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:
ა) პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილებით დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დასაქმდნენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგად;
ბ) პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში კურიკულუმის კოორდინატორად/მეთოდისტად;
გ) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში დასაქმების მსურველი/დასაქმებული პირები, რომელთა პროფესიულ სტანდარტში ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლა;
დ) პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში;
ე) პირები, რომლებიც არ არიან დასაქმებული ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში ან დასაქმებული არიან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და დაინტერესებულნი არიან ტრენინგ-მოდულის გავლით, ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ ფასიან ტრენინგ-მოდულზე.“;
2. ამ დანართის დანართი №2–№7-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:
ა) პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე;
ბ) პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში კურიკულუმის კოორდინატორად/მეთოდისტად და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული;
გ) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში დასაქმების მსურველი/დასაქმებული პირები, რომლთა პროფესიულ სტანდარტში ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლა და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1 - ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული;
დ) პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1 -ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული;
ე) პირები, რომლებიც არ არიან დასაქმებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ან დასაქმებული არიან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და დაინტერესებულნი არიან ტრენინგ-მოდულ(ებ)ის გავლით, ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ ფასიან ტრენინგ-მოდულ(ებ)ზე და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1 -ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული.
ტრენინგ-მოდულებში განსაზღვრულია: ტრენინგის მონაწილეთა დასაშვები რაოდენობის, ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობისა და დროში განაწილების, მატერიალური და ტექნიკური რესურსების, ტრენინგ-მოდულებში ჩართვის წინაპირობის, ტრენინგ-მოდულების ზოგადი მიზნების, მისაღწევი შედეგებისა და მონაწილეთა შეფასების სისტემის შესახებ, აგრეთვე წარმოდგენილია საკითხავი მასალისა და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი, მოდულების გეგმა-თემები, თითოეული თემის მიზანი, თემის შესაბამისი აქტივობები, თემის განხორციელებისთვის საჭირო დრო.“.
გ) მე-8 მუხლის:
გ.ა) პირველი და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
გ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ტრენინგ-მოდულების განხორციელების პირობები (მაგ., ადგილი და განრიგი) განისაზღვრება დამკვეთი მუნიციპალიტეტისა და ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
5. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებელი დამკვეთ მუნიციპალიტეტს წარუდგენს ტრენინგ-მოდულების ჩატარებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ჩამონათვალს, რომლის უზრუნველყოფის პირობებზეც მხარეები თავად თანხმდებიან. მონაწილეები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ტრენინგ-მოდულებით გათვალისწინებული სატრენინგო მასალებით.“;
დ) მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ტრენინგ-მოდულების შინაარსი
1. ტრენინგ-მოდულების შინაარსი განისაზღვრება ამ დანართის დანართი №1-№7-ის შესაბამისად.
2. ტრენინგ-მოდულებთან დაკავშირებით საკითხავ მასალას განსაზღვრავს ცენტრი.
3. ტრენინგ-მოდულებით გათვალისწინებული სატრენინგო მასალების შინაარსს განსაზღვრავს ცენტრი.“.
|
📎 დანართები (7)
1.docx ⬇
დანართი №1
ტრენინგმოდულის შინაარსი
პროგრამის განმახორციელებელი: სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ მოპოვებული ტრენინგმოდულის განხორციელების უფლება.
ტრენინგმოდულის დასახელება: აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული.
ტრენინგის მონაწილეთა დასაშვები რაოდენობა: პირისპირ ტრენინგის შემთხვევაში – არაუმეტეს 25 მონაწილისა, ონლაინ ტრენინგის შემთხვევაში – არაუმეტეს 20 მონაწილისა.
ტრენინგმოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 66 საკონტაქტო საათი, 33 სესია, თითოეული სესიის ხანგრძლივობა – 2 საათი.
ტრენინგმოდულის მოცულობა კრედიტ ქულებისა (ECTS) და საათების (საკონტაქტო და არასაკონტაქტო) რაოდენობის მითითებით: 66 საკონტაქტო და 34 არასაკონტაქტო საათი.
მატერიალური და ტექნიკური რესურსი: ტრენინგი ხორციელდება როგორც დისტანციურად, ისე პირისპირ ფორმატში. ონლაინფორმატის დროს როგორც ტრენერს, ასევე ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს უწყვეტი ინტერნეტი და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი.
ტრენინგმოდულში ჩართვის წინაპირობა და შერჩევის მექანიზმი: განსაზღვრულია ბრძანების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით.
ტრენინგმოდულის ზოგადი მიზნები:
აღმზრდელ-პედაგოგად პროფესიაში შესვლის ხელშეწყობა;
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის გაცნობა; ტრენინგის მონაწილეებისთვის პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა, რათა მათ აღნიშნულ სტანდარტებზე დაყრდნობით შეძლონ ბავშვზე დაკვირვება, ბავშვის განვითარების უახლოესი მიზნების დასახვა, ინკლუზიურობის პრინციპის დაცვითა და ბავშვის ჰოლისტური განვითარების მიზნით საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, პროცესის წარმართვა, მშობლებთან თანამშრომლობა და საკუთარი პროფესიული საქმიანობის შეფასება.
ტრენინგმოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
თანამედროვე ადრეული განათლების პარადიგმის განსაზღვრასა და მსჯელობას ხარისხიანი სკოლამდელი განათლების გავლენის შესახებ ადამიანის მომავალზე;
ბავშვზე ორიენტირებული კურიკულუმების მახასიათებლების გაანალიზებას;
მსჯელობას ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული მარეგულირებელი დოკუმენტების რეგულირების სფეროებისა და მათში შემავალი ძირითადი საკითხების შესახებ;
საბავშვო ბაღებში არსებული პრაქტიკის დაკავშირებას პროგრამის ხარისხის სტანდარტთან;
მსჯელობას ბავშვის ბაზისური ფსიქიკური საჭიროებებისა და საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის მნიშვნელობისა და მახასიათებლების შესახებ;
ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის ანალიზს;
ბავშვზე დაკვირვებას, ობიექტური ჩანაწერის წარმოებას, ბავშვზე დაკვირვების ჩანაწერის დაკავშირებას ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის შესაბამის სფეროებთან და ინდიკატორებთან;
დაკვირვების საფუძველზე ბავშვის შემდგომი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და დაგეგმვას;
მსჯელობას ბავშვის პორტფოლიოს მნიშვნელობისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ;
ბავშვის კეთილდღეობის განმარტებას და მსჯელობას ბავშვის ძირითად უფლებებზე;
ბავშვზე ძალადობის ფორმების ამოცნობასა და მსჯელობას ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ;
თამაშის არსის განმარტებასა და მსჯელობას თამაშის მახასიათებლების შესახებ, თამაშის ტიპების ამოცნობას;
კომუნიკაციური პარტნიორის მახასიათებლების განსაზღვრასა და თვითშეფასებას;
საგანმანათლებლო გარემოს ნაწილების განსაზღვრას, მსჯელობას ფიზიკური, სოციალური და დროითი გარემოს გავლენის შესახებ ხარისხიან სკოლამდელ განათლებასა და ბავშვის კეთილდღეობაზე;
სოციალურ გარემოში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და გადაჭრის გზების დაგეგმვას;
მსჯელობას უნივერსალური დიზაინისა და საბავშვო ბაღში ფიზიკური სივრცის მოწყობის ძირითადი პრინციპებზე;
ხარისხის სტანდარტზე დაყრდნობით, საბავშვო ბაღის ფიზიკური გარემოს შეფასებასა და საჭირო ცვლილებების დაგეგმვას;
პროგრამის ხარისხის სტანდარტზე დაყრდნობით, ბალანსირებული დღის განრიგის შემუშავებას;
სწავლების ეფექტიანი სტრატეგიების ამოცნობას;
მეგობრობის, თვითრეგულაციის, ბრაზის მართვისა და კონფლიქტის გადაჭრის ხელშემწყობი სტრატეგიების დაგეგმვას;
აქტივობიდან აქტივობაზე ეფექტიანად გადასვლის სტრატეგიების შემუშავებასა და პროცესის დაგეგმვას;
პროვოკაციის არსის განსაზღვრასა და მეცნიერების, წიგნიერებისა და ხელოვნების ხელშემწყობი სტრატეგიების დაგეგმვას;
ბავშვის ოჯახთან თანამშრომლობის პროცესის დაგეგმვას;
მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შედგენას;
ბავშვის ბაღთან და ბაღიდან-სკოლაში უმტკივნეულო ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას;
საკუთარი პროფესიული საჭიროებების რეფლექსიას.
10. მონაწილეთა შეფასების სისტემა და სერტიფიკატის გაცემის პირობები: სერტიფიკატის მისაღებად მონაწილემ უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: დაესწროს ტრენინგმოდულის 80%-ს და 100 ქულიდან დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა. ამასთანავე, მონაწილემ შეფასების თითოეულ კომპონენტში უნდა დააგროვოს მაქსიმალური შეფასების მინიმუმ - 60%.
მონაწილეთა შეფასება ხდება ოთხი კომპონენტის მიხედვით:
ა) მონაწილის აქტიურობა ტრენინგზე (მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა);
ბ) მონაწილის პორტფოლიო (მაქსიმალური შეფასება – 40 ქულა);
გ) პრეზენტაცია (მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა);
დ) ტესტი - (მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა).
ტრენინგის წარმატებით გასავლელად მონაწილემ უნდა დააგროვოს 60 ქულა, ისე, რომ შეფასების თითოეულ კომპონენტში გადალახოს მაქსიმალური შეფასების 60%-იანი ზღვარი.
11. სატრენინგო მასალა:
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი.
ჯიჯავაძე, ნ. კუხალეიშვილი, თ (2019) ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი.
სამუშაო რვეული – 57 გვერდი.
12. გამოყენებული ლიტერატურა (იხ. დანართი - 1.2).
ტრენინგის გეგმა
თემა 1: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა და ძირითადი პრინციპები
სესია 1
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 1.1 | ტრენინგის მიზნები და მონაწილეთა გაცნობა | მონაწილეების გაცნობა და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება | ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, გაიხსენონ მომენტი (ონლაინტრენინგის შემთხვევაში მოძებნონ სახლში ნივთი), რომელიც მათ ადრეული ბავშვობის პერიოდს ახსენებს (ეს შეიძლება იყოს სურათი, დეკორაციული ან საყოფაცხოვრებო ნივთი, წიგნი ან ნებისმიერი სხვა ნივთი). ტრენერი ეცნობა მონაწილეებს და წარუდგენს საკუთარ ნივთს და მის შესაბამის ბავშვობის მოგონებას. მონაწილეებსაც სთხოვს ბავშვობის მოგონების გაზიარებას. ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებთან დისკუსიით გამოავლენს მათ მოლოდინებს ტრენინგის მიმართ. ტრენერს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგია – „მოლოდინის ხე“ ან დაუსვას მონაწილეებს შეკითხვები: რის შესახებ ელით ცოდნის მიღებას? რა არის თქვენს პრაქტიკაში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელზეც პასუხს ამ ტრენინგიდან ელით? რა გსურთ, რომ ამ ტრენინგმა შეცვალოს თქვენს პრაქტიკაში? |
50 წუთი | |
| 1.2 | ტრენინგის მიზნები და მონაწილეთა გაცნობა (გაგრძელება) | მოლოდინების განსაზღვრა და ჯგუფის ერთობის ჩამოყალიბება | ნაბიჯი 1. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას ტრენინგპროგრამის მიზნების, თემების, ხანგრძლივობის შესახებ. აცნობს შესასრულებელ საშინაო დავალებებსა და მონაწილეთა შეფასების სისტემას. ხაზს უსვამს რეფლექსიური დღიურის წარმოების მნიშვნელობას. აღნიშნავს, რომ ტრენინგის მონაწილეებმა რეფლექსიური დღიური უნდა შეავსონ ყოველდღიურად როგორც ტრენერის მიერ მითითებულ დროს, ისე დამოუკიდებლად. ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებთან ერთად შეიმუშავებს წესებს და მართავს დისკუსიას საგანმანათლებლო პროცესში ჯგუფის წესების ერთობლივად შემუშავებისა და დაცვის მნიშვნელობაზე. ნაბიჯი 3. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს პირველი ჩანაწერი გააკეთონ რეფლექსიურ დღიურში. ამისთვის აცნობს მასალას „რეფლექსიური წერის“ შესახებ. ხაზს უსვამს, რომ პირველ დღეს დღიურში უნდა ჩაწერონ, თუ რას ელიან ტრენინგისგან. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, პირველი ჩანაწერის გაკეთებას, სადაც აღწერენ: რას ელიან ტრენინგისგან? რა უნარები, ან ცოდნა აქვთ ამჟამად და რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ? სვამს დამატებით შეკითხვებს, საჭიროების შემთხვევაში. |
70 წუთი | პრეზენტაცია №1 „ტრენინგის მიზანი და რეფლექსიური წერა“ საკითხავი: „რეფლექსიური წერა“ |
სესია 2
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 2.1. | ბავშვი, ბავშვობა და განათლება ისტორიულ ჭრილში | ბავშვობისა და განვითარების შესახებ საკუთარი და სხვების დამოკიდებულე-ბების აღმოჩენა | თემის აღწერა: არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ბავშვისა და ბავშვობის შესახებ. ამ ხედვაზე გავლენას ახდენს კულტურული და დროითი კონტექსტი. სხვადასხვა მსოფლმხედველობა განსხვავებულ გაგებას გვთავაზობს განათლების მიზნებთან დაკავშირებით. თითოეული ინდივიდის მსოფლმხედველობა გამოხატულებას პოვებს კონკრეტულ ქმედებებში. ნაბიჯი: ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“, რომელშიც წარმოდგენილია სამსვეტიანი ცხრილი.
ტრენერი ყოველი შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს მიუთითებს ტერმინებს, რომელსაც გაივლიან იმ დღის სესიების დროს და სთხოვს შეავსონ მეორე სვეტი. მონაწილეებს სესიის დასაწყისში უხდებათ ტერმინების განმარტება ჯერ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. დღის ბოლოს, სესიებზე გავლილი მასალის გამოყენებით, გადახედავენ საკუთარ განმარტებას და ჩაასწორებენ მეორე სვეტს. ამის შემდეგ ისინი ეცნობიან სამუშაო ფურცლებში ტერმინთა რეალურ განმარტებებს და შეაქვთ დაზუსტება ცხრილის მესამე სვეტში. მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ ნამუშევრებს, მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რომელი ტერმინის დაზუსტება გახდა საჭირო. საბოლოოდ ტრენერი აჯამებს, რომ სამომავლოდ მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების მიერ აღნიშნული ტერმინოლოგიის სწორი მნიშვნელობით გამოყენება. ნაბიჯი 2. ტრენერი სთავაზობს მონაწილეებს აქტივობას ბავშვობისა და განვითარების შესახებ მათი დამოკიდებულებების გამოსავლენად. მაგალითად, ტრენერი მონაწილეებს სთავაზობს გაიხსენონ და ერთობლივად შეავსონ ქვემოთ მოცემული სქემა.
სურვილის მქონე მონაწილეები აკეთებენ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას განხილულ თემაზე. ნაბიჯი 3. ტრენერი წარადგენს პრეზენტაციას ბავშვის იდეის ისტორიულ განვითარებაზე. დისკუსიის გამოყენებით ტრენერი წაახალისებს მონაწილეებს, გაიაზრონ საკუთარი დამოკიდებულებები პრეზენტაციაში განხილული საკითხების ჭრილში. |
60 წუთი | სამუშაო რვეული პრეზენტაცია №2 „ბავშვი, ბავშვობა და განათლება“ |
||||||||||||
| 2.2 | ბავშვი, ბავშვობა და განათლება 21-ე საუკუნეში | ბავშვობისა და განვითარების შესახებ საკუთარი და სხვების დამოკიდებულე-ბების აღმოჩენა | ნაბიჯი 1. მონაწილეები განსაზღვრავენ 21-ე საუკუნის განათლების ძირითად გამოწვევებსა და იმ უნარებს, რომლებიც ბავშვებს თანამედროვე სამყაროში სჭირდებათ, შემდეგ ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, ჩამოთვალონ 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევები განათლებაში: რა გამოწვევებია 21-ე საუკუნეში? როგორ ხედავენ ბავშვს 21-ე საუკუნეში? რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნის მოქალაქეს? ყველა მონაწილე წარმოთქვამს საკუთარ მოსაზრებას. ტრენერი აფიქსირებს დაფაზე მათ ნააზრევს და აჯამებს პრეზენტაციის გამოყენებით. მაღალი შესაძლებლობებისა და ტყის სკოლის მოდელების გამოყენებით, ბავშვისა და განვითარების შესახებ განსხვავებულ ხედვას აცნობს. ნაბიჯი 2. დისკუსიის გამოყენებით, ტრენერი ეხმარება მონაწილეებს, დაუკავშირონ სესიაზე განხილული საკითხები მათ დამოკიდებულებებსა და საქართველოში დამკვიდრებულ ღირებულებებს. ან ტრენერს შეუძლია, ჯგუფური დავალების გამოყენება. მაგალითად, მონაწილეები ჯგუფებად იყოფიან და ჩამოთვლილი გამოწვევებიდან ირჩევენ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას. ჯგუფები ასაბუთებენ საკუთარ არჩევანს და განიხილავენ, თუ რატომ მიიჩნევენ ამ გამოწვევებს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად. ამის შემდეგ ტრენერი თითოეულ ჯგუფს გადასცემს ფოტოებს, რომელიც ასახავს ადრეულ განათლებას სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში (მაგალითად: საბჭოთა კავშირის პერიოდისა და თანამედროვე საქართველოს). ჯგუფებმა უნდა შექმნან ბავშვის პროფილი ამ პერიოდში: (როგორ აღიქმება ბავშვი (პასიური მოსწავლე, მკვლევარი, შემოქმედი და ა.შ.)? როგორია სასწავლო გარემო? რა უნარებს უვითარებენ მას? თითოეული ჯგუფი წარმოადგენს საკუთარ „ბავშვის პროფილს“ და სხვა ჯგუფების ნამუშევრებს ადარებს. ნაბიჯი 3. დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს – რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
60 წუთი | პრეზენტაცია №2 „ბავშვი, ბავშვობა და განათლება“ (გაგრძელება) |
სესია 3
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 3.1 | ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა | მონაწილეები განმარტავენ ტერმინებს (ადრეული, სკოლამდელი, განათლება, აღზრდა და ა.შ.) და თანამედროვე ადრეული განათლების პარადიგმას | თემის აღწერა: ადრეული და სკოლამდელი ასაკი არის ყველაზე სწრაფი განვითარების ეტაპი ადამიანის სიცოცხლეში. აღნიშნულ პერიოდში თავის ტვინი განსაკუთრებულ ცვლილებებს განიცდის. ამ ასაკში ხდება იმ ბაზისური უნარების განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს ინდივიდის კომპეტენციებს ზრდასრულობაში. ტრენერს შეუძლია, ამოარჩიოს ქვემოთ მოცემული აქტივობები თემის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა“ განხილვის დაწყებისთვის. ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“ და შეავსონ სესიის შესაბამისი სვეტი. ნაბიჯი 2. ტრენერი აკეთებს ადრეული განათლების ისტორიულ მიმოხილვას და აქცენტს აკეთებს რამდენიმე კურიკულუმის მოდელზე (მაგ., მონტესორი და რეჯიო ემილია) და პარადიგმის ცვლილებაზე (მაგ., ბავშვზე ორიენტირებული და ჰოლისტური). ზოგადად, საუბრობს დასახული მიზნების მიღწევის გზებზე, მონაწილეებს აცნობს სკოლამდელი განათლების პერიოდის მნიშვნელობას ბავშვის განვითარების პროცესში; ამ მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილებას, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადრეული და სკოლამდელი განათლება დღეს ორიენტირებულია ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე. მნიშვნელოვანია პოზიტიური, ფიზიკური და ემოციური უსაფრთხო გარემოს შექმნა, მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა. ამავე კონტექსტში განიხილავს ქართულ კურიკულუმს – „თამაში“. ნაბიჯი 3. ტრენერი მონაწილეებს ყოფს ოთხ მცირე ჯგუფად და ურიგებს ტერმინებს: „მრავალფეროვნების ხელშეწყობა“, „თანასწორობა“, „მიმღებლობა“ და „განსხვავებულის პატივისცემა“. აქედან თითოეული ჯგუფი ირჩევს ერთ - ერთს და დანარჩენ მონაწილეებს უხსნის მის მნიშვნელობას, აღნიშნავს პრაქტიკაში ამ ღირებულებების/პრინციპების ხელშეწყობის აუცილებლობას და მიღწევის გზებს. |
60 წუთი | სამუშაო რვეული პრეზენტაცია №3 „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა“ სამუშაო რვეული |
| 3.2 | ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა (გაგრძელება) | მონაწილეები განმარტავენ, რომ ადრეულ განათლებას შესაძლებელია გავლენა ჰქონდეს (1) ბავშვის აწმყოზე, (2) მომავალზე და (3) საზოგადოების აწმყოზე, (4) მომავალზე და მხოლოდ ხარისხიან ადრეულ განათლებას შეუძლია ამ მიზნებზე გასვლა. | თემის აღწერა: ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას აქვს გავლენა, ერთი მხრივ, ბავშვის აწმყოსა და მომავალზე და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს კეთილდღეობაზე. ეს არის ერთგვარი წინაპირობა საზოგადოებაში სოციალური თანასწორობისათვის. ნაბიჯი 1. გონებრივი იერიში – ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობაზე (მაგ., რა მიზანი აქვს ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას? რატომ არის ადრეული და სკოლამდელი პერიოდი საგანმანათლებლო პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი?). ტრენერს მონაწილეთა მოსაზრებები გადააქვს დაფაზე, ახდენს მათ დაჯგუფებასა და რანჟირებას. ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს სთავაზობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სამუშაო პროცესის ამსახველ ფოტოებს ან ვიდეოს. სთხოვს, გამოთქვან მოსაზრებები: თუ რა არის ფოტოზე წარმოდგენილი, მოცემული ტიპის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების პედაგოგიური მიდგომის მიზანი? როგორი პიროვნების/მოქალაქის აღზრდაზეა ორიენტირებული? რის საფუძველზე აკეთებენ მონაწილეები დასკვნას? ტრენერი აჯამებს მონაწილეთა მოსაზრებებს. ნაბიჯი 3. ტრენერი კიდევ ერთხელ აჯამებს მონაწილეთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და კითხულობს აქტიურ ლექციას ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიზნისა და მნიშვნელობის შესახებ. შენიშვნა: დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
60 წუთი | პრეზენტაცია №3 „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა“ (გაგრძელება) |
სესია 4
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 4.1 | ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების პრინციპები | მონაწილეები განმარტავენ ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობას, მახასიათებლებსა და ინკლუზიური განათლების ძირითად პრინციპებს | აღწერა: დადებითი შედეგები ბავშვისა (და სახელმწიფოს დონეზე) მხოლოდ ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ განათლებას მოაქვს. ხარისხს კი სხვადასხვა კონკრეტული მახასიათებლები უზრუნველყოფს. ამ მახასიათებლების დასადგენად მნიშვნელოვანია კვლევების შედეგების ცოდნა, რომელსაც ეყრდნობა „ევროპის ხარისხის ჩარჩო ადრეული განათლებისა და ზრუნვისთვის“ და საქართველოში არსებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტი“. ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“, სთხოვს შეავსონ სესიის შესაბამისი მეორე სვეტი. ნაბიჯი 2. ტრენერი დისკუსიის წარმართვისთვის სვამს შეკითხვებს: მაგალითად, „რას გულისხმობს თქვენი აზრით ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება? რას შეაფასებდით პირველ რიგში ადრეულ და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში? თქვენი აზრით, როგორია ამ ტიპის საუკეთესო დაწესებულება?“. ნაბიჯი 3. ტრენერი განვლილი სესიებიდან სთხოვს მონაწილეებს, გაიხსენონ თანამედროვე ხარისხიანი განათლების ძირითადი პრინციპები. ნაბიჯი 4. თემის გასაშლელად ასევე სთხოვს მცირე ჯგუფებში ერთმანეთს გაუზიარონ მე-2 სესიის ბოლოს რეფლექსიურ დღიურში გაკეთებული ჩანაწერები თანამედროვე, ხარისხიანი განათლების პრინციპებთან დაკავშირებით. ნაბიჯი 5. ტრენერი თემის შეჯამებისთვის იყენებს სამუშაო რვეულში მოცემულ სქემას, რითიც ხელს უწყობს მონაწილეებს, რომ მათ შეადარონ ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლება – ინკლუზიურ განათლებას მათი ძირითადი პრინციპების მიხედვით. საბოლოოდ, ტრენერი მოკლე პრეზენტაციით ხაზს უსვამს მათ იდენტურობას. რჩევა ტრენერს: ტრენერი ყოველი სატრენინგო დღის თუ თემის შეჯამებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახის ჩართულობის მნიშვნელობაზე ბავშვის განათლებისა და განვითარების პროცესში. ტრენერი დისკუსიისა და პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით მონაწილეებს აცნობს ეფექტიანი თანამშრომლობის გზებს, რომლებიც მოიცავს: ოჯახთან კომუნიკაციის პოზიტიურ პრინციპებსა და პრაქტიკას, ცნობიერების ამაღლების შეხვედრების დაგეგმვისა და განხორციელების სტრატეგიებს, ოჯახების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის პრაქტიკულ მიდგომებს, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მექანიზმებს. |
50 წუთი | სამუშაო რვეული პრეზენტაცია №4 „ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების პრინციპები“ |
| 4.2 | თანამედროვე ადრეული და სკოლამდელი განათლების კურიკულუ-მები და ხარისხის მაჩვენებლები | მონაწილეები აანალიზებენ თანამედროვე ბავშვზე ორიენტირებული კურიკულუმების მახასიათებლებს | ნაბიჯი 1. ტრენერმა სასურველია დაიწყოს სესია დისკუსიით: როგორ ახსოვთ, რას გულისხმობს სიტყვა „კურიკულუმი?“ რა ტიპის კურიკულუმებს იცნობენ ადრეული აღზრდისა და განათლების სფეროში? ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს უხსნის, რომ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული კურიკულუმები აკმაყოფილებენ ხარისხიანი ადრეული განათლების კრიტერიუმებს. ტრენერი მონაწილეებს ურიგებს სხვადასხვა ტიპის კურიკულუმების (2 ან 3) აღწერას და ვიდეოებს მცირე ჯგუფებში (მაგალითად, მონტესორის პედაგოგიკა, რეჯიო-ემილია, ტყის სკოლა, „მაღალი შესაძლებლობები“, ადრეული განათლების კურიკულუმი „თამაში“). თითოეული ჯგუფი ადარებს კურიკულუმებს და გამოყოფს მათ საერთო და განსხვავებულ მახასიათებლებს. მონაწილეები აკეთებენ პრეზენტაციას. ნაბიჯი 3. ტრენერი წარმართავს დისკუსიას წაკითხული მოდელების საერთო და განსხვავებულ მახასიათებლებზე, განსაკუთრებით, აქცენტს აკეთებს ადრეული განათლების კურიკულუმზე – „თამაში“ და სხვა საერთაშორისო კურიკულუმებს შორის ურთიერთმიმართებაზე. ამისთვის იყენებს სამუშაო რვეულში მოცემულ სქემას. ნაბიჯი 4. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას ხარისხიანი ადრეული განათლების კურიკულუმების მახასიათებლების შესახებ. ნაბიჯი 5. თემის შეჯამებისა და ჯგუფის აღმოჩენების საქართველოში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პრაქტიკასთან დაკავშირებისათვის ტრენერი აჩვენებს მონაწილეებს ვიდეოს, რომელშიც ასახულია საქართველოში დანერგილი პრაქტიკა. დისკუსიის გამოყენებით მონაწილეები ცდილობენ დააფიქსირონ ხარისხიანი ადრეული განათლების მახასიათებლების პრაქტიკული გამოვლინება ვიდეოში. ნაბიჯი 6. ტრენერი აჯამებს თემას, წარადგენს ხარისხის მარეგულირებელ დოკუმენტებს საქართველოში და აძლევს მონაწილეებს პირველ დავალებას. აქტიურობის დავალება №1: მონაწილეებს ეძლევათ საკითხავად შემდეგი დოკუმენტები: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების შესავალი; აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი; ბავშვის უფლებათა კონვენცია (შემოკლებული ვერსია). ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, დოკუმენტების გადახედვისას ჩაინიშნონ თავიანთი აღმოჩენები სამუშაო რვეულში მოცემული სქემის მიხედვით „დავალება 1“-ის ფორმაში და ათავსებენ პორტფოლიოში. შენიშვნა: დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
70 წუთი | პრეზენტაცია №5 „ადრეული და სკოლამდელი განათლების კურიკულუმები და ხარისხის მაჩვენებლები“
|
სესია 5
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 5.1 | „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები | მონაწილე ჩამოთვლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ მარეგულირებელ დოკუმენტებს და განმარტავს მათ მნიშვნელობას | თემის აღწერა: საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ დამტკიცდა 2016 წელს, რამაც განაპირობა სხვადასხვა სტანდარტისა და ნორმატიული აქტის შექმნის საჭიროება, რომლებიც არეგულირებენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს სხვადასხვა მიმართულებას. ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს ყოფს ოთხ მცირე ჯგუფად. ტრენერი თითოეულ ჯგუფს შემთხვევითი შერჩევის პრინციპის ან მონაწილეთა სურვილის მიხედვით აძლევს ერთ დოკუმენტს და სთხოვს, მიჰყვნენ სამუშაო რვეულში მოცემულ ინსტრუქციას: განიხილონ დოკუმენტი შემდეგი საკითხების გათვალისწინებით, მაგ: რას არეგულირებს დოკუმენტი, რა საკითხები/თემები არის განსაზღვრული, როგორ ხედავს ბავშვს და განვითარებას დოკუმენტი, რა ღირებულებებზე დგას, რომელ პრინციპებს ეყრდნობა დოკუმენტი, ეს იდეები ექსპლიციტურად არის გაწერილი თუ იგულისხმება. აქტივობის დროს განიხილება დოკუმენტები, რომელიც სესიის წინ სახლში დაამუშავეს:
|
70 წუთი | დამატებითი საკითხავი მასალა |
| 5.2 | „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები | მონაწილე ჩამოთვლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ მარეგულირებელ დოკუმენტებს და განმარტავს მათ მნიშვნელობას | ნაბიჯი 1. ჯგუფები აკეთებენ წაკითხული დოკუმენტების შესახებ მოკლე პრეზენტაციებს. ნაბიჯი 2. ტრენერი აკეთებს უკუკავშირს და მოკლე პრეზენტაციით მარეგულირებელი დოკუმენტების მიმოხილვას (განიხილავს მხოლოდ საკითხებს, რომელზეც არ უსაუბრიათ მონაწილეებს). მონაწილეები შესაბამისად ანახლებენ სამუშაო რვეულში „ტერმინები“ ჩანაწერებს. შენიშვნა: დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
50 წუთი | პრეზენტაცია №6 „ადრეული განათლების მარეგულირებელი დოკუმენტები“ |
სესია 6
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 6.1 | ხარისხიანი ადრეული განათლების დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები | მონაწილეს შეუძლია ადრეული განათლების ხარისხთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების ჩამოთვლა | ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“, ასევე სთხოვს, შეავსონ სესიის შესაბამისი მეორე სვეტი. ნაბიჯი 2. გონებრივი იერიში: ტრენერი მონაწილეებს უსვამს შეკითხვას: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მარეგულირებელი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ (რომლებსაც გაეცნენ წინა სესიის ბოლოს), გაიხსენონ და ჩამოთვალონ – ახალ მოთხოვნებთან მიმართებაში თუ რა საჭიროებები გვაქვს დღეს დარგში ყველაზე მეტად? (მნიშვნელოვანია, რომ მათი ჩამონათვალი მაქსიმალურად ყველა საკითხის მომცველი იყოს. ამიტომ, ტრენერი ბიძგს აძლევს მონაწილეებს, რომ მათ ფიზიკური და მატერიალური სირთულეების გარდა იმსჯელონ მეთოდოლოგიურ საკითხებზეც). ტრენერს მონაწილეთა მოსაზრებები გადააქვს დაფაზე. მათთან ერთად ახდენს იდეების გაერთიანებას და რანჟირებას. ნაბიჯი 3. მას შემდეგ, რაც მონაწილეები შექმნიან საჭიროებათა ჩამონათვალს, ტრენერი მონაწილეებს ყოფს ოთხ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი მუშაობს საკითხზე: რა ფაქტორები და გზები შეიძლება იყოს გამოწვევების გადაჭრის ხელშემწყობი? ნაბიჯი 4. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას. იმართება დისკუსია. |
40 წუთი | სამუშაო რვეული |
| 6.2 | ხარისხიანი ადრეული განათლების დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები | მონაწილეს შეუძლია ადრეული განათლების ხარისხთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების ჩამოთვლა | ნაბიჯი 1. ტრენერი აკეთებს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტის“ (იმავე ხარისხის სტანდარტი) მიმოხილვას. ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს ყოფს მცირე ჯგუფებად და უნაწილებს ხარისხის სტანდარტის მიმართულებებს. თითოეულ ჯგუფს სთხოვს, წაიკითხონ მიმართულება, ჩაინიშნონ გაუგებარი ტერმინები და ინდიკატორები, გამოყონ ის საკითხები, რომელიც პრობლემურია მათ ბაღში/ბაღებში. ჯგუფის წევრებთან ერთად იმსჯელონ და გამოყონ საკუთარი (როგორც აღმზრდელების), პრაქტიკის საჭიროებები. ნაბიჯი 3. მონაწილეები წარადგენენ დამუშავებულ მიმართულებებს დიდი ჯგუფში. ტრენერი საჭიროებისამებრ ხსნის გაუგებარ მონაკვეთებს. პორტფოლიოს დავალება №1: ტრენერი მონაწილეებს უგზავნის საბავშვო ბაღებში გაკეთებულ დაკვირვების ჩანაწერებს. მონაწილეებმა აღწერილი ინფორმაცია უნდა დააკავშირონ ხარისხის სტანდარტის შესაბამის სტანდარტებთან და ინდიკატორებთან, რომელიც მოცემულია დავალების ცხრილში. მომზადებულ დავალებას მონაწილეები ათავსებენ საკუთარ პორტფოლიოში. რჩევა ტრენერს: დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აძლევს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
80 წუთი | პრეზენტაცია №7 „ხარისხის სტანდარტი“ საკითხავი „ხარისხის სტანდარტი“ |
სესია 7
| № | თემა/აქტივობა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 7.1 | პროგრამის ხარისხის სტანდარტი | მონაწილე პროგრამის ხარისხის სტანდარტის დოკუმენტთან ნაწილობრივ აკავშირებს პრაქტიკას | ნაბიჯი 1. წინა სესიაზე მიცემული დავალების განხილვა. მონაწილეები ჯგუფის დანარჩენ წევრებს წარუდგენენ მომზადებულ დავალებას. ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს აძლევს უკუკავშირს. |
110 წუთი | კომპიუტერი, პროექტორი |
| 7.2 | პროგრამის ხარისხის სტანდარტი | მონაწილემ იცის ადრეული განათლების მნიშვნელობის, პროგრამის ხარისხის პრინციპებისა და მახასიათებლებ-ისა და ქართული, ეროვნული მარეგულირებე-ლი დოკუმენტების შესახებ | ნაბიჯი 1. ტრენერი შესრულებული დავალებების დროს წარმოქმნილი დისკუსიების გამოყენებით აჯამებს პირველი თემის საკითხებს და აცნობს მომდევნო სესიების თემას. ნაბიჯი 2. მონაწილეები ინდივიდუალურად აკეთებენ რეფლექსურ ჩანაწერებს დავალებაზე მუშაობისას გაკეთებული მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ. |
10 წუთი |
თემა 2: ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები
სესია 8
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 8.1 | კარგი ბავშვობა | მონაწილე განსაზღვრავს ადრეული განათლების მიზნად ბავშვისთვის კარგი ბავშვობის შექმნას | ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“ და შეავსონ სესიის შესაბამისი მეორე სვეტი. ნაბიჯი 2. ტრენერი კიდევ ერთხელ აჯამებს გავლილ პირველ თემას და მოკლე პრეზენტაციის სახით განმარტავს, რომ მეორე თემის ფარგლებში განხილულ იქნება ადრეული განათლების ბავშვთან მიმართებაში უშუალო მიზნები (ამჟამინდელი კეთილდღეობა და განვითარება) და, ამასთანავე, დაკვირვებისა და შეფასების საკითხები. ამის შემდეგ ბოლო/მესამე თემაში შეეხება გზებს, თუ როგორ უნდა იყოს მიღწეული მიზნები. ნაბიჯი 3. გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, დაასახელონ რა არის ის, რაც მათ ცხოვრებას უპირობო მნიშვნელობას ანიჭებს და ფასეულს ხდის. ტრენერი პასუხებს ცხრილში აწყობს (თვითდეტერმინიზმის თეორიის შესაბამისად). ნაბიჯი 4. ტრენერი ატარებს ინტერაქციულ პრეზენტაციას კარგ ბავშვობაზე და ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ეს ადრეული განათლების ერთ-ერთი უშუალო მიზანია ბავშვთან. ტრენერი უკავშირებს კარგ ბავშვობას ადამიანის ბაზისურ ფსიქიკურ საჭიროებებს. ნაბიჯი 5. ტრენერი მცირე ჯგუფებში ანაწილებს მონაწილეებს და სთხოვს, ჩამოწერონ თითოეული ბაზისური საჭიროების ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორები მათ სამუშაო გარემოში და შესაძლო გადაჭრის გზები. |
60 წუთი | პრეზენტაცია №8 „მე-2 თემის მიზნები“ სამუშაო რვეული პრეზენტაცია №9 „კარგი ბავშვობა“ სამუშაო რვეული |
| 8.2 | კარგი ბავშვობა | მონაწილე განსაზღვრავს ბაზისურ ფსიქიკურ საჭიროებებსა და ჩართულობის მნიშვნელობას | ნაბიჯი 1. ტრენერი რთავს მონაწილეებს დისკუსიაში, „როგორ ამოვიცნო, თუ ბავშვს აქვს კარგი ბავშვობა?“ ნაბიჯი 2. ტრენერი სთხოვს თითოეულ წევრს, გაიხსენონ ორი სიტუაცია თავიანთი ცხოვრებიდან, რომელშიც სრულად ჩართულნი იყვნენ და რომელშიც სიტუაციის მიღმა იყვნენ დარჩენილნი. შემდეგ მონაწილეები ორივე სიტუაციაში იხსენებენ იყო თუ არა მათი საჭიროებები დაკმაყოფილებული. ნაბიჯი 3. ტრენერი განმარტავს „ჩართულობის“ ცნებას და თუ როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს ის ფსიქიკურ ბაზისურ საჭიროებებს. ტრენერი მონაწილეებს აცნობს ნიშნებს ლევერსის პროცესზე ორიენტირებული თვითშეფასების ინსტრუმენტიდან (ბარქაია, ც. (2019) ინკლუზიური ადრეული განათლება, გვ 98). https://shorturl.at/P6EQG ნაბიჯი 4. ტრენერი აძლევს ვიდეო ან ტექსტურ ჩანაწერებს, სადაც ჩანს ბავშვი საგანმანათლებლო პროცესში და სთხოვს მონაწილეებს, განსაზღვრონ, ამ ბავშვების ჩართულობა მაღალია თუ დაბალი. შენიშვნა: ყოველი დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
60 წუთი | სამუშაო რვეული სამუშაო რვეული |
სესია 9
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 9.1 | ბავშვის განვითარება | მონაწილე ჩამოთვლის საკუთარ საჭიროებებს თემასთან მიმართებაში | თემის აღწერა: ბავშვის განვითარება კომპლექსური პროცესია, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს მოიცავს დაბადებიდან-ზრდასრულობის ასაკამდე. ბავშვის განვითარების შესახებ ბაზისური ცოდნა ეხმარება აღმზრდელ-პედაგოგს ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაში. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტი არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ბავშვისთვის მისაღწევ შედეგებს დაბადებიდან 5 წლამდე. სტანდარტის დოკუმენტის ცოდნა ეხმარება აღმზრდელ-პედაგოგს, ერთი მხრივ, გაიაზროს ბავშვის განვითარება, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვროს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მიზნები. სტანდარტი გვაძლევს საკვანძო ინფორმაციას ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების შესახებ, თუმცა, მიზნების მისაღწევად, მნიშვნელოვანია აღნიშნული ინფორმაციის სწორი გამოყენება. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტი გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ თითოეული ბავშვის განვითარების პროცესი და გვიქმნის წარმოდგენას ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპების შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული სტანდარტი ინდივიდუალიზაციის საშუალებას იძლევა. ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“, რომელშიც სთხოვს, შეავსონ სესიის შესაბამისი მეორე სვეტი. ნაბიჯი 2. ტრენერი ეკითხება მონაწილეებს, მათი აზრით, თუ რა განაპირობებს ადამიანის განვითარებას? რით ხასიათდება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში განვითარება? რა უნდა ვიცოდეთ, რომ მოვახერხოთ ბავშვის განვითარების ხელშეწყობა? რა ინსტრუმენტები/მეთოდები შეიძლება იყოს გამოყენებული განვითარების პროცესის შესაფასებლად? მონაწილეები მსჯელობენ და გამოთქვამენ მოსაზრებებს, ტრენერი დაფაზე წერს ჯგუფისთვის საინტერესო საკითხებს და მართავს დისკუსიას მათ საჭიროებებზე, აღნიშნულ თემასთან მიმართებაში. ნაბიჯი 3. ტრენერი მონაწილეებს სთავაზობს რომელიმე სახალისო აქტივობას, სასურველია, მოტორული (რომელსაც განტვირთვის მიზანიც ექნება), მაგ. „ვცეკვავთ ადგილზე“ – იატაკზე დალაგებულია ოთხკუთხედი ან მრგვალი ფორმის სხვადასხვა ფერის ნიშნულები. ტრენერი მსურველებს სთავაზობს, დადგნენ ამ ფიგურების ცენტრში და იწყებს ვარჯიშს (ავხტეთ 3-ჯერ, ჩავიცუცქოთ, დავბზრიალდეთ და ისევ ავხტეთ). მონაწილეები უნდა ეცადონ, რომ ფერად ფიგურას არ გასცდნენ მოძრაობების შესრულებისას. რამდენიმე წუთიანი თამაშის შემდეგ ტრენერი ეკითხება მათ, რა უნარებია ჩართული აღნიშნულ აქტივობაში. სთხოვს, რომ მოტორული სფერო კიდევ უფრო დააკონკრეტონ, მაგ., ჩამოთვალონ, რა მოქმედებები შეასრულეს (მაგ. ხტომა, ჩაჯდომა, წამოდგომა). ეკითხება ასევე, არის თუ არა სხვა უნარებიც ჩართული გარდა მოტორიკისა. ტრენერი აღნიშნულ დისკუსიას იყენებს შემდეგი სესიის აქტივობებზე გადასვლისთვის. რჩევა ტრენერს: ტრენინგის ონლაინ ფორმატის დროს მონაწილეები ადგილზე ასრულებენ მოძრაობებს. |
40 წუთი | |
| 9.2 | ბავშვის განვითარება | მონაწილე განმარტავს ბაზისურ ცოდნას ბავშვის განვითარების შესახებ | ნაბიჯი 1. ტრენერი ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების ძირითადი მახასიათებლების გასააზრებლად მონაწილეებს სთავაზობს აქტივობებს. მაგალითად:
ნაბიჯი 2. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას ბავშვის განვითარების ძირითადი მახასიათებლების შესახებ. ტრენერი ეხება 2 - დან 3, 3 - დან 4 და 4 დან - 5 წლამდე ბავშვის განათლების სტანდარტის სტრუქტურას. ნაბიჯი 3. ტრენერი სთავაზობს მონაწილეებს მოტორულ აქტივობას, ერთი მხრივ, განტვირთვისთვის, მეორე მხრივ კი, აქტივობის შემდეგ ისევ ეკითხება ჯგუფის წევრებს, რა უნარის განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული თამაშები. მაგ., ითამაშეთ „ბილიკები უღრან ტყეში“ - (იატაკზე დავაწებოთ ფერადი ლენტები და გავაკეთოთ სხვადასხვა ფორმის მარშრუტი, მაგალითად, ზიგზაგები, სერპარტინი, ოთხკუთხედები და ა.შ.). ვთხოვოთ მონაწილეებს, ზუსტად გაიარონ ლენტზე ისე, რომ არ გადასცდნენ მას. უნდა შეინარჩუნონ წონასწორობა. გასამარტივებლად ვთხოვოთ, რომ ხელები გაშალონ სიგანეზე, მაგალითად, როგორც აკრობატმა თოკზე სიარულისას. შენიშვნა: დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. აკეთებს კომენტარს ასევე სესიის დროს მიმდინარე აქტივობებზე, რომ ხშირად მსგავს საქმიანობებს თამაშებს ვუწოდებთ, თუმცა თამაშის განმარტებას მოგვიანებით გაეცნობიან. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
80 წუთი | პრეზენტაცია №10 „ბავშვის განვითარება და განათლების სტანდარტი“ ფერადი წებოვანი ლენტები |
სესია 10
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 10.1 | ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები | მონაწილე განმარტავს ბაზისურ ცოდნას სტანდარტიდან ბავშვის განვითარების სფეროების შესახებ | ნაბიჯი 1. განვითარების სფეროებისა და ინდიკატორების ლოგიკის გასააზრებლად ტრენერი იყენებს რომელიმე აქტივობას მცირე ჯგუფებში: - ტრენერი მცირე ჯგუფებში ურიგებს მონაწილეებს ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტიდან ამოღებულ სხვადასხვა ინდიკატორს გაბნეულად. შემდეგ მათ უნდა მიუსადაგონ/დააჯგუფონ, თუ განვითარების რომელ სფეროს მიეკუთვნება აღნიშნული ინდიკატორი. - მონაწილებს ურიგდებათ განვითარების ერთი სფეროს ინდიკატორები არეულად და მათ უნდა დაალაგონ განვითარების თანმიმდევრული ლოგიკის მიხედვით – რომელი ინდიკატორი რომლის შემდეგ მოდის. - ტრენერი მცირე ჯგუფებს ანიჭებს ნომრებს, რის შემდეგაც პირველი მცირე ჯგუფი უკითხავს/აწვდის მეორე მცირე ჯგუფს ინდიკატორებს. მათ კი არავერბალურად უნდა წარმოადგინონ აღნიშნული ინდიკატორები დანარჩენი ჯგუფებისათვის და სთხოვონ ამოიცნონ, რომელ სფეროზე/მახასიათებელზე არის საუბარი. არასწორი პასუხის შემთხევაში პირველი ჯგუფი დანარჩენ მონაწილეებს აძლევს დამატებით მინიშნებებს როგორც ვერბალურად, ისე არავერბალური ნიშნებით. ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს სთავაზობს მოტორულ აქტივობას (განტვირთვისთვის), რომლის შემდეგაც სთხოვს სტანდარტის დოკუმენტიდან დააკავშირონ თამაში შესაბამის სფეროსთან. მაგალითად, „წეროები“ – ვთხოვოთ მონაწილეებს დადგნენ ცალ ფეხზე (ვითომ წეროები არიან), ხელები აწიონ მაღლა და ხელისგულები შეაერთონ. რჩევა ტრენერს: დააყენეთ 1-წუთიანი წამზომი, მათ უნდა ეცადონ, შეინარჩუნონ წონასწორობა დროის გასვლამდე, შემდეგ შესაძლებელია ფეხის შეცვლა. ნაბიჯი 3. ტრენერი წარმართავს დისკუსიას, რა შესძინა თითოეულმა განხორციელებულმა აქტივობამ. |
60 წუთი | სამუშაო რვეული |
| 10.2 | ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები | მონაწილე განმარტავს ბაზისურ ცოდნას სტანდარტიდან თემატური მიმართულებების შესახებ | ნაბიჯი 1. ბავშვის განვითარების სტანდარტში არსებული თემატური მიმართულებების, განვითარებისა და ინდიკატორების ლოგიკის გასააზრებლად ტრენერი იყენებს რომელიმე აქტივობას მცირე ჯგუფებში. ტრენერი აცნობს მონაწილეებს პრეზენტაციის სახით ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის თემატურ მიმართულებებს. ტრენერი მცირე ჯგუფებში ურიგებს მონაწილეებს ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტიდან ამოღებული თემატური მიმართულებიდან სხვადასხვა ინდიკატორს გაბნეულად. შემდეგ მათ უნდა მიუსადაგონ/დააჯგუფონ რომელ თემატურ მიმართულებას მიეკუთვნება აღნიშნული ინდიკატორი. მონაწილებს ეძლევათ ერთი თემატური სფეროდან ინდიკატორები არეულად. მათ მასალა უნდა დაალაგონ განვითარების თანმიმდევრული ლოგიკის მიხედვით – რომელი ინდიკატორი რომლის შემდეგ მოდის მსურველი მონაწილეები უკითხავენ დანარჩენი ჯგუფის წევრებს თემატური სფეროდან ინდიკატორებს და მათ უნდა გამოიცნონ რომელი თემატური სფეროს შესახებაა საუბარი. ნაბიჯი 2. ტრენერი წარმართავს დისკუსიას, რა შესძინათ ამ აქტივობებმა. შემდეგ სთხოვს ბოლო 2 სესიის შთაბეჭდილებები ასახონ რეფლექსიურ დღიურში. ნაბიჯი 3. ტრენერი სთავაზობს მონაწილეებს აქტივობას, ერთი მხრივ, განტვირთვისთვის, მეორე მხრივ კი თამაშის ბოლოს ისევ, რომ ჰკითხოს – რა სფეროების განვითარებას უწყობს ხელს მოცემული საქმიანობა? მაგალითად, ტრენერი წინასწარ შერჩეულ სიტყვებს ეუბნება მონაწილეებს, რომლებსაც მიუსადაგებს კონკრეტულ მოქმედებას. სიტყვის თქმისას კი მონაწილეებმა უნდა შეასრულონ შესაბამისი მოქმედება. მაგალითად: ბატი, სკამი, ბებია, ნიანგი, ფანქარი. ინსტრუქცია: ბატი – ბატის ხმით დაძახება, სკამი – ახტომა, ბებია – ტაშის დაკვრა, ფანქარი - ფეხით დაბაკუნება და ა.შ. ტრენერი მონაწილეებს შემდეგ სესიამდე აძლევს სავალდებულო საკითხავ მასალას განვითარების სფეროებზე და შეფასების მეთოდებზე შენიშვნა: დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
60 წუთი | სამუშაო რვეული საკითხავი მასალა „ბავშვის განვითარება და შეფასების მეთოდები“ |
სესია 11
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 11.1 | დაკვირვება, შეფასება | მონაწილე განმარტავს ობიექტური დაკვირვების მნიშვნელობას | აღწერა: ბავშვზე დაკვირვება აღმზრდელ-პედაგოგის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის არის ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის წინაპირობა. დაკვირვება გულისხმობს თვალყურის დევნებას ყველაფერზე, რასაც აკეთებს ან ამბობს ბავშვი და შესაბამისი ობიექტური ჩანაწერების გაკეთებას. დაკვირვება აღმზრდელს ეხმარება ბავშვის უკეთ გაცნობაში, მისი ინდივიდუალური თავისებურებების, ინტერესების, საჭიროებების, შესაძლებლობების შესწავლაში. ნაბიჯის 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“, რომელშიც სთხოვს შეავსონ სესიის შესაბამისი მეორე სვეტი. ნაბიჯი 2. ტრენერი ჯგუფს სთავაზობს რამდენიმე ვიდეოს, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს, რომ, ერთი მხრივ, ობიექტური დაკვირვება შეძლონ და, მეორე მხრივ, კონკრეტული თამაშები დააკავშირონ ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტთან. ნაბიჯი 3. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას შეფასების მეთოდებზე ადრეულ განათლებაში, დეტალურად განიხილავს დაკვირვების მეთოდს. ტრენერი მონაწილეებს პარალელურად სთხოვს, ჩახედონ, ნანახ ვიდეოზე გაკეთებული დაკვირვების ჩანაწერები რამდენად ობიექტურია. პრეზენტაციის ბოლოს ისევ განმეორებით ნახულობენ ვიდეოს და აკეთებენ ცვლილებებს ჩანაწერებში. |
60 წუთი | სამუშაო რვეული დაკვირვებისთვის ვიდეო პრეზენტაცია №11 „შეფასების მეთოდები“ |
| 11.2 | დაკვირვება, შეფასება | მონაწილეს ნაწილობრივ შეუძლია ბავშვზე დაკვირვების მონაცემების ბავშვის სტანდარტთან დაკავშირება | ნაბიჯი 1. ტრენერი იყენებს გონებრივ იერიშს, ეკითხება მონაწილეებს – რამდენად აკეთებენ დაკვირვების ჩანაწერებს პრაქტიკაში და როგორ იყენებენ დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციას? ნაბიჯი 2. ტრენერი ეუბნება მონაწილეებს, რომ მცირე ჯგუფებში წაიკითხონ წინა სესიის დროს ვიდეოზე დაკვირვების დროს გაკეთებული ჩანაწერები და იმსჯელონ ჯგუფის დანარჩენ წევრებთან, თუ რა ინფორმაციას გვაძლევს აღნიშნული ჩანაწერები? რა უნარები ვლინდება აღწერილ თამაშებში? დააკავშირონ დაკვირვებიდან მიღებული ინფორმაცია ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის შესაბამის კატეგორიებთან/ინდიკატორებთან. ნაბიჯი 3. დარჩენილ დროში ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას, ტრენერი აძლევს მათ უკუკავშირს. შენიშვნა: ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
60 წუთი | პრეზენტაცია №11 „შეფასების მეთოდები“ (გაგრძელება) |
სესია 12
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 12.1 | დაკვირვება, შეფასება | მონაწილეს შეუძლია ობიექტური ჩანაწერის იდენტიფიცირება | ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს ისევ აჩვენებს ვიდეოს და სთხოვს შეარჩიონ ერთ-ერთი ბავშვი, რომელზეც გააკეთებენ დაკვირვების ჩანაწერებს. ნაბიჯი 2. მონაწილეები მცირე ჯგუფებში გადაინაცვლებენ, სადაც ერთმანეთს უზიარებენ გაკეთებულ ჩანაწერებს და აძლევენ უკუკავშირს ჩანაწერის ობიექტურობის შესახებ. ნაბიჯი 3. მონაწილეები ისევ მცირე ჯგუფებში საკუთარ ნამუშევრებს აანალიზებენ იმგვარად, რომ ბავშვის არსებული შესაძლებლობები დააკავშირონ ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის შესაბამისი სფეროების შედეგებსა და ინდიკატორებთან. აღნიშნული აქტივობა მონაწილეებს დაეხმარება რეალურად დაინახონ ბავშვის განვითარების აქტუალური დონე. |
80 წუთი | დაკვირვებისთვის ვიდეო |
| 12.2 | დაკვირვება, შეფასება | მონაწილეს ნაწილობრივ შეუძლია დაკვირვების საფუძველზე ბავშვის შემდგომი საჭიროებების იდენტიფიცირება | ნაბიჯი 1. ტრენერი ეხმარება მონაწილეებს, დაინახონ, ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის შედეგებზე დაყრდნობით, რა იქნება ბავშვთან შემდეგი სამუშაო მიზნები. მაგ., თუ ბავშვი „იკვლევს“ წიგნებს (მაგ. ხელით ეხება, გემოს უსინჯავს, ცდილობს დახიოს, გადაშალოს მზრუნველის დახმარებით). მომდევნო ნაბიჯი იქნება, რომ ბავშვი დაინტერესდეს წიგნის ილუსტრაციებით, შემდგომ კი გადაფურცლოს წიგნი, დაათვალიეროს მისი გვერდები). ნაბიჯი 2. შემდეგ თითოეული ჯგუფი განსაზღვრავს ვიდეოზე გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით ბავშვის განვითარების უახლოეს მიზნებს და დიდ ჯგუფთან აკეთებენ შედეგების პრეზენტაციას. ნაბიჯი 3. ტრენერი აძლევს მათ უკუკავშირს და აკეთებს შემდეგი სესიის შესავალს პორტფოლიოს მნიშვნელობაზე. შენიშვნა: დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. შეხსენება: მომდევნო სესიისთვის სთხოვს, მონაწილეებმა თან იქონიონ მათი ჯგუფის ბავშვების რამდენიმე პორტფოლიო. |
40 წუთი |
სესია 13
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 13.1 | ბავშვის პორტფოლიო | მონაწილე განმარტავს ბავშვის პორტფოლიოს მნიშვნელობას | აღწერა: პორტფოლიო არის ბავშვის განვითარების დოკუმენტირების ფორმა. პორტფოლიოში ასახულია ინფორმაცია ბავშვის სხვადასხვა ტიპის მიღწევების, უნარების, შესაძლებლობების, ინტერესების შესახებ. პორტფოლიოში ინფორმაცია ბავშვის განვითარების სხვა და სხვა სფეროს შესახებ წარმოდგენილია შემდეგი დოკუმენტების სახით:
ნაბიჯი 1. ტრენერი წარადგენს პრეზენტაციას პორტფოლიოს შესახებ. ნაბიჯი 2. მონაწილეები პრეზენტაციაში წარმოდგენილი საკითხების სიღრმისეულად გააზრების მიზნით აჩვენებენ კონკრეტულ პორტფოლიოებს ან იყენებენ მათ მოტანილ პორტფოლიოებს. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს იმსჯელონ, რა ინფორმაციას იძლევა წარმოდგენილი დოკუმენტები/ნამუშევრები ბავშვის განვითარების სფეროების შესახებ? რამდენად ინფორმაციულია პორტფოლიოში ასახული მასალა? ბავშვის განვითარების შესახებ სრულყოფილი წარმოდგენის შესაქმნელად, რა ტიპის ინფორმაცია იქნებოდა დამატებით სასურველი, რომ ყოფილიყო პორტფოლიოში? ნაბიჯი 3. მონაწილეები წარმოდგენენ საკუთარ ნამუშევრებს, ტრენერი აძლევს უკუკავშირს. |
70 წუთი | პრეზენტაცია №12 „პორტფოლიოს წარმოება“ მონაწილეების მიერ მოტანილი ბავშვის პორტფოლიო |
| 13.2 | პორტფოლიოს წარმოება; მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა | მონაწილე განმარტავს პორტფოლიოს წარმოების მნიშვნელობას მშობელთან ეფექტურ კომუნიკაციაში | ნაბიჯი 1. მონაწილეები მცირე ჯგუფებში მათ პორტფოლიოებზე დაყრდნობით აკეთებენ მშობელთან შეხვედრის როლურ გათამაშებას, სადაც აღმზრდელი პორტფოლიოს საფუძველზე მშობელს უყვება ბავშვის პროგრესის შესახებ. მშობელი – რომელიც გარკვეულ კითხვებს უსვამს და გამოხატავს თავის შეშფოთებას ან ინტერესს საკითხის ირგვლივ. დამკვირვებელი – რომელიც აკვირდება კომუნიკაციის პროცესს და აფასებს, რამდენად გასაგებად იყო ინფორმაცია მიწოდებული და რამდენად სასარგებლო იქნებოდა აღნიშნული ინფორმაცია მშობლისათვის. როლური თამაშის შემდეგ ჯგუფები ერთმანეთს უზიარებენ რა იყო ეფექტიანი და რა შეიძლება გაუმჯობესდეს. ტრენერი ისმენს სხვადასხვა ჯგუფში მონაწილეების აზრს და აძლევს უკუკავშირს. ნაბიჯი 2. მონაწილეები ინდივიდუალურად აკეთებენ რეფლექსიურ ჩანაწერებს ბავშვის განვითარების თემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ. შენიშვნა: დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. პორტფოლიოს დავალება №2. ტრენერი მონაწილეებს უგზავნის ბავშვზე დაკვირვების ვიდეოებს, თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობს დავალებაზე. დაკვირვების ჩანაწერის ბოლოს მონაწილეები აკეთებენ შეჯამებას – რა უნარებზე იძლევა ბავშვზე დაკვირვების ჩანაწერი ინფორმაციას. მონაწილეებმა შეჯამების ნაწილში ბავშვზე დაკვირვების მონაცემი დააკავშირონ ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტებთან. დავალება განათავსონ პორტფოლიოში და, ასევე, ზეპირი ფორმით წარმოადგინონ მე-14 სესიაზე. |
50 წუთი |
სესია 14
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 14.1 | დაკვირვება, შეფასება, პორტფოლიო | ნამუშევრების პრეზენტაცია | ნაბიჯი 1. წინა სესიაზე მიცემული დავალების განხილვა. მონაწილეები ჯგუფის დანარჩენ წევრებს წარუდგენენ მომზადებულ დავალებას. ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს აძლევს უკუკავშირს. |
110 წუთი | |
| 14.2 | დაკვირვება, შეფასება, პორტფოლიო | მონაწილემ იცის, რომ ადრეული განთლების უშუალო მიზნებია ბავშვის “კარგი ბავშვობისა“ და განვითარების ხელშეწყობა და რომ ამ მიზნებზე სამუშაოდ ბაზისურია ობიექტური დაკვირვების წარმოება | ნაბიჯი 1. ტრენერი შესრულებული დავალებების დროს წარმოქმნილი დისკუსიების გამოყენებით აჯამებს მეორე თემის საკითხებს და აცნობს მომდევნო სესიების თემას. ნაბიჯი 2. მონაწილეები ინდივიდუალურად აკეთებენ რეფლექსიურ ჩანაწერებს დავალებაზე მუშაობისას გაკეთებული მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ. შეხსენება - ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, მომდევნო დღისთვის წაიკითხონ დამატებით საკითხავ ლიტერატურაში წარმოდგენილი წიგნის „გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი“ თავი III „კეთილდღეობა“. |
10 წუთი | საკითხავი: „გარემო რომელსაც უყვარს ბავშვი“ |
თემა 3: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტი
სესია 15
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 15.1 | დაცვა – ბავშვთა კეთილდღეობა | მონაწილეს შეუძლია ბავშვის კეთილდღეობის განმარტება | აღწერა: ბავშვთა კეთილდღეობა დაკავშირებულია ბავშვის ბედნიერებისა და კარგად ყოფნის განცდასთან. კეთილდღეობაში მყოფი ბავშვი თავს დაცულად, უსაფრთხოდ გრძნობს და მასში დადებითი ემოციები ჭარბობს. კვლევები ადასტურებს, რომ დადებითი ემოციები ხელს უწყობს ბავშვს სწავლასა და განვითარებაში. ასეთ დროს ბავშვები მეტად სოციალურები არიან და ზრუნავენ სხვების კეთილდღეობაზეც. შესაბამისად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს. ნაბიჯი 1. ტრენერი მოკლე პრეზენტაციის სახით აჯამებს გავლილ ორ თემას. განმარტავს, რომ დარჩენილი მესამე თემის ფარგლებში ჩავუღრმავდებით იმ საკითხს, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ბავშვთან განსაზღვრულ მიზნებს (მის ამჟამინდელ კეთილდღეობასა და განვითარებას). მოცემული თემა გაჰყვება ხარისხის სტანდარტს, რაც მის უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება. ტრენერი წარადგენს მესამე თემის საკითხებს და მათ ხარისხის სტანდარტთან აკავშირებს. ნაბიჯი 2. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“, რომელშიც სთხოვს, შეავსონ სესიის შესაბამისი მეორე სვეტი. ნაბიჯი 3. გონებრივი იერიშით ტრენერი ატარებს აქტივობას, რომლითაც გამოავლენს მონაწილეთა მოლოდინებს თემის მიმართ. მოლოდინების გამოვლენის შემდეგ ტრენერი მონაწილეთა გამოცდილებისა და ცოდნის გასააქტიურებლად უსვამს მათ შეკითხვებს, თუ რა მოიაზრება, მათი აზრით, ბავშვთა კეთილდღეობის ქვეშ? როგორ არის შესაძლებელი მისი მიღწევა? თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა და რა ტიპის რეგულაციები არის საჭირო ბავშვთა დაცვის უზრუნველყოფისთვის. ნაბიჯი 4. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას ბავშვის კეთილდღეობაზე. პრეზენტაციის შემდეგ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებმა გააცნობიერონ ჯერ საკუთარი კეთილდღეობა და შემდეგ იმსჯელონ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღზარდონ ბავშვები, რომ მათ თავი ბედნიერად იგრძნონ. |
60 წუთი | პრეზენტაცია №13 „მე-3 თემის მიზნები“ პრეზენტაცია №14 „ბავშვთა კეთილდღეობა და მისი მნიშვნელობა“ |
| 15.2 | ბავშვის ძირითადი უფლებები | მონაწილეს შეუძლია ბავშვის ძირითადი უფლებების განმარტება | აღწერა: ბავშვთა უფლებების კონვენცია არის დოკუმენტი, რომელშიც გაერთიანებულია ბავშვის დაცვასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები, ბავშვთა უფლებები, სახელმწიფოსა და ინდივიდის დონეზე ბავშვთა დაცვის საკითხების უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული ვალდებულებები. ნაბიჯი 1. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას ბავშვის ძირითად უფლებებზე. ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს უჩვენებს ნებისმიერი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების „ზეიმის“ ამსახველ ვიდეოს ინტერნეტიდან, ან სთხოვს, რომ საკუთარი პრაქტიკიდან გაიხსენონ ჩატარებული ღონისძიებები და გააანალიზონ ის ბავშვის ძირითადი უფლებების დაცვისა და ბავშვებისა და უფროსების კეთილდღეობის კონტექსტში. ტრენერი წარმართავს აღნიშნულ დისკუსიას და აჯამებს თემას პრეზენტაციის დარჩენილი სლაიდებით რომელიც ზეიმებთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეხება. ბოლოს კი აჩვენებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ ვიდეოს „ზეიმი საბავშვო ბაღში“, როგორც კარგი პრაქტიკის მაგალითს. ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=11-He02KI6U&t=5s აქტიურობის დავალება №2: მონაწილეები სამუშაო რვეულში აღწერილ სიტუაციებს გააანალიზებენ ბავშვის უფლებების კონტექსტში, რომ გამოკვეთონ ბავშვის „საუკეთესო ინტერესები“. დავალებას ათავსებენ პორტფოლიოში. შენიშვნა: ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
60 წუთი | პრეზენტაცია №15 „ბავშვის ძირითადი უფლებები“ ვიდეო „ზეიმი საბავშვო ბაღში“ |
სესია 16
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 16.1 | ბავშვზე ძალადობა | მონაწილეებს შეუძლიათ ბავშვზე ძალადობის ნიშნების ამოცნობა | აღწერა: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში მომუშავე პრაქტიკოსების მიერ ძალადობის არსისა და განსაზღვრების ცოდნა მნიშვნელოვნად განაპირობებს ძალადობასთან ბრძოლის ხარისხს. ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა უგულებელყოფით, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით – ეს ის მიმართულებებია, რომლებიც კარგად უნდა იცოდნენ პრაქტიკოსებმა, რათა, ერთი მხრივ, თავად არ იყვნენ ძალადობის უნებლიე მონაწილეები და, მეორე მხრივ, შესაბამისად იმოქმედონ ძალადობის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში. ნაბიჯი 1. ტრენერი მართავს დისკუსიას ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე. შემდეგ კი მონაწილეებს სთავაზობს აქტივობას ძალადობის კულტურულ-სოციალური ფენომენის გააზრებისთვის. ტრენერს შეუძლია გამოიყენოს ქვემოთ აღწერილი აქტივობა:
ნაბიჯი 2. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას ძალადობის ტიპებზე, ძალადობის ნიშნების ამოცნობასა და ძალადობის გავლენის შესახებ ბავშვის განვითარებაზე. ნაბიჯი 3. მცირე ჯგუფებში მუშაობისთვის ტრენერი ირჩევს სამუშაო რვეულიდან მოცემულ შემთხვევებს, რომ მონაწილეებმა ამოიცნონ ძალადობის ნიშნები, ტრენერი მართავს დისკუსიას. |
80 წუთი | სამუშაო რვეული პრეზენტაცია №16 „ბავშვზე ძალადობა“ |
| 16.2 | ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები | მონაწილე განმარტავს, ვის მიმართოს ბავშვზე ძალადობის აღმოჩენის შემთხვევაში | ნაბიჯი 1. ტრენერი ეკითხება ჯგუფს: თუ რა გამოცდილება არსებობს მათ პრაქტიკაში ძალადობის შემთხვევაზე რეაგირების თვალსაზრისით? მართავს დისკუსიას, თუ რა ბარიერებს ვაწყდებით? რა გვაფერხებს, რომ ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ ძალადობის ფაქტებზე. ნაბიჯი 2. წინა სესიაში გამოყენებული ქეისებიდან ან საკუთარი პრაქტიკიდან მონაწილეები გაითამაშებენ მშობელთან შეხვედრას, რომლის მიზანია ბავშვზე ძალადობის უარყოფითი გავლენების ახსნა. ნაბიჯი 3. ტრენერი აჯამებს თემას და აკეთებს პრეზენტაციას ქვეყანაში არსებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ. ასევე, აცნობს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტიდან ჩანაწერებს ბავშვის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობის შესახებ. შენიშვნა: ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. აქტიურობის დავალება №3: ტრენერი სთხოვს მონაწილეებს წაიკითხონ ხარისხის სტანდარტიდან – სტანდარტი 1, 1 „კეთილდღეობა“, მონიშნონ ახალი ტერმინები და გადაიტანონ სამუშაო რვეულის „განმარტებების სექციაში“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომლებიც თითოეული ინდიკატორის წაკითხვისას გაუჩნდათ. მოცემული ინდიკატორების პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩამოწერონ და მათთან გამკლავების სავარაუდო გზები განსაზღვრონ. ამასთანავე, მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება (ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით). დავალება განათავსონ პორტფოლიოში. |
40 წუთი | პრეზენტაცია №17 „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები“ |
სესია 17
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 17.1 | ინტერაქცია და თამაში - საგანმანათლებლო პროცესის წამყვანი საქმიანობები | მონაწილეები განმარტავენ ინტერაქციისა და თამაშის მნიშვნელობას საგანმანათლებლო პროცესში | ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“, რომელშიც უნდა შეავსონ სესიის შესაბამისი მეორე სვეტი და სესიის ბოლოს გადახედონ. ნაბიჯი 2. ტრენერი ატარებს აქტივობას, რომლითაც გამოავლენს მონაწილეთა მოლოდინებს თემის მიმართ და მოკლე პრეზენტაციით აჯამებს წინა თემას და შემოაქვს მომდევნო სამი სესიის თემა „ინტერაქცია და თამაში“. ნაბიჯი 3. ტრენერი ეკითხება მონაწილეებს, თუ რამ ჩაანაცვლა თანამედროვე, ხარისხიან ადრეულ განათლებაში გაკვეთილის ჩატარება? როგორ, რა კონტექსტში, რის ფარგლებში წარმართავს უფროსი საგანმანათლებლო პროცესს ან ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას? მონაწილეები მსჯელობენ და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, იმართება დისკუსია. ნაბიჯი 4. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას ბავშვის კეთილდღეობისა და განვითარების საქმეში ინტერაქციის მნიშვნელობის შესახებ. საუბრობს ჯანსაღი მიჯაჭვულობის, ემოციური უსაფრთხოების და გულისხმიერი უფროსის მნიშვნელობაზე. პრეზენტაციის მსვლელობისას იყენებს ფოტო/ვიდეომასალას. |
60 წუთი | პრეზენტაცია №18 „ინტერაქცია და თამაში“ ვიდეო პრეზენტაცია №19 „ინტერაქციის მნიშვნელობა“ |
| 17.2 | ინტერაქცია და თამაში - კომუნიკაციაზე ორიენტირებული გარემო | მონაწილეები კომუნიკაციაზე ორიენტირებული გარემოს მნიშვნელობას განმარტავენ | ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, მცირე ჯგუფებში გაეცნონ სამუშაო რვეულში მოცემული კითხვარის პირველ ნაწილს, რათა შეაფასოს, თუ რამდენად არის უფროსი ორიენტირებული ინტერაქციასა და პოზიტიურ ურთიერთობაზე. ტრენერი აკვირდება მათ და ბიძგს აძლევს დისკუსიას პრაქტიკაში არსებულ საჭიროებებზე. ნაბიჯი 2. საკითხის შესაჯამებლად ტრენერი წარმოადგენს პრეზენტაციას პოზიტიურ ურთიერთობაზე ორიენტირებული გარემოს შესახებ და აჩვენებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილ ვიდეოს „გულისხმიერი კომუნიკაციური პარტნიორი“. ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=h9RwXuvYWXk&t=301s შენიშვნა: დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
60 წუთი | სამუშაო რვეული პრეზენტაცია: №20 „კომუნიკაციაზე ორიენტირებული გარემო“ ვიდეო „გულისხმიერი კომუნიკაციური პარტნიორი“ |
სესია 18
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 18.1 | ინტერაქცია და თამაში – კომუნიკაციური პარტნიორი | მონაწილეს შეუძლია კომუნიკაციური პარტნიორის მახასიათებლების განსაზღვრა და თვითშეფასება | ნაბიჯი 1. ტრენერი მოკლე პრეზენტაციას წარადგენს კომუნიკაციური პარტნიორის შესახებ. ნაბიჯი 2. მონაწილეები ავსებენ თვითშეფასების კითხვარებს, რათა დაადგინონ, როგორი კომუნიკაციური პარტნიორები არიან. ნაბიჯი 3. ტრენერი ვიდეოების გამოყენებით აჯამებს კომუნიკაციური პარტნიორის მახასიათებლებს. |
40 წუთი |
სამუშაო რვეული |
|||||||||||
| 18.2 | ინტერაქცია და თამაში - თამაშის განმარტება და მახასიათებლები | მონაწილეს შეუძლია თამაშის მნიშვნელობისა და მისი მახასიათებლების განმარტება | აღწერა: თამაში სკოლამდელი ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევაა, ბავშვი თამაშით სწავლობს, თამაშის დროს ვითარდება. ბავშვებთან მომუშავე პრაქტიკოსების უმთავრესი ამოცანაა თითოეული ბავშვისთვის ისეთი გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნა, რომ მას საშუალება ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის თამაშში ჩაერთოს, რათა მოხდეს მისი ჰოლისტური განვითარება. სკოლამდელი ასაკის ბავშვის შედეგზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის თამაშს აქვს უნიკალური მნიშვნელობა და შესაძლებლობა. ამდენად, მნიშვნელოვანია პრაქტიკოსებისთვის მისი განმარტებისა და მახასიათებლების გააზრება და ცოდნა. ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გაიხსენონ საკუთარი ბავშვობა და თამაშები, რომელიც მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. ასევე გაიხსენონ ის ემოციები, რომლებსაც იწვევდა აღნიშნული აქტივობები (სულ დაახლოებით ოთხი აქტივობა). ტრენერს შესაძლოა, ჰქონდეს მომზადებული სქემა, სადაც ის შეიტანს მონაწილეთა მოსაზრებებს პირველ სამ სვეტში.
ბოლოს კი ტრენერი და მონაწილეები მსჯელობენ, დასახელებული თამაშები რა უნარების განვითარებას უწყობდა ხელს და თუ არის მათ შორის მსგავსება და განსხვავება (შესაძლოა, ეს იყოს ეზოში თამაში, როდესაც ისინი უფროსების გარეშე იყვნენ ან საკუთარი ძალების გამოცდა სჭირდებოდათ). ტრენერი მართავს დისკუსიას თამაშის მნიშვნელობაზე. გამოთქმული მოსაზრებები ტრენერს გადააქვს დაფაზე. ნაბიჯი 2. ტრენერი ხსნის ეკრანზე თამაშის მახასიათებლებს, შემდეგ აჩვენებს მონაწილეებს სხვადასხვა ვიდეოს, სადაც ბავშვების სხვადასხვა ტიპის საქმიანობაა ასახული და სთხოვს მათ, გააანალიზონ, რამდენად შეესაბამება ნანახი საქმიანობები თამაშის მახასიათებლებს. ნაბიჯი 3. ტრენერის პრეზენტაციისა და შეჯამების დროს განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შემდეგ საკითხებზე: თამაში, როგორც ბავშვის წამყვანი ქცევა, ინტერესი და უფლება; თამაში, როგორც ბავშვის განვითარების ხელშემწყობი პროცესი. შენიშვნა: დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
80 წუთი | საკითხავი პრეზენტაცია №22 „თამაში და მისი მნიშვნელობა“ |
სესია 19
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 19.1 | ინტერაქცია და თამაში – თამაშის განვითარება | მონაწილეს შეუძლია თამაშის განვითარების ეტაპების განმარტება | ნაბიჯი 1. ტრენერი პრეზენტაციის დროს განიხილავს შემდეგ საკითხებს: სოციალური თამაშის განვითარების ეტაპები - ბავშვის განვითარების პარალელურად (მარტო თამაშიდან - რთულ სოციალურ თამაშებამდე). სმილანსკის სტრუქტურა. ნაბიჯი 2. ტრენერი აჩვენებს ვიდეოებს, რომელშიც ჩანს სოციალური თამაშის განვითარების სხვადასხვა საფეხური. მონაწილეები იცნობენ რა საფეხურია და განიხილავენ შესაძლო ხელშემწყობ სტრატეგიებს ბავშვის თამაშის განსავითარებლად. |
40 წუთი | პრეზენტაცია №23 „თამაშის ეტაპები“ ვიდეო |
| 19.2 | ინტერაქცია და თამაში – თამაშის ტიპები | მონაწილეს შეუძლია თამაშის ტიპების ჩამოთვლა | ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გაიხსენონ მათი ბავშვობის საყვარელი თამაშები და საქმიანობები. ტრენერი დაფაზე აჯგუფებს მონაწილეების მიერ გახსენებულ თამაშებს ტიპების მიხედვით. ნაბიჯი 2. ტრენერი პრეზენტაციას წარადგენს შემდეგ საკითხებზე: თამაშის ტიპები (მოტორული, სოციალური, სენსორული და სხვა); მრავალფეროვანი თამაშის ხელშეწყობა, როგორც განმავითარებელი გარემოს მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ნაბიჯი 3. ტრენერი აჩვენებს თამაშის სხვადასხვა ვიდეოს და წაახალისებს მონაწილეებს იმსჯელო:, 1. თამაში არის თუ არა ნანახი საქმიანობა? 2. თუ რომელი ტიპის თამაშებს მიეკუთვნება ვიდეოში ნანახი საქმიანობები. ნაბიჯი 4. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, რომ მცირე ჯგუფებში მოიფიქრონ, თუ რა ტიპის განმავითარებელი რესურსებია საჭირო სააღმზრდელო გარემოში იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს ბავშვების განსხვავებული ინტერესები და სხვადასხვა ტიპის თამაშებს შევუწყოთ ხელი. ტრენერს შეუძლია, აჩვენოს ფოტოები სხვადასხვა ტიპის თამაშებისთვის. აქტიურობის დავალება №4: ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, ხარისხის სტანდარტიდან წაიკითხონ სტანდარტი ა 2 „კურიკულუმი და მეთოდოლოგია“, მონიშნონ ახალი ტერმინები და გადაიტანონ სამუშაო რვეულის „განმარტებების სექციაში“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომლებიც თითოეული სტანდარტის წაკითხვისას გაუჩნდათ. მოცემული ინდიკატორების პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩამოწერონ და მათთან გამკლავების სავარაუდო გზები განსაზღვრონ. ამასთანავე, მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება (ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით). დავალებას ათავსებენ საკუთარ პორტფოლიოში. შენიშვნა: დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
80 წუთი | პრეზენტაცია №24 „თამაშის ტიპები“ ვიდეო |
სესია 20
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 20.1 | საგანმანათლებლო გარემო - მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი განმავითარებელი გარემო | მონაწილეები განსაზღვრავენ საგანმანათლებლო გარემოს ნაწილებს | ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“ და სთხოვს შეავსონ სესიის შესაბამისი მეორე სვეტი. ნაბიჯი 2. ტრენერი ატარებს აქტივობას, რომლითაც გამოავლენს მონაწილეთა მოლოდინებს თემის მიმართ. შემდეგ კი ეკითხება მონაწილეებს, თუ რა ბაზისური პირობების შექმნა არის საჭირო საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანობისათვის? მონაწილეები მსჯელობენ და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, იმართება დისკუსია და/ან ტრენერი ირჩევს ქვემოთ წარმოდგენილ აქტივობას. ნაბიჯი 3. ტრენერი მონაწილეებს სთავაზობს აქტივობას გარემოს მნიშვნელობის გააზრების მიზნით. სთხოვს მონაწილეებს, გაიხსენონ ადგილი, სადაც ბავშვობაში პოზიტიური გამოცდილება მიიღეს. შემდეგ კი გაიხსენონ ადგილი, რომელმაც ნეგატიური შთაბეჭდილებები დაუტოვა. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს აღწერონ თითოეული ადგილის მახასიათებლები. ნაბიჯი 4. ტრენერი აკეთებს შემდეგი 5 სესიის შესავალს და მართავს დისკუსიას საგანმანათლებლო გარემოს მახასიათებლების შესახებ; რა კომპონენტებისგან შედგება საგანმანათლებლო გარემო? როგორი უნდა იყოს სოციალური, ფიზიკური და დროითი გარემო? რა გამოწვევებს აწყდებიან საგანმანათლებლო გარემოს ორგანიზებისას? |
60 წუთი | |
| 20.2 | საგანმანათლებლო გარემო - სოციალური გარემო | მონაწილეები განმარტავენ სოციალური გარემოს მნიშვნელობას საგანმანათლებლო პროცესში მნიშვნელობას | აღწერა: სოციალური გარემო საგანმანათლებლო გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პოზიტიური სოციალური გარემო ხელს უწყობს თანასწორი, დადებითი, უსაფრთხო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ბავშვებსა და უფროსებს შორის, რაც ბავშვის სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარების წინაპირობაა. პოზიტიური და ხელშემწყობი სოციალური გარემოს უზრუნველყოფის სტრატეგიების გამოყენება აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი ბაზისური კომპონენტია. ნაბიჯი 1. ტრენერი იხსენებს წინა სესიაზე განხილულ საკითხებს საგანმანათლებლო გარემოსთან მიმართებაში და ყურადღებას ამახვილებს პოზიტიური ურთიერთობის მნიშვნელობაზე. მაგ.: რა მნიშვნელობა აქვს ურთიერთობებს ჯგუფში? აქვს თუ არა გავლენა ურთიერთობის სტილს? პოზიტიური ურთიერთობა რა გავლენას ახდენს ბავშვზე? ნაბიჯი 2. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას სოციალური გარემოს მნიშვნელობაზე, იყენებს პირამიდის მოდელს. შენიშვნა: დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. აქტიურობის დავალება №5: ტრენერი სთხოვს მონაწილეებს წაიკითხონ ხარისხის სტანდარტიდან - სტანდარტი 4 „ურთიერთობა“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომლებიც თითოეული ინდიკატორის წაკითხვისას გაუჩნდათ. ჩამოწერონ პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები, ამასთანავე, მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება (ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით). მონაწილეები დავალებას ათავსებენ საკუთარ პორტფოლიოში. |
60 წუთი | პრეზენტაცია №25 „სოციალური გარემოს მნიშვნელობა“ საკითხავი მასალა |
სესია 21
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 21.1 | საგანმანათლებლო გარემო – სოციალური გარემო | მონაწილეები გამოყოფენ პრაქტიკაში ბავშვებთან, მშობლებთან და კოლეგებთან პოზიტიური ურთიერთობების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს | ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს ყოფს მცირე ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი ერთმანეთს უზიარებს მე-5 შესრულებულ დავალებას, რომელიც ხარისხის სტანდარტიდან წაკითხული მასალის მიხედვით შეასრულეს. ამჯერად ჯგუფურად გამოყოფენ პრაქტიკაში არსებულ საჭიროებებს და გეგმავენ არსებული რესურსიდან გამომდინარე პროფესიული გაძლიერების სტრატეგიას. ნაბიჯი 2. თითოეული ჯგუფი აკეთებს ნამუშევრების პრეზენტაციას და ტრენერი აძლევს მათ უკუკავშირს. |
70 წუთი | საკითხავი მასალა |
| 21.2 | საგანმანათლებლო გარემო – სოციალური გარემო | მონაწილეს შეუძლია სოციალურ გარემოში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დაგეგმვა | ნაბიჯი 1. ტრენერი წინა სესიებზე შესრულებულ აქტიურობის დავალებებს, რომლებსაც პერიოდულად ეცნობოდა, აჯამებს. გამოკვეთს ძირითად საერთო საკითხებს და აძლევს უკუკავშირს მონაწილეებს. მართავს დისკუსიას. შენიშვნა: ყოველი დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
50 წუთი |
სესია 22
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 22.1 | საგანმანათლებლო გარემო – ფიზიკური გარემო | მონაწილეები განმარტავენ უნივერსალური დიზაინის პრინციპებს | აღწერა: ფიზიკური გარემო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაში. გარემო უნდა იყოს უსაფრთხო, კომფორტული, მიმზიდველი, მრავალფეროვანი და მხარდამჭერი. ის უნდა უბიძგებდეს თითოეულ ბავშვს თამაშის, კვლევის, ახალი კომპეტენციების შეძენისა და ძალების მოსინჯვისკენ. ფიზიკური გარემოს ფუნქციურად ორგანიზება ეხმარება აღმზრდელს, რომ, ერთი მხრივ, მრავალფეროვანი რესურსი და შესაბამისი საქმიანობა შესთავაზოს ბავშვს და, მეორე მხრივ, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის არჩევანის თავისუფლება. ფიზიკური გარემოს ორგანიზებისას აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს უნივერსალური დიზაინის პრინციპები. ნაბიჯი 1. ტრენერი აჩვენებს ვიდეოს ფიზიკურ გარემოზე და წაახალისებს მონაწილეებს ჩაერთონ დისკუსიაში: როგორი უნდა იყოს ადრეული განათლების დაწესებულების ფიზიკური გარემო. ნაბიჯი 2. პრეზენტაცია – უნივერსალურ დიზაინზე. ნაბიჯი 3. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, მცირე ჯგუფებში იმუშაონ, კერძოდ, დაფიქრდნენ საკუთარი დაწესებულებებისა და ჯგუფების გარემოზე უნივერსალური დიზაინის კონტექსტში. მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ ცვლილებების საჭიროება და დაგეგმონ გარემოში შესატანი ცვლილებები. მონაწილეები უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით წარმოადგენენ დაწესებულების გაძლიერების გეგმას/რეკომენდაციებს (არსებული რესურსების გათვალისწინებით). |
60 წუთი | ვიდეო - ფიზიკური გარემო (U№icef - ის მოწოდებული) პრეზენტაცია №26 „უნივერსალური დიზაინი“ |
| 22.2 | საგანმანათლებლო გარემო – ფიზიკური გარემო | მონაწილეს შეუძლია სივრცის მოწყობის ძირითადი პრინციპების განმარტება | ნაბიჯი 1. ტრენერს სესია შეუძლია დაიწყოს გონებრივი იერიშით და ჰკითხოს მონაწილეებს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ფიზიკურ გარემოში რა კომპონენტებს მიიჩნევენ მნიშვნელოვნად? ამის შემდეგ კი სთხოვს აღწერონ თითოეული და იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს გარემოს ესა თუ ის ნაწილი მოწყობილი. ნაბიჯი 2. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას სივრცის მოწყობის შესახებ როგორც ჯგუფში, ისე ეზოს მოწყობაზე, ასევე ტრენერი უჩვენებს მონაწილეებს ფოტოებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ჯგუფის ოთახის მოწყობა მრავალფეროვანი ბუნებრივი/მეორეული რესურსებით. სთავაზობს ვიდეორესურსს „ მრავალფეროვანი რესურსები საბავშვო ბაღში’’. https://www.youtube.com/watch?v=X№lHsJ№iQ№k ნაბიჯი 3. ტრენერი მცირე ჯგუფებში აძლევს მონაწილეებს ჯგუფისა და ეზოს მოწყობის ამსახველ ფოტოებსა და სთხოვს აღმოაჩინონ ცვლილებების საჭიროება და დაგეგმონ გარემოში შესატანი ცვლილებები. შენიშვნა: ყოველი დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
60 წუთი | პრეზენტაცია №27 „სივრცის მოწყობა“ ვიდეო - მრავალფეროვანი რესურსები საბავშვო ბაღში |
სესია 23
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 23.1 | საგანმანათლებლო გარემო –ფიზიკური გარემო | მონაწილეები ეცნობიან ფიზიკური გარემოს სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმარებას/ასახვას | ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს მცირე ჯგუფებში სთავაზობს შემთხვევების აღწერას, სადაც მოტორული, სენსორული და სხვა ტიპის საჭიროების მქონე ბავშვების შესახებ არის მოთხრობილი. სთხოვს ჯგუფის წევრებს, რომ მოიფიქრონ და დაგეგმონ, ბავშვის ჯგუფში ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად, თუ რა შეიძლება გაკეთდეს გარემოს ადაპტაციის თვალსაზრისით. ნაბიჯი 2. მონაწილეების მოსაზრებების მოსმენის შემდეგ ტრენერი კითხულობს ინტერაქტიულ ლექციას თემაზე – სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საჭიროებების გათვალისწინება ფიზიკური გარემოს მოწყობისას ბაღში. |
60 წუთი | სამუშაო რვეული პრეზენტაცია №28 „სპეციალური საჭიროებების გათვალისწინება ფიზიკურ გარემოში“ |
| 23.2 | საგანმანათლებლო გარემო – ფიზიკური გარემო | მონაწილეს შეუძლია ფიზიკურ გარემოში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დაგეგმვა | ნაბიჯი 1. მონაწილეები კითხულობენ მცირე ჯგუფებში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტის დოკუმენტში სტანდარტს 3 „ფიზიკური გარემო“ და გამოყოფენ მათ პრაქტიკაში არსებულ საჭიროებებს, შემდეგ კი გეგმავენ არსებული რესურსიდან გამომდინარე დაწესებულების გაძლიერების გეგმას/რეკომენდაციებს. ნაბიჯი 2. თითოეული ჯგუფი აკეთებს ნამუშევრების პრეზენტაციას და ტრენერი აძლევს მათ უკუკავშირს. შენიშვნა: ყოველი დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
60 წუთი | საკითხავი მასალა |
სესია 24
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 24.1 | საგანმანათლებლო გარემო – დროითი გარემო | მონაწილეები ასაბუთებენ დროითი გარემოს მნიშვნელობას და მის ძირითად კომპონენტებს | აღწერა: დროითი გარემო საგანმანათლებლო გარემოს ერთ-ერთი კომპონენტია სოციალურ და ფიზიკურ გარემოსთან ერთად. ისიც მოქმედებს ბავშვის უსაფრთხოების განცდაზე და აღზრდისა და განათლების პროცესზე. ეფექტური დროითი გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია დღის განრიგი მორგებული იყოს ჯგუფის თითოეული ბავშვის საჭიროებებსა და ინდივიდუალურ თავისებურებებზე, შეესაბამებოდეს განხორციელებულ კურიკულუმს და აკმაყოფილებდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტით განსაზღვრულ სტანდარტებს. ნაბიჯი 1. ტრენერი წარმართავს დისკუსიას დროითი გარემოს მნიშვნელობისა და მისი მახასიათებლების შესახებ. ტრენერი მონაწილეებს უსვამს შეკითხვებს: რა იციან მათ დროითი გარემოს შესახებ? როგორ ითვალისწინებენ პრაქტიკაში დროითი გარემოს კომპონენტს? ნაბიჯი 2. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას – ეფექტური დღის განრიგის მახასიათებლების შესახებ. ნაბიჯი 3. ტრენერი მონაწილებს სადისკუსიოდ უსვამს შემდეგ შეკითხვებს: როგორ იგეგმება პრაქტიკაში ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლის დრო, რა სტრატეგიებს მიმართავს ასეთ დროს აღმზრდელ-პედაგოგი? რამდენად იქმნება სირთულეები ასეთ დროს? ნაბიჯი 4. ტრენერი აცნობს დღის განრიგის დაგეგმვის პრინციპებს: დიდ და მცირე ჯგუფებში მუშაობა; ბავშვის და უფროსის მიერ ინიციირებული აქტივობები; წყნარი და აქტიური პერიოდები. |
60 წუთი | სამუშაო რვეული პრეზენტაცია №29 „დროითი გარემო“ |
| 24.2 | საგანმანათლებლო გარემო – დროითი გარემო | მონაწილეებს შეუძლიათ ბალანსირებული დღის განრიგის შემუშავება | ნაბიჯი 1. მონაწილეები მცირე ჯგუფებში მათ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში მოქმედი კურიკულუმის მიხედვით გეგმავენ დღის განრიგს. ნაბიჯი 2. მონაწილეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს. ტრენერი ამახვილებს ყურადღებას იმის შესახებ, თუ რამდენად ბალანსირებულია დღის განრიგი შენიშვნა: ყოველი დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. საკითხავი: მონაწილეებმა შემდეგი სესიისთვის უნდა წაიკითხონ საკითხავი მასალიდან სტატია „მასწავლებლის როლი“ და კურიკულუმიდან „თამაში“– თავი „სტრატეგიები, აქტივობები და თამაშები“ |
60 წუთი | სამუშაო რვეული |
სესია 25
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 25.1 | განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიები - აღმზრდელ-პედაგოგის როლი | მონაწილეები განმარტავენ ეფექტური აღმზრდელ-პედაგოგის ძირითად მახასიათებლებს | ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“, რომელშიც სთხოვს, შეავსონ სესიის შესაბამისი მეორე სვეტი. ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, გაიხსენონ მათთვის საუკეთესო მასწავლებელი/აღმზრდელი/ლექტორი, რომელიც განსაკუთრებით ახსოვთ და ჩამოთვალონ მისი 3 ძირითადი მახასიათებელი. ტრენერს მონაწილეთა მოსაზრებები გადააქვს დაფაზე და განიხილავს მათ. ნაბიჯი 3. ტრენერი მონაწილეებს ყოფს მცირე ჯგუფებად, რომ საკითხავი მასალიდან „მასწავლებლის როლი’’ გამოყონ ძირითადი სტრატეგიები. ნაბიჯი 4. ტრენერი აჯამებს მონაწილეების ნამუშევრებს და ხაზს უსვამს ეფექტური უფროსის ძირითად მახასიათებლებს, რის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში ატარებს მოკლე ინტერაქტიურ ლექციას თემაზე: აღმზრდელ-პედაგოგის როლი. აქვე ტრენერი მომდევნო ხუთი სესიის ქოლგა თემასა და ქვეთემებს წარადგენს. |
60 წუთი | საკითხავი მასალა პრეზენტაცია №30 „აღმზრდელ-პედაგოგის როლი“ |
| 25.2 | განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიები – სწავლა-სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები | მონაწილეები ჩამოთვლიან და განმარტავენ სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს | ნაბიჯი 1. ტრენერი გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, სთხოვს მონაწილეებს, ჩამოთვალონ საკუთარ პრაქტიკაში, ბავშვის აღზრდისა და განათლების პროცესში რა სტრატეგიებს/მეთოდებს იყენებენ. ტრენერს მონაწილეთა მოსაზრებები გადააქვს დაფაზე. ნაბიჯი 2. ტრენერი წარმოადგენს პრეზენტაციას სწავლა-სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების/სტრატეგიების შესახებ. პრეზენტაციის ბოლოს, სასურველია, ტრენერმა ჰკითხოს ჯგუფს, თუ რა სტრატეგიებს იყენებდა თავად ტრენერი მთელი ტრენინგის მსვლელობის დროს. ნაბიჯი 3. ტრენერი მონაწილეებთან ერთად, წინა სესიის ნამუშევრების გამოყენებით, აკეთებს სწავლა-სწავლების სტრატეგიების ჩამონათვალს, რომელსაც კითხვარის ფორმა აქვს და სესიის ბოლოს უზიარებს მათ. შენიშვნა: ყოველი დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
60 წუთი | პრეზენტაცია №31 „მრავალფეროვანი სტრატეგიები“ |
სესია 26
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 26.1 | განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიები | მონაწილეებმა იციან სწავლა-სწავლების ბაზისური სტრატეგიების შესახებ, როგორიცაა მოდელირება, დემონსტრირება, ინსტრუქციის მიცემა, ხარაჩოს მეთოდი და დაგეგმე-გააკეთე-გაიაზრეს ციკლი | ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“, რომელშიც სთხოვს, შეავსონ სესიის შესაბამისი მეორე სვეტი. ნაბიჯი 2. ტრენერი ინტერაქციული პრეზენტაციის გამოყენებით აცნობს ინსტრუქციების (ვერბალური და ვიზუალური) და დემონსტრირების სტრატეგიების გამოყენებას ადრეულ განათლებაში. ნაბიჯი 3. ტრენერი ინტერაქციული პრეზენტაციის გამოყენებით დემონსტრირებას უპირისპირებს ხარაჩოს მეთოდისა და მოდელირების სტრატეგიას. ტრენერი ყურადღებას ამახვილებს, რომ აღნიშნული სტრატეგიების გამოყენება ბავშვის დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით უნდა ხდებოდეს. ნაბიჯი 4. ტრენერი გონებრივი იერიშის სტრატეგიის გამოყენებით სთხოვს მონაწილეებს განსაზღვრონ რას გულისხმობს სტრატეგია „დაგეგმე-გააკეთე-გაიაზრე“. ტრენერი აჯამებს პასუხებს და წარადგენს პრეზენტაციას. ნაბიჯი 4. თემის შეჯამებისას ტრენერი აკეთებს საღამოს წრის იმიტაციას, შემდეგ კი ჯგუფთან განიხილავს, თუ რა სტრატეგიები გამოიყენა თემის შეჯამებისას და რამდენად მსგავს სტრატეგიებს იყენებენ საღამოს წრის/„გაიაზრე“ ეტაპის წარმართვისას აღმზრდელ-პედაგოგები. ასევე, ტრენერი უზიარებს სესიების დასაწყისში გამოყენებულ სტრატეგიებს, რომელიც დილის წრის/,დაგეგმე“ ეტაპის მსგავსია. |
80 წუთი | პრეზენტაცია №32 „სწავლა-სწავლების ბაზისური სტრატეგიები“ (გამოიყენება 26-30 სესიებისთვის) სამუშაო რვეული |
| 26.2 | განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიები | მონაწილეებმა იციან სწავლა-სწავლების ბაზისური სტრატეგიების შესახებ, როგორიცაა ბავშვთან საუბარი, ღია კითხვების დასმა და ხარაჩოს მეთოდი | ნაბიჯი 1. ტრენერი ინტერაქციული პრეზენტაციის გამოყენებით აცნობს განვითარების ხელშემწყობ, ადრეული ასაკის ბავშვთან საუბრის სტრატეგიებს. ნაბიჯი 2. ტრენერი ყოფს მონაწილეებს ჯგუფებად და აძლევს კითხვების ჩამონათვალს. სთხოვს დააჯგუფონ ღია და დახურულ კითხვებად და თითოეულისთვის განსაზღვრონ, რას წაახალისებს ბავშვში. ნაბიჯი 3. მონაწილეები წარადგენენ მათ ნამუშევარს. ტრენერი აძლევს უკუკავშირს და პრეზენტაციის გამოყენებით აჯამებს ღია კითხვების მნიშვნელობას. შენიშვნა: ყოველი დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
40 წუთი | პრეზენტაცია №32 სწავლა-„სწავლების ბაზისური სტრატეგიები“ (გაგრძელება) |
სესია 27
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 27.1 | განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიები – პოზიტიური დისციპლინა | მონაწილეებმა იციან პოზიტიური დისციპლინის სტრატეგიების რაობა | ნაბიჯი 1. ტრენერი გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით სთხოვს მონაწილეებს გაიხსენონ საკუთარი პრაქტიკიდან შემთხვევა, როდესაც ვერ გაუმკლავდნენ რთულ ქცევას. გაიხსენონ ის სტრატეგიები, რომლის გამოყენებაც სცადეს, იფიქრონ, რატომ შეიძლება არ ემუშავათ მათ. ასევე, სთხოვს განმარტონ პოზიტიური დისციპლინა. ტრენერი ყველა გამოთქმულ მოსაზრებას აფიქსირებს დაფაზე. ნაბიჯი 2. ტრენერი წარმოადგენს პრეზენტაციას – თვითდისციპლინისა და პოზიტიური დისციპლინის შესახებ. პრეზენტაციის დროს ყურადღებას ამახვილებს წინა აქტივობაში მონაწილეების მიერ ჩამოთვლილი/გამოყენებული სტრატეგიები რამდენად შეესაბამება პოზიტიურ დისციპლინას. ნაბიჯი 3. მონაწილეებს მცირე ჯგუფებში ეძლევათ ქეისი, სადაც აღწერილია ბავშვის რთული ქცევა და უფროსის მიერ გამოყენებული სტრატეგები. მათ უნდა ამოიცნონ პოზიტიური დისციპლინის შესაბამისი სტრატეგიები. ნაბიჯი 4. ტრენერი ისმენს თითოეული ჯგუფის ნამუშევარს და აძლევს მათ უკუკავშირს. |
60 წუთი | პრეზენტაცია №33 „პოზიტიური დისციპლინა“ სამუშაო რვეული |
| 27.2 | განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიები – მეგობრობა და კონფლიქტის მართვა | მონაწილეებს შეუძლიათ მეგობრობისა და თვითრეგულა-ციის სტრატეგიების დაგეგმვა | ნაბიჯი 1. ტრენერი გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, სთხოვს მონაწილეებს, ჩამოთვალონ, თუ რომელი უნარების განვითარებაზე ზრუნავენ პოზიტიური დისციპლინის დასამკვიდრებლად. ტრენერი ჩამოთვლილ უნარებსა და სტრატეგიებს აფიქსირებს დაფაზე. ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს უჩვენებს ვიდეოს და სთხოვს მცირე ჯგუფებში განიხილონ, თუ რა გზებს იყენებს უფროსი მეგობრობისა და თვითრეგულაციის ხელშესაწყობად. განიხილავს დიდ ჯგუფში მათ აზრებს და აჯამებს. ნაბიჯი 3. ტრენერი წარმოადგენს პრეზენტაციას – მეგობრობა და თვითრეგულაცია. ნაბიჯი 4. მონაწილეებს მცირე ჯგუფებში ეძლევათ ქეისი, სადაც აღწერილია უფროსის გამოყენებული სტრატეგიები მეგობრობისა და თვითრეგულაციის ხელშეწყობისთვის. მათ უნდა მოახდინონ ამ სტრატეგიების სახელდება. ნაბიჯი 5. ტრენერი განიხილავს დიდ ჯგუფში ნამუშევრებს და აძლევს მათ უკუკავშირს. შენიშვნა: ყოველი დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
60 წუთი | https://www.youtube.com/watch?v=fpUfKL0ogdM პრეზენტაცია №34 „მეგობრობა და თვითრეგულა-ცია“ |
სესია 28
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 28.1 | განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიები – ბრაზის მართვა, კონფლიქტის გადაჭრა | მონაწილეებს შეუძლიათ ბრაზის მართვისა და კონფლიქტის გადაჭრის ხელშემწყობი სტრატეგიების დაგეგმვა | ნაბიჯი 1. ტრენერი გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, სთხოვს მონაწილეებს, ჩამოთვალონ, როგორ უწყობენ ხელს საკუთარ პრაქტიკაში ბრაზის მართვასა და კონფლიქტის გადაჭრას. ტრენერი ჩამოთვლილ სტრატეგიებს აფიქსირებს დაფაზე. ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს უჩვენებს ვიდეოს და სთხოვს მცირე ჯგუფებში განიხილონ, თუ რა გზებს იყენებს უფროსი ბავშვების ბრაზის მართვისა და კონფლიქტის გადაჭრის ხელშესაწყობად. ნაბიჯი 3. ტრენერი წარმოადგენს პრეზენტაციას – ბრაზის მართვისა და კონფლიქტის გადაჭრის ხელშეწყობის შესახებ. ნაბიჯი 4. მონაწილეებს მცირე ჯგუფებში ეძლევათ ქეისი, სადაც აღწერილია უფროსის გამოყენებული სტრატეგები ბრაზის მართვისა და კონფლიქტის გადაჭრის ხელშეწყობისთვის. მათ უნდა მოახდინონ ამ სტრატეგიების სახელდება. ნაბიჯი 5. ტრენერი განიხილავს დიდ ჯგუფში ნამუშევრებს და აძლევს მათ უკუკავშირს. |
60 წუთი | https://www.youtube.com/watch?v=WsAC7LIpRmI https://www.youtube.com/watch?v=9r№a57FRVR პრეზენტაცია №35 „ბრაზის მართვა და კონფლიქტის გადაჭრა“ სამუშაო რვეული |
| 28.2 | განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიები – განმავითარებე-ლი გამოცდილებები და გადასვლები | მონაწილე განმარტავს განმავითარებელი გამოცდილე-ბების მნიშვნელო-ბასა და ჩამოთვლის აქტივობი- დან აქტივობაზე ეფექტურად გადასვლის სტრატეგი-ებს. | ნაბიჯი 1. ტრენერი ინტერაქციული პრეზენტაციის გამოყენებით აცნობს საქმიანობების/აქტივობების და განმავითარებელი გამოცდილებების შემოტანის სტრატეგიებს. ნაბიჯი 2. მცირე ჯგუფებში მონაწილეები ირჩევენ ერთ თემას ან პროექტს და მის ფარგლებში ცდილობენ მოიფიქრონ განმავითარებელი გამოცდილებები და მათი შემოტანის გზები. სრულ ჯგუფთან წარადგენენ თავიანთ ნამუშევარს. ნაბიჯი 3. მონაწილეებს მცირე ჯგუფებში ეძლევათ ქეისი, სადაც აღწერილია უფროსის გამოყენებული სტრატეგიები განმავითარებელი გამოცდილებებისა და აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლისთვის. მათ უნდა მოახდინონ ამ სტრატეგიების სახელდება. ნაბიჯი 5. ტრენერი განიხილავს დიდ ჯგუფში ნამუშევრებს და აძლევს მათ უკუკავშირს. შენიშვნა: ყოველი დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
60 წუთი | პრეზენტაცია №36 „განმავითარებელი გამოცდილებები და გადასვლები“ |
სესია 29
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 29.1 | განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიები | მონაწილეებს შეუძლიათ მეცნიერების, წიგნიერებისა და ხელოვნების ხელშემწყობი სტრატეგიების დაგეგმვა | ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს სთავაზობს, გაიხსენონ ბავშვის განათლების სტანდარტიდან თემატური მიმართულებები, მასში შემავალი კონკრეტული უნარები, და თუ როგორ უწყობენ ხელს აღნიშნული კომპეტენციების განვითარებას. ნაბიჯი 2. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას – წიგნიერების, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაზე. მათ შორის წიგნის კითხვის ტექნიკებზე. ნაბიჯი 3. ტრენერი მცირე ჯგუფებში ანაწილებს მონაწილეებს და შემთხვევითად უნაწილებს კონკრეტულ ზღაპრებს (ნაცარქექია, ხუთკუნჭულა, წიქარა და ა.შ.). სთხოვს მოიფიქრონ, დაგეგმონ და გაივარჯიშონ ამ ზღაპრის წაკითხვა. ნაბიჯი 4. სრულ ჯგუფში თითოეული მცირე ჯგუფიდან ერთმა მოხალისემ წაიკითხოს ზღაპარი დაგეგმილი სტრატეგიების გამოყენებით. ნაბიჯი 5. ტრენერი მონაწილეებს სთავაზობს ქვემოთ მოცემულ აქტივობას, რომლის გათამაშების შემდეგ ეკითხება მონაწილეებს რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული თამაში. აქტივობის ინსტრუქცია: მონაწილეებს ეკრანზე აჩვენეთ 4-5 სიტყვა/გამოსახულება და სთხოვეთ თანმიმდევრობის დაცვით მოიგონონ პატარა მოთხრობა. მაგალითად: ბატი; სახლი; ვარდი; კატა; ნოტები. შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთ-ერთი ამბავი, რომელიც ბავშვის შექმნილია.
|
60 წუთი | პრეზენტაცია №37 „თემატური მიმართულებები“ სამუშაო რვეული |
| 29.2 | განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიები | მონაწილეები განმარტავენ პროვოკაციის არსს და მნიშვნელობას | ნაბიჯი 1. ტრენერი უხსნის მონაწილეებს, რას ნიშნავს პროვოკაცია და როგორ შეიძლება ამ სტრატეგიის გამოყენება. ნაბიჯი 2. მონაწილეები გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით აყალიბებენ პროვოკაციის გამოყენების მიზანს. ტრენერი აჯამებს პასუხებს და უკავშირებს პროვოკაციას შემოქმედებითობის განვითარებას. ნაბიჯი 3. ტრენერი ურიგებს მონაწილეებს თემების სიას და სთხოვს თითოეული თემისთვის ერთი პროვოკაცია დაგეგმონ. მონაწილეებს შეუძლიათ აღწერონ დაგეგმილი პროვოკაცია ან დახატონ. ნაბიჯი 4. ტრენერი აჩვენებს მონაწილეებს ვიდეოს „მკვლევარი ბავშვები“ და სთხოვს მონაწილეებს, დააფიქსირონ „მეცნიერული მეთოდის“ ეტაპები, რომელიც ვიდეოში ჩანს. ნაბიჯი 5. ტრენერი ინტერაქციული პრეზენტაციის გამოყენებით ხსნის „მეცნიერულ მეთოდს“. პორტფოლიოს მე-3 დავალება: ტრენერი მონაწილეებს ურიგებს/უგზავნის საბავშვო ბაღში მიმდინარე პროცესის აღწერას, სადაც ჩანს აღმზრდელის მიერ გამოყენებული სტრატეგიები, მათ უნდა მოახდინონ გამოყენებული სტრატეგიების იდენტიფიცირება. აღნიშნული დავალებას მონაწილე ათავსებს პორტფოლიოში. შენიშვნა: ყოველი დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. აქტიურობის დავალება №6. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, წაიკითხონ ხარისხის სტანდარტიდან სტანდარტი 5 „საგანმანათლებლო პროცესი“. მონიშნონ ახალი ტერმინები და გადაიტანონ სამუშაო რვეულის „განმარტებების სექციაში“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომელიც თითოეული ინდიკატორის წაკითხვისას გაუჩნდათ. მოცემული ინდიკატორების პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩამოწერონ და მათთან გამკლავების სავარაუდო გზები განსაზღვრონ. ამასთანავე, მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება (ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით). |
60 წუთი |
სესია 30
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 30.1 | ოჯახებთან ურთიერთობა | მონაწილეს შეუძლია ოჯახებთან ურთიერთობის სხვადასხვა სტრატეგიების დაგეგმვა | ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“, რომელშიც სთხოვს შეავსონ სესიის შესაბამისი მეორე სვეტი. ნაბიჯი 2. ტრენერი სთავაზობს მონაწილეებს, გაეცნონ სამუშაო რვეულში წარმოდგენილ მშობლის კითხვარს და შეავსონ ის საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. სურვილის შემთხვევაში, მონაწილეები შედეგებს განიხილავენ ჯგუფში. ნაბიჯი 2. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას ოჯახებთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ჩართულობის ხელშემწყობ სტრატეგიებზე. ნაბიჯი 3. ტრენერი ეკითხება მონაწილეებს, რამდენად ხშირად მიმართავენ გუნდურ მიდგომას ბავშვებთან მუშაობაში, რამდენად აქვთ კომუნიკაცია თემთან და გარე სერვისებთან? ნაბიჯი 4. ტრენერი განიხილავს ქეისს, რომელშიც პრობლემის გადაწყვეტისთვის საჭიროა თემში არსებულ სერვისებთან თანამშრომლობა. |
60 წუთი | პრეზენტაცია №38 „ოჯახთან და თემთან ურთიერთობა“ სამუშაო რვეული |
| 30.2 | ოჯახებთან და თემთან ურთიერთობა – ხარისხის სტანდარტის მიხედვით | მონაწილეები აკავშირებენ ოჯახისა და თემის მიმართულებას პრაქტიკაში არსებულ საჭიროებებთან | ნაბიჯი 1. მონაწილეები მცირე ჯგუფებში კითხულობენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტის დოკუმენტიდან სტანდარტს 6 – „ოჯახისა და თემის მონაწილეობა“ და გამოყოფენ მათ პრაქტიკაში არსებულ საჭიროებებს, შემდეგ გეგმავენ არსებული რესურსიდან გამომდინარე ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების/დაწესებულებების გაძლიერების გეგმას/რეკომენდაციებს. ნაბიჯი 2. თითოეული ჯგუფი აკეთებს ნამუშევრების პრეზენტაციას და ტრენერი აძლევს მათ უკუკავშირს. ნაბიჯი 3. ტრენერი აკეთებს თემის შეჯამებას, შემდეგ კი მონაწილეებს სთხოვს, განხილულ თემაზე გააკეთონ ჩანაწერები რეფლექსიურ დღიურში. შენიშვნა: ყოველი დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
60 წუთი |
სესია 31
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 31.1 | დაგეგმვა | მონაწილეებს შეუძლიათ დაგეგმვის ფორმების წარმოება | ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“, რომელშიც სესიის შესაბამის მეორე სვეტს ავსებენ. ნაბიჯი 2. ტრენერი ეკითხება მონაწილეებს, თუ დაგეგმვის რა ფორმებს იყენებენ, რა გამოწვევები აქვთ ამ მიმართულებით? ნაბიჯი 3. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას და ყურადღებას კიდევ ერთხელ ამახვილებს შემდეგ საკითხებზე:
ნაბიჯი 4. მონაწილეებს მცირე ჯგუფებში სთავაზობს მოსმენილ პრეზენტაციაზე დაყრდნობით, ერთი დღის/კვირის გეგმა შეიმუშაონ. აკვირდება თითოეული ჯგუფის მუშაობას და აძლევს უკუკავშირს. ჯგუფები ერთმანეთს უზიარებენ ნამუშევრებს. პრეზენტაციის დროს ტრენერი სხვა დაგეგმვის ფორმებთან ერთად აუცილებლად იყენებს ქართულ კურიკულუმში „თამაში“ წარმოდგენილ დაგეგმვის ფორმებს. |
60 წუთი | პრეზენტაცია №39 „დაგეგმვა“ |
| 31.2 | დაგეგმვა და თანამშრომლობა | მონაწილეებს შეუძლიათ გუნდური მუშაობისა და ინდივიდუალური გეგმის წარმოების მნიშვნელობის დასაბუთება | ნაბიჯი 1. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას განვითარების ინდივიდუალური გეგმის წარმოებაზე და აჩვენებს ვიდეოს „ინდივიდუალიზაცია“ https://www.youtube.com/watch?v=7M3Ob39Z9TA&t=5s ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს ურიგებს შევსებულ განვითარების ინდივიდუალურ გეგმას და სთხოვს მონაწილეებს წინა სესიაში შექმნილ გეგმის ფორმას დაამატონ ინდივიდუალიზაციის ველი. შემდეგ კი გეგმაში აღწერილ მიზნებსა და სტრატეგიებზე დაყრდნობით, მოიფიქრონ დაგეგმილ აქტივობებში როგორ ჩართავენ ბავშვს. შენიშვნა: ყოველი დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსიურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. აქტიურობის დავალება №7: ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, წაიკითხონ ხარისხის სტანდარტიდან სტანდარტი 7 – „ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება“ მონიშნონ ახალი ტერმინები და გადაიტანონ სამუშაო რვეულის „განმარტებების სექციაში“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომელიც თითოეული ინდიკატორის წაკითხვისას გაუჩნდათ. მოცემული ინდიკატორების პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩამოწერონ და მათთან გამკლავების სავარაუდო გზები განსაზღვრონ. ამასთანავე მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება (ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით). |
60 წუთი | პრეზენტაცია №40 „განვითარების ინდივიდუალური გეგმა“ სამუშაო რვეული ვიდეო „ინდივიდუალიზაცია“ |
სესია 32
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 32.1 | ბაღის გარეთ თანამშრომლობა და ტრანზიცია სკოლაში | მონაწილეს შეუძლია ეფექტური ტრანზიციის პროცესის მნიშვნელობის განმარტება | ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გამოიყენონ სამუშაო ფურცელი „ტერმინები“, რომელშიც შეავსებენ სესიის შესაბამის მეორე სვეტს. ნაბიჯი 2. გონებრივი იერიშით ტრენერი მონაწილეებს ეკითხება, რა ასოციაციები უჩნდებათ სიტყვაზე „ტრანზიცია“. გამოთქმულ მოსაზრებებს ტრენერი წერს დაფაზე. ნაბიჯი 3. ტრენერი მონაწილეებს აძლევს დავალებას, ინდივიდუალურად დახატონ ასოციაციები სიტყვებზე: „ბაღი“ და „სკოლა“. ნაბიჯი 4. ტრენერი განიხილავს მსურველი მონაწილეების ჩანახატებს და მართავს დისკუსიას ბავშვის მომზადების მნიშვნელობაზე ტრანზიციის პროცესის დროს. შემდეგ კი აკეთებს პრეზენტაციას ტრანზიციის დაგეგმვაზე. ნაბიჯი 5. ტრენერი ეკითხება მონაწილეებს: რა სირთულეებს აწყდებიან ბავშვების ბაღთან ადაპტაციის პერიოდში? რაში ვლინდება ეს სირთულეები? რა არის მათი აზრით ამის გამომწვევი მიზეზები? გადააქვს მონაწილეთა მოსაზრებები ფლიფჩარტზე. ტრენერი აჯამებს გამოთქმულ მოსაზრებებს და აჯამებს, რომ ტრანზიციის პროცესი დაკავშირებულია სამ ძირითად ფაქტორთან: „მომზადებული ბავშვი“, „მომზადებული ოჯახი“, „მომზადებული საგანმანათლებლო დაწესებულება“. ნაბიჯი 6. შემდეგ ტრენერი მონაწილეებს ყოფს 3 მცირე ჯგუფად და თითოეული ჯგუფი მუშაობს შემდეგ საკითხებზე: რას გულისხმობს მათი აზრით: „მომზადებული ბავშვი“, „მომზადებული ოჯახი“, „მომზადებული საგანმანათლებლო დაწესებულება“. ტრენერი აქცენტს აკეთებს, რომ ამ უკანასკნელში შეიძლება მოვიაზროთ როგორც საბავშვო ბაღი, ისე სკოლა. მუშაობის შემდეგ თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას. |
70 წუთი | პრეზენტაცია №41 „ეფექტური ტრანზიცია“ |
| 32.2 | ეფექტური ტრანზიციის დაგეგმვა | შეუძლიათ ბავშვის ბაღთან და ბაღიდან სკოლაში უმტკივნეულო ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა | ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს ყოფს მცირე ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობს ერთ საკითხზე: როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვებს ბაღთან ადაპტაციაში? და რა შეგვიძლია გავაკეთოთ სკოლაში ტრანზიციის ხელშესაწყობად? მონაწილეები მცირე ჯგუფებში ირჩევენ ერთ-ერთ თემას და გეგმავენ სააღმზრდელო გარემოში გასათვალისწინებელ აქტივობებს. ნაბიჯი 2. მონაწილეები წარმოადგენენ პრეზენტაციას. იმართება დისკუსია. ხდება საკითხის შეჯამება. ნაბიჯი 3. ტრენერი აძლევს მონაწილეებს რამდენიმე წუთს, რათა მათ ინდივიდუალურად ჩაიწერონ დღის აღმოჩენები რეფლექსიურ დღიურში. შენიშვნა: ყოველი დღის ბოლო სესიაზე ტრენერი აკეთებს უკუკავშირს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში. |
50 წუთი |
სესია 33
| № | ქვეთემა | აქტივობის მიზნები | მოკლე აღწერა | დრო | რესურსები |
|---|---|---|---|---|---|
| 33.1 | თვითრეფლექსია და პროფესიული წინსვლა | ნამუშევრების პრეზენტაცია | ნაბიჯი 1. წინა სესიაზე მიცემული დავალების განხილვა. მონაწილეები ჯგუფის დანარჩენ წევრებს წარუდგენენ მომზადებულ დავალებას. ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს აძლევს უკუკავშირს. |
80 წუთი | |
| 33.2 | თვითრეფლექსია თემის შეჯამება |
მონაწილეს შეუძლია საკუთარი პროფესიული საჭიროებების რეფლექსია | ნაბიჯი 1. ტრენერი ეკითხება მონაწილეებს, თუ მათი აზრით რა მნიშვნელობა აქვს თვითშეფასებას? როგორ მუშაობენ საკუთარ თავზე და ცდილობენ პროფესიულ განვითარებას? ვინ და როგორ შეიძლება ეხმარებოდეთ მათ? პროფესიული განვითარებისთვის რა პირობები სჭირდებათ? მონაწილეები მსჯელობენ და გამოთქვამენ მოსაზრებებს, იმართება დისკუსია. ნაბიჯი 2. ტრენერი ჩამოწერს გამოთქმულ მოსაზრებებს დაფაზე და თემის შესაჯამებლად წარადგენს პრეზენტაციას პროფესიული განვითარებისა და ხარისხის სტანდარტის ბოლო მიმართულების შესახებ. აქტიურობის დავალება №8. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს: რა ვიცოდი ტრენინგზე მოსვლამდე? რა აღმოვაჩინე? რა მინდა შევძლო? მონაწილეები აღნიშნულ დავალებას ტრენინგის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 დღეში ათავსებენ ელექტრონულ პორტფოლიოში. |
40 წუთი | პრეზენტაცია №42 „პროფესიული განვითარება“ |
დანართი №1.1.
ტრენინგმოდულის ფარგლებში მონაწილეთა შეფასების სისტემა
მონაწილე ფასდება 100-ქულიანი სისტემით, 4 კომპონენტის მიხედვით.
მონაწილის აქტიურობა. მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა (ზღვარი 12 ქულა).
მონაწილის პორტფოლიო. მაქსიმალური შეფასება – 40 ქულა (ზღვარი 24 ქულა).
პრეზენტაცია. მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა (ზღვარი 12 ქულა).
ტესტი (დახურული შეკითხვები) მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა (ზღვარი 12 ქულა).
ტრენინგის წარმატებით გასავლელად მონაწილემ ჯამური შეფასებით 100-ქულიდან უნდა დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა.
მონაწილის აქტიურობა – 20 ქულა (ზღვარი 12 ქულა).
მონაწილის აქტიურობა ფასდება წერილობითი დავალებების შესრულებით. სულ შესასრულებელია 8 წერითი დავალება. ამათგან მე - 8 დავალება შემაჯამებელი რეფლექსიაა. პირველი შვიდი დავალების მაქსიმალური შეფასება არის 2 ქულა, შემაჯამებელი რეფლექსიისა კი 6 ქულა.
აქტიურობის დავალებების აღწერა:
აქტიურობის დავალება №1 მონაწილეებს ეძლევათ საკითხავად შემდეგი დოკუმენტები: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების შესავალი; აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი; ბავშვის უფლებათა კონვენცია. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს გაიაზრონ დოკუმენტები შემდეგი საკითხების ჭრილში: რას არეგულირებს დოკუმენტი, რა საკითხები/თემები არის განსაზღვრული, როგორ ხედავს ბავშვს და განვითარების პროცესს და რა ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება დოკუმენტი;
აქტიურობის დავალება №2 მონაწილეები სამუშაო რვეულში აღწერილ სიტუაციებს გაანალიზებენ ბავშვის უფლებების კონტექსტში, რათა გამოკვეთონ ბავშვის „საუკეთესო ინტერესები“. დავალებას ათავსებენ პორტფოლიოში;
აქტიურობის დავალება №3 ტრენერი სთხოვს მონაწილეებს წაიკითხონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტიდან“ სტანდარტი 1 – „კეთილდღეობა“. მონიშნონ ახალი ტერმინები და გადაიტანონ სამუშაო რვეულის „განმარტებების სექციაში“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომლებიც თითოეული ინდიკატორის წაკითხვისას გაუჩნდათ. მოცემული ინდიკატორების პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩამოწერონ და მათთან გამკლავების სავარაუდო გზები განსაზღვრონ. ამასთანავე, მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება (ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით). დავალება განათავსონ პორტფოლიოში;
აქტიურობის დავალება №4. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, წაიკითხონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტიდან“ სტანდარტი 2 “ „კურიკულუმი და მეთოდოლოგია“ . მონიშნონ ახალი ტერმინები და გადაიტანონ სამუშაო რვეულის „განმარტებების სექციაში“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომლებიც თითოეული ინდიკატორის წაკითხვისას გაუჩნდათ. მოცემული ინდიკატორების პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩამოწერონ და მათთან გამკლავების სავარაუდო გზები განსაზღვრონ. ამასთანავე, მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება (ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით). დავალებას ათავსებენ საკუთარ პორტფოლიოში;
აქტიურობის დავალება №5. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, წაიკითხონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტიდან“ სტანდარტი 4 „ურთიერთობა“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომლებიც თითოეული ინდიკატორის წაკითხვისას გაუჩნდათ. ჩამოწერონ პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები, ამასთანავე, მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება (ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით). მონაწილეები დავალებას ათავსებენ საკუთარ პორტფოლიოში;
აქტიურობის დავალება №6. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, წაიკითხონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტიდან“ სტანდარტი 5 „საგანმანათლებლო პროცესი“. მონიშნონ ახალი ტერმინები და გადაიტანონ სამუშაო რვეულის „განმარტებების სექციაში“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომლებიც თითოეული ინდიკატორის წაკითხვისას გაუჩნდათ. მოცემული ინდიკატორების პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩამოწერონ და მათთან გამკლავების სავარაუდო გზები განსაზღვრონ. ამასთანავე, მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება (ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით);
აქტიურობის დავალება №7. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, წაიკითხონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტიდან’’ სტანდარტი 7 „ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება“. მონიშნონ ახალი ტერმინები და გადაიტანონ სამუშაო რვეულის „განმარტებების სექციაში“. ჩაინიშნონ კითხვები და იდეები, რომლებიც თითოეული ინდიკატორის წაკითხვისას გაუჩნდათ. მოცემული ინდიკატორების პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩამოწერონ და მათთან გამკლავების სავარაუდო გზები განსაზღვრონ. ამასთანავე, მონიშნონ ინდიკატორები, რომელთა მიმართებაშიც სჭირდებათ მათ პროფესიული განვითარება (ტრენინგის, ლიტერატურული რესურსის ან ა.შ. გამოყენებით).
აქტიურობის დავალება №8. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს: რა ვიცოდი ტრენინგზე მოსვლამდე? რა აღმოვაჩინე? რა მინდა შევძლო? მონაწილეები აღნიშნულ დავალებას ტრენინგის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 დღეში ათავსებენ ელექტრონულ პორტფოლიოში.
აქტიურობის შეფასების კრიტერიუმები:
აქტიურობის დავალება №1-№7 (14 ქულა)
დავალება დროულად არის გადმოგზავნილი, ინსტრუქციის შესაბამისია, ტექსტი არგუმენტირებულია – 2 ქულა;
დავალება დროულად არის გადმოგზავნილი, ინსტრუქციას ნაწილობრივ შეესაბამება ან დაუსაბუთებელია – 1 ქულა;
დავალება არ არის დროულად ჩაბარებული ან არ შეესაბამება ინსტრუქციას – 0 ქულა.
დავალება №8 – შემაჯამებელი რეფლექსია (6 ქულა)
| 5-6 ქულა | ჩანაწერში თემა/საკითხი გაშუქებულია სრულყოფილად, სწორად არის გამოყენებული ტერმინოლოგია, მონაწილე ასაბუთებს, თუ რა იყო მისთვის სიახლე, განსხვავდება თუ არა და რით განსხვავდება მონაწილის არსებული სამუშაო პრაქტიკა სკოლამდელი განათლების თანამედროვე მიდგომებისაგან, აანალიზებს მიღებული ცოდნის მნიშვნელობას პრაქტიკის სრულყოფის კონტექსტში, აღწერს სამომავლო გეგმებს. მონაწილე ზედმიწევნით ამჟღავნებს დამოუკიდებელი მსჯელობისა და დასკვნის გაკეთების უნარს. |
|---|---|
| 3-4 ქულა | ჩანაწერში საკითხი მეტ-ნაკლებად გაშუქებულია. აღწერილია საკითხი, ტერმინოლოგია სწორად არის გამოყენებული. მაგრამ ძალზედ ზოგადია დასკვნა იმის შესახებ, არსებობს თუ არა განსხვავება მონაწილის არსებულ სამუშაო პრაქტიკასა და სკოლამდელი განათლების თანამედროვე მოთხოვნებს შორის, აგრეთვე, ზოგადად არის ნახსენები, რომ მონაწილე შეცვლის საკუთარ პრაქტიკას. |
| 1-2 ქულა | ჩანაწერში საკითხი გაშუქებულია ხარვეზებით. საკითხი არასრულადაა აღწერილი, ტერმინოლოგიაში დაშვებულია რამდენიმე შეცდომა. ამასთანავე, ან არ არის დასკვნა იმის შესახებ, არსებობს თუ არა განსხვავება მონაწილის არსებული სამუშაო პრაქტიკასა და სკოლამდელი განათლების თანამედროვე მოთხოვნებს შორის, ან არ არის ნახსენები, თუ როგორ შეცვლის მონაწილე საკუთარ პრაქტიკას. |
| 0 ქულა | დავალება შესრულებული არ არის. |
მონაწილის პორტფოლიო – 40 ქულა (ზღვარი 24 ქულა).
მონაწილის პორტფოლიო მოიცავს სამ დავალებას, რომელსაც იგი ასრულებს ტრენინგის განმავლობაში, პორტფოლიოს მინიმალური ზღვარი შეადგენს 24 ქულას, თუმცა, ასევე მონაწილის მიერ სამივე დავალების შესრულება აუცილებელი პირობაა.
პორტფოლიოს დავალება №1 – ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში მიმდინარე პროცესის დაკავშირება პროგრამის ხარისხის სტანდარტთან – 10 ქულა;
პორტფოლიოს დავალება №2 – ბავშვზე დაკვირვების ვიდეოს ანალიზი – 20 ქულა;
პორტფოლიოს დავალება №3 – სწავლა სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების იდენტიფიცირება – 10 ქულა.
პორტფოლიოს დავალებების აღწერა:
პორტფოლიოს დავალება №1 მაქსიმალური შეფასება – 10 ქულა. ტრენერი მონაწილეებს უგზავნის საბავშვო ბაღებში გაკეთებულ დაკვირვების ჩანაწერებს. მონაწილეებმა აღწერილი ინფორმაცია უნდა დააკავშირონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტის“ შესაბამის სტანდარტებთან და ინდიკატორებთან, რომელიც მოცემულია დავალების ცხრილში. მომზადებულ დავალებას მონაწილეები ათავსებენ საკუთარ პორტფოლიოში და შემდეგი სესიისთვის ამზადებენ დავალების მოკლე პრეზენტაციას. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მონაწილეები აკეთებენ პრეზენტაციას, რომელიც ფასდება დავალებისგან დამოუკიდებლად, შეფასების რუბრიკაში „პრეზენტაცია“ წარმოდგენილი კრიტერიუმებით.
პორტფოლიოს დავალება №2. მაქსიმალური შეფასება - 20 ქულა. ტრენერი მონაწილეებს უგზავნის ბავშვზე დაკვირვების ვიდეოებს. თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობს დავალებაზე. დაკვირვების ჩანაწერის ბოლოს მონაწილეები აკეთებენ შეჯამებას – რა უნარებზე იძლევა ბავშვზე დაკვირვების ჩანაწერი ინფორმაციას. მონაწილეებმა შეჯამების ნაწილში ბავშვზე დაკვირვების მონაცემი უნდა დააკავშირონ ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტებთან. დავალება განათავსონ პორტფოლიოში და ასევე პრეზენტაციის ფორმით წარმოადგინონ მე-14 სესიაზე. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მონაწილეები აკეთებენ პრეზენტაციას, რომელიც ფასდება დავალებისგან დამოუკიდებლად, შეფასების რუბრიკაში „პრეზენტაცია“ წარმოდგენილი კრიტერიუმებით.
პორტფოლიოს დავალება №3 მაქსიმალური შეფასება – 10 ქულა. მონაწილეებს ეძლევათ ბაღში მიმდინარე პროცესის აღწერა, სადაც ჩანს აღმზრდელის მიერ გამოყენებული მრავალფეროვანი სწავლა-სწავლების სტრატეგიები. მონაწილეები ეცნობიან ჩანაწერს და ახდენენ მათ მიერ ტრენინგის დროს შემუშავებული სტრატეგიების კითხვართან დაკავშირებას. მონაწილეები შესრულებულ დავალებას განათავსებენ ელექტრონულ პორტფოლიოში და ასევე ზეპირი ფორმით წარმოადგინენ 33-ე სესიაზე. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მონაწილეები აკეთებენ პრეზენტაციას, რომელიც ფასდება დავალებისგან დამოუკიდებლად, შეფასების რუბრიკაში „პრეზენტაცია“ წარმოდგენილი კრიტერიუმებით.
პორტფოლიოს დავალებების შეფასების კრიტერიუმები:
პორტფოლიოს დავალება 1 – 10 ქულა
ტექსტში მოცემულია სტანდარტები/ინდიკატორები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტიდან“, რომელიც მონაწილემ უნდა ამოიცნოს.
თითოეული სტანდარტის/ინდიკატორის ამოცნობა ფასდება ერთი ქულით.
პორტფოლიოს დავალება 2. ბავშვზე დაკვირვების ვიდეოს ანალიზი – 20 ქულა.
შეფასების კომპონენტი იყოფა ორ ნაწილად: ჩანაწერების ობიექტურობა – 8 ქულა, ჩანაწერების კავშირი სტანდარტთან – 12 ქულა.
ჩანაწერების ობიექტურობა:
8 ქულა. დაკვირვების ჩანაწერი მკაფიო და კონკრეტულია (აღწერს ბავშვის ქცევას, მის მიერ ნათქვამ სიტყვებს და ა.შ.). დაკვირვების ჩანაწერი სრულად იძლევა ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტებზე დაყრდნობით, განვითარების სფეროს კატეგორიების, ინდიკატორების შესახებ დასკვნის გამოტანის საშუალებას.
6-7 ქულა. დაკვირვების ჩანაწერი მკაფიო და კონკრეტულია (აღწერს ბავშვის ქცევას, მის მიერ ნათქვამ სიტყვებს და ა.შ.), ზოგ შემთხვევაში წარმოდგენილია ინტერპრეტაცია და არა აღწერა. დაკვირვების ჩანაწერი ნაწილობრივ იძლევა ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტებზე დაყრდნობით განვითარების სფეროს შესახებ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას.
3-5 ქულა. დაკვირვების ჩანაწერი ზოგადია, ზოგ შემთხვევაში წარმოდგენილია ინტერპრეტაცია და არა აღწერა. დაკვირვების ჩანაწერი ნაწილობრივ იძლევა ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტებზე დაყრდნობით განვითარების სფეროს შესახებ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას.
0-2 ქულა - დაკვირვების ჩანაწერი ძალზედ მწირი და ზოგადია. ნაკლებად იძლევა ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის განვითარების სფეროს შესახებ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას.
ჩანაწერების კავშირი სტანდარტთან:
11-12 ქულა. კავშირი დაკვირვების ჩანაწერსა და ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის მითითებულ განვითარების სფეროს, კატეგორიას შორის სრულად რელევანტურია.
8 -10 ქულა – კავშირი დაკვირვების ჩანაწერსა და ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის მითითებულ განვითარების სფეროს, კატეგორიას შორის რელევანტური, მაგრამ არასრულია.
6-7 ქულა – კავშირი დაკვირვების ჩანაწერსა და ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის მითითებულ განვითარების სფეროს, კატეგორიას შორის ნაწილობრივ რელევანტური ან არასრულია.
3-5 ქულა – დაკვირვების ჩანაწერი არ არის დაკავშირებული ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტებზე დაყრდნობით განვითარების კონკრეტულ სფეროებთან, კატეგორიებთან.
0-2 ქულა – კავშირი დაკვირვების ჩანაწერსა და ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის მითითებულ განვითარების სფეროს კატეგორიას შორის არარელევანტურია ან საერთოდ არ არის მითითებული.
პორტფოლიოს დავალება 3: სწავლა - სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების იდენტიფიცირება – 10 ქულა
ტექსტში მოცემულია სწავლა-სწავლების სტრატეგიები, რომელიც მონაწილემ უნდა ამოიცნოს. თითოეული სტრატეგიის იდენტიფიცირება ფასდება ერთი ქულით.
პრეზენტაცია – მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა (ზღვარი 12 ქულა).
პრეზენტაცია – 20 ქულა.
დავალების აღწერა: თითოეული მონაწილე აკეთებს პორტფოლიოს რომელიმე ერთი დავალების პრეზენტაციას, რომელსაც წარმოადგენს შესაბამის სესიებზე. პრეზენტაციაში უნდა ჩანდეს მონაწილის რეფლექსიისა და არგუმენტირებულად მსჯელობის უნარი. პრეზენტაციის ხანგრძლივობაა 7 წუთი.
პრეზენტაცია ფასდება 2 კომპონენტით (პრეზენტაციის შინაარსი და პრეზენტაციის წარდგენა) და სულ 5 კრიტერიუმით. თითოეული კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა არის 4 და მინიმალური 0.
შესაძლებელია მონაწილემ პრეზენტაციის ქულის გაუმჯობესების მიზნით წარმოადგინოს მეორე დავალების პრეზენტაციაც, ასეთ შემთხვევაში მონაწილეს დაემატება 5 ბონუს ქულა.
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
| შეფასების კომპონენტები | 4 ქულა | 3 ქულა | 2 ქულა | 1 ქულა | 0 ქულა |
|---|---|---|---|---|---|
| პრეზენტაციის შინაარსის კრიტერიუმები | მონაწილე აღწერს, თუ რა ცოდნა და უნარები შეიძინა ტრენინგში მონაწილეობითა და პრაქტიკული დავალებების შესრულებით, მოჰყავს კონკრეტული მაგალითები გამოთქმული მოსაზრებების გასამყარებლად, თან ახლავს ავტორისეული შეფასება. | მონაწილე აღწერს, თუ რა ცოდნა/უნარები შეიძინა ტრენინგში მონაწილეობითა და პრაქტიკული დავალებების შესრულებით, მოჰყავს კონკრეტული მაგალითები გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრებების გასამყარებლად. | მონაწილე აღწერს, თუ რა ცოდნა/უნარები შეიძინა ტრენინგში მონაწილეობითა და პრაქტიკული დავალებების შესრულებით, მაგრამ არ მოჰყავს კონკრეტული მაგალითები მოსაზრებების გასამყარებლად. | მონაწილე ზოგადი ფრაზებით აღწერს, რომ ტრენინგი დაეხმარა პროფესიულ განვითარებაში. | მონაწილე ვერ აღწერს, რაში დაეხმარა ტრენინგი |
| მონაწილე აღწერს მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარებიდან გამომდინარე, რას შეცვლის/რა შეცვალა საკუთარ პრაქტიკაში და მოჰყავს არგუმენტები, თუ რატომ მიიჩნევს აღწერილ ცვლილებებს მნიშვნელოვნად სააღმზრდელო, საგანმანათლებლო პროცესში. მსჯელობისას ადეკვატურად იყენებს პროფესიულ ტერმინოლოგიას. ჩანს, რომ მონაწილე ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას. | მონაწილე აღწერს მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარებიდან გამომდინარე, რას შეცვლის/რა შეცვალა საკუთარ პრაქტიკაში და მოჰყავს არგუმენტი, თუ რატომ მიიჩნევს აღწერილ ცვლილებებს მნიშვნელოვნად სააღმზრდელო, საგანმანათლებლო პროცესში. ტერმინოლოგიის გამოყენებისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს, ჩანს რომ მონაწილე დამაკმაყოფილებლად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას. |
მონაწილე აღწერს მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარებიდან გამომდინარე, რას შეცვლის/რა შეცვალა საკუთარ პრაქტიკაში არგუმენტაციის გარეშე, ან არგუმენტაცია ძალზედ ზოგადია. ტერმინოლოგიის გამოყენებისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს, ჩანს რომ მონაწილე დამაკმაყოფილებლად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას. |
მონაწილე ძალზედ ზოგადად აღწერს მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარებიდან გამომდინარე, რას შეცვლის/რა შეცვალა საკუთარ პრაქტიკაში. ტერმინოლოგიაში ბევრია შეცდომა; მონაწილე ბოლომდე ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას. | მონაწილე ვერ აღწერს როგორ გამოიყენებს პრაქტიკაში ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას. | |
| მონაწილე აფასებს საკუთარ ძლიერ მხარეებსა და გამოწვევებს აღმზრდელ პედაგოგის პროფესიულ სტანდარტთან მიმართებაში, მოჰყავს შესაბამისი არგუმენტები და მაგალითები. | მონაწილე აფასებს საკუთარ ძლიერ მხარეებს/გამოწვევებს აღმზრდელ პედაგოგის პროფესიულ სტანდარტთან მიმართებაში, მოჰყავს შესაბამისი არგუმენტები/ მაგალითები. | მონაწილე აფასებს საკუთარ ძლიერ მხარეებს/გამოწვევებს აღმზრდელ პედაგოგის პროფესიულ სტანდარტთან მიმართებაში, არგუმენტაციისა და მაგალითების გარეშე. | მონაწილე საკუთარ ძლიერ მხარეებს/გამოწვევებს ზოგადად ახსენებს, პროფესიულ სტანდარტთან კავშირის გარეშე. | მონაწილე ვერ აღწერს საკუთარ ძლიერ მხარეებს და საჭიროებებს პროფესიულ სტანდარტთან მიმართებაში | |
| პრეზენტაციის წარდგენის კრიტერიუმები | მონაწილის პრეზენტაცია კარგად სტრუქტურირებული, თანმიმდევრული და დეტალურია. პრეზენტაციაში წარმოდგენილია განსახილველი თემები, ძირითადი ნაწილი და დასკვნა, მითითებულია პრეზენტაციის დროს გამოყენებული ლიტერატურა. | მონაწილის პრეზენტაცია სტრუქტურირებულია, მაგრამ ნაკლებად დეტალურია. აკლია სტრუქტურის რომელიმე ერთი კომპონენტი. | მონაწილის პრეზენტაცია მეტ-ნაკლებად სტრუქტურირებულია, აკლია სტრუქტურის რამდენიმე კომპონენტი. | პრეზენტაცია ძალზედ ზოგადია, რაც არ ეხმარება მომხსენებელს შინაარსის გადმოცემაში. | პრეზენტაცია მონაწილეს არ აქვს წარმოდგენილი. |
| პრეზენტატორი აუდიტორიის ყურადღებას ბუნებრივად იპყრობს მხედველობითი კონტაქტით მთელი პრეზენტაციის მსვლელობისას. საუბრობს თანმიმდევრულად და გასაგებად. იცავს პრეზენტაციის რეგლამენტს. | პრეზენტატორი აუდიტორიის ყურადღებას ინარჩუნებს პრეზენტაციის განმავლობაში. საუბრობს გასაგებად, სჭირდება რეგლამენტის შეხსენება. | პრეზენტატორი ზოგჯერ ამყარებს თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან, ზოგჯერ მისი ნათქვამი გაუგებარია. პრეზენტაციისას არ არის გათვალისწინებული რეგლამენტი. | პრეზენტატორი არ ამყარებს მხედველობით კონტაქტს აუდიტორიასთან პრეზენტაციის განმავლობაში. ზოგჯერ პრეზენტატორის ნათქვამი გაუგებარია. პრეზენტაციისას არ არის გათვალისწინებული რეგლამენტი. |
მონაწილე ვერ აკეთებს პრეზენტაციას ან მისი საუბარი მსმენელთათვის ბუნდოვანია. |
ტესტი – 20 ქულა (ზღვარი 12 ქულა)
ტესტი შედგება 20 დახურული, თითოეულ შეკითხვაზე სწორ პასუხი ფასდება ერთი ქულით, არასწორი – 0 ქულით. მონაწილემ უნდა დააგროვოს მინიმუმ 12 სწორი პასუხი.
დანართი 1.2.
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი.
ჯიჯავაძე, ნ, კუხალეიშვილი, თ (2019) ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი.
ალელიშვილი, ნ & სხვა (2019). გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი. გაეროს ბავშვთა ფონდი. თბილისი.
ჯონსონი ი.ჯ, ქრისტი ჯ.ფ, უორდლი ი, ფ (2005) თამაში, განვითარება და ადრეული განათლება.
მაკლაქდანი, ვ, ფლირი, მ, ედვარდსი, ს () ადრეული ბავშვობის კურიკულუმი.
დოლიძე,ხ, ბაქრაძე, თ, ჯიჯავაძე, ნ (2020) ადრეული განათლების კურიკულუმი – თამაში. ნაწილი i. თბილისი
დოლიძე,ხ, ბაქრაძე, თ, ჯიჯავაძე, ნ (2020) ადრეული განათლების კურიკულუმი – თამაში. ნაწილი ii. თბილისი
გრონულდი, გ, ჯეიმსი, მ (2009) ფოკუსირებული დაკვირვება.
დანართი №1.3.
ტრენინგმოდულის დისტანციური (ონლაინ) ფორმით ჩატარების შემთხვევაში გასათვალისწინებელი მოთხოვნები:
ტრენინგის ონლაინ ვერსიის ჩატარებისას დღეში უნდა ჩატარდეს მხოლოდ 1 ან 2 სესია.
თითოეული მონაწილე ტრენინგის დაწყებამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინტერნეტით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, რაც საჭიროა მასალების კითხვისა და დავალებების ელექტრონული ფორმით შესასრულებლად.
თითოეულ მონაწილეს ტრენინგის დაწყებამდე უნდა ჩაუტარდეს საჭიროების შემთხვევაში ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული შეხვედრები/ვორქშოპები, რათა მათ შეძლონ ხარვეზების გარეშე მონაწილეობა.
აუცილებელია მოქმედი მეილების გადამოწმება/ახლის შექმნა, რათა მონაწილეები დროულად იყვნენ უზრუნველყოფილი საკითხავი მასალით, სამუშაო ფურცლებითა და დავალებებით.
2.docx ⬇
დანართი №2
ტრენინგმოდულის გეგმა
თ ა მ ა შ ი
ინფორმაცია ტრენინგმოდულის შესახებ
პროგრამის განმახორციელებელი: სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ მოპოვებული ტრენინგმოდულის განხორციელების უფლება.
ტრენინგმოდულის დასახელება: „თამაში“
ტრენინგის მონაწილეთა დასაშვები რაოდენობა: არაუმეტეს 30 მონაწილისა.
ტრენინგმოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 25 საკონტაქტო საათი, 8 სატრენინგო სესია, თითოეული სესიის ხანგრძლივობა – 3 საათი და 1 საათიანი ტესტი.
ტრენინგმოდულის მოცულობა კრედიტ ქულებისა (ECTS) და საათების (საკონტაქტო და არასაკონტაქტო) რაოდენობის მითითებით:
25 საკონტაქტო საათი.
მატერიალური და ტექნიკური რესურსი: ტრენინგი ხორციელდება როგორც დისტანციურად, ისე პირისპირ ფორმატში. ონლაინ ფორმატის დროს როგორც ტრენერს, ასევე ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს უწყვეტი ინტერნეტი და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი.
ტრენინგ-მოდულში ჩართვის წინაპირობა და შერჩევის მექანიზმი: განსაზღვრულია ბრძანების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით.
ტრენინგმოდულის ზოგადი მიზნები:
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება;
მონაწილეებმა განმარტონ თამაშის არსი, მისი მახასიათებლები და მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში, შეძლონ ბავშვის თამაშის უნარის იდენტიფიცირება, დაგეგმონ თამაშის ხელშეწყობის სტრატეგიები.
ტრენინგმოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
თამაშის როლისა და მნიშვნელობის დასაბუთებას ადრეულ განათლებაში;
თამაშის არსის განმარტებას: მსჯელობას, თუ როგორ უყურებდნენ თამაშს სხვადასხვა ეპოქაში; თამაშის შესახებ არსებული თეორიების მიმოხილვას;
თამაშის განვითარების ეტაპების, თამაშის ტიპების იდენტიფიცირებას და ღია სივრცეში თამაშის მნიშვნელობის დასაბუთებას;
თამაშის ხელშეწყობის სტრატეგიების გამოყენებით ბავშვის განვითარების პროცესის დაგეგმვას.
მონაწილეთა შეფასების სისტემა და სერტიფიკატის გაცემის პირობები: სერტიფიკატის მისაღებად, მონაწილემ უნდა დაადასტუროს შემდეგი მოთხოვნები: უნდა დააგროვოს მაქსიმალური შეფასების 60% და მეტი. შეფასების სისტემა მოიცავს 3 ძირითად კომპონენტს, კერძოდ: აქტიურობის დავალებები – 20 ქულა, შემაჯამებელი დავალება – 10 ქულა; ტესტი – 30 ქულა. ჯამურად შეფასების მაქსიმალური ქულა არის 60.
მონაწილის აქტიურობა – აქტიურობა მოიცავს 4 დავალებას (ტრენინგის რეფლექსია), თითოეული ფასდება – 5 ქულით.
შემაჯამებელი დავალება – მონაწილეს ეძლევა ქეისი, სადაც აღწერილია, ბავშვის ქცევა ჯგუფში. დავალების შეფასების მაქსიმალური ქულა არის – 10.
ტესტი – 30 დახურული შეკითხვას მოიცავს, თითოეული ფასდება 1 ქულით.
სატრენინგო მასალა:
საკითხავი მასალა.
სამუშაო რვეული.
გამოყენებული ლიტერატურა (იხ. დანართი №2.2)
ტრენინგის გეგმა
დღე I
სესია 1-2 სესიის მიზნები: მონაწილეები განმარტავენ თამაშის მნიშვნელობას, გაეცნობიან თამაშის მიმართ სხვადასხვა პერსპექტივას სესიის ხანგრძლივობა: 3 სთ |
||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
| 180 წთ | აქტივობა №1: გაცნობა ნაბიჯი 1 აქტივობის მიზანი: მონაწილეების გაცნობა, მოლოდინების გაზიარება; ტრენინგის მიზნების და მიმდინარეობის გაცნობა ა) აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, გაიხსენონ ბავშვობაში საყვარელი თამაში, სამუშაო რვეულში მოცემულ ცხრილში აღწერონ ის, ასევე ისაუბრონ, რატომ მოიხსენიებენ აღწერილ საქმიანობას თამაშის სახელით, შემდეგ კი გაუზიარონ ჯგუფს, საკუთარი თავის წარდგენასთან ერთად. ტრენერი დისკუსიის დროს აქცენტებს აკეთებს თამაშის მახასიათებლებზე: სიამოვნება, თავისუფალი არჩევანი, პროცესზე ორიენტაცია, რეალობიდან გასვლა და სხვ., თუმცა ჯერ არ განმარტავს, როგორც თამაშის მახასიათებლებს. ბ) აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, ტრენინგის მიმართ საკუთარი მოლოდინები გააზიარონ; თამაშთან დაკავშირებით, რა საჭიროებებს ხედავენ საკუთარ პრაქტიკაში, რა გამოწვევები აქვთ, რა არის ის საკითხები, უნარები, რომელშიც გაძლიერებას საჭიროებენ. მონაწილეები საკუთარ მოსაზრებებს ასევე წერენ ინდივიდუალურად სამუშაო რვეულში. აქტივობა №2 თამაშის მნიშვნელობა და სარგებელი ნაბიჯი 2 აქტივობის მიზანი: მონაწილეები განმარტავენ თამაშის მნიშვნელობას და სარგებელს სხვადასხვა კვლევების მიხედვით. ა) აქტივობის აღწერა: ტრენერი იწყებს დისკუსიას თამაშის მნიშვნელობის შესახებ, რა სარგებელი აქვს მას? მონაწილეები ნახულობენ ვიდეოს თამაშის მნიშვნელობაზე. შემდეგ აკეთებს მოკლე პრეზენტაციას და პარალელურად მონაწილეებს ინდივიდუალურად აძლევს სამუშაოს სამუშაო რვეულში მოცემული სიტუაციების დასამუშავებლად, რომ გამოყონ თამაშის სარგებელი სხვადასხვა უნარების განვითარებასა და ბავშვის კეთილდღეობაში; ბ) აქტივობის აღწერა: შემდეგ ტრენერი მცირე ჯგუფებში აძლევს სამუშაო რვეულიდან (აქტივობა №2a) მასალას დასამუშავებლად, ასევე აჩვენებს მონაწილეებს რამდენიმე ვიდეოს, სადაც მათ უნდა გამოყონ, თუ რა კონკრეტულ სარგებელს ნახულობენ ბავშვები სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულებით. მონაწილეები ეყრდნობიან სამუშაო რვეულში მოცემულ კვლევებს თამაშის სარგებლის შესახებ. |
სამუშაო რვეული – აქტივობა №1 (a). სამუშაო რვეული – აქტივობა №1 (b). პრეზენტაცია №1 სამუშაო რვეული –აქტივობა №2 (a; b). სამუშაო რვეული –აქტივობა №2 (c). Module 3 - Toddler Observatio№ Video 3-1 Modules 2 – Early Childhood Music With 3S- |
| შესვენება | ||
| 180 წთ | აქტივიბა №3 ნაბიჯი 3 აქტივობის მიზანი: მონაწილეები კრიტიკულად აფასებენ თამაშის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებებს და ხედვას ა) აქტივობის აღწერა: მცირე ჯგუფებში მონაწილეები მსჯელობენ სხვადასხვა პერიოდში თამაშის მიმართ დამოკიდებულებებზე, აკეთებენ კავშირს მათი სოციუმში არსებულ დამოკიდებულებებთან. თან აკეთებენ ინდივიდუალურად ჩანაწერს სამუშაო რვეულში (აქტივობა №3 (a)) ტრენერი აჯამებს მოკლე პრეზენტაციით თემას, აკეთებს პარალელებს საზოგადოებაში დღევანდელ წარმოდგენებთან თამაშზე; ბ) აქტივობის აღწერა: ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას თამაშის თეორიების შესახებ, პარალელურად ის განიხილავს სამუშაო რვეულში წარმოდგენილ ქეისებს, თითოეული თეორიის მიხედვით. ტრენერი აქცენტს აკეთებს თამაშის სარგებელზე თითოეული თეორიის მიხედვით; გ) აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს მცირე ჯგუფებში სთავაზობს, შექმნან მშობლების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული პოსტერი და გზავნილები თამაშის სარგებლის შესახებ. მოიფიქრონ გზები, რომლის გამოყენებითაც იზრუნებენ მშობლების პერსპექტივების ცვლილებებზე. აქტიურობის დავალება №1. მონაწილეები ეცნობიან 1-ლი დღის საკითხავ მასალას და ავსებენ დავალება №1 - ში მოცემული პირობის შესაბამისად/ან წერენ ტრენინგის 1-ლი დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას. მონაწილეებს სთხოვეთ, მშობლების თანხმობის შემთხვევაში, გააკეთონ ჯგუფში ბავშვების/ ბავშვის თამაშის ამსახველი 2-3-წუთიანი ვიდეოჩანაწერი, რომელსაც მეორე სატრენინგო დღისთვის ჯგუფს გაუზიარებს. თუ მონაწილე ბაღში გადაღებას ვერ ახერხებს, შეუძლია თან იქონიოს ნებისმიერ სივრცეში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ბავშვების თამაში ჩანს. |
სამუშაო რვეული - აქტივობა №3 (a). პრეზენტაცია №1. საკითხავი მასალა „თამაშის თეორიები.“ პრეზენტაცია №1. სამუშაო რვეული - აქტივობა №3 (c). |
დღე II
სესია 3-4 სესიის მიზნები: მონაწილეებს შეუძლიათ თამაშის იდენტიფიცირება, მის მახასიათბლებზე დაყრდნობით სესიის ხანგრძლივობა: 6 სთ |
||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
| 180 წთ | აქტივობა №4 ნაბიჯი 4 აქტივობის მიზანი: მონაწილეები განსაზღვრავენ თამაშთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ბაღში ა) აქტივობის აღწერა: მონაწილეები მცირე ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებენ დავალების შედეგებს, შემდეგ კი თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ხარისხის სტანდარტის მიმართულებების მიხედვით თამაშთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ტრენერი აჯამებს მათ მოსაზრებებს და აკავშირებს დღის განრიგში შემავალ საქმიანობებთან/კომპონენტებთან. აქტივობა №5: ნაბიჯი 5 აქტივობის მიზანი: განმარტავენ თამაშის არსს და მის მახასიათებლებს ა) აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს სთხოვს გაიხსენონ საქმიანობა/აქტივობა, რომელშიც პროცესზე ორიენტირებულები არიან და საქმიანობა, რომელშიც შედეგზე ორიენტირებულნი არიან. ჩამოწერონ შეგრძნებები/ემოციები თითოეულის დროს. მსურველები აზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს, ტრენერი აკეთებს შეჯამებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შინაგანი მოტივაცია და სიამოვნების მიღება საქმიანობის დროს; ბ) აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, გაიხსენონ გაცნობის აქტივობის დროს საყვარელი თამაში, თუ რით ხასიათდებოდა. ეკრანზე ჩამოწერს/აჩვენებს ამ მახასიათებლებს. შემდეგ აკეთებს მოკლე პრეზენტაციას თამაშის არსისა და მახასიათებლების შესახებ; გ) აქტივობის აღწერა: მონაწილეები აკეთებენ სამუშაო რვეულში მოცემულ აქტივობა №5 (b)-ს, კერძოდ, მოცემულ ტექსტში თითოეულ აღწერას შესაბამისი თამაშის მახასიათებელი უნდა შეუსაბამონ; დ) აქტივობის აღწერა: ტრენერი აჩვენებს ბავშვების საქმიანობის ამსახველ ორ ვიდეოს, მონაწილეები აკეთებენ თითოეულის ანალიზს, არის თუ არა ეს საქმoანობა თამაში, რომელი მახასიათებლები ჩანს. ვიდეოდან ერთ-ერთში ჩანს ბავშვების თამაში, ხოლო მეორე ვიდეოზე ასახულია მასწავლებლის მართული საქმიანობა, რომელიც არ არის თამაში. ე) აქტივობის აღწერა: მონაწილეები ეცნობიან სამუშაო რვეულში მოცემულ თამაშის ეპიზოდს და აკეთებენ ანალიზს მცირე ჯგუფებში, თუ რომელი მახასიათებელი სად ჩანს ტექსტში. შემდეგ აზიარებენ დიდ ჯგუფში. ტრენერი აქცენტს აკეთებს ნებისმიერი ბავშვის შემთხვევაში თამაშის შესაძლებლობაზე, მათ შორის, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების თამაშზე – ყველა ბავშვს აქვს თამაშის პოტენციალი; |
ხარისხის სტანდარტი, სამუშაო რვეული №4. სამუშაო რვეული №5 (a). პრეზენტაცია №2, სამუშაო რვეული №5 (b). სამუშაო რვეული №5 (d). |
| შესვენება | ||
| 180 წთ | ვ) აქტივობის აღწერა: ტრენერი ჯგუფს აჩვენებს მათ მიერ გადაღებულ ვიდეოებს, სადაც მონაწილეები აკეთებენ თამაშის მახასიათებლების იდენტიფიცირებას, შესაბამისად, აანალიზებენ, არის თუ არა ასახული საქმიანობები თამაში. თითოეული ვიდეოს ნახვის შემდეგ ტრენერი მართავს დისკუსიას, თუ რა სარგებელი აქვს ვიდეოში ასახულ თამაშებს; სასურველია, მონაწილეების გადაღებული ვიდეოებიდან შეირჩეს თამაშის ამსახველი ვიდეო, როგორც კარგი პრაქტიკის შემცველი, თუმცა ასევე სასურველია, ნახონ დიდ ჯგუფში აქტივობები, სადაც ბავშვები პასიურ როლში არიან, შედეგი არის აქტივობის წამყვანი იდეა და ბავშვები პროცესზე ნაკლებად არიან ორიენტირებული. აქტივობა № 6: ნაბიჯი 6 აქტივობის მიზანი: მონაწილეები გამოყოფენ თამაშზე ზემოქმედ ფაქტორებს ა)აქტივობის აღწერა: ტრენერი სთავაზობს მონაწილეებს, გაეცნონ სამუშაო რვეულში მოცემულ სიტუაციებს, რომელიც მას ასევე ეკრანზე გამოაქვს და განიხილავს ჯგუფში თითოეულს (სამუშაო რვეული – აქტივობა №6a) მცირე ჯგუფებში მონაწილეები მსჯელობენ, რა გავლენა მოახდინა უფროსის მცდელობებმა ბავშვების თამაშზე. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გაეცნონ მცირე ჯგუფში საკითხავ მასალას – როდის არ შევიდეთ მოთამაშე ბავშვებთან ინტერაქციაში, მონაწილეები მსჯელობენ ამ საკითხზე, მცირე ჯგუფში და აკეთებენ სამუშაო რვეულში რეფლექსიურ ჩანაწერებს; ბ) აქტივობის აღწერა: ტრენერი საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია, არ ჩაერიოს უფროსი მოთამაშე ბავშვებთან, როცა ეს საჭირო არ არის, თუმცა რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივად უყუროს მათ, რომ სწორად დაინახოს თავისი ჩარევის საჭიროება. შემდეგ, მონაწილეებს სთავაზობს, მცირე ჯგუფებში წაიკითხონ სამუშაო რვეულიდან სამუელის შემთხვევა და აძლევს მონაწილეებს ამ საკითხზე დისკუსიისთვის ბიძგს, (სამუშაო რვეული – აქტივობა №6 (g); გ) აქტივობის აღწერა: ტრენერი სთავაზობს მონაწილეებს, საკითხავ მასალას ბავშვებისა და უფროსების ურთიერთობებზე და სტილისტურ სხვაობებს ზრდასრული – ბავშვის თამაშში. განიხილავს საკითხავში განხილულ მაგალითებს, დისკუსიის შეჯამების მიზნით აკეთებს თემის შემაჯამებელ პრეზენტაციას; დ) აქტივობის აღწერა: ტრენერი მცირე ჯგუფებს აძლევს მასალას ეფექტურ დღის განრიგზე, რომლის გაცნობის შემდეგ მონაწილეებმა უნდა გამოყონ საქმიანობები დღის განრიგიდან, რომელიც თამაშია მათი აზრით, ან თამაშის ელემენტებს შეიცავს, იმსჯელონ მის მახასიათებლებზე და ასევე გამოყონ საქმიანობები, რომელიც თამაში არ არის, იმსჯელონ რა არის ამის მიზეზი და რა შეიძლება შეცვალონ სამომავლოდ. ამაზე თითოეული მონაწილე აკეთებს რეფლექსიურ ჩანაწერს (სამუშაო რვეული – აქტივობა 6 (c;d). აქტიურობის დავალება №2: მონაწილეები ეცნობიან მე-2 დღის საკითხავ მასალას და ავსებენ დავალება №2 - ში მოცემულ ცხრილს პირობის შესაბამისად/ან წერენ ტრენინგის მე-2 დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას. სთხოვეთ მონაწილეებს მომდევნო დღისთვის თან იქონიონ დაგეგმვის ფორმები, საიდანაც ერთი კონკრეტული მათ მიერ დაგეგმილი აქტივობის გაზიარებას შეძლებენ. |
სამუშა რვეული №6 (a; b; g). საკითხავი „ზრდასრული –ბავშვის ურთიერთობები“. პრეზენტაცია №2 სამუშა რვეული №6 (a; b; g). |
III დღე
სესია 5-6 სესიის მიზნები: მონაწილეებს შეუძლიათ თამაშის განვითარების ეტაპისა და ტიპების იდენტიფიცირება სესიის ხანგრძლივობა: 3 სთ |
||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
| 150 წთ | აქტივობა №7: თამაშის განვითარება ნაბიჯი 7 აქტივობის მიზანი: მონაწილეები განმარტავენ თამაშის განვითარების ეტაპებს და განსაზღვრავენ ბავშვის თამაშის განვითარების ეტაპებს ა) აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს აჩვენებს ვიდეოებს, სადაც ჩანს მარტო მოთამაშე ბავშვი, პარალელურ ეტაპზე მყოფი ბავშვის თამაში და მცირე ჯგუფში მოთამაშე ბავშვები. მონაწილეები თითოეული ვიდეოს ნახვის შემდეგ აკეთებენ ჩანაწერებს, თუ როგორ თამაშობს ბავშვი/ბავშვები. სამივე ვიდეოს ნახვის შემდეგ ტრენერი მართავს დისკუსიას, თუ რითი განსხვავდება ვიდეოში ნაჩვენები ბავშვების თამაში ერთმანეთისგან. შემდეგ კი აკეთებს პრეზენტაციას თამაშის განვითარების ეტაპების შესახებ; ა) აქტივობის აღწერა: მონაწილეები მცირე ჯგუფებში ეცნობიან სამუშაო რვეულში მოცემულ სიტუაციებს და გამოყოფენ თამაშის თუ რომელ ეტაპზეა ბავშვი. აქტივობა №8: თამაშის განვითარება ნაბიჯი 8 აქტივობის მიზანი: მონაწილეები ჩამოთვლიან თამაშის ლიმიტირებული შესაძლებლობების მიზეზებს ა) აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს ურიგებს ბავშვების თამაშში ლიმიტირებული შესაძლებლობების შესახებ საკითხავ მასალას, რომელშიც ეცნობიან თამაშის ხელშემშლელ ძირითად მიზეზებს და განიხილავენ წარმოდგენილ შემთხვევებს. (სამუშაო რვეული №8). |
პრეზენტაცია №3. „თამაშის განვითარება“. საკითხავი მასალა: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალური თამაში“ სამუშაო რვეული №8. |
| შესვენება | ||
| 180 წთ | აქტივობა №9: თამაშის ტიპები ნაბიჯი 9 აქტივობის მიზანი: მონაწილეები შეძლებენ თამაშის ტიპების იდენტიფიცირებას ა)აქტივობის აღწერა: მონაწილეები მცირე ჯგუფებში ეცნობიან საკითხავ მასალაში თამაშის კონკრეტულ ტიპებს, აკეთებენ მათი ძირითადი მახასიათებლების ჩამონათვალს. ნამუშევრების გაზიარების პროცესში ტრენერი ახსენებს მონაწილეებს, ჩამოთვალონ კონკრეტული მაგალითები, რაც ახსენდებათ თამაშის განხილულ ტიპზე და აკეთებს შემაჯამებელ პრეზენტაცია, თამაშის ტიპებზე; ბ)აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს აძლევს მცირე ჯგუფში გარემოს მოწყობაზე საკითხავ მასალას, რომელზე დაყრდნობითაც აკეთებენ საკუთარი საჭიროებების ანალიზს, თუ რა ტიპის თამაშებს უწყობენ ხელს ჯგუფის გარემოში. ტრენერი აკეთებს თემის შემაჯამებელ პრეზენტაციას; გამოიყენეთ მცირე ჯგუფებში მუშაობისა და შესვენების დრო ჯგუფის წევრების მოტანილი ვიდეოფაილების ჩასაწერად. გ) აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, სამუშაო რვეულში იპოვონ აქტივობა №6, გადახედონ იქ მოცემულ მასალას თამაშის ეტაპებთან და ტიპებთან დაკავშირებით, რის მიხედვითაც გაარჩევენ ვიდეოებს. შემდეგ აჩვენებს მათ მიერ მოტანილ ვიდეო რგოლებს, სადაც ისინი არგუმენტირებულად ასახელებენ, თუ რომელი თამაშის ტიპი ჩანს და რა უნარები არის ჩართული თამაშის ამ პროცესში. ტრენერი აჯამებს თემას, და ხაზს უსვამს თამაშის მნიშვნელობას განვითარებაში და ღია სივრცეში თამაშის მნიშვნელობას; დ) აქტივობის აღწერა: ტრენერი სამუშაო რვეულში მოცემული შემთხვევის დამუშავებას სთხოვს მონაწილეებს მცირე ჯგუფებში, გამოყონ, თამაშის თუ რა ეტაპზეა ბავშვი, რომელი ტიპის თამაშებს თამაშობს, როგორი შეიძლება იყოს უფროსის მიერ ჩარევის გზები. აქტიურობის დავალება №2 მონაწილეები ეცნობიან მე-2 დღის საკითხავ მასალას და ავსებენ დავალება №2 - ში მოცემულ ცხრილს პირობის შესაბამისად/ან წერენ ტრენინგის მე-2 დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას. |
სამუშაო რვეული, პრეზენტაცია №3. |
IV დღე
სესია 5-6 სესიის მიზნები: მონაწილეებს შეუძლიათ თამაშში უფროსის მიერ გამოყენებული სტრატეგიების იდენტიფიცირება სესიის ხანგრძლივობა: 3 სთ |
||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
| 150 წთ | აქტივობა № 10: თამაშის განვითარება ნაბიჯი 10 აქტივობის მიზანი: მონაწილეები განმარტავენ უფროსის თამაშში ჩარევის მიზნებს აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს მცირე ჯგუფებში აძლევს საკითხავ მასალას ბავშვისა და უფროსის ინტერაქციის შესახებ, სადაც გაეცნობიან, თუ რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს უფროსს ბავშვებთან თამაშში ჩართვის დროს. მონაწილეები განიხილავენ სხვადასხვა სიტუაციებს, საკითხავში წარმოდგენილ მასალებს. ტრენერი აკეთებს შემაჯამებელ პრეზენტაციას თამაშში უფროსის ჩართვის მიზნებზე. აქტივობა № 11 ნაბიჯი 11 მიზანი: მონაწილეები განმარტავენ თამაშის ხელშეწყობის სხვადასხვა სტრატეგიასა და უფროსის როლს. ა) აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს მცირე ჯგუფებში აძლევს საკითხავ მასალას ბავშვისა და უფროსის ინტერაქციის შესახებ, თუ რა სტრატეგიები შეიძლება გამოიყენოს უფროსმა თამაშის ხელშესაწყობად. შემდეგ ტრენერი აკეთებს შემაჯამებელ პრეზენტაცია,. უფროსის სტრატეგიების შესახებ. |
საკითხავი მასალა: „ზრდასრული-ბავშვის ინტერაქციები“. პრეზენტაცია №4. |
| შესვენება | ||
| 180 წთ | ბ) აქტივობის აღწერა: ტრენერი დავალებას აძლევს მონაწილეებს, ინდივიდუალურად გაარჩიონ სხვადასხვა შემთხვევები, სადაც აღწერილია უფროსის ჩარევა ბავშვების თამაშში, მონაწილეებმა უნდა გამოყონ, თუ რა სტრატეგიას იყენებს უფროსი ამ დროს, ასევე აჩვენებს ვიდეოებს იმავე მიზნით. შემაჯამებელი დავალება №2: მონაწილეები ეცნობიან სამუშაო რვეულში მოცემულ შემაჯამებელ დავალებას, სადაც აღწერილია ბავშვის ქცევა ჯგუფში მათ უნდა გამოყონ შემდეგი საკითხები: თამაშობს თუ არა ბავშვი, დადებითი პასუხის შემთხვევაში რა ტიპის თამაშებს თამაშობს და ასევე თამაშის რომელ ეტაპზეა ბავშვი? რა საჭიროებები აქვს მას თამაშის უნართან დაკავშირებული, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მასთან უფროსს და რა სტრატეგიები უნდა გამოიყენოს? მონაწილეები აღნიშნულ დავალებაზე მუშაობენ ინდივიდუალურად. ტრენერი მონაწილეებს აძლევს დროს, მე-4 დღის რეფლექსია დაწერონ, თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ ათანხმებს დროს, როცა მათ უნდა გაგზავნონ 4-ვე დღის რეფლექსია და შემაჯამებელი დავალება ტრენერთან. განიხილავს მათ მოლოდინებს, რომელიც ტრენინგის პირველ დღეს გამოყვეს, მართავს შემაჯამებელ დისკუსიას, შემდეგ კი აძლევს ტესტს, რომლის შესრულებისთვისაც მონაწილეებს აქვთ 60 წუთი. |
სამუშაო რვეული პრეზენტაცია №3
|
დანართი №2.1.
შეფასების სისტემა
აქტიურობის დავალებები– 20 ქულა (თითოეულის მაქს. ქულა - 5)
№1. მონაწილეები ეცნობიან 1-ლი დღის საკითხავ მასალას და ავსებენ დავალება №1 - ში მოცემული პირობის შესაბამისად/ან წერენ ტრენინგის 1-ლი დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
№2 მონაწილეები ეცნობიან მე-2 დღის საკითხავ მასალას და ავსებენ დავალება №2 - ში მოცემულ ცხრილს პირობის შესაბამისად/ან წერენ ტრენინგის მე-2 დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
№3 მონაწილეები ეცნობიან მე-3 დღის საკითხავ მასალას და ავსებენ დავალება №3 - ში მოცემულ ცხრილს პირობის შესაბამისად/ან წერენ ტრენინგის მე-3 დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
№4 მონაწილეები ეცნობიან მე-4 დღის საკითხავ მასალას და ავსებენ დავალება №4 - ში მოცემულ ცხრილს პირობის შესაბამისად/ან წერენ ტრენინგის მე-4 დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
შემაჯამებელი დავალება – 10 ქულა
დავალებაში აღწერილია ბავშვის ქცევა ჯგუფში, მონაწილემ უნდა გამოყოს შემდეგი საკითხები: თამაშობს თუ არა ბავშვი, დადებითი პასუხის შემთხვევაში რა ტიპის თამაშებს თამაშობს და ასევე თამაშის რომელ ეტაპზეა ბავშვი? თამაშის უნართან დაკავშირებული რა საჭიროებები აქვს მას? რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მასთან უფროსს და რა სტრატეგიები უნდა გამოიყენოს?
ტესტი – 30 ქულა
ტესტი შედგება 30 დახურული, მრავალარჩევითი შეკითხვისგან. თითოეულ შეკითხვაზე სწორი პასუხი ფასდება ერთი ქულით, არასწორი – 0 ქულით. მონაწილემ უნდა დააგროვოს მინიმუმ 18 სწორი პასუხი.
დანართი № 1
|
|---|
|
დანართი № 2
|
|---|
შეფასების კომპონენტი იყოფა სამ ნაწილად: ჩანაწერების ობიექტურობა – 3 ქულა, ჩანაწერების კავშირი სტანდარტთან - 3 ქულა და ბავშვის განვითარების ხელშეწყობის გეგმა – 4 ქულა ჩანაწერების ობიექტურობა:
ჩანაწერების კავშირი სტანდარტთან:
ბავშვის განვითარების ხელშეწყობის გეგმა:
|
დანართი №2.2.
You№g Childre№’s Play: Developme№t, Disabilities, a№d Diversity
„თამაში, განვითარება და ადრეული განათლება“ ჯეიმს ი. ჯონსონი; ჯეიმს ფ. ქრისტი; ფრენსის უორდლი
ხარისხის სტანდარტი
ბავშვის განვითარების სტანდარტი
3.doc DOC ⬇
დანართი №3
ტრენინგმოდულის გეგმა
სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშეწყობა
ინფორმაცია ტრენინგმოდულის შესახებ
1. პროგრამის განმახორციელებელი: სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ მოპოვებული ტრენინგმოდულის განხორციელების უფლება.
2. ტრენინგმოდულის დასახელება: სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშეწყობა
3. ტრენინგის მონაწილეთა დასაშვები რაოდენობა: არაუმეტეს 30 მონაწილისა.
4. ტრენინგმოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: ხანგრძლივობა 20 სთ.
5. ტრენინგმოდულის მოცულობა კრედიტ ქულებისა (ECTS) და საათების (საკონტაქტო და არასაკონტაქტო) რაოდენობის მითითებით: 1 კრედიტი, 20 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათი.
6. რესურსი: ტრენინგი ხორციელდება როგორც დისტანციურად, ისე პირისპირ. ტრენინგის დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში როგორც ტრენერს, ასევე ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს უწყვეტი ინტერნეტი და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი.
ტრენერი: ტრენერს უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგის კვალიფიკაცია.
7. ტრენინგმოდულში ჩართვის წინაპირობა და შერჩევის მექანიზმი: განსაზღვრულია ბრძანების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით.
8. ტრენინგმოდულის ზოგადი მიზნები:
• აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება;
• გააცნოს მონაწილეებს ბავშვის განვითარების სოციალურ-ემოციური სფეროს შედეგები და კომპონენტები, მიჯაჭვულობის არსი, მისი მნიშვნელობა, ტიპები; აღმზრდელთან უსაფრთხო/სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი სტრატეგიები, ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები, განუვითაროს სოციალურ-ემოციურ სფეროზე დაკვირვებისა და განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების დაგეგმვის უნარები.
9. ტრენინგმოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მონაწილეს შეუძლია, დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით, ბავშვის სოციალური და ემოციური უნარების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და სხვადასხვა სოციალური და ემოციური
უნარების ხელშემწყობი სტრატეგიების დაგეგმვა.
12. მონაწილეთა შეფასების სისტემა და სერტიფიკატის გაცემის პირობები: შეფასება ხდება 20-ქულიანი სისტემით, შეფასების ორი კომპონენტით: აქტიურობა და პორტფოლიო. სერტიფიკატის მისაღებად მონაწილემ უნდა დააგროვოს თითოეულ კომპონენტში 60 %.
(მონაწილის სატრენინგო შეფასების რუბრიკები – იხ. დანართი №3.1).
13. ტრენინგ-მოდულის შეფასების სისტემა: ტრენერი წარმოადგენს ტრენინგის დეტალურ ანგარიშს.
14. სატრენინგო მასალა: მონაწილის სამუშაო რვეული – 60 გვ., ვიზუალური ბარათები- 20 გვ. საკითხავი მასალა - 233 გვ. და სკრინინგინსტრუმენტი ASQ_SE იგზავნება მონაწილეთა ელ.ფოსტაზე.
15. გამოყენებული ლიტერატურა: (იხ. დანართი №3.2).
ტრენინგ-მოდულის გეგმა:
|დრო |სესია 1. | |
| | | |
| |სესიის მიზანი: ტრენინგმოდულის მიზნების გაცნობა/ სასკოლო მზაობის ტრენინგის შედეგად მიღებული გამოცდილების გააქტიურება | |
| | | |
| |დრო: 2 სთ | |
|120 |აქტივობა 1. | |
| | | |
| |აქტივობის მიზანი: ტრენინგმოდულის მიზნების გაცნობა/სასკოლო მზაობის ტრენინგის შედეგად მიღებული გამოცდილების გააქტიურება. | |
| | | |
| |აქტივობის აღწერა: | |
| | | |
| |ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს ეცნობა და სვამს შეკითხვას, რამდენად წარმატებით ხორციელდება მათ ბაღებში სასკოლო მზაობის პროგრამა, რა ძირითად პრინციპებს ეყრდნობიან | |
| |მონაწილეები პროგრამის განხორციელებისას, წარმართავს დისკუსიას მათი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ ტრენინგის მონაწილეები ერთმანეთს არ იცნობენ, | |
| |ტრენერი იწყებს დღეს მონაწილეების გაცნობით). ტრენერი დაფაზე ჩამოწერს სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების პროცესში მიღწევებს და გამოწვევებს, რომელსაც ასახელებენ | |
| |მონაწილეები. (თუ ტრენინგის მონაწილე არ არის სასკოლო მზაობის პროგრამის განმხორციელებელი, აღნიშნული დისკუსიის ფოკუსი იქნება მათ მიერ გამოყენებული კურიკულუმის | |
| |განხორციელებასთან დაკავშირებული მიღწევები და გამოწვევები). | |
| |ნაბიჯი 2. ტრენერი აჯამებს მონაწილეების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და აცნობს მათ ტრენინგის მიზნებს, შინაარს და ტექნიკურ, საორგანიზაციო დეტალებს, აკეთებს მოკლე |პრეზენტაცია №1 |
| |პრეზენტაციას სოციალურ-ემოციური სწავლების პირამიდის მოდელის შესახებ (პრეზენტაცია №1). | |
| |ნაბიჯი 3. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, იმსჯელონ მიცემულ დავალებაზე: დავალება 1. მონაწილეები იხსენებენ, რა იგულისხმება თითოეულ მოცემულ პრინციპში და რომელ კონკრეტულ | |
| |უნარებს უწყობენ ხელს, მაგალითად, ჯგუფის ერთობის დროს? რომელ სტრატეგიებს იყენებენ აღნიშნული უნარების ხელშესაწყობად? მოყავთ მაგალითები თავიანთი პრაქტიკიდან. | |
| |ტრენერი ხელს უწყობს, მონაწილეებმა არგუმენტირებულად იმსჯელონ აღნიშნული პრინციპების მნიშვნელობაზე ბავშვებისთვის (აღნიშნული აქტივობის მიზანია სასკოლო მზაობის მოდულით | |
| |მიღებული გამოცდილების გააქტიურება). | |
| |ტრენერი, ასევე, აძლევს უკუკავშირს მათ გამოგზავნილ აღნიშნულ დავალებაზე და აკეთებს მოკლე პრეზენტაციას სასკოლო მზაობის პროგრამის ძირითადი პრინციპების შესახებ. |სამუშაო რვეული №1 |
| | | |
| |„ჯგუფის ერთობა“ | |
| |„მაღალი დონის აზროვნების უნარები“ | |
| |„შესაბამისობა“ | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| |ნაბიჯი 4. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, იმსჯელონ შესრულებულ დავალებაზე. შემდეგ მიმოიხილავს მათ შესრულებულ ნამუშევრებს და აძლევს უკუკავშირს. | |
| |დავალება 2. სამუშაო რვეულ №2 -ში სასკოლო მზაობის პროგრამიდან არის ამოკრეფილი კონკრეტული ინდიკატორები მონაწილეებმა უნდა ჩამოწერონ კონკრეტული სტრატეგიები, რომლითაც ხელს| |
| |უწყობენ მოცემული თითოეული უნარის განვითარებას. | |
| |ა) ემოციური განვითარება |სამუშაო რვეული №2. |
| |ბ) სოციალური განვითარება | |
| |ბ) სასწავლო და სააზროვნო უნარები | |
| | | |
| |ა.ა) თვითშეფასება | |
| |ა.ბ) იდენტობა | |
| |ა.გ) თვითმართვა | |
| |ა.დ) თვითგამოხატვა | |
| |ბ.ა) ურთიერთობა უფროსებთან | |
| |ბ.ბ) ურთიერთობა თანატოლებთან | |
| |ბ.გ) ჯგუფში ქცევისა და ადაპტაციის უნარი | |
| |ბ.გ.ა) თავდაჯერებულობა და ავტონომიურობა | |
| |ბ.გ.ბ) მოქნილობა | |
| |ბ.გ.გ)თანაგრძნობა | |
| |ბ.ა) ყურადღების კონცენტრირება | |
| |ბ.ბ) შემოქმედებითობა და გამომგონებლობა | |
| |ბ.გ) პრობლემის გადაჭრა | |
| |ბ.დ) სიმბოლური აზროვნება | |
| |ბ.ე)გააზრება და ინტერპრეტირება |სამუშაო რვეული №3. |
| |ბ.ვ)კრიტიკული აზროვნება | |
| |ბ.ზ)კვლევა | |
| | | |
| |ნაბიჯი 5. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, იპოვონ სამუშაო რვეული – №3. სადაც ჩამონათვალია გაკეთებული სხვადასხვა უნარი, შემდეგ სთხოვს მათ, დაფიქრდნენ, თუ რომელი უნარის | |
| |შესახებ იძლევა ჩანაწერი ინფორმაციას (სოციალური, ემოციური თუ აზროვნების). სამუშაოს დასრულების შემდეგ ტრენერი მონაწილეებთან მართავს დისკუსიას, რა დაანახათ ამ აქტივობამ?| |
| |რა შესაძლებლობები აღმოაჩინეს საკუთარ თავში, რა გამოწვევები? რაზე დაფიქრდნენ? და შემდეგი შეხვედრისთვის აძლევს საკითხავ მასალას № 1 და დავალებას. | |
|დრო |სესია 2 |რესურსები |
| | | |
| |სესიის მიზანი: სოციალური და ემოციური უნარების სწავლების მიმართულებით საკუთარი საჭიროებების ანალიზი/რეფლექსია | |
| | | |
| |დრო: 2 სთ | |
| |აქტივობა | |
| |აქტივობა 1. |საკითხავი №1. |
|120 წთ | | |
| |აქტივობის მიზანი: სოციალური და ემოციური უნარების სწავლების მიმართულებით საკუთარი საჭიროებების ანალიზი/რეფლექსია | |
| | | |
| |აქტივობის აღწერა: |პრეზენტაცია № 2. |
| | | |
| |ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, იმსჯელონ შესრულებულ დავალებაზე. შემდეგ მიმოიხილავს მათ შესრულებულ ნამუშევრებს და აძლევს უკუკავშირს. | |
| |დავალება 3. მონაწილეები ეცნობიან საკითხავ მასალას №1, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური და ემოციური კომპეტენცია ბავშვებში. შემდეგ გამოყოფენ 3 | |
| |ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხს, რომელიც მათთვის ახალი იყო. | |
| |ნაბიჯი 2. ტრენერი აჯამებს თემას, სოციალური, ემოციური და მაღალი სააზროვნო უნარების მნიშვნელობის შესახებ საკუთარი პრეზენტაციით. | |
| |ნაბიჯი 3. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, ინდივიდუალურად გააკეთონ რეფლექსიის ჩანაწერი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, აღნიშნულ ფორმას იყენებენ ტრენინგის | |
| |დასრულებამდე, სადაც ამატებენ ყოველდღიურად მოცემულ საკითხებზე ინფორმაციას. | |
| | |სამუშაო რვეული №5. |
| |რომელი ახალი უნარის შესახებ გავიგე? | |
| |რომელი ახალი სტრატეგიის შესახებ გავიგე? | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | |საკითხავი 2. |
| | | |
| | | |
| |ნაბიჯი 4. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, სურვილის შემთხვევაში გაუზიარონ დღის შთაბეჭდილებები ერთმანეთს, კითხვების შემთხვევაში პასუხობს მათ, შემდეგ კი | |
| |აძლევს მონაწილეებს მესამე შეხვედრისთვის საკითხავ მასალასა (მიჯაჭვულობა, და და დავალებებს. | |
|სესია 3: |
| |
|სესიის მიზანი: მონაწილე განმარტავს ემოციური მიჯაჭვულობის არსს, მის მნიშვნელობასა და ტიპებს; აღმზრდელთან უსაფრთხო/სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების ხელშემწყობ სტრატეგიებს |
| |
|დრო: 2სთ |
|დრო |აქტივობა |რესურსი |
|120 წთ |აქტივობა 1. |სამუშაო რვეული №6. |
| | | |
| |აქტივობის მიზანი: მონაწილე განმარტავს ემოციური მიჯაჭვულობის არსს, მის მნიშვნელობასა და ტიპებს; აღმზრდელთან უსაფრთხო/სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების |პრეზენტაცია №3 |
| |ხელშემწყობ სტრატეგიებს. | |
| | | |
| |აქტივობის აღწერა: | |
| | | |
| | | |
| |ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, იმსჯელონ შესრულებულ დავალებაზე. შემდეგ მიმოიხილავს მათ შესრულებულ ნამუშევრებს და აძლევს უკუკავშირს. |ტრენერის სამუშაო ფურცელი |
| |დავალება 4. მონაწილეები ეცნობიან სამუშაო რვეული № 6 - დან სიტუაციებს და არჩევენ/პასუხობენ შემდეგ შეკითხვებს: რა მოხდა? რა დასკვნის საშუალებას გვაძლევს?|№1; |
| | |პრეზენტაცია №3. |
| |ნაბიჯი 2. ტრენერი მოკლედ აჯამებს მუშაობას და აკეთებს პრეზენტაციას „რას გულისხმობს ემოციური მიჯაჭვულობა“ | |
| |ნაბიჯი 3. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, წაკითხული ტექსტიდან (საკითხავი №2) გაიხსენონ არგუმენტები, რატომ არის მნიშვნელოვანი საიმედო მიჯაჭვულობა. ყველა | |
| |გამოთქმულ მოსაზრებას წერს ელექტრონულ დაფაზე, შემდეგ კი აჩვენებს „ტრენერის სამუშაო ფურცელ №1“-ში მოცემულ ინფორმაციას, სადაც წერია ცალკეული არგუმენტები | |
| |საიმედო მიჯაჭვულობასთან დაკავშირებით. ასევე ამატებს საკუთარი პრეზენტაციიდან მიჯაჭვულობის მნიშვნელობაზე ინფორმაციას. | |
| |ნაბიჯი 4. ტრენერი უსვამს შეკითხვებს მონაწილეებს, რა ახსოვთ წაკითხული ტექსტიდან მიჯაჭვულობის ტიპების შესახებ. შემდეგ კი აჩვენებს ბარათებს, სადაც |ტრენერის სამუშაო ფურცელი |
| |ჩამოწერილია სხვადასხვა ტიპისთვის დამახასიათებელი ქცევა და მათ უნდა გამოიცნონ მიჯაჭვულობის ტიპი. (ეკრანზე გახსენით „ტრენერის სამუშაო ფურცელი №2“-დან |№2; |
| |ტექსტი, სათაურების გარეშე), ტრენერი აჯამებს საკუთარი პრეზენტაციით ინფორმაციას მიჯაჭვულობის ტიპების შესახებ. |პრეზენტაცია №4. |
| |ნაბიჯი 5. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, იმსჯელონ შესრულებულ დავალებაზე. შემდეგ მიმოიხილავს მათ შესრულებულ ნამუშევრებს და აძლევს უკუკავშირს. | |
| |დავალება 5. მონაწილეები ეცნობიან „ტრენერის სამუშაო ფურცელ №3“-ს და სამუშაო რვეული № 7-ის მიხედვით ასრულებენ დავალებას. |ტრენერის სამუშაო ფურცელი |
| |რა იქნება რთული? რა შეიძლება გამიჭირდეს? |№3. |
| |როგორ შეიძლება დავძლიო ეს სირთულე? | |
| | |სამუშაო რვეულში №7 . |
| | | |
| | | |
| | | |
| |ნაბიჯი 6. ტრენერი კითხვების შემთხვევაში პასუხობს მათ მონაწილეებს, შემდეგ კი აძლევს მეოთხე შეხვედრისთვის საკითხავ მასალასა (გულისხმიერი | |
| |უფროსი/ურთიერთობა) და დავალებებს სამუშაო რვეული №11. | |
|სესია 4 |
| |
| |
|სესიის მიზანი: მონაწილე განმარტავს გულისხმიერი უფროსის მახასიათებლებს და ახდენს საკუთარი საჭიროებების რეფლექსიას |
|დრო: 2 სთ |
|დრო |აქტივობა |რესურსები |
|120 წთ |აქტივობა 1. | |
| |აქტივობის მიზანი: სესია 3: | |
| | | |
| |აქტივობის მიზანი: მონაწილე განმარტავს გულისხმიერი უფროსის მახასიათებლებს და ახდენს საკუთარი საჭიროებების რეფლექსიას | |
| |აქტივობის აღწერა: | |
| |ნაბიჯი 1. ტრენერი ეკითხება მონაწილეებს, რა არის ის უნარი, რომელიც უფროსს შეაძლებინებს, საიმედოდ მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბოს ბავშვებს. ჩამოთვლილ სიტყვებს | |
| |ჩამოწერს ელექტრონულ დაფაზე და დისკუსიით ცდილობს, სიტყვა გულისხმიერამდე მიიყვანოს მონაწილეები. შემდეგ სთხოვს, იმსჯელონ, რას ნიშნავს მათთვის | |
| |გულისხმიერება, გაიხსენონ ბავშვობიდან მაგალითები, როცა ვინმე გულისხმიერად ექცეოდათ, გაარჩიონ კონკრეტული სიტუაციები, თუ რატომ მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანი | |
| |გულისხმიერი იყო., იმსჯელონ, რა შესძინათ ამან. რაში ეხმარებათ დღეს ეს გამოცდილება. გაიხსენონ, აწმყოში ადამიანები, რომლებიც მათ მიმართ გულისხმიერები | |
| |არიან, რაში გამოიხატება ეს და რას აძლევთ. ტრენერი გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით ხსნის გულისხმიერი უფროსის მახასიათებლებს. შემდეგ კი სთხოვს | |
| |მონაწილეებს, ინდივიდუალურად გააკეთონ ჩანაწერები №8 სამუშაო რვეულში. შემდეგ კი მსურველებს აძლევს საშუალებას, ხმამაღლა იმსჯელონ საკუთარ ჩანაწერებზე. | |
| |გაიხსენეთ მაგალითები, როცა ავლენთ გულისხმიერებას |სამუშაო რვეული №8. |
| |იმსჯელეთ, რა არის ის რაც გიშლით ხელს, მუდმივად იყოთ გულისხმიერები. | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| |ნაბიჯი 2. „ცხელი ღილაკი“ – ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, გაიხსენონ ბავშვის ისეთი ქცევა, რაც თითქოს მათთვის „ცხელი ღილაკია“ – ყოველი ასეთი ქცევის დროს | |
| |ძალიან უჭირთ საკუთარი ქცევისა და ემოციების კონტროლი. შესაძლოა, ტრენერმა თვითონ დაიწყოს საკუთარი „ცხელი ღილაკის“ გაზიარებით. ან თუ მონაწილეებს გაუჭირდათ| |
| |გულწრფელად გაზიარება, სთხოვს, გაიხსენონ წაკითხული მასალა, რომელიც სამუშაო რვეულ №9 - ში არის აღწერილი და შემდეგ კი წარმართავს დისკუსიას. | |
| |ნაბიჯი 3. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, იმსჯელონ შესრულებულ დავალებებზე. შემდეგ მიმოიხილავს მათ შესრულებულ ნამუშევრებს და აძლევს უკუკავშირს. | |
| |ნაბიჯი 4. მონაწილეები ეცნობიან სამუშაო რვეულში აღწერილ სიტუაციას (№ 10) შემდეგ მსჯელობენ, მსურველებმა შესაძლოა ჯგუფს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები. | |
| |დავალება 7. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, სამუშაო რვეულში (№11) გაეცნონ ტექსტს და შედეგ გააკეთონ რეფლექსიური ჩანაწერები. მსურველებმა, შესაძლოა, ჯგუფს | |
| |გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები. | |
| |ნაბიჯი 5. ტრენერი სვამს შეკითხვებს რა სტრატეგიებს გულისხმობს: „შემნახველი ანაბარი“; „ბანკის/იატაკის დრო“, „მშობელთან ურთიერთობა“ და „შინ სტუმრობა“. |სამუშაო რვეული №9. |
| |სადაც აღწერილია ბავშვებთან და ოჯახებთან გულისხმიერი ურთიერთობის დამყარების გზები. შემდეგ კი მსჯელობენ მათ გამოყენებაზე პრაქტიკაში. (სამუშაო რვეული № | |
| |12) | |
| |ნაბიჯი 6. ტრენერი აკეთებს მოკლე პრეზენტაციას გულისხმიერი უფროსის და ბავშვებთან დადებითი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. | |
| |ნაბიჯი 7. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, სურვილის შემთხვევაში გაუზიარონ დღის შთაბეჭდილებები ერთმანეთს, კითხვების შემთხვევაში პასუხობს მათ, შემდეგ კი | |
| |აძლევს მონაწილეებს მეხუთე შეხვედრისთვის საკითხავ მასალასა (საკითხავი №3, სამუშაო რვეული №14 და დავალებებს. |სამუშაო რვეული №10. |
| | | |
| | | |
| | |სამუშაო რვეული №11. |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | |სამუშაო რვეული №12. |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | |პრეზენტაცია №4. |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | |საკითხავი №3. |
|სესია 5 |
| |
|სესიის მიზანი: მონაწილეები განმარტავენ ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიებს |
| |
|დრო: 2 სთ |
|დრო |აქტივობა |რესურსი |
|120 წთ |აქტივობა 1. |ვიდეო 1. |
| | | |
| |აქტივობის მიზანი: მონაწილეები განმარტავენ ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიებს | |
| | | |
| |აქტივობის აღწერა: |სამუშაო რვეული №13. |
| | | |
| |ნაბიჯი 1. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, წაკითხულ სტატიებზე შთაბეჭდილება გაუზიარონ ერთმანეთს, ასევე საკუთარ პრაქტიკაში გაკეთებულ აღმოჩენებზე | |
| |იმსჯელონ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ კი აჩვენებს ვიდეოს, რომლის განხილვისთვის, მონაწილეები იყენებენ სამუშაო რვეულში (№13) მოცემულ | |
| |კრიტერიუმებს. | |
| |ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, იმსჯელონ შესრულებულ დავალებებზე. შემდეგ მიმოიხილავს მათ შესრულებულ ნამუშევრებს და აძლევს უკუკავშირს. | |
| |დავალება 9. მონაწილეები ეცნობიან შემთხვევებს, სადაც ასახულია ბავშვისა და უფროსის ინტერაქცია (ტრენერის სამუშაო ფურცელი № 4) და სთხოვს, მოცემული| |
| |ინსტრუქციის შესაბამისად, გაარჩიონ შემთხვევები, თუ თითოეული ბავშვის ქცევას რა მოთხოვნილება უდევს საფუძვლად. შეხვედრის დროს არჩევს შესრულებულ | |
| |დავალებებს, შემდეგ კი უზიარებს ეკრანზე პასუხებს. მონაწილეები ეცნობიან და მსჯელობენ. ტრენერი აჯამებს აქტივობას (წინასწარ მოამზადეთ და | |
| |გაუგზავნეთ სამუშაო ფურცელი პასუხების გარეშე). | |
| |დავალება 10. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, წაიკითხონ ქეითისა და ფრედის შემთხვევა აქტიურ მოსმენის ტექნიკასთან დაკავშირებით. მონაწილეები ეცნობიან |ტრენერის სამუშაო ფურცელი №4. |
| |ტექსტს, ტრენერი გაარჩევს მონაწილეებთან ერთად, აქტიური მოსმენის რა ტექნიკები იყო გამოყენებული შემთხვევის აღწერაში ( სამუშაო რვეული №14). | |
| |დავალება 11. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, გაეცნონ სამუშაო რვეულში მოცემულ საკითხავ მასალას კომუნიკაციის ეფექტურ და არაეფექტური სტრატეგიების | |
| |შესახებ (№14), შემდეგ კი ეცნობიან აქვე მოცემულ თითო შემთხვევას, სადაც უფროსისა და ბავშვის ინტერაქციაა აღწერილი, მონაწილეები მსჯელობენ, თუ რა | |
| |სტრატეგიებს იყენებენ უფროსები. | |
| |ნაბიჯი 5. ტრენერი გამოთქმულ მოსაზრებებს წერს ელექტრონულ დაფაზე, შემდეგ კი აკეთებს მოკლე პრეზენტაციას ეფექტური/დადებით კომუნიკაციის | |
| |მნიშვნელობასა და აქტიური მოსმენის ტექნიკებზე. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, სურვილის შემთხვევაში, გაუზიარონ დღის შთაბეჭდილებები ერთმანეთს, |სამუშაო რვეული №14; |
| |კითხვების შემთხვევაში, პასუხობს მათ, შემდეგ კი აძლევს მონაწილეებს მეექვსე შეხვედრისთვის საკითხავ მასალასა (პროსოციალური ქცევა და სამუშაო | |
| |რვეული №15) და დავალებას (სამუშაო რვეული № 16). |პრეზენტაცია №5. |
|სესია 6 |
| |
|სესიის მიზანი: მონაწილეს შეუძლია ჯგუფის ერთობის ხელშემწყობი სტრატეგების დაგეგმვა; |
|მონაწილეს შეუძლია ისეთი უნარების ხელშემწყობი სტრატეგიების დაგეგმვა როგორიცაა: თვითშეფასება; იდენტობა; თვითგამოხატვა. |
| |
|დრო: 2 სთ |
|დრო |აღწერა |რესურსები |
|120 წთ |აქტივობა № 1 |პრეზენტაცია №6. |
| | | |
| |აქტივობის მიზანი: მონაწილეს შეუძლია ჯგუფის ერთობის ხელშემწყობი სტრატეგების დაგეგმვა; | |
| |მონაწილეს შეუძლია ისეთი უნარების ხელშემწყობი სტრატეგიების დაგეგმვა, როგორიცაა: თვითშეფასება; იდენტობა; თვითგამოხატვა. | |
| | | |
| |აქტივობის აღწერა: | |
| | | |
| |ნაბიჯი 1. ტრენერი აკეთებს მოკლე პრეზენტაციას პირამიდის მე-2 დონეზე, სადაც აღწერილია სხვადასხვა სოციალური და ემოციური უნარები. პრეზენტაციაში ასევე |ტრენერის სამუშაო ფურცელი №5. |
| |აჩვენებს, რა ძირითადი უნარებია წარმოდგენილი ბავშვის განვითარების სტანდარტში (5 წლამდეც), შემდეგ კი კიდევ ერთხელ ეკითხება მათ, თუ რა გამოცდილება აქვთ?| |
| |როგორ უწყობენ ხელს თითოეულის განვითარებას? საიდან იწყებენ და ა.შ. ტრენერი ისმენს მონაწილეების მოსაზრებებს და ჩამოწერს მათ ელ. დაფაზე. შემდეგ ტრენერი | |
| |ხაზს უსვამს, რომ „მეგობრობა“ არის პირველი ნაბიჯი პროსოციალური ქცევების განვითარებისთვის. და სთხოვს მონაწილეებს, გაიხსენონ წაკითხული სტატიიდან, თუ |სამუშაო რვეული №15. |
| |რატომ არის ადრეულ ასაკში მეგობრობის- ჯგუფის ერთობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი, რა არგუმენტები ახსენდებათ? შემდეგ კი აჩვენებს ეკრანზე ტრენერის სამუშაო | |
| |ფურცელი №5-ს და გაარჩევს მათთან ერთად. | |
| | | |
| |ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს ეკითხება, თუ რა სტრატეგიებს იყენებენ ისინი ჯგუფის ერთობისა და ბავშვების დამეგობრებისთვის. სთხოვს, გაიხსენონ წაკითხული | |
| |მასალა (სამუშაო რვეული №15) და იმსჯელონ, რამდენად გამოსაყენებელი შეიძლება იყოს ისინი ჯგუფში. | |
| | |სამუშაო რვეული №16.. |
| |ნაბიჯი 3. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, იმსჯელონ შესრულებულ დავალებაზე. შემდეგ მიმოიხილავს მათ შესრულებულ ნამუშევრებს და აძლევს უკუკავშირს. | |
| |დავალება 12. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, წაიკითხონ შემთხვევა ადრეული ინკლუზიური განათლების წიგნიდან „ნინო - უკიდურესი სიმორცხვე და შფოთვა“. (სამუშაო | |
| |რვეული № 16) გაცნობის შემდეგ, სთხოვს წერილობით გამოყონ ბავშვის საჭიროებები და აღმზრდელების სტრატეგიები. ასევე, დავალებაში იმსჯელონ, რა სტრატეგიებს | |
| |დაამატებენ თვითონ, ბავშვისთვის ჯგუფთან ერთობის განცდის ჩამოყალიბებისა და მეგობრების შეძენის წახალისებისთვის. | |
| | | |
| |ნაბიჯი 4. ტრენერი აჯამებს შესრულებულ დავალებებს და სთხოვს, სურვილის შემთხვევაში გაუზიარონ დღის შთაბეჭდილებები ერთმანეთს, კითხვების შემთხვევაში | |
| |პასუხობს მათ, შემდეგ კი აძლევს მონაწილეებს მეშვიდე შეხვედრისთვის საკითხავ მასალასა (სამუშაო რვეული №17, №18 ) და დავალებებს. | |
|სესია 7 |
| |
|სესიის მიზანი: მონაწილეს შეუძლია, დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით, დაგეგმოს ბავშვის სოციალური და ემოციური უნარების ხელშემწყობი სტრატეგიები |
| |
|სესიის დრო: 2 სთ |
| |
|დრო |აქტივობა |რესურსი |
|120 წთ |აქტივობა №1 |პრეზენტაცია №7.. |
| | | |
| |აქტივობის მიზანი: მონაწილეს შეუძლია, დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით, დაგეგმოს ბავშვის სოციალური და ემოციური უნარების ხელშემწყობი სტრატეგიები. | |
| | | |
| |აქტივობის აღწერა: | |
| | | |
| |ნაბიჯი 1. ტრენერი აკეთებს მოკლე პრეზენტაციას დაკვირვების პროცესისა და მნიშვნელობის შესახებ, შემდეგ კი აძლევს მათ დაკვირვების ჩანაწერებს, სადაც | |
| |მონაწილეებმა უნდა იმსჯელონ, რამდენად ობიექტურია ჩანაწერი/ინფორმაცია. ასევე, ცდილობენ გამოიცნონ რომელ უნარებზეა ჩანაწერში საუბარი. ტრენერი თითოეულ | |
| |პასუხს წერს ელექტრონულ დაფაზე - ემოციურ უნარებს ცალკე და სოციალურ უნარებს ცალკე. | |
| |ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, იმსჯელონ შესრულებულ დავალებაზე. შემდეგ მიმოიხილავს მათ შესრულებულ ნამუშევრებს და აძლევს უკუკავშირს. |სამუშაო რვეული №17. |
| |დავალება 13. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, გაეცნონ სამუშაო რვეულიდან №17 საკითხავ მასალას, კვლევების შესახებ და გამოყონ უნარები, რომელზეც კვლევები | |
| |იძლევა ინფორმაციას, ასევე წერილობით იმსჯელონ, პრაქტიკაში, როგორ გამოიყენებენ ამ ინფორმაციას. |პრეზენტაცია №8. |
| |დავალება 14. მონაწილეები ეცნობიან სამუშაო რვეული №18-ში მოცემულ სიტუაციებს, სადაც მოცემულია უფროსის მიერ გამოყენებული სტრატეგიები, შემდეგ კი, | |
| |ჩამოწერენ პირველ ეტაპზე, რომელი უნარის განვითარებაზეა მიმართული მათ მიერ განსაზღვრული სტრატეგიის გამოყენება. | |
| |ნაბიჯი 3. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას ემოციურ და სოციალურ უნარებზე და მათი განვითარებისთვის სხვადასხვა სტრატეგიებზე, ამის შემდეგ კი სთხოვს | |
| |მონაწილეებს, მიუბრუნდნენ სამუშაო რვეულიდან წინა აქტივობას (დავალება 14), ამჯერად, ჩამოწერონ თუ რომელ სტრატეგიას იყენებს უფროსი. |სამუშაო რვეულია №18. |
| |ნაბიჯი 4. ტრენერი განიხილავს დავალებას 15 მონაწილესთან. | |
| |დავალება 15. ტრენერი მონაწილეებს უგზავნის ტრენერის სამუშაო ფურცელს №6 (ა), ჩანაწერებს, სადაც უნდა იმსჯელონ უფროსის მიერ გამოყენებულ სტრატეგიაზე, და| |
| |აღწერონ, თუ როგორ მოიქცეოდნენ თვითონ ანალოგიურ სიტუაციაში. ტრენერი შეხვედრისას, სთავაზობს სამუშაო ფურცლიდან დანართს (ბ), სადაც აღწერილია სიტუაციის | |
| |გარჩევა. მონაწილეები ადარებენ საკუთარ დასკვნებს, ტრენერი მართავს დისკუსიას. | |
| |ნაბიჯი 4. ტრენერი კითხვების შემთხვევაში, პასუხობს მონაწილებს, შემდეგ კი აძლევს მონაწილეებს მერვე შეხვედრისთვის საკითხავ მასალასა (სამუშაო რვეული |პრეზენტაცია №9. |
| |№19 ) და დავალებებს. | |
| | | |
| | | |
| | |ტრენერის სამუშაო ფურცელი №6. |
|სესია 8 |
|სესიის მიზანი: მონაწილე გეგმავს კონფლიქტის გადაჭრის უნარების სწავლების სტრატეგიებს; |
|შეუძლია ASQ - ის გამოყენება |
|დრო: 90 წთ |
|დრო |აქტივობა |რესურსები |
|2 სთ |აქტივობა 1 |სამუშაო რვეული №19. |
| | | |
| |აქტივობის მიზანი: მონაწილე გეგმავს კონფლიქტის გადაჭრის უნარების სწავლების სტრატეგიებს; | |
| |შეუძლია ASQ-ის გამოყენება | |
| | | |
| | |პრეზენტაცია №10. |
| |აქტივობის აღწერა: | |
| | | |
| |ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, იმსჯელონ შესრულებულ დავალებაზე. შემდეგ მიმოიხილავს მათ შესრულებულ ნამუშევრებს და აძლევს უკუკავშირს. | |
| |დავალება 16. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, გაეცნონ სამუშაო რვეულში წარმოდგენილ ქეისს „ბოდიში“ (№19) შემდეგ კი აღწერენ პრობლემის არსს, აღმზრდელის | |
| |გამოყენებულ სტრატეგიებს და მსჯელობენ როგორ მოიქცეოდნენ თვითონ. | |
| |ნაბიჯი 2. ტრენერი აჯამებს მოკლე პრეზენტაციით ქეისში განხილულ საკითხებს, კერძოდ, კონფლიქტის მართვის სტრატეგიებს. მონაწილებს აცნობს „პრობლემის | |
| |მოგვარების ყუთს“. შემდეგ კი მონაწილეებს სთხოვს, 10 წუთის განმავლობაში გააკეთონ რეფლექსიური ჩანაწერები, სადაც ასევე ასახული იქნება, „რა უნარებისა და| |
| |სტრატეგიების შესახებ გავიგე დღეს“ (სამუშაო რვეული №5). |საკითხავი №4. |
| | | |
| |ნაბიჯი 3. ტრენერი მონაწილეებს აცნობს სოციალურ-ემოციური სფეროს სკრინინგინსტრუმენტს ASQ –SE. | |
| | | |
| |ნაბიჯი 4. ტრენერი აჯამებს თემას და სთხოვს მონაწილეებს, სურვილის შემთხვევაში, გაუზიარონ დღის შთაბეჭდილებები ერთმანეთს, კითხვების შემთხვევაში | |
| |პასუხობს მათ, შემდეგ კი აძლევს მონაწილეებს მეცხრე შეხვედრისთვის საკითხავ მასალასა (საკითხავი 4; სამუშაო რვეული №20, №21, №22 ) და დავალებას. | |
|სესია 9 |
| |
|სესიის მიზანი: მონაწილეს შეუძლია დაგეგმოს იმპულსის კონტროლისა და ბრაზის მართვის სტრატეგიები |
| |
|დრო: 2 სთ |
|დრო |აქტივობა |რესურსები |
| |აქტივობა 1. |სამუშაო რვეული №20. |
|120 წთ | | |
| |აქტივობის მიზანი: მონაწილეს შეუძლია, დაგეგმოს იმპულსის კონტროლისა და ბრაზის მართვის სტრატეგიები | |
| | | |
| |აქტივობის აღწერა: |სამუშაო რვეული №21. |
| | |პრეზენტაცია №10. |
| | | |
| |ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, იმსჯელონ შესრულებულ დავალებებზე. შემდეგ მიმოიხილავს მათ შესრულებულ ნამუშევრებს და აძლევს უკუკავშირს. | |
| |დავალება 17. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, გაეცნონ სამუშაო რვეულში წარმოდგენილ ქეისს „ლევანი - ქცევასთან დაკავშირებული სირთულეები“ (№20). შემდეგ კი | |
| |გამოყოფენ ბავშვის კონკრეტულ საჭიროებებსა და აღმზრდელის გამოყენებულ სტრატეგიებს. ასევე იმსჯელებენ, თუ რა განსხვავებულ სტრატეგიას დაამატებდნენ. | |
| |დავალება 18. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, გაეცნონ სამუშაო რვეულში №21 მოცემულ სიტუაციებს, სადაც აღწერილია კონკრეტული სტრატეგიები თვითრეგულირების | |
| |ხელშეწყობისთვის. შემდეგ სთხოვს მათ, იმსჯელონ, რა უნარებს ავლენენ ბავშვები აღწერილ სიტუაციაში და რა სტრატეგიებს იყენებენ უფროსები. | |
| | | |
| |ნაბიჯი 2. ტრენერი გააკეთებს მოკლე პრეზენტაციას, ქეისებში განხილულ უნარებსა და გამოყენებულ სტრატეგიებს, აქცენტით ბრაზის მართვისა და თვითრეგულირების | |
| |ტექნიკებზე. შემდეგ კი აძლევს მონაწილეებს მეათე შეხვედრისთვის საკითხავ მასალასა () და დავალებას. | |
|სესია 10 |
|სესიის მიზანი: მონაწილე განმარტავს ასერტულობას და მის ხელშემწყობ სტრატეგიებს |
|დრო: 2 წთ |
|დრო |აღწერა |რესურსები |
| |აქტივობა 1. |სამუშაო რვეული №22. |
|120 წთ | | |
| |აქტივობის მიზანი: მონაწილე განმარტავს ასერტულობას და მის ხელშემწყობ სტრატეგიებს |პრეზენტაცია №11. |
| | | |
| |აქტივობის აღწერა: | |
| | | |
| |ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს სთხოვს, იმსჯელონ შესრულებულ დავალებაზე. შემდეგ მიმოიხილავს მათ შესრულებულ ნამუშევრებს და აძლევს უკუკავშირს. | |
| |დავალება 19. მონაწილეებს ინდივიდუალურად ეცნობიან ქეისს - „დავითი“. რომლის წაკითხვის შემდეგ მცირე ჯგუფებში გამოყოფენ ბავშვის კონკრეტულ საჭიროებებს, | |
| |აღმზრდელის გამოყენებულ სტრატეგიებს და პრეზენტაციის წარმოდგენის დროს ასევე იმსჯელებენ, თუ რას დაამატებდნენ განსხვავებულ სტრატეგიას. | |
| | | |
| |ნაბიჯი 2. ტრენერი აკეთებს შემაჯამებელ პრეზენტაციას: მოკლედ მიმოიხილავს ქეისში განხილულ საკითხებს და აჯამებს ძირითად უნარებსა და სტრატეგიებს, | |
| |რომელსაც ტრენინგის მსვლელობის დროს გაეცნენ, განიხილავს ასერტულობას და მის ხელშემწყობ სტრატეგიებს. სთხოვს მონაწილეებს, რეფლექსიური ჩანაწერების | |
| |გაკეთებას. ასევე ისმენს მათ შეკითხვებს, მოლოდინებს პრაქტიკაში დახმარების შესახებ (თუ რა მიმართულებით დასჭირდება თითოეულს ქოუჩინგი), რასაც ტრენერი | |
| |ანგარიშში ასახავს. | |
დანართი №3.1
ტრენინგმოდულის ფარგლებში მონაწილეთა შეფასების ფორმები
დანართი №1. მონაწილის აქტიურობის შეფასების კრიტერიუმები
„1“ ნიშნით აღნიშნეთ პასუხი „დიახ“; ხოლო „0“ ნიშნით პასუხი „არა“, დადებითი პასუხების 60%-ის შემთხვევაში შედეგი დადასტურებულად ჩაითვლება.
|მონაწი-ლის სახელი გვარი |ავლენს სათანადო მომზადებას სესიების წარმოდგენის დროს |ავლენს თანამშრომლობით უნარებს ჯგუფის სხვა წევრებთან |მონაწილეობს დისკუსიებში |მონაწილეობს მცირე ჯგუფურ მუშაობაში |მცირე ჯგუფურ ნამუშევრებს წარმოადგენს |პოზიტიურ კომუნიკაციაშია ჯგუფთან |ითვალისწინებს სხვების აზრებს |ცნობისმოყვარეა, სვამს კარგად სტრუქტურირებულ და ადეკვატურ შეკითხვებს |მოჰყავს არგუმენტები საკუთარი თვალსაზრისების დასასაბუთებლად |მზადაა ცვლილებებისათვის |ჯამი |შენიშვნები | |1. | | | | | | | | | | | | | | |2. | | | | | | | | | | | | | | |3. | | | | | | | | | | | | | | |4. | | | | | | | | | | | | | | |5. | | | | | | | | | | | | | | |6. | | | | | | | | | | | | | | |7. | | | | | | | | | | | | | | |8. | | | | | | | | | | | | | | |9. | | | | | | | | | | | | | | |10. | | | | | | | | | | | | | | |
დანართი №2. მონაწილის პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები
„1“ ქულით აღნიშნეთ პასუხი „დიახ“; ხოლო „0“ ნიშნით პასუხი „არა“, დადებითი პასუხების 60%-ის შემთხვევაში შედეგი დადასტურებულად ჩაითვლება.
|მონაწილის სახელი გვარი |ბავშვზე დაკვირვების ჩანაწერი ობიექტურია |ბავშვზე დაკვირვების ჩანაწერის ძირითადი ნაწილი სწორადაა დაკავშირებული სტანდარტთან |რეფლექსიის ჩანაწერში ჩანს არგუმენტირებული მსჯელობა |რეფლექსიის ჩანაწერში ჩანს ლოგიკური კავშირები |ვიდეოში ჩანს არავერბალური კომუნიკაცია ბავშვთან |ვიდეოში სათანადო რეაგირებით სტიმულს აძლევს ბავშვის საუბრისთვის |ვიდეოში ელოდება ბავშვს საუბრისას, არ ასრულებს მის ნაცვლად წინადადებას |შედგენილი ტესტური დავალებები შინაარსობრივად გამართულია |სკრინინგ ინსტრუმენტს სწორად იყენებს |ინსტრუმენტის მიღებული შედეგებით ასაბუთებს ბავშვის ძლიერ მხარეებსა და საჭიროებებს. |ჯამი |შენიშვნები | |1. | | | | | | | | | | | | | | |2. | | | | | | | | | | | | | | |3. | | | | | | | | | | | | | | |4. | | | | | | | | | | | | | | |5. | | | | | | | | | | | | | | |6. | | | | | | | | | | | | | | |7. | | | | | | | | | | | | | | |8. | | | | | | | | | | | | | | |9. | | | | | | | | | | | | | | |10. | | | | | | | | | | | | | | |
დანართი №3.2
გამოყენებული ლიტერატურა
1. „ადრეული ინკლუზიური განათლება“ – 2018 წელი
2. “Social and Emotional Development – Connecting Science and Practice in Early Childhood Settings”, by Dave Riley, Robert San Juan, Soan Klinker, Ann Ramminger
3. Portage.Ge
[pic]
4.docx ⬇
დანართი №4
ტრენინგმოდულის გეგმა
ბავშვთა კეთილდღეობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნვა ადრეულ განათლებაში
ინფორმაცია ტრენინგის შესახებ
პროგრამის განმახორციელებელი: სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ მოპოვებული ტრენინგმოდულის განხორციელების უფლება.
ტრენინგმოდულის დასახელება: ბავშვთა კეთილდღეობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნვა ადრეულ განათლებაში
ტრენინგის მონაწილეთა დასაშვები რაოდენობა: არაუმეტეს 30 მონაწილისა.
ტრენინგმოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 25 საათი, ექვსი 4-საათიანი სამუშაო სესია და 1-საათიანი ტესტირება.
ტრენინგმოდულის მოცულობა კრედიტ ქულებისა (ECTS) და საათების (საკონტაქტო და არასაკონტაქტო) რაოდენობის მითითებით: 25 საკონტაქტო საათი.
რესურსი: ტრენინგი ხორციელდება, როგორც დისტანციურად, ისე პირისპირ. ტრენინგის დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში, როგორც ტრენერს, ასევე ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს უწყვეტი ინტერნეტი და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი.
ტრენერი: ტრენერს უნდა ჰქონდეს ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
ტრენინგმოდულში ჩართვის წინაპირობა და შერჩევის მექანიზმი: განსაზღვრულია ბრძანების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით.
ტრენინგმოდულის ზოგადი მიზნები:
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება;
გააცნოს მონაწილეებს ბავშვთა კეთილდღეობის ცნება, ბავშვის ძირითადი უფლებები, ხელი შეუწყოს დაწესებულებაში ბავშვის უფლებების დარღვევის ამოცნობის, ბავშვის უფლებების დაცვის მარეგულირებელი დოკუმენტების გამოყენებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში, დაეხმაროს ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საქმეში საკუთარი როლის გაცნობიერებაში.
ტრენინგმოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
ბავშვთა კეთილდღეობის მნიშვნელობის დასაბუთებას.
ბავშვის ძირითადი უფლებების განმარტებასა და მათი დაცვის მნიშვნელობის განმარტებას.
ბავშვის უფლებების დარღვევის იდენტიფიცირებას.
ბავშვის უფლებების დაცვის ადვოკატირებას საკუთარი როლის შესაბამისად.
მონაწილეთა შეფასების სისტემა და სერტიფიკატის გაცემის პირობები: მონაწილეთა შეფასება ხდება 100-ქულიანი სისტემით, შეფასების ორი კომპონენტით: პორტფოლიო და ტესტირება. ტრენინგი წარმატებულად გავლილად ჩაითვლება თითოეული კომპონენტიდან მინიმუმ 60% აღების შემთხვევაში.
შეფასება მოიცავს პორტფოლიოს და ტესტს. პორტფოლიო, თავის მხრივ, მოიცავს 5 რეფლექსიურ ჩანაწერს და 5 ინდივიდუალურ დავალებას, ხოლო ტესტი მოიცავს 40 დახურულ შეკითხვას, საიდანაც თითო შეკითხვა თითო ქულით ფასდება. დადებითი შეფასებისთვის მონაწილემ პორტფოლიოს 10 კომპონენტიდან მინიმუმ 6 უნდა შეასრულოს, ხოლო ტესტიდან - მინიმუმ 24 ქულა უნდა მოაგროვოს.
სატრენინგო მასალა:
საკითხავი მასალა: იხ. ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები
გამოყენებული ლიტერატურა: იხ. დანართი №4.2.
ტრენინგის გეგმა
დღე I
სესია 1-2 სესიის მიზნები: სესიის ხანგრძლივობა: 4 სთ |
||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
| 120 წთ | აქტივობა №1: კეთილდღეობა ნაბიჯი 1 აქტივობის მიზანი: მონაწილეების გაცნობა, მოლოდინების გაზიარება აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს სთხოვს ერთმანეთს წარუდგინონ თავი, თან თითოეულმა დაასახელოს ერთი რამ, რაც მას საკუთარი კეთილდღეობის განმაპირობებელ ფაქტორად მიაჩნია, მაგ., საყვარელი საქმის კეთება, მხარდამჭერი ადამიანები, არჩევანის უფლების ქონის განცდა და სხვა. ნაბიჯი 2 აქტივობის მიზანი: კეთილდღეობის გააზრება აქტივობის აღწერა: ტრენერი აჯამებს მონაწილეების მიერ გამოყოფილ საკითხებს და მართავს დისკუსიას კეთილდღეობაზე, თუ რა არის ის, რა სუბიექტურ განცდებთან არის დაკავშირებული, რა ობიექტური მახასიათებლები შეიძლება არსებობდეს კეთილდღეობის დასანახად, მონაწილეებს უბიძგებს საკუთარი გამოცდილებების გაზიარებისკენ, მაგალითების მოყვანისკენ და ა.შ. პრეზენტაცია №1. ტრენერი აჯამებს დისკუსიას და აკეთებს მოკლე პრეზენტაციას კეთილდღეობის არსთან და მნიშვნელობასთან დაკავშირებით, მათ შორის უფლებრივი პერსპექტივიდან. ნაბიჯი 3 აქტივობის მიზანი: კეთილდღეობის მნიშვნელობის გააზრება აქტივობის აღწერა: მონაწილეები მცირე ჯგუფებში ეცნობიან საკითხავ მასალას კეთილდღეობაზე და ამზადებენ მშობლებისთვის კეთილდღეობის მნიშვნელობის გააზრებისთვის პოსტერს/როგორ აუხსნიდნენ მათ, რა არის კეთილდღეობა და რა მნიშვნელობა აქვს მას თითოეული ადამიანისთვის. |
ტრენერის პრეზენტაცია 1. გარემო, რომელიც ზრუნავს ბავშვზე. |
| შესვენება | ||
| 120 წთ | აქტივობა №2: საკუთარი კეთილდღეობა ნაბიჯი 1 აქტივობის მიზანი: მონაწილემ დაინახოს საკუთარი კეთილდღეობის განმაპირობებელი ფაქტორები, აქტივობის აღწერა: გააზიარონ ისტორიები, როდის გრძნობდნენ თავს კარგად, რასთან იყო ეს დაკავშირებული, რა შეუძლიათ, რომ ყოველდღიურობაში საკუთარი თავის კარგად ყოფნისთვის გააკეთონ. რეფლექსია №1 ტრენერი აძლევს მონაწილეებს 15 წუთს, გააკეთონ ინდივიდუალური ჩანაწერები დღის რეფლექსიის და ბოლო 5 წუთში აძლევს მსურველებს გაზიარების საშუალებას. ასევე შეუძლიათ სახლში, სურვილის შემთხვევაში, დაამატონ ჩანაწერს. დავალება №1 დაფიქრდნენ, რა შეიძლება გააკეთონ საკუთარ კეთილდღეობისთვის დღის ბოლოს,ტრენინგიდან გასულებმა, რასაც მომდევნო დღეს გაუზიარებენ სხვა მონაწილეებს. კომენტარი: ტრენერი მუდმივად აქცენტს აკეთებს ემოციურ კეთილდღეობაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, მის მნიშვნელობაზე, მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, |
|
დღე II
სესია 3-4 სესიის მიზნები: კეთილდღეობა ბაღში სესიის ხანგრძლივობა: 4 სთ |
||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
| 120 წთ | აქტივობა №3: უფროსის კეთილდღეობა ბაღში ნაბიჯი 1 აქტივობის მიზანი: უფროსების კეთილდღეობა საბავშვო ბაღში აქტივობის აღწერა: ტრენერი იწყებს დღეს რეფლექსიის ჩანაწერების გახსენებით, ხომ არ არის ვინმე, ვინც სახლში დაამატა ჩანაწერი, შემდეგ აგრძელებს მიცემული დავალების გაზიარებით სესიას. თითოეული მონაწილე აზიარებს, თუ რა გააკეთა საკუთარი კარგად ყოფნისთვის წინა დღით სახლში. ტრენერი ასევე აზიარებს საკუთარ გამოცდილებას და მადლობას უხდის ყველა მონაწილეს გაზიარებისთვის. შემდეგ ტრენერი ყოფს მონაწილეებს 4 ჯგუფად, აქედან 2 ჯგუფი ეცნობა მასალას ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების ხარისხის სტანდარტიდან, იმ ინდიკატორებს, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბაღში უფროსების კეთილდღეობისთვის. წარმოადგენენ სხვა მონაწილეებისთვის, თუ რა უნდა გაკეთდეს თითოეულის როლიდან აღნიშნულის დასაცავად. მეორე 2 ჯგუფი კი ეცნობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და წარუდგენს ჯგუფის დანარჩენ მონაწილეებს, თუ რა შეიძლება გააკეთონ მათ საკუთარი უფლებების დასაცავად. მცირე ჯგუფებში მუშაობისა და ჯგუფების ნამუშევრების გაზიარების შემდეგ იმართება დისკუსია. პრეზენტაცია №2 ტრენერი აჯამებს პრეზენტაციით ჯგუფურ მუშაობას, ხარისხის სტანდარტის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციიდან და საქართველოს შრომის კოდექსზე დაყრდნობით. |
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია. ტრენერის პრეზენტაცია 2. |
| შესვენება | ||
| 120 წთ | აქტივობა №4: ბავშვის უფლებები ნაბიჯი 1 აქტივობის მიზანი: ბავშვის უფლებების დაცვა აქტივობის აღწერა: წინა სესიის მნიშვნელოვანი აღმოჩენებით იწყებს ტრენერი სესიას და ამატებს, თუ რატომ გახდა საჭირო ბავშვის უფლებათა კონვენციის ცალკე არსებობა? ინიშნავს მონაწილეთა მოსაზრებებს, შემდეგ ბავშვის უფლებათა კონვენციის დოკუმენტს ყოფს 4 ნაწილად, 4 მცირე ჯგუფს ურიგებს, ისინი უნდა გაეცნონ და მოიყვანონ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება საგანმანათლებლო პროცესში/ან ზოგადად ადრეულ ასაკში ირღვეოდეს კონკრეტულად ის უფლებები, რომელზეც ჯგუფს აქვს მასალა და როგორ შეიძლება საგანმანათლებლო გარემოში მისი დაცვის ხელშეწყობა. მონაწილეები აზიარებენ საკუთარ ნამუშევრებს. რეფლექსია №2 ტრენერი აძლევს მონაწილეებს 15 წუთს, გააკეთონ ინდივიდუალური ჩანაწერები დღის რეფლექსიის და ბოლო 5 წუთში აძლევს მსურველებს გაზიარების საშუალებას. ასევე, შეუძლიათ სახლში, სურვილის შემთხვევაში, დაამატონ ჩანაწერს. დავალება №2 დაფიქრდნენ, რა შეიძლება გააკეთონ საკუთარი როლიდან გამომდინარე ბავშვის უფლებების დასაცავად, რომელ უფლებებს გამოყოფდნენ და რა გზებს დასახავდნენ ამისთვის. მიზანი არის პროცესი ისე დაგეგმონ, რომ უფლებები და კეთილდღეობა დაცული იყოს, მაგალითად, თამაშის უფლება. |
|
დღე III
სესია 5-6 სესიის მიზნები: ბავშვთა კეთილდღეობის შეფასება სესიის ხანგრძლივობა: 4 სთ |
||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
| 120 წთ | აქტივობა №5 ბავშვთა კეთილდღეობა ნაბიჯი 1 აქტივობის მიზანი: ბავშვთა კეთილდღეობის მნიშვნელობა აქტივობის აღწერა: ტრენერი იწყებს რეფლექსიის ჩანაწერების განხილვით, მსურველები აზიარებენ ჩანაწერებს და საკუთარ აღმოჩენებს, ასევე №2 დავალებას. ტრენერი აჯამებს მონაწილეების შესრულებულ დავალებას და დისკუსიას მართავს ბავშვთა კეთილდღეობის მნიშვნელობაზე, რა გავლენა აქვს მას ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე, განვითარებაზე როგორც აწმყო, ისე მომავლის პერსპექტივებით. განსხვავებით პირველი დღის სესიისა, აქ აქცენტი კეთდება ბავშვობის ასაკში კეთილდღეობის მნიშვნელობაზე. პრეზენტაცია №3 ტრენერი დისკუსიის შესაჯამებლად აკეთებს პრეზენტაციას ბავშვის კეთილდღეობის მნიშვნელობაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, ჰოლისტურ განვითარებაზე, მომავალში საჭირო უნარებსა და საგანმანათლებლო გარემოს როლზე. მცირე ჯგუფებში მონაწილეები ხარისხის სტანდარტში პოულობენ ინდიკატორებს, რომელიც ბავშვის უფლებების დაცვასა და კეთილდღეობის განმაპირობებელია. მაგ., გულისხმიერი გარემო, არჩევანის ქონა, თანამონაწილეობა, თამაში და სხვ. შემდეგ იმის მიხედვით, თუ რა დრო დარჩება სესიიდან, შესაძლებელია მათი ნამუშევრების განხილვა მოხდეს. რეფლექსია №3 ტრენერი აძლევს მონაწილეებს 15 წუთს, გააკეთონ ინდივიდუალური ჩანაწერები დღის რეფლექსიისა და ბოლო 5 წუთში აძლევს მსურველებს გაზიარების საშუალებას. ასევე, შეუძლიათ სახლში, სურვილის შემთხვევაში დაამატონ ჩანაწერს. |
მონაწილეთა რეფლექსური ჩანაწერები. ტრენერის პრეზენტაცია № 3. ხარისხის სტანდარტი. |
| შესვენება | ||
| 120 წთ | აქტივობა №1: კეთილდღეობა და ჩართულობის დანახვა ჯგუფში ნაბიჯი 1 აქტივობის მიზანი: კეთილდღეობისა და ბავშვის ჩართულობის შეფასება აქტივობის აღწერა: ტრენერი მართავს დისკუსიას, თუ როგორ შეიძლება დაინახო და შეამჩნიო ბავშვთა კეთილდღეობა ჯგუფში, ისმენს მათ მოსაზრებებს და შემდეგ აზიარებს ინფორმაციას კეთილდღეობის დანახვისა და გაზომვის შესაძლებლობებზე (მაგ., ლუვენის სკალა). ტრენერი აჩვენებს მათ ვიდეოებს და შემდეგ მართავს მსჯელობას მასზე. ტრენერი ასევე მართავს დისკუსიას ბავშვის ჩართულობაზე, როგორც განვითარების უფლების დაცვის აუცილებელ პირობაზე და ასევე აჩვენებს ვიდეოებს, სადაც მონაწილეებმა უნდა დაინახონ და შეაფასონ ბავშვების ჩართულობა რეფლექსია №4 ტრენერი აძლევს მონაწილეებს 15 წუთს, გააკეთონ ინდივიდუალური ჩანაწერები დღის რეფლექსიის და ბოლო 5 წუთში აძლევს მსურველებს გაზიარების საშუალებას. ასევე, შეუძლიათ სახლში, სურვილის შემთხვევაში დაამატონ ჩანაწერს. დავალება №3 დაასრულონ მცირე ჯგუფებში დაწყებული საქმიანობა ინდივიდუალურად, თითოეულმა გამოყოს ხარისხის სტანდარტში მოცემული ინდიკატორები ბავშვთა კეთილდღეობის და უფლებების დაცვასთან დაკავშირებული და ასევე იფიქრონ, თუ როგორ შეიძლება თითოეული მათგანი შენიშნონ, დაინახონ, შეაფასონ და ხელი შეუწყონ საკუთარი როლიდან გამომდინარე. ასევე, თუ აქვთ ვიდეოები, რომელიც კეთილდღეობის და ჩართულობის გასააზრებლად დაეხმარებათ და აქვთ მისი გაზიარების უფლება მომდევნო შეხვედრისთვის მოიტანონ. |
ტრენერის პრეზენტაცია № 4 (ლუვენის სკალა). ვიდეორესურსები. |
დღე IV
სესია 7-8 სესიის მიზნები: ბავშვთა კეთილდღეობის დაცვა ჯგუფში სესიის ხანგრძლივობა: 4 სთ |
||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
| 120 წთ | აქტივობა №1: ბავშვის უფლებების დარღვევა ნაბიჯი 1 აქტივობის მიზანი: ბავშვის უფლებების დარღვევის ამოცნობა/დანახვა - შემთხვევის ანალიზი. აქტივობის აღწერა: ტრენერი იწყებს რეფლექსიის ჩანაწერების განხილვით, მსურველები აზიარებენ ჩანაწერებს და საკუთარ აღმოჩენებს, ასევე №3 დავალებას. ტრენერი აჯამებს, თუ რა უნდა გააკეთოს საბავშვო ბაღმა კეთილდღეობის დასაცავად, აქცენტს აკეთებს უფროსების როლზე ურთიერთობების და განმავითარებელი გარემოს შექმნისთვის. როგორც ურთიერთობა და თამაში ამ პირობების უზრუნველყოფისთვის მონაწილეებს სთავაზობს, თუ აქვთ საკუთარი მაგალითები ვიდეოები გააზიარონ. ტრენერი აჯამებს თემას და მართავს დისკუსიას, როგორ შეიძლება ირღვეოდეს ბავშვის უფლებები საბავშვო ბაღში, რა არის ძალადობა, ბულინგი, ვისი მხრიდან შეიძლება ხდებოდეს ეს და ა.შ. ტრენერი აძლევს საშუალებას მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილებები და მაგალითები გააზიარონ. პრეზენტაცია №4 ტრენერი აკეთებს ბავშვზე ძალადობის შესახებ პრეზენტაციას. გამოყოფს „რბილი ძალადობის“ ფორმებსაც. |
ტრენერის პრეზენტაცია №5. |
| შესვენება | ||
| 120 წთ | აქტივობა №1: ბულინგი საბავშო ბაღში და სოციალურ-ემოციურად კომპეტენტური ბავშვი ნაბიჯი 1 აქტივობის მიზანი: აქტივობის აღწერა: ტრენერი ახსენებს მონაწილეებს, თუ ვისი მხრიდან შეიძლება გახდეს ბავშვი ძალადობის მსხვერპლი, ხდება თუ არა ის თანატოლებისგან ბულინგის მსხვერპლი, რა მაგალითები ახსენდებათ ამაზე საკუთარი გამოცდილებიდან, როცა ისინი ბაღში ან დაწყებით სკოლაში დადიოდნენ. პრეზენტაცია №5 ტრენერი აჯამებს მათ მოსაზრებებს და აკეთებს პრეზენტაციას ფიზიკურ, ვერბალურ და სოციალურ ძალადობაზე, ასევე მსჯელობს მონაწილეებთან, თუ რა შეიძლება გააკეთონ აღმზრდელებმა ამის თავიდან ასარიდებლად ან ამაზე რეაგირებისთვის? პრეზენტაცია №6 აკეთებს მოკლე პრეზენტაციას სოციალურ და ემოციურ კომპეტენციაზე, მის შემადგენელ ცოდნა, უნარებსა და ღირებულებებზე. რეფლექსია №5 ტრენერი აძლევს მონაწილეებს 15 წუთს, გააკეთონ ინდივიდუალური ჩანაწერები დღის რეფლექსიის და ბოლო 5 წუთში აძლევს მსურველებს გაზიარების საშუალებას. ასევე, შეუძლიათ სახლში, სურვილის შემთხვევაში, დაამატონ ჩანაწერს. დავალება №4 გაეცნონ რეფერირების დოკუმენტს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, ბავშვის უფლებათა კოდექსს და მოკლედ აღწერონ საკუთარი როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში. |
ტრენერის პრეზენტაცია № 6. |
დღე V
სესია 9-10 სესიის მიზნები: ბავშვის უფლებების დაცვის მარეგულირებელი დოკუმენტები და ადვოკატირება სესიის ხანგრძლივობა: 4 სთ |
||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
| 120 წთ | აქტივობა №1: მარეგულირებელი დოკუმენტები ნაბიჯი 1 აქტივობის მიზანი: აქტივობის აღწერა: ტრენერი იწყებს რეფლექსიის ჩანაწერების განხილვით, მსურველები აზიარებენ ჩანაწერებს და საკუთარ აღმოჩენებს, ასევე №4 დავალებას. პრეზენტაცია № 7 ტრენერი აკეთებს მოკლე პრეზენტაციას მარეგულირებელ დოკუმენტებზე. |
ტრენერის პრეზენტაცია №7. |
| შესვენება | ||
| 120 წთ | აქტივობა №1: ადვოკატირება ნაბიჯი 1 აქტივობის მიზანი: მონაწილეები აკეთებენ ბავშვის უფლებების ადვოკატირების გეგმას საკუთარი როლიდან გამომდინარე. აქტივობის აღწერა: მცირე ჯგუფებში მონაწილეები ირჩევენ სამიზნე ჯგუფს, თუ ვისთან მოახდენენ ადვოკატირებას ბავშვის უფლებების შესახებ, რაზე გაამახვილებდნენ ყურადღებას და რა სტრატეგიებს გამოიყენებდნენ. ტრენერი ისმენს მონაწილეების ნამუშევრებს, განიხილავს და აძლევს მათ უკუკავშირს. შეჯამება: ტრენერი ასევე ახსენებს მონაწილეებს, რომ ბაღს უნდა ჰქონდეს უფლებების დაცვის სტრატეგიული დოკუმენტი, აწყობს მსჯელობას, თუ როგორი სახე შეიძლება ჰქონდეს მას და აძლევს დავალებად ამ დოკუმენტის ჩარჩო შექმნან. (დავალება №5) |
|
დღე VI
სესია 11-12 სესიის მიზნები: ბავშვთა დაცვის სტრატეგიის შემუშავება ბაღისთვის სესიის ხანგრძლივობა: 4 სთ |
||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
| 180 წთ | აქტივობა №1: უფლებების დაცვის სტრატეგია ნაბიჯი 1 აქტივობის მიზანი: მონაწილეები ქმნიან და წარმოადგენენ ბაღის სტრატეგიის ჩარჩო-ვერსიას ბავშვის უფლებების დაცვის შესახებ. აქტივობის აღწერა: უკვე შესრულებულ დავალებას (№5) ბავშვის უფლებების სტრატეგიებს წარმოადგენენ მონაწილეები ინდივიდუალურად, ტრენერს აღნიშნული დავალებები ტრენინგის ბოლო სესიამდე 2 დღით ადრე ელოდება, შესაბამისად, განხილვის დროს ის აძლევს მონაწილეებს დეტალურ უკუკავშირს. |
|
| შესვენება | ||
| 60 წთ | ტრენერი აჯამებს ტრენინგის ყველა დღეს განხილულ საკითხებს, შემდეგ კი უზიარებს მონაწილეებს ტესტს, რომლისთვისაც აქვთ 60 წუთი. | |
დანართი №4.1.
ტრენინგმოდულის ფარგლებში მონაწილეთა შეფასების ფორმები
შეფასება მოიცავს პორტფოლიოს და ტესტს. პორტფოლიო თავის მხრივ მოიცავს 5 რეფლექსიურ ჩანაწერს და 5 ინდივიდუალურ დავალებას, ხოლო ტესტი მოიცავს 40 დახურულ შეკითხვას, საიდანაც თითო შეკითხვა თითო ქულით ფასდება. დადებითი შეფასებისთვის მონაწილემ პორტფოლიოს 10 კომპონენტიდან, მინიმუმ, 6 უნდა შეასრულოს, ხოლო ტესტიდან, მინიმუმ, 24 ქულა უნდა მოაგროვოს.
დანართი
მონაწილის პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები
„+“ ნიშნით აღნიშნეთ პასუხი „დიახ“; ხოლო „-‘’ ნიშნით პასუხი „არა“, დადებითი პასუხების 60%-ის შემთხვევაში შედეგი დადასტურებულად ჩაითვლება.
| მონაწი-ლის სახელი გვარი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1. | |||||||||||||
| 2. |
დანართი №4.2.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები.
ბავშვის უფლებათა კონვენცია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია.
ბავშვის უფლებათა კოდექსი.
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები.
კუხალეიშვილი, თ, გოჩიაშვილი, ნ. (2019) ბულინგის პრევენცია ადრეულ ასაკში: World visio№ Georgia. თბილისი.
ალელიშვილი, ნ. (2019) გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი. გაეროს ბავშვთა ფონდი. თბილისი.
5.docx ⬇
დანართი №5
ტრენინგმოდულის გეგმა
ბავშვის განვითარება
ინფორმაცია ტრენინგ-მოდულის შესახებ
პროგრამის განმახორციელებელი: სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ მოპოვებული ტრენინგ-მოდულის განხორციელების უფლება.
ტრენინგმოდულის დასახელება: ბავშვის განვითარება
ტრენინგის მონაწილეთა დასაშვები რაოდენობა: არაუმეტეს 30 მონაწილისა.
ტრენინგმოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 8 დღე, ჯამში – 24 საკონტაქტო საათი; დღეში 3 საკონტაქტო საათი,
რესურსი: ტრენინგი ხორციელდება როგორც დისტანციურად, ისე პირისპირ. ტრენინგის დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში, როგორც ტრენერს, ასევე ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს უწყვეტი ინტერნეტი და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი.
ტრენერი: ტრენერს უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგის კვალიფიკაცია.
ტრენინგმოდულში ჩართვის წინაპირობა და შერჩევის მექანიზმი: განსაზღვრულია ბრძანების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით.
ტრენინგმოდულის ზოგადი მიზნები:
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება;
გააცნოს მონაწილეებს ბავშვის განვითარების თეორიების ძირითადი პოსტულატები, ხელი შეუწყოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის ბავშვის განვითარების სტანდარტის ანალიზის პროცესში, გააცნობირებინოს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისას ბავშვზე დაკვირვების მნიშვნელობა, განუვითაროს ბავზე დაკვირვების ჩანაწერების დაკავშირების უნარი ბავშვის განვითარების სტანდარტის შესაბამის სფეროებთან, შედეგებთან თუ ინდიკატორებთან.
ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
ბავშვის განვითარების თეორიების შედარებას და მსჯელობას მისი პრაქტიკაში გამოყენების გზების შესახებ;
განვითარების სტანდარტის ანალიზს;
მსჯელობას ბავშვზე დაკვირვების მნიშვნელობისა და პრინციპების შესახებ;
ბავშვზე დაკვირვების ჩანაწერების ანალიზს, დაკავშირებას ბავშვის განვითარების სტანდარტებთან.
მონაწილეთა შეფასების სისტემა და სერტიფიკატის გაცემის პირობები: სერტიფიკატის მისაღებად, მონაწილემ ტრენინგ-მოდულის შეფასების სისტემით განსაზღვრულ თითოეულ კომპონენტში უნდა დააგროვოს მაქსიმალური შეფასების 60% და მეტი (დანართი №5.1).
შეფასების სისტემა მოიცავს 3 ძირითად კომპონენტს, რომელიც ჯამში 100 ქულას მოიცავს. კერძოდ: აქტიურობა, რეფლექსია, ტესტი.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილის აქტიურობა ფასდება - 20 ქულით.
მონაწილის ყოველდღიური რეფლექსია (რეფლექსია უნდა გადააგზავნოს ტრენერთან ტრენინგის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში) – 40 ქულა.
2 ტესტი – თითოეული ტესტი 10 დახურული ტიპის შეკითხვას მოიცავს, სწორი ფასდება 1 ქულით - ჯამში 20 ქულა.
სატრენინგო მასალა:
საკითხავი მასალა: ვენდი ლ. დანი, გრეის ჯ. კრაიგი, ადამიანის განვითარება. (თავები 1,6,7);
ლორა ბერკი - ბავშვის განვითარება (თავები 1,5,6,10,11);
ადრეული და სკოლამდეო აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები;
გეი გრონლუნდი, მერლინ ჯეიმსი, ფოკუსირებული დაკვირვება;
სამუშაო რვეული.
გამოყენებული ლიტერატურა: დანართი №5.2.
სესია 1. დრო - 3 საათი სესიის მიზანი:
|
||||
|---|---|---|---|---|
| 20 წთ | აქტივობა 1 გაცნობა. ტრენერი თავს წარუდგენს ჯგუფის წევრებს და სთხოვს მონაწილეებს, წარმოადგინონ საკუთარი თავი. აქტივობა 2 ტრენერი აცნობს ტრენინგის მონაწილეებს ტრენინგის მიზნებს, შინაარსს, სტრუქტურასა და საორგანიზაციო საკითხებს. ტრენერი მონაწილეებს აცნობს შეფასების სისტემასა და დავალების გადაგზავნის ვადებს. |
|||
| 40 წთ | აქტივობა № 1. აქტივობის მიზანი: ძირითადი ცნებების ,,სწავლა’’ და ,,განვითარება’’ განმარტება აქტივობის აღწერა: ნაბიჯი 1. ტრენერი ეკითხება მონაწილეებს, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ადამიანის განვითარების მიმართულებასა და შედეგებს? ტრენერი ინიშნავს მოსაზრებებს. ტრენერი ხაზს უსვამს, რომ ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში არსებული სხვა და სხვა თეორია ადამიანის ფიზიკურ, კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ სფეროში მიმდინარე ცვლილებების ხელშემწყობ ფაქტორებს სხვადასხვაგვარად ხსნის. აღნიშნული თეორიები ავსებენ ერთმანეთს და პასუხს გვაძლევენ იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობს და ვითარდება ადამიანი (10 წთ) . ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს ყოფს ოთხ ჯგუფად ( 10 წთ). ჯგუფებს ევალებათ ტერმინების – ,,სწავლა’’ და ,,განვითარება’’ განმარტება საკუთარ გამოცდილებასა თუ ცოდნაზე დაყრდნობით. ორი ჯგუფი ერთ ტერმინზე მუშაობს. შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ განმარტებებს. ტრენერი ისმენს და აძლევს უკუკავშირს. საჭიროების შემთხვევაში, ტრენერი აზუსტებს ტერმინებს და აღნიშნავს, რომ განვითარება მიუთითებს იმ ცვლილებებზე, რომელსაც დროთა განმავლობაში ადგილი აქვს ადამიანის სხეულის აგებულებაში, აზროვნებაში და ქცევაში, ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებისა და გარემოს ზეგავლენის შედეგად. სწავლა ეს არის ახალი ინფორმაციის და ცოდნის, ჩვევებისა და ჩვეულებების, დამოკიდებულებებისა და რწმენის შეძენა. სწავლა ეს არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც გამოცდილება იწვევს გარკვეულწილად მუდმივ ცვლილებებს ცოდნასა ან ქცევაში (20 წთ). ნაბიჯი 3. ტრენერი ხაზს უსვამს, რომ ტრენინგის განმავლობაში შეეხებიან ფსიქოდინამიკურ, ბიჰევიორალურ, კოგნიტურ და ჰუმანისტური თეორიების ძირითად პოსტულატებს. ტრენერი მოკლედ ახასიათებს თითოეულ მათგანს: კერძოდ,
|
|||
| 120 წთ | აქტივობა № 2 აქტივობის მიზანი: თეორიების ,,ზ. ფროიდის ფსიქოსექსუალური თეორია; ე. ერიკსონის ფსიქოსოციალური თეორია; აქტივობის აღწერა: ნაბიჯი 1. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას განვითარების თეორიებზე: ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს სთავაზობს რამდენიმე ქეისს გასაანალიზებლად. ნაბიჯი 3. ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს დასვან კითხვები და იმსჯელონ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი თეორიების ძირითად პრინციპებზე. ტრენერი ეხმარება მონაწილეებს იმის გააზრებაში, თუ რაში სჭირდებათ განვითარების თეორიების ცოდნა, ასევე ეხმარება მათ თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებაში. სესიის შეჯამება. სასურველია, ტრენინგის მონაწილეებმა, დამატებით, სახლში ნახონ ქვემოთ მოცემული ინტერნეტრესურსები. ინტერნეტ რესურსები: ერიკსონი - https://video.search.yahoo.com/search/video?ei=UTF-8&p=psychosocial+development+videos&vm=p#id=2&vid=9f2725a8323a072b27d1a63f0e27aaba&action=click |
ვენდი ლ. დანი, გრეის ჯ. კრაიგი, ადამიანის განვითარება, თავი 1, გვ.15-20. ლორა ბერკი - ბავშვის განვითარება თავი I გვ. 24-29. სამუშაო რვეული. თავი 1. პრეზენტაცია 1.. |
||
სესია 2 სესიის მიზანი: ბავშვის განვითარების თეორიების (ზ. ფროიდის ფსიქოსექსუალური თეორია, ე. ერიკსონის ფსიქოსოციალური თეორია ხანგრძლივობა – 3 საათი |
||
|---|---|---|
| 180 წთ | აქტივობა № 1 აქტივობის მიზანი: ბიჰევიორალური თეორიის გაცნობა. აქტივობის აღწერა: ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას განვითარების და სწავლების თეორიებზე (30 წთ)
ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს დასვან კითხვები და იმსჯელონ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი თეორიების ძირითად პრინციპებზე. ტრენერი ეხმარება მონაწილეებს იმის გააზრებაში, რაში სჭირდებათ განვითარების თეორიების ცოდნა, ასევე ეხმარება მათ თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებაში. ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს დაყოფს 4 ჯგუფად და სთხოვს შესაბამისი თემების წაკითხვას. ორი ჯგუფი ერთ თემას ამუშავებს. ნაბიჯი 3. თითო ჯგუფმა უნდა მოამზადოს 3-წუთიანი პრეზენტაცია, სესიაზე განხილული განვითარების თეორიების საერთო და განსხვავებულ პრინციპებზე. ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს დასვან კითხვები და იმსჯელონ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი თეორიების საერთო და განსხვავებულ პრინციპებზე (50 წთ). ნაბიჯი 4. ტრენერი მონაწილეებს სთავაზობს ქეისებს, გასაანალიზებლად (30 წთ). სესიის შეჯამება. სასურველია ტრენინგის მონაწილეებმა,, დამატებით, სახლში, ნახონ ქვემოთ მოცემული ინტერნეტ-რესურსები. ბიჰევიორიზმი - https://video.search.yahoo.com/search/video?ei=UTF-8&p=behaviorism+video&vm=p#id=2&vid=0986cb7079ea017d62cbc3f20877ac63&action=view ბანდურას ბობოს ექსპერიმენტი - https://video.search.yahoo.com/search/video?ei=UTF-8&p=bandura%27s+social+learning+theory+video&vm=p#id=3&vid=f41cf8c50be6c3017c0dee3e3923c795&action=view ბანდურას სოციალური დასწავლის თეორია - https://video.search.yahoo.com/search/video?ei=UTF-8&p=bandura%27s+social+learning+theory+video&vm=p#id=1&vid=68461c1e76a0856602474c8d04f623f0&action=view |
ვენდი ლ. დანი, გრეის ჯ. კრაიგი, ადამიანის განვითარება, თავი 1, გვ.15-20. ლორა ბერკი - ბავშვის განვითარება თავი I გვ. 24-29. პრეზენტაცია 1. სამუშაო რვეული. თემა 2. |
სესია 3 სესიის მიზანი: ბავშვის განვითარების თეორიების (ჟ.პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია, ლ. ვიგოტსკის სოციოკულტურული თეორია, კ. როჯერსის თეორია, ბიოეკოლოგიური მოდელი), გაცნობა/რეფლექსია. სესიის ხანგრძლივობა - 3 საათი |
||
|---|---|---|
| 120 წთ | აქტივობა № 1. აქტივობის მიზანი: ბავშვის განვითარების თეორიების (ჟ პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია, ლ. ვიგოტსკის სოციოკულტურული თეორია გაცნობა. აქტივობის აღწერა: ნაბიჯი 1. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას განვითარების და სწავლების თეორიებზე:
ნაბიჯი 2. ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს, დასვან კითხვები და იმსჯელონ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი თეორიების ძირითად პრინციპებზე. ტრენერი ეხმარება მონაწილეებს იმის გააზრებაში, რაში სჭირდებათ განვითარების თეორიების ცოდნა, ასევე ეხმარება მათ თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებაში. ნაბიჯი 3. ტრენერი მონაწილეებს სთავაზობს ქეისებს, გასაანალიზებლად. ნაბიჯი 4. ტრენერი მონაწილეებს დაყოფს 4-ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გაუგზავნის საკითხავ მასალას. თითო ჯგუფმა უნდა მოამზადოს 3-წუთიანი პრეზენტაცია სესიაზე განხილული განვითარების თეორიების საერთო და განსხვავებული პრინციპებზე. ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს დასვან კითხვები და იმსჯელონ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი თეორიების საერთო და განსხვავებულ პრინციპებზე. |
ვენდი ლ. დანი, გრეის ჯ. კრაიგი, ადამიანის განვითარება, თავი 1; გვ. 20-25. თავი 6; გვ. 224-225. ლორა ბერკი - ბავშვის განვითარება თავი I გვ. 29 – 31; გვ. 35 – 40. პრეზენტაცია 2. |
| 40 წთ | აქტივობა № 2 აქტივობის მიზანი: კ. როჯერსის თეორიისა და ბიოკელოგიური მოდელის გაცნობა; აქტივობის აღწერა: ნაბიჯი 1. ტრენერი წარადგენს პრეზენტაციას - კ. როჯერსის თეორიისა და ბიოეკოლოგიური მოდელის შესახებ. ნაბიჯი 2. ტრენერი მონაწილეებს დაყოფს 4-ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გაუგზავნის საკითხავ მასალას. თითო ჯგუფმა უნდა მოამზადოს 3-წუთიანი პრეზენტაცია სესიაზე განხილული განვითარების თეორიების საერთო და განსხვავებული პრინციპებზე. ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს დასვან კითხვები და იმსჯელონ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი თეორიების საერთო და განსხვავებულ პრინციპებზე. |
|
| 20 წთ | აქტივობა № 3 აქტივობის მიზანი: ცოდნის შემოწმება აქტივობის აღწერა: ტრენინგის მონაწილეებს ურიგდებათ მინი ტესტი, სადაც მათ უნდა შემოხაზონ სწორი პასუხები. ტესტის შევსების შემდეგ ტრენერი მონაწილეებს აძლევს უკუკავშირს. აქტივობა 4 სესიის შეჯამება. სასურველია ტრენინგის მონაწილეებმ სახლში ნახონ ქვემოთ მოცემული ინტერნეტრესურსები. ინტერნეტ რესურსები: ჟ. პიაჟეს თეორია - https://video.search.yahoo.com/search/video?ei=UTF-8&p=jean+piaget+theory+video&vm=p#id=1&vid=5340e94e8bb444ded55da571c47ed90f&action=view, ჟ. პიაჟეს თეორია - https://video.search.yahoo.com/search/video?ei=UTF-8&p=jean+piaget+theory+video&vm=p#id=3&vid=46c9e1dbcff98a7b8e0fedef3eeaf08f&action=view ლ. ვიგოტსკის თეორია - https://video.search.yahoo.com/search/video?ei=UTF-8&p=vygotsky%27s+sociocultural+theory+video&vm=p#id=4&vid=38ac66e9f1964727950a1cc8d62c65d4&action=click კ. როჯერსის თეორია - https://video.search.yahoo.com/search/video?ei=UTF-8&p=carl+rogers+theory+video+youtube&vm=p#id=8&vid=81b417fcfabf37553ffb273de1b7ea13&action=click ბიოეკოლოგიური მოდელი - https://video.search.yahoo.com/search/video?ei=UTF-8&p=bioecological+teory+videos&vm=p#action=view&id=19&vid=13f5a7b55e9cd46021c6d3ffc0fcd485 |
|
სესია 4 სესიის მიზანი: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის ანალიზი. ადრეულ ბავშვობაში ფიზიკური და სენსორული განვითარების კანონზომიერებების გაცნობა/რეფლექსია. სესიის ხანგრძლივობა: 3 სთ |
||
|---|---|---|
| 180 წთ | აქტივობა №1 აქტივობის მიზანი: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის ანალიზი. აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს დაყოფს 5 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს აწვდის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის დოკუმენტს. მათ უნდა გააანალიზონ 2- წლიდან სკოლაში შესვლამდე ბავშვის განვითარების სტანდარტები. ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გაიხსენონ სტანდარტის სტრუქტურა (კატეგორიები, ინდიკატორები). ტრენერი თითოეულ ჯგუფს აძლევს ერთ სფეროს (ფიზიკური და სენსორული განვითარება; სოციალურ-ემოციური განვითარება; კომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების განვითარება, შემეცნებითი განვითარება, დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევის განვითარება), სახელწოდებას. მათ უნდა მოამზადონ 5 წუთიანი პრეზენტაცია, რომელიც შეეხება განვითარების სფეროებსა და ინდიკატორებს (შეუძლიათ შეარჩიონ რომელიმე ორო კატეგორია). ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს, დასვან კითხვები და იმსჯელონ წარმოდგენილ საკითხებზე. აქტივობა № 2 ტრენერი უგზავნის მონაწილეებს საკითხავ მასალას და სთხოვს, გაეცნონ ადრეულ ბავშვობაში ფიზიკური და სენსორული განვითარების მახასიათებლებს. აქტივობა №3 ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას ადრეული ბავშვობის ასაკში ფიზიკური (მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარები) და სენსორული განვითარების მახასიათებლებზე. ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს, დასვან კითხვები და იმსჯელონ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ინფორმაციის ირგვლივ. ტრენერი ეხმარება მონაწილეებს, მიღებული ინფორმაციის გააზრებაში. აქტივობა № 4 სესიის შეჯამება |
ვენდი ლ. დანი, გრეის ჯ. კრაიგი, ადამიანის განვითარება, თავი 6; გვ. 207; გვ. 211 – 213. ლორა ბერკი - ბავშვის განვითარება თავი 5, გვ. 226 – 231. ადრეულია და სკოლამდელი აღზრდის და განათლების სახელმწიფო სტანდარტი. პრეზენტაცია 3. |
სესია 5 სესიის მიზანი: ადრეულ ბავშვობაში კოგნიტური განვითარების მახასიათებლების გაცნობა/რეფლექსია. ადრეულ ბავშვობაში პიროვნული და სოციო-კულტურული მახასიათებლების გაცნობა/რეფლექსია. სესიისთვის განკუთვნილი დრო 3 საათი |
||
|---|---|---|
| რესურსი | ||
60 წთ |
აქტივობა № 1. აქტივობის მიზანი: კოგნიტური მახასიათებლების გაცნობა აქტივობის აღწერა: ნაბიჯი 1. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას ადრეული ბავშვობის ასაკში კოგნიტური განვითარების მახასიათებლებზე. ნაბიჯი 2. ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს დასვან კითხვები და იმსჯელონ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ინფორმაციის ირგვლივ. ტრენერი ეხმარება მონაწილეებს მიღებული ინფორმაციის გააზრებაში. ნაბიჯი 3. ტრენერი სთავაზობს მონაწილეებს რამდენიმე ქეისს გასაანალიზებლად. |
ვენდი ლ. დანი, გრეის ჯ. კრაიგი, ადამიანის განვითარება, თავი 6 გვ. 215- 217; გვ. 218-223; გვ, 227-230.. ვენდი ლ. დანი, გრეის ჯ. კრაიგი, ადამიანის განვითარება, თავი 7; გვ. 245-248; გვ. 250 – 252; გვ.253’ 269; ლორა ბერკი - ბავშვის განვითარება თავი 6, გვ. 291 – 292; გვ. 311 – 317. გვ. 340 – 343 გვ. 485. ლორა ბერკი - ბავშვის განვითარება თავი 10, გვ. 535. ლორა ბერკი - ბავშვის განვითარება თავი 11, გვ. 386- 387; გვ. 590; გვ. 591 – 592. პრეზენტაცია 4. პრეზენტაცია 5. |
120 წთ |
აქტივობა № 2 აქტივობის მიზანი: ადრეულ ბავშვობაში პიროვნული და სოციო-კულტურული განვითარების მახასიათებლების გაცნობა. ნაბიჯი 1. ტრენერი უგზავნის მონაწილეებს, საკითხავ მასალას და სთხოვს გაეცნონ ადრეულ ბავშვობაში პიროვნული და სოციო-კულტურული განვითარების მახასიათებლებს.
აქტივობის აღწერა: ტრენერი აჯამებს სესიას და სთავაზობს მონაწილეებს ნახონ ქვემოთ მოცემული ინტერნეტრესურსები.
|
|
სესია 6 სესიის მიზანი: ბავშვზე დაკვირვების მნიშვნელობის გაცნობიერება. ეფექტიანი დაკვირვების და დოკუმენტირების გაცნობა/რეფლექსია სესიის ხანგრძლივობა : 3 სთ |
||
|---|---|---|
| დრო | აღწერა | რესურსი |
| 180 წთ | აქტივობა №1 აქტივობის მიზანი: დაკვირვების მნიშვნელობის გააზრება. აქტივობის აღწერა: ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს დაყოფს 4-ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გაუგზავნის საკითხავ მასალას. თითო ჯგუფმა უნდა მოამზადოს 5-წუთიანი პრეზენტაცია, რომელიც შეეხება შემდეგ საკითხებს:
ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს დასვან კითხვები და იმსჯელონ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ საკითხებზე. ნაბიჯი 2. ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას თემაზე: რა შეგვიძლია ვისწავლოთ ბავშვზე დაკვირვების შედეგად. ნაბიჯი 3 პრაქტიკული სავარჯიშოები. ტრენინგის მონაწილეებს ვაჯგუფებთ 2-კაციან ჯგუფებად და ვაწვდით ბავშვებზე დაკვირვების ჩანაწერებს. მათ უნდა ჩამოწერონ და გააანალიზონ განვითარების სფეროები (კოგნიტური, ფიზიკური, სოციალური, ემოციური, პიროვნული, რთულ სიტუაციებთან გამკლავება), რომლებსაც ეს დაკვირვება აერთიანებს. ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს, დასვან კითხვები და იმსჯელონ წარმოდგენილ საკითხებზე. ნაბიჯი 4 ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას დაკვირვებისა და დოკუმენტირების სწორად წარმართვის საფეხურებისა და ფაქტორების შესახებ. ნაბიჯი 5. დავალება: ტრენერი მონაწილეებს დაყოფს 3-ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გაუგზავნის საკითხავ მასალას. თითო ჯგუფმა უნდა მოამზადოს 5-წუთიანი პრეზენტაცია. პირველმა ჯგუფმა უნდა მოამზადოს პრეზენტაცია შემდეგ საკითხებზე:
მეორე ჯგუფმა უნდა მოამზადოს პრეზენტაცია შემდეგ საკითხებზე:
მესამე ჯგუფმა უნდა მოამზადოს პრეზენტაცია შემდეგ საკითხებზე:
ნაბიჯი 6. ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს, წარადგინონ პრეზენტაცია, დასვან კითხვები და იმსჯელონ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ საკითხებზე. ნაბიჯი 7. დღის შეჯამება. |
გეი გრონლუნდი, მერლინ ჯეიმსი, ფოკუსირებული დაკვირვება; გვ. 11-18. გეი გრონლუნდი, მერლინ ჯეიმსი, ფოკუსირებული დაკვირვება; გვ. 39- 44; გვ 44- 48; გვ.56 გვ. 48 56. პრეზენტაცია 6. პრეზენტაცია 7. |
სესია 7 სესიის მიზანი:
სესიისთვის განკუთვნილი დრო 3 საათი. |
||
|---|---|---|
| დრო | თემა/აქტივობა | რესურსი |
| 180 წთ | აქტივობა № 1 აქტივობის მიზანი: დაკვირვებისა და დოკუმენტირების პრინციპების გააზრება. აქტივობის აღწერა: ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს დაყოფს 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გაუგზავნის საკითხავ მასალას. თითო ჯგუფმა უნდა მოამზადოს 5-წუთიანი პრეზენტაცია, რომელიც შეეხება შეეხება დაკვირვებისა და დოკუმენტირებისთვის ხელსაყრელ დროის მონაკვეთს:
ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს, დასვან კითხვები და იმსჯელონ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ საკითხებზე. ნაბიჯი 2 ტრენერი აკეთებს პრეზენტაციას და გააცნობს მონაწილეებს ბავშვზე დაკვირვების ჩანაწერებისთვის შექმნილ ფორმებს. ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს, დასვან კითხვები და იმსჯელონ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ საკითხებზე. ნაბიჯი 3 დავალება: ტრენერი მონაწილეებს დაყოფს 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გაუგზავნის ბავშვებზე დაკვირვების ჩანაწერებს. თითო ჯგუფმა უნდა მოამზადოს 3-წუთიანი პრეზენტაცია, რომელიც შეეხება იმას, თუ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის რომელი სფეროები და ინდიკატორები ჩანს ბავშვის ქმედებებში. ნაბიჯი 4
|
გეი გრონლუნდი, მერლინ ჯეიმსი, ფოკუსირებული დაკვირვება; გვ. 60 -61; გვ. 61 – 62; გვ.62- 63; გვ. 64 – 65. პრეზენტაცია 8. |
სესია 8 სესიის მიზანი: მშობლებისთვის ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სამი სტრატეგიის გაცნობა /რეფლექსია; სესიის ხანგრძლივობა 3 საათი. |
||
|---|---|---|
| დრო | თემა/აქტივობა | რესურსი |
| 180 წთ | აქტივობა № 1. აქტივობის მიზანი: პორტფოლიოს შექმნისა და ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციის გაზიარების პრინციპების გაცნობა. აქტივობის აღწერა: ნაბიჯი 1. ტრენერი მონაწილეებს დაყოფს 3 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გაუგზავნის საკითხავ მასალას. თითო ჯგუფმა უნდა მოამზადოს 5-წუთიანი პრეზენტაცია, რომელიც შეეხება მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდების სტრატეგიებს:
ტრენერი ხელს უწყობს მონაწილეებს, დასვან კითხვები და იმსჯელონ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ საკითხებზე. ნაბიჯი 2. იმართება მსჯელობა – თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვზე დაკვირვება, როგორ გვეხმარება ბავშვზე დაკვირვებაში განვითარების ფსიქოლოგიის, სტანდარტების ცოდნა. |
გეი გრონლუნდი, მერლინ ჯეიმსი, ფოკუსირებული დაკვირვება; გვ. 108 – 121; გვ. 121 - 127; გვ. 127 – 130. |
დანართი №5. 1
აქტიურობა - 20 ქულა,
რუბრიკაში წარმოდგენილია 5 კრიტერიუმი, თითოეული კრიტერიუმი ფასდება 4 – 0 ქულით. 4 – ყოველთვის; 0 – არასოდეს.
| № | სვამს კარგად სტრუქტურირებულ და ადეკვატურ შეკითხვებს, | მოჰყავს არგუმენტები საკუთარი თვალსაზრისების დასასაბუთებლად | კეთილგანწყობილია ჯგუფის წევრების მიმართ | მონაწილეობს მცირე ჯგუფურ მუშაობაში. | წარადგენს ნამუშევარს. |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | |||||
| 2 | |||||
| 3 |
რეფლექსია 40 ქულა
№1. მონაწილეები ეცნობიან 1-ლი დღის საკითხავ მასალას და წერენ ტრენინგის 1-ლი დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
№2 მონაწილეები ეცნობიან მე-2 დღის საკითხავ მასალას და წერენ ტრენინგის მე-2 დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
№3 მონაწილეები ეცნობიან მე-3 დღის საკითხავ მასალას და წერენ ტრენინგის მე-3 დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
№4 მონაწილეები ეცნობიან მე-4 დღის საკითხავ მასალას და წერენ ტრენინგის მე-4 დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
№5. მონაწილეები ეცნობიან მე-5 დღის საკითხავ მასალას და წერენ წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
№6 მონაწილეები ეცნობიან მე-6 დღის საკითხავ მასალას და წერენ წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
№7 მონაწილეები ეცნობიან მე-7 დღის საკითხავ მასალას და წერენ ტრენინგის წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
№8 მონაწილეები ეცნობიან მე-8 დღის საკითხავ მასალას და წერენ წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
|
|---|
|
ტესტი – 20 ქულა (ტესტი მოიცავს 10 დახურული ტიპის შეკითხვას. სწორი პასუხი ფასდება ერთი ქულით.
დანართი №5. 2.
საკითხავი მასალა: ვენდი ლ. დანი, გრეის ჯ. კრაიგი, ადამიანის განვითარება.
ლორა ბერკი, ბავშვის განვითარება.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები.
გეი გრონლუნდი, მერლინ ჯეიმსი, ფოკუსირებული დაკვირვება.
6.docx ⬇
დანართი №6
ტრენინგმოდულის გეგმა
ადრეული ინკლუზიური განათლება
ინფორმაცია ტრენინგმოდულის შესახებ
პროგრამის განმახორციელებელი: სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ მოპოვებული ტრენინგმოდულის განხორციელების უფლება.
ტრენინგმოდულის დასახელება: ადრეული ინკლუზიური განათლება
ტრენინგის მონაწილეთა დასაშვები რაოდენობა: არაუმეტეს 30 მონაწილისა.
ტრენინგმოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 30 საკონტაქტო საათი 5 დღე, დღეში 6 საათი ან 6 დღე დღეში 5 საათი, 10 არასაკონტაქტო საათი (ადრეული განათლების საფეხურზე დასაქმებული სპეციალისტები 8-საათიანი სამუშაო დატვირთვით მუშაობენ, შესაბამისად, ტრენინგის ჩატარება შესაძლებელია როგორც თანმიმდევრობით, ასევე შუალედებით და შაბათ-კვირას).
რესურსი: ტრენინგი ხორციელდება როგორც დისტანციურად, ისე პირისპირ. ტრენინგის დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში როგორც ტრენერს, ასევე ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს უწყვეტი ინტერნეტი და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი.
ტრენერი: ტრენერს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ან განათლების მიმართულებით, აგრეთვე ადრეული ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენერობის გამოცდილება.
ტრენინგმოდულში ჩართვის წინაპირობა და შერჩევის მექანიზმი: განსაზღვრულია ბრძანების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით.
ტრენინგმოდულის ზოგადი მიზნები:
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარება.
მონაწილეები ეცნობიან და აანალიზებენ - ადრეული ინკლუზიურ განათლების არსს, ღირებულებებს, უნივერსალურ დიზაინს;
მონაწილეები ეცნობიან და აანალიზებენ - ენობრივი და ფიზიკური, პერცეფციული დარღვევების მახასიათებლებს, თუ როგორ თამაშობენ ამ დარღვევის მქონე ბავშვები;
მონაწილეები ეცნობიან, აანალიზებენ ინტელექტუალური და პერვაზიული დარღვევების ძირითადი მახასიათებლებს, თუ როგორ თამაშობენ ამ დარღვევების მქონე ბავშვები, ეცნობიან კონკრეტული შემთხვევის ანალიზს;
მონაწილეები ეცნობიან, აანალიზებენ და მსჯელობენ ქცევითი და ემოციური რეგულაციის მხარდაჭერისა და პოზიტიური კომუნიკაციის შესახებ;
მონაწილეები ეცნობიან, აანალიზებენ მშობლის როლზე, ტრანზიციაზე სახლიდან ბაღში, ბაღიდან სკოლაში, განსაკუთრებული საჭიროების ფართო სპექტრის, კულტურული მრავალფეროვნების, თემი და თემში არსებული რესურსების შესახებ.
ტრენინგმოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მსმენელები შეძლებენ ძირითადი თეორიული დებულებების განსაზღვრას, რომლებიც შეესაბამება აღნიშნული სატრენინგო პროგრამის მიზნებსა და შედეგებს. კერძოდ:
მონაწილეები შეძლებენ ადრეული ინკლუზიურ განათლების არსზე, ღირებულებებსა და უნივერსალურ დიზაინზე მსჯელობას.
მონაწილეები შეძლებენ ენობრივი და ფიზიკური, პერცეფციული დარღვევების მახასიათებლებზე მსჯელობას, თუ როგორ თამაშობენ ამ დარღვევის მქონე ბავშვები;
მონაწილეები შეძლებენ ინტელექტუალური და პერვაზიული დარღვევების ძირითადი მახასიათებლებზე მსჯელობას, თუ როგორ თამაშობენ ამ დარღვევების მქონე ბავშვები, მიღებულ ინფორმაციაზე დაფუძნებით აკეთებენ კონკრეტული შემთხვევის ანალიზს;
მონაწილეები შეძლებენ ქცევითი და ემოციური რეგულაციის მხარდაჭერისა და პოზიტიური კომუნიკაციის შესახებ მსჯელობას.
მონაწილეები შეძლებენ იმსჯელონ მშობლის როლზე, ტრანზიციაზე სახლიდან – ბაღში, ბაღიდან – სკოლაში, განსაკუთრებული საჭიროების ფართო სპექტრის, კულტურული მრავალფეროვნების, თემისა და თემში არსებული რესურსების შესახებ.
მონაწილეთა შეფასების სისტემა და სერტიფიკატის გაცემის პირობები: იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი და მიიღოს სერტიფიკატი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: დაესწროს ტრენინგის 80 %-ს; შეასრულოს ტრენინგის მიმდინარეობისას 5 დავალება (რეფლექსიური ჩანაწერი) და დააგროვოს დავალებებიდან მინიმუმ 30 ქულა, გადალახოს ტესტის ბარიერის 60%. თითოეული შეფასების კომპონენტში მინიმალური ზღვრის გადალახვა სავალდებულოა სერტიფიკატის აღებისთვის.
10. სატრენინგო მასალა:
ადრეული ინკლუზიური განათლება – სახელმძღვანელო პრაქტიკოსებისათვის (პირველი, მეორე, მესამე ნაწილი).
11. გამოყენებული ლიტერატურა: იხ. დანართი №6.2.
დღე 1. სესიის მიზნები: ადრეული ინკლუზიური განათლება, შესავალი (არსი, ღირებულებები, უნივერსალური დიზაინი, ორგანიზაციული მოწყობა) სესიის ხანგრძლივობა: 6 სთ |
||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
| 3 სთ | აქტივობა №1: გაცნობა აქტივობის მიზანი: მონაწილეთა გაცნობა და ტრენინგთან დაკავშირებული მოლოდინების შეჯერება, მსმენელისათვის ინკლუზიური განათლების ფილოსოფიისა და არსის გაცნობა პერსპექტივის მნიშვნელობა ინკლუზიურ განათლებაში. აქტივობის აღწერა: გაცნობა, თანამშრომლობის წესებზე შეთანხმება, ტრენერი დაფაზე ჩამოწერს იმ აქტუალურ საკითხებს, რაც მსმენელებს ყველაზე მეტად აინტერესებთ ადრეული ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით. პრეზენტაცია: ინკლუზიური განათლების ისტორიული, უფლებრივი და ეთიკური საფუძვლები; სამედიცინო და სოციალური მოდელები; ადრეული ინკლუზიური განათლება როგორც ხარისხიანი განათლება. დისკუსია. |
კომპიუტერი, პროექტორი. დაფა ან ფლიფჩარტი და მარკერი. |
| 3 სთ | აქტივობა №2: გარემოს როლი აქტივობის მიზანი: ფიზიკური და სოციალური გარემოს როლის გააზრება ხარისხიან ინკლუზიურ ადრეულ განათლებაში საბავშვო ბაღში როლების და პასუხისმგებლობების განაწილებისა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობის გააზრება. აქტივობის აღწერა: პრეზენტაცია: უნივერსალური დიზაინი; აქტივობა 1 მცირე ჯგუფებში მუშაობა‚ „ჩემი ჯგუფის უნივერსალური დიზაინი“ დისკუსია/შეჯამება. აქტივობა: მონაწილეები წერენ ვის რა როლი აქვს მათ საბავშვო ბაღში ადრეულ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით და როგორ ხდება კოორდინაცია – ტრენერი განიხილავს ჯგუფის ნამუშევარს და აჯამებს ორგანიზაციულ საკითხებს; ტრენერი ტრენინგის მონაწილეებთან ერთად პასუხს სცემს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც დაისვა სესიის დასაწყისში ხდება დღის განმავლობაში გავლილი საკითხების შეჯამება. |
კომპიუტერი, პროექტორი, დაფა ან ფლიფჩარტი და მარკერი. კომპიუტერი, პროექტორი, დაფა ან ფლიფჩარტი და მარკერი. |
დღე 2. სესიის მიზნები: ენობრივი, ფიზიკური და პერცეფციული (სმენა და მხედველობა), დარღვევების ძირითადი მახასიათებლები, როგორ თამაშობენ ამ დარღვევების მქონე ბავშვები, ენობრივი, ფიზიკური და ინტელექტუალური დარღვევების შემთხვევების განხილვა. სესიის ხანგრძლივობა: 6 სთ |
||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
| 2 სთ | აქტივობა №1: ენობრივი შეფერხება ან დარღვევები. აქტივობის მიზანი: მონაწილეები აცნობიერებენ ენობრივი განვითარების სენსიტიურ ასაკს და უფროსის როლს დარღვევების იდენტიფიცირებასა და ბავშვების შესაბამის მხარდაჭერაში. აქტივობის აღწერა: ტრენერის პრეზენტაცია – ენობრივი განვითარება, სენსიტიური პერიოდი, ენობრივი განვითარება და სიმბოლური თამაში, პირველადი და მეორადი დარღვევების მოკლე მიმოხილვა, ენობრივი დარღვევების მქონე ბავშვების თამაში და თამაშის მხარდაჭერა. აქტივობა: ქეისების განხილვა, მონაწილეები იყოფიან 4 ჯგუფად, ჯგუფებს უნაწილდებათ სანდროს, დაჩის, ანანოს და მარის ქეისები. ქეისების განხილვა: რას ვაკვირდებით, როგორ გამოვყოფთ მთავარ საჭიროებებს, როგორ ხდება ინდივიდუალიზაცია ან ინდივიდუალური გეგმის შედგენა . |
კომპიუტერი, პროექტორი. საკითხავი მასალა, ინკლუზიური განათლება,ნაწილი 3. |
| 2 სთ | აქტივობა №2: ფიზიკური დარღვევები აქტივობის მიზანი: მონაწილეები აცნობიერებენ ფიზიკური დარღვევების გავლენას ბავშვების განვითარებაზე და ეცნობიან შესაბამის მხარდამჭერ სტრატეგიებს. აქტივობის აღწერა: ტრენერის პრეზენტაცია – ფიზიკური დარღვევები, ფიზიკური დარღვევების მქონე ბავშვების თამაში და თამაშის მხარდაჭერა. აქტივობა: ქეისის განხილვა, მონაწილეები იყოფიან 4 ჯგუფად, ორ ჯგუფს ურიგდება ქეისი – კოტე, ორს – ელენე. მათ უნდა გამოყონ ბავშვის ძირითადი საჭიროებების და აღმზრდელის სტრატეგიები. ქეისების განხილვა: რას ვაკვირდებით, როგორ გამოვყოფთ მთავარ საჭიროებებს, როგორ ხდება ინდივიდუალიზაცია ან ინდივიდუალური გეგმის შედგენა. |
კომპიუტერი. პროექტორი. საკითხავი მასალა, ინკლუზიური განათლება, ნაწილი 3. |
| 2 სთ | აქტივობა №4: სმენისა და მხედველობის დარღვევები. აქტივობის მიზანი: მონაწილეები აცნობიერებენ პერცეფციული დარღვევების გავლენას ბავშვების განვითარებაზე და ეცნობიან შესაბამის მხარდამჭერ სტრატეგიებს. აქტივობის აღწერა: ტრენერის პრეზენტაცია – სმენისა და მხედველობის დარღვევების გავლენა განვითარებაზე, პერცეფციული დარღვევების მქონე ბავშვების თამაში, თამაშის მხარდაჭერა. აქტივობა: ქეისის განხილვა, მონაწილეები იყოფიან 4 ჯგუფად, ორ ჯგუფს ურიგდება ქეისი – ირაკლი, ორს –ლიზი. მათ უნდა გამოყონ ბავშვის ძირითადი საჭიროებების და აღმზრდელის სტრატეგიები. ქეისების განხილვა: რას ვაკვირდებით, როგორ გამოვყოფთ მთავარ საჭიროებებს, როგორ ხდება ინდივიდუალიზაცია ან ინდივიდუალური გეგმის შედგენა. |
კომპიუტერი. პროექტორი. საკითხავი მასალა, ინკლუზიური განათლება, ნაწილი 3. |
დღე 3 სესიის მიზნები: ინტელექტუალური და პერვაზიული დარღვევების ძირითადი მახასიათებლები, როგორ თამაშობენ ამ დარღვევების მქონე ბავშვები, კონკრეტული შემთხვევების ანალიზი. სესიის ხანგრძლივობა: 6 სთ |
||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
| 2 სთ | აქტივობა №1: ინტელექტუალური დარღვევები. აქტივობის მიზანი: მონაწილეები აცნობიერებენ ინტელექტუალური დარღვევების გავლენას ბავშვების განვითარებაზე და ეცნობიან შესაბამის მხარდამჭერ სტრატეგიებს. აქტივობის აღწერა: ტრენერის პრეზენტაცია – ინტელექტუალური დარღვევების გავლენა განვითარებაზე, ინტელექტუალური დარღვევების მქონე ბავშვების თამაში. აქტივობა: ქეისის განხილვა, მონაწილეები იყოფიან 4 ჯგუფად, განიხილავენ თინას ქეისს. მათ უნდა გამოყონ ბავშვის ძირითადი საჭიროებების და აღმზრდელის სტრატეგიები. ქეისების განხილვა: რას ვაკვირდებით, როგორ გამოვყოფთ მთავარ საჭიროებებს, როგორ ხდება ინდივიდუალიზაცია ან ინდივიდუალური გეგმის შედგენა. |
კომპიუტერი პროექტორი საკითხავი მასალა, ინკლუზიური განათლება, ნაწილი 3. |
| 2 სთ | აქტივობა №2: პერვაზიული (აუტიზმი) დარღვევები. აქტივობის მიზანი; მონაწილეები აცნობიერებენ პერვაზიული დარღვევების გავლენას ბავშვების განვითარებაზე და ეცნობიან შესაბამის მხარდამჭერ სტრატეგიებს. აქტივობის აღწერა: ტრენერის პრეზენტაცია – პერვაზიული დარღვევების გავლენა განვითარებაზე, პერვაზიული დარღვევების მქონე ბავშვების თამაში და თამაშის მხარდაჭერა. აქტივობა: ქეისის განხილვა, მონაწილეები იყოფიან 4 ჯგუფად, განიხილავენ ლუკას ქეისს. მათ უნდა გამოყონ ბავშვის ძირითადი საჭიროებების და აღმზრდელის სტრატეგიები. მონაწილეთა რეალური ქეისები განხილვა: რას ვაკვირდებით, როგორ გამოვყოფთ მთავარ საჭიროებებს, როგორ ხდება ინდივიდუალიზაცია ან ინდივიდუალური გეგმის შედგენა. |
კომპიუტერი. პროექტორი. საკითხავი მასალა, ინკლუზიური განათლება, ნაწილი 3. |
| 2 სთ | აქტივობა №4: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მათი თანატოლები აქტივობის მიზანი: მონაწილეები მსჯელობენ, რეალური ინკლუზიური გარემოს შექმნის შესაძლებლობებზე აქტივობის აღწერა: დისკუსია, როგორ გამოიყურება რეალობა. ტრენერის პრეზენტაცია. აქტივობა: მონაწილეების იყოფიან 4 ჯგუფად და მსჯელობენ, რა შეიძლება გაკეთდეს თანატოლთა ჩართულობის გასაზრდელად; შეჯამება. |
კომპიუტერი. პროექტორი. ფლიფჩარტი. მარკერი. |
სესიის მიზნები: ქცევითი და ემოციური სირთულეები სესიის ხანგრძლივობა: 6 საათი |
|||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
|
| 2 სთ | აქტივობა №1: სოციალური და ემოციური გარემოს მნიშვნელობა აქტივობის მიზანი: გაიცნოს ემოციური და სოციალური მხარდამჭერი გარემოს მნიშვნელობა, მახასიათებლები და აღმზრდელის როლი ამ პროცესში; იმსჯელონ რთული ქცევის განმაპირობებლებზე; გააანალიზონ ფიზიკური და დროითი გარემოს გავლენა ქცევაზე. აქტივობის აღწერა: ტრენერის პრეზენტაცია „სოციალური და ემოციური გარემოს მნიშვნელობა და აღმზრდელის როლი“ აქტივობა 1. ავსებენ თვითშეფასების კითხვარს - ,,მხარდამჭერი გარემო სოციალური და ემოციური კომპეტენციის ხელშეწყობისთვის“, ავსებენ პირველ ნაწილს, რომელიც ფიზიკურ გარემოს ეხება. მსჯელობენ და ჯგუფს უზიარებენ თავის შედეგებს, ასევე, რა გავლენა აქვს ფიზიკურ და დროით გარემოს ქცევაზე. პრეზენტაცია: ფიზიკური და დროითი გარემოს გავლენა ბავშვის ქცევაზე. |
კომპიუტერი, პროექტორი. საკითხავი მასალა: „მხარდამჭერი გარემო, სოციალური და ემოციური კომპეტენციის ხელშეწყობისთვის“ |
|
| 2 სთ | აქტივობა №1: სოციალური და ემოციური კომპეტენციების ხელშეწყობა ბავშვებში; უფროსის სტრატეგიები; ინდივიდუალური ინტერვენცია რთული ქცევისას. აქტივობის მიზანი: გაიცნოს, რა არის ემოციური კომპეტენცია; ინდივიდუალური შემთხვევების გაანალიზებით, დაისწავლოს უფროსის სტრატეგიები, რაც ხელს უწყობს ემოციური კომპეტენციის განვითარებას. აქტივობის აღწერა: აქტივობა 2 – მცირე ჯგუფებში განიხილავენ ქეისს (დავითი – ჰიპერაქტივობა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი). გამოყოფენ აღმზრდელის სტრატეგიებს, განხილვა დიდ ჯგუფში. აქტივობა 1 – მცირე ჯგუფებში ქეისის (უკიდურესი სიმორცხვე), განხილვა და აღმზრდელის სტრატეგიებზე მსჯელობა; ქეისების განხილვა დიდი ჯგუფში. |
კომპიუტერი, პროექტორი, საკითხავი მასალა: ემოციური მხარდამჭერი გარემო, ქეისები: ქცევით სირთულეებზე. |
|
| 2 სთ | აქტივობა №1: სოციალური და ემოციური კომპეტენციების ხელშეწყობა ბავშვებში, უფროსის სტრატეგიები; ინდივიდუალური ინტერვენცია რთული ქცევისას. აქტივობის მიზანი: გაიცნოს რა არის სოციალური კომპეტენცია, დაისწავლოს უფროსის სტრატეგიები, რაც ხელს უწყობს სოციალურ კომპეტენციის განვითარებას, აანალიზებენ ინდივიდუალურ ქიესებს რთულ ქცევაზე და მსჯელობენ და ფიქრობენ ინდივიდუალური გადაწყვეტის გზებზე. აქტივობის აღწერა: პრეზენტაცია – სოციალური და ემოციური კომპეტენციების ხელშეწყობა – აღმზრდელის სტრატეგიები; ვიდეოს განხილვა და სტრატეგიებზე მსჯელობა ; თვითშეფასების კითხვარის მეორე და მესამე ნაწილის შევსება; პრეზენტაცია: ინდივიდუალური ინტერვენცია რთული ქცევის დროს. აქტივობა 1 – მონაწილეები ავსებენ თვითშეფასების კითხვარის მეოთხე ნაწილს. აქტივობა 2 – მცირე ჯგუფებში განიხილავენ რთული ქცევის ქეისს (ლევანი– ქცევითი სირთულეები). გამოყოფენ აღმზრდელის სტრატეგიებს, განიხილავენ დიდი ჯგუფში. |
კომპიუტერი და პროექტორი. საკითხავი მასალა: კითხვარი: ,,მხარდამჭერი გარემო სოციალური და ემოციური კომპეტენციის ხელშეწყობისთვის“ |
|
სესიის მიზნები: მშობლის როლი, ტრანზიცია სახლიდან ბაღში და ბაღიდან სკოლაში, თემი და თემში არსებული რესურსები სესიის ხანგრძლივობა: 6 საათი |
|||
| დრო | თემა/აქტივობა |
|
|
| 2 სთ | აქტივობა №1: ემპათიურობა და სხვისი პერსპექტივის გაგების უნარი; მშობლის როლი და ჩართულობა. აქტივობის მიზანი: სსსმ და შშმ ბავშვის მშობლის სტრესფაქტორების გააზრება და თვითრეფლექსია; ბავშვის საუკეთესი ინტერესის გააზრება. აქტივობის აღწერა: პრეზენტაცია: მშობლის სტრესი. აქტივობა 1. წაიკითხეთ და განიხილეთ სარას ქეისი (მშობელთან ურთიერთობის ნაწილი). პრეზენტაცია: მშობლის ჩართულობის მნიშვნელობა და დისკუსია დიდ ჯგუფში. |
კომპიუტერი.. პროექტორი. საკითხავი მასალა, ინკლუზიური განათლება, ნაწილი 3. |
|
| 2 სთ | აქტივობა №1: ტრანზიცია სახლიდან ბაღში, ბაღიდან სკოლაში. აქტივობის მიზანი: ტრანზიციის მნიშვნელობის გააზრება. აქტივობის აღწერა: პრეზენტაცია – ტრანზიცია, გარდამავალი ეტაპი ცხოვრებაში. აქტივობა 1. როგორ ვხვდებით ბავშვებს ბაღში და პრეზენტაცია, წიგნი ჩემ შესახებ. აქტივობა 2. როგორ ვაცილებთ ბავშვებს სკოლაში და შეჯამება. |
კომპიუტერი. პროექტორი. საკითხავი მასალა, ინკლუზიური განათლება, ნაწილი 1. |
|
| 2 სთ | აქტივობა №1: კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნება ბაღში; სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები და თემში არსებული რესურსების გამოყენება; შეჯამება. აქტივობის მიზანი: რეფლექსია განვლილ პროგრამაზე და ტესტირება. აქტივობის აღწერა: პრეზენტაცია: ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნება ბაღში. დისკუსია - თემში არსებული რესურსები და მათი გამოყენების შესაძლებლობა (მერიის ბავშვის უფლებათა სამსახური, ადრეული ჩარევის პროგრამა, სხვა რესურსები). შეჯამება და ტესტირება. |
კომპიუტერი, პროექტორი. ტესტი. |
|
დანართი №6.1.
შეფასების სისტემა
აქტიურობის დავალებები – 50 ქულა (თითოეულის მაქს. ქულა - 5)
№1. მონაწილეები ეცნობიან 1-ლი დღის საკითხავ მასალას და ავსებენ დავალება №1 - ში მოცემული პირობის შესაბამისად/ან წერენ ტრენინგის 1-ლი დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
№2. მონაწილეები ეცნობიან მე-2 დღის საკითხავ მასალას და ავსებენ დავალება №2 - ში მოცემულ ცხრილს პირობის შესაბამისად/ან წერენ ტრენინგის მე-2 დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
№3. მონაწილეები ეცნობიან მე-3 დღის საკითხავ მასალას და ავსებენ დავალება №3 - ში მოცემულ ცხრილს პირობის შესაბამისად/ან წერენ ტრენინგის მე-3 დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
№4. მონაწილეები ეცნობიან მე-4 დღის საკითხავ მასალას და ავსებენ დავალება №4 - ში მოცემულ ცხრილს პირობის შესაბამისად/ან წერენ ტრენინგის მე-4 დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
№5. მონაწილეები ეცნობიან მე-4 დღის საკითხავ მასალას და ავსებენ დავალება №4 - ში მოცემულ ცხრილს პირობის შესაბამისად/ან წერენ ტრენინგის მე-4 დღისა და წაკითხული მასალის გათვალისწინებით რეფლექსიას.
ტესტი – 50 ქულა
ტესტი შედგება 50 დახურული, მრავალარჩევითი შეკითხვისგან. თითოეულ შეკითხვაზე სწორ პასუხი ფასდება ერთი ქულით, არასწორი – 0 ქულით. მონაწილემ უნდა დააგროვოს მინიმუმ 30 სწორი პასუხი.
დანართი
|
|---|
8-7 ქულა – დავალებაში აღწერილია ახალი ტერმინები, ჩანს ძირითადი აღმოჩენები, შეკითხვები და მოსაზრებები, მაგრამ არ არის დროულად გამოგზავნილი. 6- 5 ქულა – დავალებაში აღწერილია ძირითადი აღმოჩენები, შეკითხვები და მოსაზრებები, მაგრამ არ არის ახალი ტერმინები და დროულად არ არის დავალება გამოგზავნილი. 4-3 ქულა – დავალებაში აღწერილია შეკითხვები და მოსაზრებები, მაგრამ არ არის ახალი ტერმინები და ძირითადი აღმოჩენები აღწერილი, ასევე დროულად არ არის დავალება გამოგზავნილი.
0 ქულა – დავალება არ არის შესრულებული. |
დანართი №6.2
ბარქაია, ც (2019) ადრეული ინკლუზიური განათლება – საფუძვლები. გაეროს ბავშვთა ფონდი.
ადრეული ინკლუზიური განათლება – სახელმძღვანელო პრაქტიკოსებისათვის (პირველი, მეორე, მესამე ნაწილი).
Smith, J.T (2020) Young Children’s Play: Development, Disabilities, and Diversity.
7.docx ⬇
დანართი № 7
ტრენინგმოდული
ადრეული განათლების კურიკულუმი - თამაში
ინფორმაცია ტრენინგმოდულის შესახებ
პროგრამის განმახორციელებელი: სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ მოპოვებული ტრენინგ-მოდულის განხორციელების უფლება.
ტრენინგმოდულის დასახელება: ადრეული განათლების კურიკულუმი – თამაში
ტრენინგის მონაწილეთა დასაშვები რაოდენობა: პირისპირ – არაუმეტეს 25 მონაწილისა; ონლაინ - არაუმეტეს 20 მონაწილისა.
ტრენინგმოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: ხანგრძლივობა 40 სთ. 10 ოთხსაათიანი სესია.
ტრენინგმოდულის მოცულობა კრედიტ ქულებისა (ECTS) და საათების (საკონტაქტო და არასაკონტაქტო) რაოდენობის მითითებით: საკონტაქტო - 36 საათი.
მატერიალური და ტექნიკური რესურსი: ტრენინგი ხორციელდება, როგორც დისტანციურად, ისე პირისპირ. დისტანციური ტრენინგის შემთხვევაში, როგორც ტრენერს, ასევე ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს უწყვეტი ინტერნეტი და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი.
პირისპირ ტრენინგის შემთხვევაში - პროექტორი, ლეპტოპი, ფლიპჩარტი 1 შეკვრა, 6 მარკერი, ტესტი 4 გვერდი.
ტრენინგმოდულში ჩართვის წინაპირობა და შერჩევის მექანიზმი: განსაზღვრულია ბრძანების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით.
ტრენინგმოდულის ზოგადი მიზნები: მონაწილეები უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პრინციპების ცოდნით, მისი მნიშვნელობის გააზრებით ადრეულ განათლებაში. მონაწილეებმა შეძლონ განავითარონ ეფექტური მიდგომები სკოლამდელ განათლებაში. გააცნოს ადრეული განათლების კურიკულუმი - თამაში და მისი დანერგვისა და განხორციელების გზები; კურსი დაეხმარება მონაწილეებს ბავშვზე ორიენტირებული პრაქტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ტრენინგ-მოდულის დასრულების ბოლოს მისაღწევი შედეგები: ტრენინ-მოდულის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ ბავშვზე ორიენტირებული მიდგომების გაცნობიერებასა და მათ ადრეულ განათლებაში დამკვიდრებას, მათ ექნებათ პრაქტიკული უნარები დაგეგმონ წინასწარ გააზრებული პრაქტიკა და იყვნენ რეფლექსურები განხორციელების პროცესში. ტრენინგის მონაწილე იცნობს ადრეული განათლების კურიკულუმს - თამაში. შეუძლია მისი დამოუკიდებლად განხორციელება.
მონაწილეთა შეფასების სისტემა და სერტიფიკატის გაცემის პირობები: მსმენენელების შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, შეფასების სამი კომპონენტით: დასწრება/აქტიურობა, რეფლექსიური დღიური და ტესტირება. დასწრება/აქტიურობის მაქსიმალური ქულა 20 (დღეში 2 ქულა), რეფლექსური დღიური (თითოეული დღის თემის შეჯამება - 4 ქულა) – სულ 40 ქულა; ტესტირება - 40 ქულა. 60 ქულის აღების შემთხვევაში მსმენელი იღებს სერტიფიკატს.
სატრენინგო მასალა: ტრენინგის პრეზენტაციების ჰენდაუთები; ადრეული განათლების კურიკულუმი „თამაში“, 2025 https://educationhouse.ge/open_news/3343. იგზავნება მონაწილეთა ელ.ფოსტაზე.
გამოყენებული ლიტერატურა: (იხ. დანართი №7. 2).
ტრენინგის გეგმა
სესია 1: ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა და კურიკულუმი „თამაშის“ ძირითადი მიზნები სესიის დრო: 4 სთ სესიის მიზნები: მონაწილეები შეძლებენ:
|
||
|---|---|---|
| დრო | აქტივობები | რესურსი |
| 60 წთ. | აქტივობა №1: გაცნობა, ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა აქტივობის მიზანი: ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობისა და ძირითადი მახასიათებლების დასახელება აქტივობის აღწერა: ტრენერი ეცნობა მონაწილეებს, აცნობს ტრენინგის მიზნებს, ხანგრძლივობას, ტრენინგის მსვლელობისას გასათვალისწინებელ ნორმებს და სხვა საორგანიზაციო საკითხებს. შემდეგ კი მართავს დისკუსიას ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის შესახებ და აკეთებს ამ საკითხზე ინტერაქციულ პრეზენტაციას. მონაწილეებს აჩვენებს ვიდეოს ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის შესახებ, აკეთებს მის განხილვასა და აჯამებს თემას. |
პრეზენტაცია №1 (სლაიდი - 1-34) |
| 60 წთ | აქტივობა №2: კურიკულუმის არსი და თავისებურებები; აქტივობის მიზანი: მონაწილეებმა განმარტონ კურიკულუმი; გააანალიზონ კურკულუმის ოთხი კომპონენტი (მიზანი, შინაარსი, მეთოდი და შეფასება). აქტივობის აღწერა: ტრენერი წარადგენს პრეზენტაციას ,,ადრეული განათლების კურიკულუმი“. ეხება იმგვარ საკითხებს, როგორებიცაა: კურიკულუმის ღირებულებები და სახელმძღვანელო პრინციპები, თავი 1: შესავალი - ადრეული ბავშვობის კურიკულუმი. თავი 2: თეორია, კვლევა და ადრეული ბავშვობის კურიკულუმი (მაკლაქლანი., კ ფლიერი. მ., ედვარდსი ს. ადრეული ბავშვობის კურიკულუმი. დაგეგმვა, შეფასება და განხორციელება). |
|
| 60 წთ | აქტივობა №3 ადრეული განათლების კურიკულუმი - ,,თამაში’’-ს შინაარსი აქტივობის მიზანი: მონაწილეებმა გაანალიზონ კურკულუმის შინაარსი ოთხი კომპონენტის (საზომის) შესაბამისად. აქტივობის აღწერა: მონაწილეები ეცნობიან კურიკულუმის ღირებულებებს და პრინციპებს და ნახულობენ კურიკულუმის დოკუმენტის რომელი შინაარსი რომელ ოთხ კომპონენტს (მიზანი, შინაარსი, მეთოდი, შეფასება) შეესაბამება. (ადრეული განათლების კურიკულუმი - თამაში)’’ მონაწილეები მცირე ჯგუფებში განიხილავენ კურიკულუმის დოკუმენტს, ასევე, იხსენებენ ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესისი ძირითად მახასიათებლებს და აკავშირებენ კურიკულუმის პრინციპებსა და ღირებულებებს, გამოყოფენ საერთო მახასიათებლებს. ასრულებენ დავალებას და წარმოადგენენ დიდ ჯგუფში. |
|
| 60 წთ | აქტივობა №4: კურიკულუმის მიზანი - ჯგუფის ერთობა აქტივობის მიზანი: კურიკულუმის მიზნების გააზრება; რატომ არის მიზნად აღებული ჯგუფის ერთობა და კვლევა-აღმოჩენა, რამდენად ეფუძნება ამ მიზნების გამოყოფა განვითარების ჰოლისტურობის პრინციპს. აქტივობის აღწერა: მონაწილეები მცირე ჯგუფებში ეცნობიან წიგნიდან თავს „ჯგუფის ერთობა“, წარმოადგენენ ძირითად აღმოჩენებს, შემდეგ კი შეჯამების სახით ტრენერი აკეთებს პრეზენტაცის. შემდეგ კი იმავე პრინციპით ეცნობიან თავს „კვლევა აღმოჩენა“ -, განიხილავენ ჯგუფში, ტრენერი კი აკეთებს შემაჯამებელ პრეზენტაციას. |
|
სესია 2: აღმზრდელის როლი სესიის დრო: 4 სთ სესიის მიზნები: მონაწილეები შეხვედრის შემდეგ შეძლებენ:
|
||
|---|---|---|
| დრო | აქტივობები | რესურსი |
| 60 წთ. | აქტივობა №1: თამაში და სწავლა აქტივობის მიზანი: მონაწილემ შეძლოს აღმზრდელის როლის ახსნა სხვადასხვა ტიპის თამაშში. აქტივობის აღწერა: ტრენერი მისალმების შემდეგ იწყებს დისკუსიას შემდეგი შეკითხვებით: „როგორია თქვენი წარმოდგენა ბავშვების შესახებ? რას იმსახურებენ ბავშები? რა უფლებები აქვსთ მათ?“ ისმენს მონაწილეების მოსაზრებების, შემდეგ კი აკეთებს ინტერაქციულ პრეზენტაციას - ბავშვის აღქმაზე ბავშვზე ორიენტირებულ კურიკულუმში და თამაშისა და სწავლის კონტინიუმზე. მონაწილეებს აჩვენებს უფროსის მიერ მართული ხარისხიანი პრაქტიკის ვიდეოებს, რომლებიც განთავსებულის განათლების e - სახლზე და აჯამებს თემას. |
პრეზენტაცია №3 (სლაიდი - 1- 22) ვიდეოები - |
| 60 წთ | აქტივობა №2 უფროსისა და ბავშვის როლი ,,ადრეული განათლების კურუკულუმის – თამაშის“ მიხედვით. აქტივობის მიზანი: მონაწილეებმა გაანალიზონ უფროსის და ბავშვის როლი ადრეული განათლების კურიკულუმში – თამაში. აქტივობის აღწერა: მცირე ჯგუფებში მსჯელობენ და აანალიზებენ როგორია საგანმანათლებლო პროცესში უფროსის და ბავშვის მონაწილეობა ,,ადრეული განათლების კურიკულუმის – თამაშის“ მიხედვით. მონაწილეები მცირე ჯგუფებში კითხულობენ წიგნში მოცემულ სცენარებს და განიხილავენ დიდი ჯგუფში. ტრენერი აჯამებს დისკუსიას და აკეთებს მოკლე პრეზენტაციას. |
|
| 120 წთ. | აქტივობა №2: რესპონსული უფროსი აქტივობის მიზანი: მონაწილე შეძლებს რესპონსულობის 10 სტრატეგიის დასახელებას აქტივობის აღწერა: ტრენერი იწყებს რესპონსული უფროსის მნიშვნელობაზე საუბარს და ინტერაქციული პრეზენტაციით აცნობს მონაწილეებს რესპონსულობის 10 სტრატეგიას. შემდეგ მონაწილეები მცირე ჯგუფებში მუშაობენ მაგალითებზე, სადაც წარმოდგენილ სიტუაციებში მსჯელობენ უფროსის როლზე,მათ მოსაზრებებს აზიარებენ ჯგუფში. ტრენერი უსმენს და აჯამებს მათ მოსაზრებას შემდეგ კი აკეთებს ინტერაქციულ პრეზენტაციას ქცევის გაძღოლის მნიშვნელობასა და სტრატეგიებზე. მონაწილეები შეხვედრის ბოლოს აკეთებენ რეფლექსიას „რა ვისწავლე და რა მომეწონა დღევანდელ დღეს?“ |
პრეზენტაცია №3 (სლაიდი - 24- 62) |
სესია 3: თამაში, ფიზიკური გარემო და დღის განრიგი სესიის დრო: 4 სთ სესიის მიზნები: შეხვედრის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
|
||
|---|---|---|
| დრო | აქტივობები | რესურსი |
| 60 წთ. | აქტივობა №2: თამაში აქტივობის მიზანი: თამაშის 5 ძირითადი მახასიათებლის აღწერა და თამაშის მნიშვნელობის დასაბუთება აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს აჩვენებს თამაშის შესახებ ვიდეოს, შემდეგ კი აკეთებს ინტერაქციულ პრეზენტაციას თამაშის მახასიათებლებისა და მნიშვნელობის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგი ტრენერი ყოფს მონაწილეებს 5 მცირე ჯგუფად და აძლევს სცენარს, სადაც თითოეული ჯგუფის მიზანია ამოიცნონ და ჩამოწერონ ბავშვზე ორიენტირებული სწავლების ძირითადი მახასიათებლები და შინაარსიანი თამაშის 5 მახასიათებელი. დასრულების შემდეგი ჯგუფები ერთმანეთს უზიარებენ შედეგებს. ტრენერი აძლევს მათ უკუკავშირს. |
პრეზენტაცია №1 (სლაიდი - 35-55) |
| 60 წთ. | აქტივობა №2: თამაშის ტიპები აქტივობის მიზანი: მონაწილე შეძლებს თამაშის ტიპების განმარტებას აქტივობის აღწერა: ტრენერი მისალმების შემდეგ მონაწილეებს აცნობს ფრაზას „არ არსებობს სწავლა ან თამაში, არსებობს სწავლა და თამაში ერთად!“. მონაწილეები უნდა დაფიქრდნენ ამ საკითხზე და საკუთარი მოსაზრებები უნდა გაუზიარონ მეწყვილეს „დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“ პრინციპით. ტრენერი ისმენს მათ დისკუსიას, შემდეგ კი აკეთებს ინტერაქციულ პრეზენტაციას თამაშის ტიპებისა და თამაშის ხელშემწყობი გარემოსა და სივრცის შესახებ. ტრენერი აჩვენებს მონაწილეებს ვიდეოს ფიზიკური გარემოს შესახებ და წარმართავს დისკუსიას თუ რა ტიპის თამაშს უწყობს ხელს მსგავსი გარემო. |
პრეზენტაცია №2 (სლაიდი - 1- 58) ვიდეო - |
| 60 წთ. | აქტივობა №3: ცენტრები და დაგეგმვა აქტივობის მიზანი: მონაწილე შეძლებს ცენტრების დასახელებასა და აღწერას. აქტივობის აღწერა: ტრენერი წარადგენს ინტერაციულ პრეზენტაციას სხვადასხვა ცენტრების შესახებ. აჩვენებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია აქტივობის მაგალითი- რაოდენობრივ უნარებზე. ტრენერი წარმართავს დისკუსიას თუ რომელ ცენტრში შეიძლება მსგასი აქტივობის შეთავაზება. ვიდეოს ჩვენების შემდეგ მონაწილეები ინდივიდუალურად მუშაობენ საკუთარი ჯგუფის ოთახში სივრცეების ნახაზის შექმნაზე, ოთახის სპეციფიკის გათვალისწინებით, შემდეგ კი ნამუშევრებს უზიარებენ ჯგუფს. ტრენერი აძლევთ მათ უკუკავშირს და აჯამებს საკითხს. |
პრეზენტაცია №2 (სლაიდი - 56- 58) |
| 60 წთ. | აქტივობა №4: დღის განრიგი და ტრანზიციები აქტივობის მიზანი: მონაწილე შეძლებს ყოველდღიური განრიგის მნიშვნელობის აღწერას აქტივობის აღწერა: ტრენერი იწყებს დისკუსიას წინადადებით „პროგნოზირებად გარემოში ბავშვი თავს უსაფრთხოდ და კონფორტულად გრძნობს“ მონაწილეები მსჯელობენ ამ მოსაზრებაზე. ტრენერი აჯამებს მათ დისკუსიას და წარადგენს ინტერაქციულ პრეზენტაციას დღის განრიგსა და ტრანზიციების შესახებ. შემდეგ კი აჩვენებს ვიდეოებს განრიგის სხვადასხვა მონაკვეთისა და ტრანზიციის სტრატეგიების შესახებ. მონაწილეები შეხვედრის ბოლოს აკეთებენ რეფლექსიას „რა ვისწავლე და რა მომეწონა დღევანდელ დღეს/სესიაზე?“ |
პრეზენტაცია №2 (სლაიდი - 56- 58) ვიდეოები: https://educationhouse.ge/open_news/3229 https://educationhouse.ge/open_news/3232 |
სესია 4: გამიზნული პრაქტიკა - თემა და პროექტი. სესიის დრო: 4 სთ სესიის მიზნები: შეხვედრის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
|
||
|---|---|---|
| დრო | აქტივობები | რესურსი |
| 60 წთ. | აქტივობა №1: ინტეგრირებული კურიკულუმი. აქტივობის მიზანი: მონაწილე შეძლებს ინტეგრირებული კურიკულუმის მნიშვნელობისა და დანერგვის ახსნას. აქტივობის აღწერა: ტრენერი შეხვედრას იწყებს შეკითხვებით: რით განსხვავდება საბავშვო ბაღების თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკა მანამდე არსებული, ტრადიციული პრაქტიკისაგან და როგორ უწყობენ დღეს ხელს საბავშვო ბაღებში ბავშვების კომპეტენციების განვითარებას? დისკუსიის შემდეგ ტრენერი წარადგენს ინტერაქციულ პრეზენტაციას ინტეგრირებული კურიკულუმის შესახებ. |
პრეზენტაცია №4 (სლაიდი - 1 - 14) |
| 80 წთ. | აქტივობა №2: თემა და პროექტი. აქტივობის მიზანი: მონაწილე შეძლებს გამიზნულ პრაქტიკაში აღმზრდელის როლის დასახელებას აქტივობის აღწერა: ტრენერი აჩვენებს მონაწილეებს თემატური სწავლების ვიდეოს, მონაწილეები მცირე ჯგუფებში განიხილავენ ნანახი ვიდეოს მაგალითზე თემატური მიდგომის მახასიათებლებს: ინტეგრაცია, ჩართულობა, კავშირი რეალურ ცხოვრებასთან. ტრენერი მონაწილეებს შემდეგ აჩვენებს პროექტის ვიდეოს, ისევ მცირე ჯგუფებში განიხილავენ პროექტის მახასიათებლებს ვიდეოს მაგალითზე. აკავშირებენ საკუთარ გამოცდილებას. ტრენერი აჯამებს განხილულ საკითხებს. |
პრეზენტაცია №4 (სლაიდი - 14 - 22) ვიდეოები: |
| 100 წთ. | აქტივობა №3: პრაქტიკული მაგალითი „ლოკოკინები“ აქტივობის მიზანი: მონაწილე შეძლებს დაკვირვების, რეფლექსიისა და დაგეგმვის როლის გააზრებას აქტივობის აღწერა: ტრენერი იწყებს კონკრეტული მაგალითის გაზიარებით, სადაც ბავშვების ინტერესს - ლოკოკინა წარმოადგენს. ტრენერი თავის ინტერაქციულ პრეზენტაციაში გამოყოფს პროცესის დაგეგმვის მნიშვნელობას დიდ და მცირე ჯგუფებში, სხვადასხვა ცენტრებში, ეზოსა და ჯგუფის ოთახში. ასევე ხაზს უსვამს ყოველდღიური რუტინებისა და ბილინგვურ გარემოში პროცესის დაგეგმვისას გასათვალისწინებელ საკითხებს. მონაწილეებს აჩვენებს ვიდეოს, რის შემდეგაც მცირე ჯგუფებში მსჯელობენ, რამდენად აკმაყოფილებლდა აღმზრდელი ინდივიდუალურ საჭიროებებს, აკვირდებოდა და უსმენდა ბავშვებს. ტრენერი აჯამებს გამიზნულ პრაქტიკაში რეფლექსიისა და დოკუმენტირების მნიშვნელობას. მონაწილეები აკეთებენ რეფლექსიას „რა ვისწავლე და რა მომეწონა დღევანდელ დღეს?“. |
პრეზენტაცია №4 (სლაიდი - 24 - 69) |
სესია 5: დაკვირვება შეფასება (ნაწილი 1) სესიის დრო: 4 სთ სესიის მიზნები: მონაწილეები შეხვედრის შემდეგ შეძლებენ:
|
||
|---|---|---|
| დრო | აქტივობები | რესურსი |
| 120 წთ. | აქტივობა №1: დაკვირვება. აქტივობის მიზანი: მონაწილეები შეძლებენ დაკვირვება, შეფასების მნიშვნელობის ახსნას. აქტივობის აღწერა: ტრენერი დისკუსიას იწყებს შეკითხვით, თუ რა მნიშვნელობა აქვს შეფასებას საგანმანათლებლო პროცესში. მონაწილეებთან დისკუსიის შემდეგ წარადგენს ინტერაქციულ პრეზენტაციას შეფასების მნიშვნელობასა და დაკვირვების პროცესის შესახებ. პრეზენტაციის მსვლელობისას მონაწილეები მცირე ჯგუფებში განიხილავენ დაკვირვების სწორ და არასწორ ჩანაწერებს. ტრენერი მონაწილეებს წარუდგენს ვიდეოს. მონაწილეები აკეთებენ დაკვირვების ჩანაწერებს და განიხილავენ მას ჯგუფში. |
პრეზენტაცია №5 (სლაიდი 1 - 24) |
| 120 წთ. | აქტივობა №2: დოკუმენტირება და დაგეგმვა. აქტივობის მიზანი: დაკვირვების შედეგად ახალი, შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვას. აქტივობის აღწერა: ტრენერი წარადგენს ინტერაქციულ პრეზენტაციას დოკუმენტირების ფორმების შესახებ, რის შემდეგაც მონაწილეებს ყოფს მცირე ჯგუფებად და უზიარებს მათ დაკვირვების ჩანაწერებს. მონაწილეებმა უნდა გაანალიზონ ჩანაწერები და დაგეგმონ ბავშვთან/ჯგუფთან სამუშაო ახალი მიზნები. ტრენერი აჯამებს დაკვირვებისა და ჩანაწერების წარმოების მნიშვნელობას, მონაწილეები კი აკეთებენ რეფლექსიას „რა ვისწავლე და რა მომეწონა დღევანდელ დღეს?“, ასევე ინიშნავენ შეკითხვებს ამავე თემაზე, რომელთა განხილვაც მოხდება მომდევნო სესიაზე. |
პრეზენტაცია №5 (სლაიდი - 25 - 48) |
სესია 6: დაკვირვება, შეფასება (ნაწილი 2) სესიის დრო: 4 სთ სესიის მიზნები: მონაწილეები შეძლებენ:
|
||
|---|---|---|
| დრო | აქტივობები | რესურსი |
| 120 წთ. | აქტივობა №1: პორტფოლიო აქტივობის მიზანი: მონაწილე შეძლებს ბავშვის პორტფოლიოს წარმოების პროცესის აღწერას. აქტივობის აღწერა: ტრენერი შეხვედრას იწყებს ინტერაქტიული პრეზენტაციით დოკუმენტირების ეტაპების შესახებ. შემდეგ კი საუბრობს პოტფოლიოს წარმოების წესზე. ასევე მონაწილეებიც აზიარებენ თავიანთ გამოცდილებას პორტფოლიოს წარმოების შესახებ. ტრენერი აჩვენებს მონაწილეებს პორტფოლიოს წარმოებაზე ვიდეოს და წარმართავს მასზე დისკუსიას. |
პრეზენტაცია №6 (სლაიდი 1 - 16) ვიდეო: |
| 120 წთ. | აქტივობა №2: ოჯახებთან ინფორმაციის გაზიარება. აქტივობის მიზანი: მონაწილეები შეძლებენ შეფასების შედეგების გაზიარებას მშობლებთან. აქტივობის აღწერა: ტრენერი წარადგენს პრეზენტაციას ოჯახებისთვის ინფორმაციის გაზიარების შესახებ. შემდეგ კი აკეთებს როლურ თამაშს „მოლოდინების“ შესახებ. მონაწილეები იყოფიან ორ ჯგუფად - „აღმზრდელებად“ და „ოჯახებად“. თითოეული ჯგუფი აკეთებს ჩამონათვალს, თუ რა მოლოდინები აქვთ მეორე ჯგუფისგან, მაგ: აღმზრდელების ჯგუფი წერს, თუ რას ელის მშობლებისგან, ხოლო მშობლების ჯგუფი წერს თავის მოლოდინებს აღმზრდელების მიმართ. ბოლოს ადარებენ სიებს და მსჯელობენ გამოვლენილ სხვადასხვა მოლოდინებზე და იმაზე, თუ როგორ ახდენს ამ ორი ჯგუფის მოლოდინები გავლენას თანამშრომლობის, ბავშვის შეფასების გაცნობის პროცესზე. ასევე, მონაწილეები მცირე ჯგუფებში ირჩევენ ორ მონაწილეს, საიდანაც ერთი აღმზრდელია ხოლო მეორე ბავშვის მშობელი. ეძლევათ მათ აღწერა „5 წლის ნიკოლოზის“ შესახებ. აღმზრდელმა მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით უნდა მიაწოდოს ბავშვის მამას ინფორმაცია. ტრენერი თვალს ადევნებს ჯგუფებში მუშაობას. შემდეგ კი აჯამებს თემას და აძლევს მონაწილეებს უკუკავშირს. |
პრეზენტაცია №6 (სლაიდი 17 - 29 ) |
სესია 7: კულტურული მრავაფეროვნება და კომუნიკაცია, ენა და ბილინგვიზმი თუ ბილინგვურობა სესიის დრო: 4 სთ სესიის მიზნები: მონაწილეები შეძლებენ:
|
||
|---|---|---|
| დრო | აქტივობები | რესურსი |
| 120 წთ. | აქტივობა №1: კულტურული მრავალფეროვნება აქტივობის მიზანი: მონაწილეს შეუძლია კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინების მნიშვნელობის განმარტება ადრეულ განათლებაში აქტივობის აღწერა: ტრენერი შეხვედრას იწყებს სადისკუსიო შეკითხევებით, თუ როგორი გამოცდილება აქვთ მონაწილეებს კულტურული მრავალფეროვნების კუთხით. შემდეგ კი აკეთებს ინტერაქციულ პრეზენტაციას მონაწილეები იყოფიან მცირე ჯგუფებად და ეცნობიან შემთხვევებს, საიდანაც უნდა იმსჯელონ, თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს გარემოს ბავშვებზე. (შემთხვევის მაგალითი წიგნიდან „ტოლერანტობის გაკვეთილები“, გვ.25 - https://tdi.ge/sites/default/files/tolerantobis_gakvetilebi_0.pdf ). ტრენერი ქეისების განხილვის შემდეგ აგრძელებს პრეზენტაციას, ყურადღებას ამახვილებს კულტურულად მგრძნობიარე და ინკლუზიური გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე. შემდეგ კი მონაწილეებს ყოფს მცირე ჯგუფურად, თითოეულმა ჯგუფმა უნდა იმსჯელოს და ჩამოთვალოს, რა შეიძლება გააკეთოს იმისათვის, რომ გარემო და კურიკულუმი უფრო მგრძნობიარე გახადოთ იყოს კულტურული განსხვავებების მიმართ. მუშაობის შედეგებს მონაწილეები დიდ ჯგუფში აზიარებენ. ტერენერი აძლევს მათ უკუკავშირს. |
პრეზენტაცია №7 (სლაიდი 1 - 20) |
| 120 წთ. | აქტივობა №2: კომუნიკაცია და ენა. აქტივობის მიზანი: მონაწილე შეძლებს კომუნიკაციის, ენისა და ბილინგვიზმის განმარტებას აქტივობის აღწერა: ტრენერი იწყებს მხიარული აქტივობით - მონაწილეებს სთხოვს საუბრისა და წერის გარეშე დადგნენ რიგში დაბადების თარიღების ქრონოლოგიის მიხედვით (დღე/თვე). (ონლაინტრენინგის შემთხვევაში გაუზიარონ ერთმანთს დაბადების თარიღი. აქტივობის შემდეგ ტრენერი იწყებს კომუნიკაციის არსის განხილვას ინტერაქციული პრეზენტაციით. ტრენერი ყურადღებას ამახვილებს ენობრივად სენსიტიური მგრძნობიარე გარემოს შექმნის მნიშვნელობასა და ბილინგვურ საკითხებზე, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს ორენოვან ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის დროს. შეხვედრის ბოლოს კი მონაწილეები იყოფიან მცირე ჯგუფებში და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე - რას შევცვლიდი ჩემს პრაქტიკაში ენობრივი მრავალფეროვნების გათვალისწინებით. მუშაობის დროს შეგროვებულ იდეებს მონაწილეები დიდ ჯგუფთან აზიარებენ, ტრენერი მათ აძლევთ უკუკავშირს და აჯამებს თემას, მონაწილეები კი აკეთებენ რეფლექსიას „რა ვისწავლე და რა მომეწონა დღევანდელ დღეს?“. |
პრეზენტაცია №7 (სლაიდი 20 - 42 ) |
სესია 8: ინკლუზია და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სესიის დრო: 4 სთ სესიის მიზნები: შეხვედრის ბოლოს მონაწილეები შეძლებენ:
|
||
|---|---|---|
| დრო | აქტივობები | რესურსი |
| 20 წთ. | აქტივობა №1: ინკლუზია აქტივობის მიზანი: მონაწილეები შეძლებენ ინკლუზიის განმარტებას. აქტივობის აღწერა: ტრენერი მისალმების შემდეგ იწყებს დისკუსიას ინკლუზიური განათლების არსის შესახებ, შემდეგ კი აკეთებს ინტერაქციულ პრეზენტაციას ინკლუზიის არსისა და მნიშვნელობის შესახებ. ყურადღებას ამახვილებს ყველასთვის მიმღებლური გარემოსა და ბავშვის ძლიერ მხარეებზე დაფუძნებულ მიდგომის მნიშვნელობაზე. |
პრეზენტაცია №8 (სლაიდი 1-22 ) |
| 2 0 წთ. | აქტივობა №2: სპეციალური საჭიროებების გათვალისწინება ჯგუფში აქტივობის მიზანი: მონაწილეები შეძლებენ ბავშვის სპეციალური საჭიროების გათვალისწინებით სამუშაო მიზნების დაგეგმვას. აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს აცნობს ირაკლის შემთხვევას, მონაწილეები მცირე ჯგუფებში გეგმავენ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით ბავშვთან სამუშაო მიზნებს. ანალოგიურად მუშაობენ მასთან სამუშაო მიზნების დაგეგმვაზე. ჯგუფში მუშაობის შედეგებს მონაწილეები განიხილავენ დიდ ჯგუფში, ტრენერი აძლევს მათ უკუკავშირს. |
პრეზენტაცია №8 (სლაიდი 22 - 36 ) |
| 30 წთ. | აქტივობა №3: ინკლუზიური პრაქტიკა აქტივობის მიზანი: მონაწილეები ასახელებენ ინკლუზიური პრაქტიკისთვის საჭირო საშუალებებს. აქტივობის აღწერა: ტრენერი იწყებს ინტერაქციული პრეზენტაციით ინკლუზიურ პრაქტიკაზე, კერძოდ, ყურადღებას ამახვილებს ვიზუალურ მხარდამჭერებზე, ადაპტირებულ აღჭურვილობასა თუ მასალებზე. ასევე, აქცენტს აკეთებს პრაქტიკაში გუნდურობის მნიშვნელობაზე. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს მცირე ჯგუფებში ურიგდებათ ქეისი „საბინას“ შესახებ. ისინი ეცნობიან, განიხილავენ და გეგმავენ გუნდური მიდგომით, თუ რას გააკეთებდნენ ბავშვთან. მონაწილეები დიდ ჯგუფში აზიარებენ ნამუშევარს, ტრენერი მათ აძლევთ უკუკავშირს და აჯამებს თემას, მონაწილეები კი აკეთებენ რეფლექსიას „რა ვისწავლე და რა მომეწონა დღევანდელ დღეს?“. |
პრეზენტაცია №8 (სლაიდი 38 - 56 ) |
სესია 9: ოჯახებთან პარტნიორობა სესიის დრო: 4 სთ სესიის მიზნები: მონაწილეები შეძლებენ:
|
||
|---|---|---|
| დრო | აქტივობები | რესურსი |
| 120 წთ. | აქტივობა №1: ოჯახებთან თანამშრომლობის გზები აქტივობის მიზანი: მონაწილე შეძლებს ოჯახებთან თანამშრომლობის მნიშვნელობის განმარტებას. აქტივობის აღწერა: მონაწილეები ინდივიდუალურად ავსებენ თვითშეფასების კითხვარს ოჯახებთან თანამშრომლობის საკუთარი გამოცდილების შესახებ. რომელსაც ინახავენ და განმეორებით შეხვედრის დასრულების შემდეგ ავსებენ. ტრენერი იწყებს ინტერაქციულ პრეზენტაციას ოჯახებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მართავს დისკუსიას, სადაც მონაწილეები აზიარებენ საკუთარ პრაქტიკას ოჯახებთან პარტნიორობის შესახებ. შემდეგ ნახულობენ ვიდეოს ოჯახთან თანამშრომლობის შესახებ და მსჯელობენ მასში მოცემულ საკითხებზე. |
პრეზენტაცია №9 (სლაიდი 1 - 26 ) |
| 120 წთ. | აქტივობა №2: ოჯახების განსხვებულობა აქტივობის მიზანი: მონაწილე შეძლებს ოჯახებთან თანამშრომლობის გამოწვევების იდენტიფიცირებასა და ეფექტური სტრატეგიების ჩამოთვლას . აქტივობის აღწერა: ტრენერი მონაწილეებს ყოფს მცირე ჯგუფებად, ისინი მუშაობენ პრაქტიკაში მშობლების ჩართულობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და მათ აღმოსაფხვრელად გეგმავენ მრავალფეროვან გზებს. მონაწილეები აზიარებენ საკუთარ ნამუშევრებს, შემდეგ კი ნახულობენ ვიდეოს ოჯახის მონაწილეობის შესახებ და არჩევენ მათთვის საინტერესო საკითხებს ჯგუფში. ტრენერი მართავს დისკუსიას სსმ ბავშვების მშობლებთან თანამშრომლობის გამოწვევებზე, მათ მიზეზებზე და მათთან კომუნიკაციისას გასათვალისწინებელ საკითხებზე. აჯამებს ზოგადად ოჯახებთან პარტნიორობის თემას და მონაწილეები კი აკეთებენ რეფლექსიას „რა ვისწავლე და რა მომეწონა დღევანდელ დღეს?“. |
პრეზენტაცია №9 (სლაიდი 27 - 38 ) |
სესია 10: სკოლისათვის მზაობა სესიის დრო: 4 სთ სესიის მიზნები: მონაწილეები შეხვედრის შემდეგ:
|
||
|---|---|---|
| დრო | აქტივობები | რესურსი |
| 80 წთ. | აქტივობა №1: სასკოლო მზაობა აქტივობის მიზანი: მონაწილე განმარტავს სასკოლო მზაობას აქტივობის აღწერა: ტრენერი შეხვედრას იწყებს სასკოლო მზაობის განმარტებაზე დისკუსიით შემდეგ, კი აკეთებს ინტერაქციულ პრეზენტაციას სასკოლო მზაობის თანამედროვე განმარტებაზე. აქცენტს აკეთებს პარადიგმის ცვლილებაზე და თუ რას გულისხმობს მომზადებული ბავშვი, მომზადებული სკოლა და მომზადებული ოჯახები. მონაწილეები მცირე ჯგუფებში აკეთებენ საკუთარი პრაქტიკის რეფლექსიას, თუ როგორ უწყობენ ხელს სასკოლო მზაობას და რა სტრატეგიები შეიძლება დაგეგმონ მომავალში მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით. |
პრეზენტაცია №10 (სლაიდი 1 - 16 ) |
| 60 წთ. | აქტივობა №2: სასკოლო მზაობის ხელშეწყობა კურიკულუმი თამაშის მიხედვით აქტივობის მიზანი: მონაწილეს შეუძლია სასკოლო მზაობის ჯგუფში პროცესის დაგეგმვა აქტივობის აღწერა: ტრენერი აცნობს მონაწილეებს სასკოლო მზაობის ჯგუფში დაგეგმვის თვისებურებებს, ყურადღებას ამახვილებს, რომ კურიკულუმის განახლებულ ვერსიაში იგივე აქცენტებით იგეგმება პროგრამა. აქაც თემატური და პროექტით სწავლების მეთოდოლოგიაზე. |
პრეზენტაცია №10 (სლაიდი 17 - 56 ) |
| 40 წთ. | აქტივობა №3: სკოლაში ტრანზიცია აქტივობის მიზანი: მონაწილე განმარტავს სკოლაში ეფექტური ტრანზიციის ხელშემწყობ გზებს აქტივობის აღწერა: ტრენერი აკეთებს ინტერაქციულ პრეზენტაციას ეფექტური ტრანზიციის შესახებ. მონაწილეები აკეთებენ საკუთარი პრაქტიკის რეფლექსიას. |
პრეზენტაცია №10 (სლაიდი 57 -62) |
| 60 წთ | აქტივობა №3: რეფლექსია აქტივობის მიზანი: მონაწილეები აღწერენ საკუთარ პროფესიულ საჭიროებებს აქტივობის აღწერა: მონაწილეები ინდივიდუალურად მუშაობენ საკუთარ პროფესიულ საჭიროებების გამოყოფაზე, იხსენებენ ტრენინგის დროს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას, მიღებულ სიახლეებს, ეცნობიან ყოველდღიურ მათ რეფლექსიურ ჩანაწერებს და ამ ყველაფერზე დაყრდნობით გეგმავენ საკუთარ პროფესიულ მიზნებს. მსურველები აზიარებენ დიდ ჯგუფში ნამუშევრებს, ტრენერი აკეთებს ტრენინგის შეჯამებას. |
|
დანართი №7.1
ტრენინგის მონაწილე ფასდება 3 კომპონენტის მიხედვით.
აქტიურობა, ტრენინგის რეფლექსია და ტესტი. აქტიურობის კომპონენტის მაქსიმალური შეფასებაა - 20 ქულა. თითოეული სატრენინგო დღე 2 ქულით ფასდება. ტრენინგის რეფლექსიის მაქსიმალური ქულაა - 40. ტესტისა - 40
აქტიურობა
| N | კრიტერიუმები (თითო სესიის) | ქულა |
|---|---|---|
| 1 | მონაწილე ესწრებოდა თითოეულ დღეს, მონაწილეობას იღებდა ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ მუშაობაში, ჩართული იყო დისკუსიებში | 2 |
| 2 | მონაწილე ესწრებოდა ტრენინგს, მონაწილეობას მინიმალურად იღებდა ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ მუშაობაში, ჩართული არ იყო დისკუსიებში. | 1 |
| 3 | მონაწილე არ ესწრებოდა ტრენინგს | 0 |
ტრენინგის რეფლექსია
| N | კრიტერიუმები | ქულა |
|---|---|---|
| 1 | რეფლექსიაში მოცეულია ტრენინგზე განხილული თემების ანალიზი, მსმენელი უკავშირებს ტრენინგზე მოსმენილ თემატიკას თავის პრაქტიკას; მოცემულია კონკრეტული გეგმები რას შეცვლის ტრენინგზე გავლილი თემის ფარგლებში პრაქტიკაში. რეფლექსიაში მოცემულია მინიმუმ სამი საკითხის ანალიზი ან გეგმა | 4 |
| 2 | რეფლექსიაში მოცემულია ტრენინგზე განხილული თემების ანალიზი, მსმენელი უკავშირებს ტრენინგზე მოსმენილ თემატიკას თავის პრაქტიკას; მოცემულია კონკრეტული გეგმები რას შეცვლის ტრენინგზე გავლილი თემის ფარგლებში პრაქტიკაში. რეფლექსიაში მოცემულია მინიმუმ ორი საკითხის ანალიზი ან გეგმა. | 3 |
| 3 | რეფლექსიაში სრულად არის წარმოდგენილი ტრენინგზე განხილული საკითხები; განხილულია მინიმუმ 3 საკითხი. | 2 |
| 4 | რეფლექსია ეხება ტრენინგზე განხილული თემატიკის ძალიან მოკლე აღწერას და მიმოხილვას | 1 |
| 5 | წარმოდგენილი ნამუშევარი მხოლოდ ტრენინგის თემატიკის აღწერას მოიცავს. | 0 |
ტესტი
ტესტი შედგება 40 დახურული შეკითხვისგან, სადაც თითოეული სწორი პასუხი ფასდება - 1 ქულით, არასწორი - 0 ქულით.
დანართი №7.2
ადრეული განათლების კურიკულუმი „თამაში“, 2025 https://educationhouse.ge/open_news/3343
მაკლაქლანი. კ ფლიერი. მ, ედვარდსი, ს. ადრეული ბავშვობის კურიკულუმი. დაგეგმვა, შეფასება და განხორციელება.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, 2024
ადრეული ინკლუზიური განათლება, 2019
ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი, 2019