„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-218
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.023.016994
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-218

2026 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-978 ბრძანებაში (ვებგვერდი, 29/12/2023, სარეგისტრაციო კოდი:  040030000.22.023.016847) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ჰ31“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ31) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმისა და წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის დამტკიცება;“;

ბ) „ჰ​43“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჰ43) „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა/გადახედვა, მისი პირობების შეცვლა, გაუქმება, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საჯარო განხილვის ჩატარების უზრუნველყოფა და კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელბა;“;

გ) „ჰ​43“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ​44–ჰ​49“ ქვეპუნქტები:

„ჰ44) „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვ(ებ)ის (ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა; ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა; ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა) გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა და გაუქმება, სანებართვო რეესტრის/წყალსარგებლობის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის წარმოება;

45) სააუზო მართვის პრინციპის დანერგვის ხელშეწყობა;

46) მდინარეთა სააუზო ერთეულების მიხედვით მონაცემთა შეგროვება;

47) წყლის რესურსების ბალანსის გამოთვლა;

48) წყლის რესურსების გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა;

49)კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) სამრეწველო ემისიების დეპარტამენტი;

ო) წყლის რესურსების დეპარტამენტი;“.

3. მე-5 მუხლის  „ც“ და „ძ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) სააგენტოს სატელეკომუნიკაციო საშუალებების (ინტერნეტი, ტელევიზია, მობილური კავშირი და ფიქსირებული IP ტელეფონი) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; შესაბამის პროვაიდერებთან ურთიერთობის კოორდინაცია; თანამშრომელთა მობილური კავშირის კორპორატიული სისტემის მართვა და განახლება; აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;

ძ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ გაცემული შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.

4. მე-7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:

„ვ) სააგენტოსთვის პრიორიტეტული საგრანტო პროექტების განხორციელების მიზნით  დონორების მოძიება, მოლაპარაკებების ორგანიზება, ამ მიზნით  მიმოწერის წარმართვა და კოორდინაცია; საპროექტო/საგრანტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა და შესაბამისი დონორი ორგანიზაციებისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; საგრანტო პროექტების კოორდინაცია და მათზე კონსოლიდირებული ინფორმაციის მომზადება;“.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:

„მუხლი 9. შიდა კონტროლის დეპარტამენტის ფუნქციები

შიდა კონტროლის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს თანამშრომლების (გარდა სააგენტოს უფროსისა) მიერ, საქართველოს   კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ბ) სააგენტოს თანამშრომელთა დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

გ) სააგენტოს  თანამშრომელთა მიერ (გარდა  სააგენტოს უფროსისა), ეთიკის, შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის გამოვლენა და გამოვლენილ ფაქტებზე, ასევე, სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, მათ შორის, ახსნა-განმარტების ჩამორთმევა და სააგენტოს უფროსისათვის დასკვნა/რეკომენდაციების წარდგენა;

დ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მონიტორინგი, ინსპექტირების წლიური გეგმის შედგენა, ინსპექტირების განხორციელება და სააგენტოს უფროსისათვის ანგარიშის წარდგენა;

ე) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, მათ აღმოსაფხვრელად/შესამცირებლად შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა და მისი შესრულების კონტროლი;

ვ) სააგენტოს უფროსისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა;

ზ) ყოველი წლის დასაწყისში, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის, გაწეული საქმიანობის  შესახებ, ანგარიშის გაგზავნა;

თ) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, სააგენტოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;

ი) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;

კ)  კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

6. 10​2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის მიღება-გავრცელების საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“.

7. მე-14 მუხლის „ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ ქვეპუნქტი:

„ც1) სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვ(ებ)ის (ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა; ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა; ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა) გაცემის თაობაზე განაცხადების განხილვა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვ(ებ)ისა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა; სანებართვო მოწმობის ან სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა, უწყებრივი სანებართვო რეესტრის/წყალსარგებლობის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის წარმოება; კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვ(ებ)ში ცვლილების შეტანის, გაუქმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;“.

8. მე-16 მუხლის „ფ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

9. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 და 162 მუხლები:

„მუხლი 161. სამრეწველო ემისიების დეპარტამენტის ფუნქციები

სამრეწველო ემისიების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა/გადახედვა, მისი პირობების შეცვლა ან გაუქმება, მათ შორის, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებთან შესაბამისობის შეფასება;

ბ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საჯარო განხილვის ჩატარების უზრუნველყოფა, დაინტერესებული საზოგადოების შენიშვნებისა და მოსაზრებების განხილვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მათი გათვალისწინება და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

გ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემისა და დაჩქარებული წესით გადაცემის შესახებ განცხადების განხილვა და ახალი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა;

დ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის, გადახედვის, განახლების ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების და საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნება და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსება, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სკოპინგის პროცედურის განხორციელება, სკოპინგის დასკვნის გაცემა, საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება, სკოპინგის დასკვნის დაჩქარებული წესით გაცემა და დასკვნის გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის, სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსების უზრუნველყოფა;

ზ) „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნების“ ან/და ზოგადი სავალდებულო წესების გამოცემასა და მათ პერიოდულ განახლებაში მონაწილეობა;

თ) საჭიროების შემთხვევაში გარემოს დაცვის ეკვივალენტური დონის უზრუნველყოფის მიზნით, ემისიის ზღვრული მნიშვნელობების, ეკვივალენტური პარამეტრებით ან ტექნიკური ღონისძიებებით დამატებით შევსება/შეცვლის უზრუნველყოფა, ნებართვის უფრო მკაცრი პირობების დადგენა, ან ნაკლებად მკაცრი ემისიის ზღვრული მნიშვენლობების განსაზღვრა და ნაკლებად მკაცრი ემისიის ზღვრული მნიშვნელობების დაწესება;

ი) გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე ემისიის მონიტორინგის შედეგებისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება;

კ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში საექსპერტო კომისიის შექმნის უზრუნველყოფა;

ლ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ელექტრონული სისტემის/ელექტრონულ მონაცემთა ბაზის, სანებართვო რეესტრის წარმოება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 162. წყლის რესურსების დეპარტამენტის ფუნქციები

წყლის რესურსების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააუზო მართვის პრინციპის დანერგვის ხელშეწყობა და მისი განხორციელების კოორდინაცია სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) მდინარეთა სააუზო ერთეულების მიხედვით მონაცემთა შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზი;

გ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმების განხორციელების პროცესში სააგენტოს ფუნქციების კოორდინაცია და სამინისტროსთან თანამშრომლობა;

დ) წყლის რესურსების ბალანსის გამოთვლის პროცესის კოორდინაცია და შედეგების გამოყენება დაგეგმვაში;

ე) მდინარეების გარემოსდაცვითი ხარჯის განსაზღვრის პროცესის კოორდინაცია და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა;

ვ) წყლის ობიექტების ევტროფიკაციის მდგომარეობის შესწავლის შედეგების ანალიზი, მათ შორის, მტკნარი ზედაპირული წყლების, ესტუარებისა და სანაპირო წყლების შემთხვევაში;

ზ) სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების საქმიანობის ადმინისტრაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის საერთო კოორდინაცია;

თ) წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაციის კონსოლიდაცია და სამინისტროსთვის მიწოდება;

ი) სექტორთაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში (ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება);

კ) წყლის რესურსების მართვის პროცესში მონაწილე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შიდა კოორდინაცია;

ლ) წყლის რესურსების გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ორგანიზება;

მ) დონორებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში სააგენტოს კომპეტენციასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მათი შედეგების ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება გარდა პირველი მუხლის მე-8 პუნქტისა  ამოქმედდეს  2026 წლის პირველი  მაისიდან.
მუხლი 3
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის პირველი  სექტრემბრიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი