ოლქები
/
საარჩევნო
უბნები
1. იმ საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამ მუხლის გათვალისწინებით განისაზღვრება უსკოს განკარგულებით. აღნიშნული საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ საარჩევნო ოლქებმა/საარჩევნო უბნებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% მოიცვას.
2. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო ოლქები/უბნები შეესაბამება ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ საარჩევნო ოლქებს/უბნებს.
3. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება:
ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში;
ბ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში;
გ) უსკოს განკარგულებით განსაზღვრულ იმ საარჩევნო უბანში, რომელიც ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს არ განეკუთვნება.
4. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო უბნები შეესაბამება ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ საარჩევნო უბნებს.
5. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არ ტარდება:
ა) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში;
ბ) ძნელად მისადგომ ადგილას შექმნილ საარჩევნო უბანში.
6. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 000-ს არ უნდა აღემატებოდე