და

ხმების

დათვლის

პროცედურები

1. კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები, მათ შორის, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

2. იმ საარჩევნო უბანში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება:

ა) საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღეს 6 საათსა და 45 წუთზე;

ბ) ამომრჩეველთა მარკირება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით;

გ) საკონტროლო ფურცელი არ გამოიყენება;

დ) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთი და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატი.

3. საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ აპარატიდან ბეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელსაც ხელს აწერენ აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. ამ პუნქტით განსაზღვრული პროცედურის განხორციელების შემდეგ გრძელდება ამ კანონით გათვალისწინებული ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები.

4. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას ხელმძღვანელობენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 78-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები