,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 დეკემბრის №39/2006 „2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.15.008.009.817
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №1/2007
2007 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 დეკემბერის №39/2006 „2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 დეკემბერის №39/2006 „2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურაში იქმნება შემდეგი სამსახურები:
ა) საოქმო-სარეგისტრაციო;
ბ) იურიდიული;
გ) საორგანიზაციო;
დ) პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის;
ე) ეკონომიკური;
ვ) სახელმწიფო შესყიდვებისა და სამეურნეო;
ზ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების (კადრების);
თ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების.
2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა თანამდებობებია:
ა) ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველი;
ბ) სამსახურის უფროსი;
გ) მთავარი ბუღალტერი;
დ) მთავარი სპეციალისტი;
ე) წამყვანი სპეციალისტი;
ვ) სპეციალისტი;
ზ) ცესკოს ხელმძღვანელი პირების თანაშემწე;
თ) ცესკოს წევრის თანაშემწე.
3. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა (გარდა ცესკოს თავმჯდომარის მრჩევლის, ცესკოს ხელმძღვანელი პირების და ცესკოს წევრის თანაშემწეებისა) უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია ცესკოს შესაბამისი სამსახურის დებულებით.
4. ცესკოს ხელმძღვანელი პირებისა და ცესკოს წევრის თანაშემწეების უფლება-მოვალეობა განისაზღვრება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით.
5. საჭიროებისამებრ, კომისიის დადგენილებით იქმნება სხვა მუდმივი ან/და დროებითი სამსახურები.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ცესკოს აპარატის სამსახურების საერთო ვალდებულებები
1. ცესკოს აპარატის სამსახურები ხელმძღვანელო-ბენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და სამსახურის დებულებით, რომელსაც სამსახუ-რის უფროსის წარდგინებით ბრძანებით ამტკიცებს ცესკოს თავმჯდომარე.
2. ცესკოს სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საკონკურსო კომისიის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სამსახურის უფროსი ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა და ცესკოს წევრთა დავალებებს, რომელიც ამ სამსახურის კომპეტენციაში შედის.
3. ცესკოს ყველა სამსახური:
ა) აღრიცხავს მათ ხელთ არსებულ დოკუმენტაციას;
ბ) კომისიის სხდომის წინა დღის არა უგვიანეს 12 საათისა, კომისიის სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილების და/ან განკარგულებების პროექტები, იურიდიული სამსახურის ვიზირებით გადასცეს საოქმო-სარეგისტრაციო სამსახურს;
გ) კომისიის სხდომის მომდევნო დღის არა უგვიანეს 12 საათისა საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებული მათ მიერ მომზადებული დადგენილებები ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტი გადასცეს საოქმო-სარეგისტრაციო სამსახურს.“.
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური
საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური:
ა) აწარმოებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოსული ყველა სახის დოკუმენტაციის მიღებასა და ჟურნალში რეგისტრაციას სამუშაო დღის განმავლობაში;
ბ) იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან;
გ) უზრუნველყოფს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებების გადაცემას ხელმოწერიდან (მიღებიდან) ერთი დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების მიზნით;
დ) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის დაგზავნას ფოსტით და კურიერის მეშვეობით;
ე) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ცესკოს არქივში განთავსებას და შენახვას;
ვ) ადგენს კომისიის სხდომის ოქმს;
ზ) ამზადებს და ინახავს მასალებს საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციაში გასატარებლად;
თ) ამოწმებს კანდიდატთა და არჩეულ პირთა რეგისტრაციას საარჩევნო ოლქებში;
ი) ამოწმებს საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერთა სიებს;
კ) რეგისტრაციის შემდეგ ინახავს ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას;
ლ) მიღებულ ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის გადასცემს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამსახურს;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომებზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;
ნ) ამრავლებს მასალებს კომისიის სხდომებისათვის;
ო) ასრულებს სხვა მოვალეობებს.“.
2. პირველ მუხლს:
ა) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს 81 და 82 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„81. მე-13 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საჭირო მასალას;“.
82. მე-14 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გადასცემს ინფორმაციას კომპიუტერული დამუშავებისათვის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამსახურს და მისგან იღებს საჭირო ინფორმაციას;“.
ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-12 და მე-13 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„12. მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს ცესკო. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.“.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.“.
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამრავლებს საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური და გადასცემს შესაბამის სამსახურებს. დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ცესკოს გადაწყვეტილებებს გადასცემს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“.
13. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. საქმეთა წარმოება
1. ცესკოში საქმიანი ქაღალდების, ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება საოქმო-სარეგისტრაციო სამსახურში სამუშაო დღის 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).
2. განცხადების (საჩივრის) მიღებისას ცესკოს სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისათვის (მომჩივანისათვის) გადასაცემ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
3. საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური შემოსულ მასალებს რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივნის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის სამსახურს შესასრულებლად.
4. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, საოქმო-სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყონებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გასცემს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიის სახით.
5. ცესკოში საჯარო ინფორმაციის რეესტრს აწარმოებს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
6. ცესკოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი. აკრძალულია ცესკოში შემოსული ყველა სახის დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.““.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის № 1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ჩალაგაშვილი
თავმჯდომარის მოადგილე
გ. მჭედლიძე
კომისიის მდივანი