,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
280.020.000.12.005.009.820
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 9, 24/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.050.000.12.005.009.820

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება №72

2007 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

,,არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ 56-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და ამავე კანონის 49-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს:

1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №61 დადგენილებაში ,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ“ (სსმ III, 17.10.2005 წ., №119, მუხლი 1333) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული ,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ წესის“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) უძრავ ქონებაში ინვესტირებული საპენსიო სახსრების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო სახსრების 35%-ს.“;

ბ) ზემოხსენებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

5.1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

5.2. საპენსიო დანაგროვთა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში ინვესტირების შემთხვევებზე ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 20%-იანი შემზღუდავი ნორმა გავრცელდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.“.

2. წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული 35%-იანი შემზღუდავი ნორმა ძალაშია წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან 2009 წლის 1 იანვრამდე.

3. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                    თ. გოდერძიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.01.2007.
როდის იქნა მიღებული „,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
„,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 16.01.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია. დოკუმენტის ნომერი — №72. სარეგისტრაციო კოდი — 280.020.000.12.005.009.820.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება „,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““, №72, 16.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 280.020.000.12.005.009.820 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68614/