„სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№191
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.025740
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №191

2026 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1479-Vმს-XIმპ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, „სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 17/04/2024, 040030000.10.003.024531) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

 ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობისა და საქსტატის საბჭოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების წესი და აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.“;

ბ) მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით განსაზღვრული  „სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად  ღია კონკურსის ჩატარების წესისა და აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების“:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების წესი, აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები“;

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომში − საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი და საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატები (შემდგომში − კანდიდატი) შეირჩევიან გამარტივებული კონკურსის (შემდგომში − კონკრუსი) საფუძველზე.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„3. აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტურ თანამდებობასა და საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატობაზე კონკურსს აცხადებს საქსტატი.“;

გ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

„მუხლი 6. საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატის სავალდებულო საკვალიფიკაციო  მოთხოვნები

1. საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების, მეთოდოლოგიებისა და სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპების ცოდნა;

გ) საკონსულტაციო, საექსპერტო ან სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

2. სასურველია, საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატს ჰქონდეს სტატისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.05.2026.
როდის იქნა მიღებული „სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №191. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.025740.
რამდენი მუხლისგან შედგება „სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №191, 11.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025740 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6861602/