დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4 106,3 ათასი ლარი.დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
პროგრამული კოდი
დასახელება
2026 წლის
დაფინანსება
ათას ლარში
0300
დასუფთავება და გარემოს დაცვა
4106,3
03 01
დასუფთავების ღონისძიებები
1779,6
03 02
მუნიციპალური ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა
1 715,7
03 03
ა(ა)იპ თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრი
611,0
პროგრამის დასახელება
კოდი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და ნაჩენების გატანა
დაფინანსება
ათას ლარში
03 02
1715,7
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობის“ სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ "ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური" ახორციელებს დაბისა და მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნაგვის ნარჩენების მოგროვებას და გატანას,მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებას.
ქვეპროგრამა მოიცავს აგრეთვე დ.სტეფანწმინდაში სასაფლაოების და მისი ტერიტორიის მოვლა-პატრონობას, ზამთრის სეზონზე მუნიციპალური გზების გაწმენდას თოვლის საფარისგან, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალი ხეების, ყვავილების და სხვადასხვა ნარგავების დარგვა, ახალი გამწვანების ზონების შექმნას. არსებულის სკვერებისა და პარკების მოვლა პატრონობა. შხამქიმიკატებით ნარგავების შეწამვლა და დამუშავება, რათა შენარჩუნებული იქნეს და გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის მწვანე საფარი.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, მათ შორის, ხელშეკრულებით აყვანილი პერსონალის (მეზოოვები, მძღოლები, ზედამხედველები და სხვა) ხელფასებს.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;
მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები;
მიზანი 12 - მდგრადი მოხმარება და წარმოება
გენდერული
არა
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება .მთელი წლის მანძილზე შეუფერხებლად განხორციელდება დასუფთავება და ნარჩენების გატანა; დასუფთავდება დაბა და მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიები.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ „ თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრი“
დაფინანსება
ათას ლარში
03 03
611,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრის ადმინისტრაცია“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია: ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიით და კულტურით გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თრუსოს ხეობის ტერიტორიების დაცვის, აღდგენის და გონივრული გამოყენების ხელშეწყობა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა, მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოს დაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვა და შენარჩუნება, რეკრეაციულ - ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობა, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობა.საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 15 - დედამიწის ეკოსისტემები
გენდერული
არა
მოსალოდნელი შედეგი
საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება, კანონით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევა