განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2 853,7 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
პროგრამული კოდი
დასახელება
2026 წლის დაფინანსება ათ. ლარში
04 01
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
2 392,9
04 02
საჯარო სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია
412,7
04 03
განათლების ხელშეწყობა
48,1
04 00
სულ პრიორიტეტი
2 853,7
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
დაფინანსება
ათას ლარში
04 01
2392,9
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ -„ სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრი „პროგრამის აღწერა და მიზანი
საქართველოს ორგანული კანონის“ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფას და სხვა ღონისძიებების გატარებას.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებილებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი.პროგრამის მიზანია:
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა,სადაც დაცული იქნება“ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #488 დადგენილებით დამტკიცებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სანიტარული და ფიგიენური ნორმების დაცვა,რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა,რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფუნქციონირება გენდერულად მნიშვნელოვანია, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნითა და ინკლუზიური სწავლების დანერგვით უზრუნველყოფილი იქნება სკოლამდელი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა. ამასთან ხელს უწყობს 2-დან 6-წლამდე ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს უთავისუფლდებათ დრო და საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებისა და ქალთა ეკონომიკური თავისუფლებისთვის.
მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის გამავლობაში სარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 196 შესაბამისი ასაკის ბავშვი, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 70%-ს შეადგენს
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 4 - ხარისხიანი განათლება მიზანი 8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
გენდერული
დიახ
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლებისა და ბაღები რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
04 02
412,7
პროგრამის განმახორციელებელი
ეკონომიკის განვითარების,სტატისტიკის ,ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემატურად მიმდინარეობს განათლების ობიექტების რეაბილიტაცია. ძირითადი აქტივების მშენებლობა, არსებულის მიმდინარე შეკეთება და მოვლა-პატრონობა. კერძოდ: გათვალისწინებულია რაიონის ყველა ბაღში სამზარეულო ოთახებისა და საპირფარეშოების რეაბილიტაცია და ცენტრალური გათბობის მოწყობა. გათვალისწინებულია დაბა გუდაურის საბავშვო ბაღის მესამე სართულის მოწყობის სამუშაოები და საჯარო სკოლების მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიზნობრივი ტრანსფერით.
საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება გენდერული ასპექტები და მოეწყობა ინკლუზიური გარემო.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 4 - ხარისხიანი განათლება
მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;
გენდერული
არა
მოსალოდნელი შედეგი
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შექმნილია გენდერულად მგრძნობიარე, სტანდარტის შესაბამისი უსაფრთხო ფიზიკური გარემო სკოლამდელი განათლების შეუფერხებლად მისაღებად
პროგრამის დასახელება
კოდი
განათლების ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
04 03
48,1
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ეკონომიკის განვითარების,სტატისტიკის ,ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება მიღებული მიზნობრივი ტრანსფერით.
მოსალოდნელი შედეგი
საჯარო სკოლებში კეთილსაიმედო სასწავლო გარემოს შექმნ