„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12-34
სარეგისტრაციო კოდი
310060000.35.101.017428
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12-34

2026 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge;  გამოქვეყნების თარიღი: 30/12/2016; სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016353) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“:

1. მე-2 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მნიშვნელოვნად, ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.“;  

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის 5 და 5 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს უფლება აქვს, ამავე კოდექსის 290 მუხლის გათვალისწინებით სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთოს ბლოკირება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება.“;

3. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარკირება, როგორც წესი, დაიშვება საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 5 მეტრის რადიუსის დაშორებით.“;

4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-53 პუნქტები:

„51. სახანძრო ჰიდრანტის განთავსების ადგილთან პარკირების შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი წესები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართ №1-ის შესაბამისად, 3.34 საგზაო ნიშანი „სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“ კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას.  3.34 ნიშანი მოქმედებს ამ ნიშნიდან 3.5 მეტრის რადიუსის მანძილზე, ხოლო მიწისქვეშა სახანძრო ჰიდრანტის შემთხვევაში აღნიშნული ნიშნის მოქმედების ზონად განისაზღვრება აგრეთვე სახანძრო ჰიდრანტის სახურავი. 3.34 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.28 საგზაო მონიშვნასთან ერთად. ამ შემთხვევაში 3.34 ნიშნის მოქმედების ზონა მონიშვნის ხაზით განისაზღვრება. 1.28 საგზაო მონიშვნისას წითელი ხაზით შემოსაზღვრულია ის ადგილი, სადაც სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია, გარდა ამავე კანონის №1 დანართის მე-3 პუნქტის შენიშვნის „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3.34 ნიშანი იდგმება სახანძრო ჰიდრანტთან. 1.28 საგზაო მონიშვნის არარსებობა მძღოლს არ ათავისუფლებს 3.34 ნიშნის მოთხოვნის შესრულებისგან. ამკრძალავი ნიშნის „სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს დაჯარიმებას  200 ლარის ოდენობით.

52. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად:

ა) ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა ან გაჩერება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე დგომა დასაშვებია) გამოიწვევს დაჯარიმებას  100 ლარის ოდენობით;

ბ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით მოწყობილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობისა ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერებისა) ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) გაჩერება ან დგომა ან შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

გ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;

ე) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;

ვ) ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომის ან გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, მათ შორის M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვისაც.

53. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ ამ წესის მე-7 მუხლის 51 და 52 პუნქტებით  გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემთხვევაში ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამავე კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით  განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ წესის მე-7 მუხლის 51 და 52 პუნქტებით  გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება და გამოიწერება საჯარიმო ქვითარი, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამავე კოდექსის 290 და 290 მუხლებით დადგენილი წესით.“;

5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11.  საცნობი ნიშნის გაცემა და საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება

1. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს:

ა) მისი კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა;

ბ) „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართ №3-ით განსაზღვრული „ფორმა №IV-50/4“ ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 31 იანვრის №7/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართ №1.3-ის შესაბამისად გაცემული „შემოწმებულ პირზე გადასაცემი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი“ (ფორმა NIV-50/4) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2007 წლის პირველ იანვრამდე მუდმივი სტატუსის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ამავე საფუძვლით სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი) მიღების შესახებ გაცემული დოკუმენტი;

გ) „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართ №2-ით განსაზღვრული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა, რომელშიც მითითებულია გადაადგილების უნარის შეზღუდვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

გ.ა) „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართ №3-ით განსაზღვრული „ფორმა №IV-50/4“, ველში – „ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“ შეიცავს მითითებას გადაადგილების უნარის შეზღუდვის შესახებ;

ან

გ.ბ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 31 იანვრის №7/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართ №1.3-ის შესაბამისად გაცემული „შემოწმებულ პირზე გადასაცემი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი“ (ფორმა NIV-50/4), ველში – „ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“ შეიცავს მითითებას გადაადგილების უნარის შეზღუდვის შესახებ.

2. საცნობი ნიშნის მისაღებად არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს:

ა) „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართ №3-ით განსაზღვრული „ფორმა №IV-50/4“ ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 31 იანვრის №7/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართ №1.3-ის შესაბამისად გაცემული „შემოწმებულ პირზე გადასაცემი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი“ (ფორმა NIV-50/4);

ბ) დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი.

3. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა;

ბ) „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართ №3-ით განსაზღვრული „ფორმა №IV-50/4“ ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 31 იანვრის №7/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართ №1.3-ის შესაბამისად გაცემული „შემოწმებულ პირზე გადასაცემი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი“ (ფორმა NIV-50/4) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2007 წლის პირველ იანვრამდე მუდმივი სტატუსის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ამავე საფუძვლით სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი) მიღების შესახებ გაცემული დოკუმენტი;

გ) „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართ №2-ით განსაზღვრული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა, რომელშიც მითითებულია გადაადგილების უნარის შეზღუდვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

 გ.ა) „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართ №3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4, ველში – „ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“, შეიცავს მითითებას გადაადგილების უნარის შეზღუდვის შესახებ;

ან

გ.ბ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 31 იანვრის №7/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართ №1.3-ის შესაბამისად გაცემული „შემოწმებულ პირზე გადასაცემი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი“ (ფორმა NIV-50/4), ველში – „ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“, შეიცავს მითითებას გადაადგილების უნარის შეზღუდვის შესახებ.

დ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი.

4. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.

5. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. სააგენტო  უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.

6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი, დანართ №1-ის შესაბამისად.

7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიულ პირზე, დანართ №2-ს შესაბამისად, გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებაც აქვს საკუთრებაში.

8. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად – 3 წლის ვადით, მე-2 პუნქტის შესაბამისად – არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სრულწლოვანებამდე (ამასთან, საცნობი ნიშნის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირის რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე (ამასთან, საცნობი ნიშნის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს), ან იმგვარი გარემოების დადგომამდე, რომლის არსებობისას საცნობი ნიშანი არ გაიცემოდა.

9. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე. ისე რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.

10. საცნობი ნიშანი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა.

11. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ სააგენტოში წერილობითი ფორმით წარდგენილი ახალი საცნობი ნიშნის აღების დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, თუ სააგენტო ჩათვლის საჭიროდ მფლობელი, არასრულწლოვანი/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია სააგენტოში წარადგინოს ხელახლა, რის შემდეგაც სააგენტოს მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვადით.

12. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს სააგენტოს.

13. საცნობი ნიშნის დაკარგვისას ან დაზიანებისას, მისი აღდგენის თხოვნით სააგენტოს წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით.

14. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად.

15. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების  შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.

16. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე;

ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას;

გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რისი არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემოდა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე