„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 22.01.2007
ძალის დაკარგვა 03.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.009.850
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 29/01/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 51.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.009.850
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №32
2007 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №682 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის თანდართული დებულება.
2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და უშუალო შემსრულებლები.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (შემდგომ ტექსტში – „კომპლექსი“) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების (შემდგომ ტექსტში – „მოსამსახურე“), აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), იურიდიული და ფიზიკური პირების სპორტულ-გამაჯანსაღებელ მომსახურებას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი“.
3. „კომპლექსის“ საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კანონმდებლობა და წინამდებარე დებულება.
4. „კომპლექსი“, როგორც საჯარო სამართლის იურიული პირი, ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
5. „კომპლექსს“ აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი და შტამპები.
6. „კომპლექსის“ იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2.
მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. „კომპლექსი“ კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) „მოსამსახურეთა“, მათი ოჯახის წევრთა, აგრეთვე სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი მომსახურება და მათი ფიზიკური მომზადება;
ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება, მასობრივი სპორტის განვითარება;
გ) „კომპლექსში“ არსებული სპორტის სახეობების მიხედვით ქალაქის, ეროვნული ნაკრები გუნდების კანდიდატებისა და სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების მზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის რეზერვის მომზადება;
დ) სპორტის სახეობათა მიხედვით, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნა;
ე) თანამედროვე საწვრთნელი პროცესის დანერგვით, საკუთარ სპორტულ ღონისძიებათა კალენდარის შემუშავებითა და შესრულებით, სპორტული რეზერვების მომზადების ეფექტური სისტემის შექმნა;
ვ) სამინისტროს ან სხვა ორგანიზაციების დაკვეთით სპორტულ-მეთოდური საქმიანობის წარმოება;
ზ) სამედიცინო-დიაგნოსტიკური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცესის ორგანიზება;
თ) კომპლექსის თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
2. კომპლექსის სასპორტო-საწვრთნელი პროცესის ძირითად ფორმას წარმოადგენს:
ა) ჯგუფური საწვრთნელი და თეორიული მეცადინეობები;
ბ) ინდივიდუალური წესით მეცადინეობები, რომელიც (ინდივიდუალური და პერსპექტიული გეგმების შესაბამისად) აუცილებელია ხელოვნებისა და უმაღლესი დაოსტატების ეტაპზე;
გ) სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში და სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებში მონაწილეობა (როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ).
3. „კომპლექსი“, მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას და „მოსამსახურეთა“, მათი ოჯახის წევრთა და სხვა პირთა მომსახურებას უზრუნველყოფს „კომპლექსის“ ცენტრალური და სენაკის სამხედრო ქალაქის სპორტული ბაზებით, შესაბამისი ინვენ-ტარით, სხვა ძირითადი თუ დამხმარე ნაგებობით.
4. „კომპლექსი“ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში „მოსამსახურეებს“ ემსახურება ანაზღაურების გარეშე, ხოლო მათი ოჯახის წევრებს, აგრეთვე სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს – სახელშეკრულებო პირობებით.
5. „კომპლექსის“ სპორტულ-საწვრთნელი და მეთოდური მუშაობის ორგანიზაციის ფორმები, სპორტული წვრთნის კონკრეტული ეტაპისა და ვარჯიშის ხანგრძლივობა, „კომპლექსში“ მიღების წესი და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა განისაზღვრება „კომპლექსის“ შინაგანაწესით.
მუხლი 3🔗. „კომპლექსის“ მართვა
1. „კომპლექსის“ მმართველობით ორგანოებს წარმოადგენს დირექცია (დირექტორი და მისი მოადგილეები), მწვრთნელთა საბჭო და სპორტული განყოფილებები.
2. „კომპლექსს“ ხელმძღვანელობს „კომპლექსის“ დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს თავ-დაცვის მინისტრის ბრძანებით. დირექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედებს დამოუკიდებლად.
3. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „კომპლექსის“ დირექტორი.
4. კომპლექსის დირექტორი:
ა) ასრულებს „კომპლექსის“ წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ფუნქციას, ორგანიზებას უწევს კომპლექსის საერთო და სპორტულ საქმიანობას, პასუხისმგებელია „კომპლექსის“ საქმიანობის სწორი წარმართვისათვის, განსაზღვრავს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;
ბ) წარმოადგენს „კომპლექსს“ სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს „კომპლექსის“ სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს „კომპლექსის“ ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხეკლშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკებში, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს;
გ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „კომპლექსის“ სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და სხვა თანამშრომლებს;
დ) პასუხისმგებელია „კომპლექსის“ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენებაზე. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინაშე;
ე) თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს წლიურ ბიუჯეტს და საშტატო ნუსხას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა თანამშრომლისათვის;
ზ) ამტკიცებს „კომპლექსის“ განვითარების მიმართულებებს, სამუშაო გეგმებს, შინაგანაწესს და თანამშრომელთა ხელფასის ოდენობას;
თ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად, „კომპლექსში“ ქმნის დროებით მიზნობრივ ჯგუფებს და იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) ახორციელებს „კომპლექსის“ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებას.
5. „კომპლექსის“ დირექტორის არყოფნის შემთხვევაში (განთავისუფლება, მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელი) დირექტორის მოვალეობას, მისი დავალებით, ასრულებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 4🔗. „კომპლექსის“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. „კომპლექსის“ სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. „კომპლექსის“ სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანო არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს „კომპლექსის“ საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.
3. თავდაცვის სამინისტრო საჯარო მიზნის განხორციელებისას უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს „კომპლექსის“ არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. „კომპლექსის“ ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
5. „კომპლექსმა“ თავდაცვის სამინისტროს თანხმობითა და კანონით გათვალისწინებული წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) სხვა გადაწყვეტილების მიღება „კომპლექსის“ ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.
მუხლი 5🔗. „კომპლექსის“ ქონება და სახსრები
1. „კომპლექსს“ დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გაედაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. „კომპლექსის“ შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქველმოქმედო შემოწირულობები;
ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
ვ) სპორტულ-მასობრივი ღონისძიებების ჩატარებიდან მიღებული შემოსავლები;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება „კომპლექსის“ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას, სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
4. „კომპლექსი“ ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს თავდაცვის მინისტრს.
5. „კომპლექსის“ წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 6🔗. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
1. თუ „კომპლექსი“ არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, „კომპლექსის“ რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. „კომპლექსის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
„კომპლექსის“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.