,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.11.2006 ძალადაკარგული 23.05.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№682
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 152, 13/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №682

2006 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1.    შეიქმნას ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი“  (შემდგომში – კომპლექსი).

2.    კომპლექსის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) ერთ თვეში უზრუნველყოს კომპლექსის დებულების დამტკიცება და მათ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქ. №2-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის (სპორტული კომპლექსი, გენ. გეგმით №14) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, ამასთან, სენაკის სამხედრო ბაზაზე არსებული სპორტული კომპლექსის (სენაკის სამხედრო ქალაქი) კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპლექსისათვის გადაცემა.

     მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.05.2011.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ““?
„,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ““ მიღებულია 09.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №682. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.004.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ““-ში?
დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.05.2011-დან.
სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.05.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ““, №682, 09.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/99298/