ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2026 წლის 27 მაისი ქ. ცაგერი |
|
წინამდებარე წესი არეგულირებს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს.
გარე ვაჭრობას წარმოადგენს:
ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), არ ატარებს მუდმივ ხასიათს და არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება;
გ) თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის, საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს.
წინამდებარე წესის ამოცანებია:
ა) მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე.
2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ცაგერის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო(მუნიციპალიტეტის მერი).
3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ცაგერის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ ნივთების სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.
4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ცაგერის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.
5. გარე ვაჭრობის ადგილად შეიძლება განისაზღვროს სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორია არაუმეტეს 1 მეტრის მანძილზე სავაჭრო ობიექტების კედლიდან. ასევე სავაჭრო ობიექტის კედლიდან განთავსებული სტელაჟები.
6. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად.
7. ცაგერის მუნიციპალიტეტის აღმასულებელი ორგანო უფლებამოსილია გარე ვაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და სხვაგვარად შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
8. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესები;
ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
გ) სატრანსპორტო ნაკადი;
დ) საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ვ) საგზაო მოძრაობის წესები;
ზ) ეკოლოგიური მდგომარეობა;
თ) საზოგადოების სხვა ინტერესები.
9. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობის ან/და ნივთის განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს მიწის ვაკისის სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა.
10. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია (მერი) უფლებამოსილია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილები გამოიყენოს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის.
1. გარე ვაჭრობისათვის და ბაზრობებისთვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა და ბაზრობები უნდა მოეწყოს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.
4. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;
ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
გ) ყვავილები;
დ) ხილ-ბოსტნეული – მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ე) სპეციალური დანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული);
ვ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;
ზ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
თ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში);
ი) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული;
კ) საყოფაცხოვრებო-სამეურნეო საქონელი.
5. აკრძალულია გარე ვაჭრობა მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით: ხორცით, ხორცის პროდუქტებით, რძით, რძის პროდუქტებით, თევზით, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმით და პურით, აგრეთვე სუნელებითა და სანელებლებით, ,,სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №73 დადგენილების თანახმად, რისკის შეფასების პროცესის დამთავრებამდე.
1. პირს, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე უფლება აქვს, განათავსოს მხოლოდ დროებითი შენობა-ნაგებობა ან/და განათავსოს ისეთი ნივთი, რომელიც არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), რომლებიც განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის.
2. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, პირი ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერს მიმართოს მარტივი შეტყობინებით, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის საკუთრების შესახებ;
ბ) არქიტექტურულ ესკიზს;
გ) საჭიროების შემთხვევაში, წინასაპროექტო კვლევის შედეგებს;
დ) წინასწარ გადაწყვეტილებას (არსებობის შემთხვევაში).
3. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი (უფლებამოსილი სამსახური) ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მარტივ შეტყობინებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შეტყობინების წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში მარტივი შეტყობინებით წარდგენილი ინფორმაცია ითვლება შეთანხმებულად.
5. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს კანონით ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.
გარე ვაჭრობის წესების დარღვევას წარმოადგენს:
ა) გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილ(ებ)ზე დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების წესების დარღვევა;
ბ) გარე ვაჭრობა იმ ადგილებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერის მიერ გარე ვაჭრობის ადგილებად;
გ) იმ საქონლით და მალფუჭებადი პროდუქტით ვაჭრობა, რომელიც აკრძალულია და არ არის ნებადართული ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.
1. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური.