შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №06/2-რ
2026 წლის 22 მაისი
1. შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400359063) რეგისტრირებულ იქნეს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 012067.
2. ეს ბრძანება მისი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და დაუყოვნებლივ გადაეცეს შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერს“.
3. შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში) ამ ბრძანების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.05.2026.
- როდის იქნა მიღებული „შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“?
- „შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“ მიღებულია 22.05.2026. მიმღები ორგანო — სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №06/2-რ.
- სად არის „შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“, №06/2-რ, 22.05.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6872564/