„მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებასთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№233
სარეგისტრაციო კოდი
480140000.10.003.025782
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №233

2026 წლის 29 მაისი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, საქართველო შეუერთდეს „მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას“.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მთავრობათაშორისი შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, როგორც შეთანხმების დეპოზიტარს, ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მთავრობათაშორისი შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე;

გ) აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, როგორც შეთანხმების დეპოზიტარს, რომ შეთანხმების მე-10 მუხლისა და მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველო თავს არ იბოჭავს მე-13 მუხლის მორიგებასთან დაკავშირებული დებულებებით;

დ) აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, როგორც შეთანხმების დეპოზიტარს, რომ საქართველო აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − მიმართ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის უკანონო სამხედრო აგრესიის შედეგად მის მიერ არის ოკუპირებული, აქტის გამოყენება დაიწყება ამ რეგიონებში − ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს დე ფაქტო იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებასთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებასთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2026.
როდის იქნა მიღებული „მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებასთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე?
„მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებასთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე მიღებულია 29.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №233. სარეგისტრაციო კოდი — 480140000.10.003.025782.
რამდენი მუხლისგან შედგება „მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებასთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებასთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებასთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე, №233, 29.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.025782 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6877938/