ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 52.0 ათასი ლარის ოდენობით.აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ათ წლიანი სასეხო ვალდებულებები ჯამში (პროცენტის ჩათვლით) შეადგენდა 532 952 ლარს, აქედან სესხის სახით გადასახდელი იყო 356 455 ლარი. მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად იხდის გადასახადს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესაბამისად, სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით. რომელიც წლის მანძილზე ხორციელდება ორ ეტაპად: 28 აპრილს და 28 ოქტომბერს. დღეის მდგომარეობით სულ დაფარულია 548.9 ათასი ლარი, აქედან 356.7 ათ. ლარი სესხის და 192.2 ათ. ლარი პროცენტის სახით.
ათას ლარებში
დასახელება
2024 წლის ფაქტი
2025 წლის ფაქტი
2026 წლის გეგმა
ვალდებულებების ცვლილება
-50,9
-50,9
-52,0
კლება
50,9
50,9
52,0
საშინაო
50,9
50,9
52,0