„შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 ბთებერვლის N71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
310150000.55.067.016231
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №105

2026 წლის 29 ივნისი

ქ. ბათუმი

 

„შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა  და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 თებერვლის №71 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ.“;

ბ) ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები.“;

გ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიივანე აბაშიძე



დანართი №1

შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები


სამაშველო აღჭურვილობის ჩამონათვალი

 

სიგრძით

3m≤ Lн ≤ 6 m

(რაოდენობა)

სიგრძით

6 < Lн≤ 12 m

(რაოდენობა)

სიგრძით

Lн > 12 m

(რაოდენობა)

1

სამაშველო ჟილეტი

სასტვენითა და განათებით

 

ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის

 

 

ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის

 

 

ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის

 

 

2

მოტივტივე  რეზინის რგოლი სამაშველო ბაგირით არანაკლებ 15მ სიგრძის

 

 

1*1

 

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

3

სამაშველო რგოლი მოტივტივე ბაგირით არანაკლებ 15მ სიგრძის

არ მოეთხოვება

1

2

4

ნიჩაბი (ან სხვა ნიჩბოსნობის მოწყობილობა) ან ღუზა ბაგირით/ჯაჭვით

1*1

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

5

ღუზა ბაგირით/ჯაჭვით/ ლითონის ბაგირით

 

არ მოეთხოვება

1

1

6

ცეცხლმაქრი

 

1*2

1*3

3

7

ჭურჭელი წყლის ამოსახაპად ან ხელის ტუმბო მილით, შიდა განყოფილებიდან წყლის ამოსატუმბად

 

1*1

 

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

8

სათავსებიდან/ტრიუმიდან წყლის ამოტუმბვის საშუალებები

არ მოეთხოვება

1

1

9

წყალგაუმტარი ელექტროფანარი

 

1*1

 

არ მოეთხოვება

არ მოეთხოვება

10

პროჟექტორი

 

არ მოეთხოვება

1

1

11

საკომუნიკაციო საშუალება

1*4

1*4

1*4

12

პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები  წყალგაუმტარ შეფუთვაში

 

არ მოეთხოვება

1

1

13

სანავიგაციო განათება

 

1*5

1*5

1*5

 

*1 – გარდა ჰიდროციკლისა;

*2 – მცურავი საშუალება 3მ≤ Lн ≤ 6 მ-მდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცეცხლმაქრით, იმ შემთხვევაში, თუ ბორტზე დამონტაჟებულია სტაციონარული შიგაწვის ძრავა, რომელსაც აქვს თანდართული საწვავის ავზი ან საწვავის გამოყენებით სამზარეულო/გათბობის მოწყობილობები ან მუდმივად დამონტაჟებული საწვავის ავზი ძრავას ტიპის მიუხედავად;

*3 – როდესაც ბორტზე დამონტაჟებულია საწვავის გამოყენებით სამზარეულო/გათბობის მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებით კიდევ ერთი ცეცხლმაქრით;

*4 – საკომუნიკაციო საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალგაუმტარ კორპუსში შეფუთული და ექსპლუატაციის პერიოდისათვის საკმარისი მუხტით უზრუნველყოფილი მობილური ტელეფონი;

*5 – შეზღუდული ხილვადობის პირობებში და მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლის პერიოდში, სანავიგაციო, სასიგნალო შუქებისა და განათების მოწყობილობების გარეშე, მცურავი საშუალებების ექსპლუატაცია აკრძალულია.

3მ≤ Lн ≤ 6 მ სიგრძის მცურავ საშუალებებზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი თეთრი ფერის ფანარი (შუქურა) განათების მოწყობილობებით, რომლის დანახვაც შესაძლებელია ყველა მხრიდან.

Lн > 6 მ რეკომენდებულია მარცხენა ბორტზე წითელი ფერის ნათურა, მარჯვენა ბორტზე – მწვანე ფერის ნათურა, რომელიც დამონტაჟებული უნდა იყოს თეთრ შუქზე ქიმის ცენტრში, მინიმუმ 1 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ბორტის ნათურებიდან.

შენიშვნა: შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართულ 3 მეტრამდე ძრავას მქონე გემებზე ვრცელდება  ამ ცხრილით 3m≤ Lн ≤ 6m სიგრძის გემზე დადგენილი მინიმალური მოთხოვნები.