,,აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№69
სარეგისტრაციო კოდი
200.120.000.22.033.009.906
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 01/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.009.906

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №69

2007 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

,,აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის    2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში (სსმ III, 2005წ., №6, მუხ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დადგინდეს თამბაქოს ნაწარმის შესაბამისი ნიშანდებისათვის 1000 (ათასი) ცალი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება შემდეგი ოდენობებით:

ა) 1000 (ათასი) ცალი აქციზური მარკა იმპორტული თამბაქოს ნაწარმისათვის 2,36 ევრო;

ბ) 1000 (ათასი) ცალი აქციზური მარკა ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმისათვის 3,89 ევრო;

გ) 1000 (ათასი) ცალი აქციზური მარკა იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო და ადგილობრივი ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის 4,22 ევრო;

დ) 1000 (ათასი) ცალი თვითწებადი აქციზური მარკა ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის 8,02 ევრო.“.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული აქციზური მარკების გაცემა საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ განახორციელოს შესაბამისი ტიპისა და დიზაინის აქციზური მარკების დაბეჭდვასა და მიღებაზე გაწეული ხარჯების შესაბამისად განსაზღვრული ნომინალური ღირებულების შესაბამისად.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.01.2007.
როდის იქნა მიღებული „,,აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე““?
„,,აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 31.01.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №69. სარეგისტრაციო კოდი — 200.120.000.22.033.009.906.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე““, №69, 31.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.009.906 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68890/