აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.007.017
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №21
2005 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დადგინდეს თამბაქოს ნაწარმის შესაბამისი ნიშანდებისათვის 1 000 (ათასი) ცალი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება შემდეგი ოდენობით:
ა) 1 000 (ათასი) ცალი აქციზური მარკა იმპორტული თამბაქოს ნაწარმისათვის 2,36 ევრო;
ბ) 1 000 (ათასი) ცალი აქციზური მარკა ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმისათვის 3,89 ევრო.
2. დადგინდეს ალკოჰოლური სასმელებისა და ლუდის შესაბამისი ნიშანდებისათვის 1 000 (ათასი) ცალი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება შემდეგი ოდენობით:
ა) 1 000 (ათასი) ცალი ,,აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №707 ბრძანებით განსაზღვრული (ახალი ტიპის) აქციზური მარკა ადგილობრივი ალკოჰოლის ნაწარმისათვის 6,49 ევრო, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №707 ბრძანების ძალაში შესვლამდე მოქმედი (ძველი ტიპის) აქციზური მარკა იმპორტული და ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელებისათვის 10,39 აშშ დოლარი;
ბ) 1 000 (ათასი) ცალი ,,აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №707 ბრძანებით განსაზღვრული (ახალი ტიპის) აქციზური მარკა ლუდის ნაწარმისათვის 2,866 ევრო, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №707 ბრძანების ძალაში შესვლამდე მოქმედი (ძველი ტიპის) აქიზური მარკა 5,1 აშშ დოლარი.
3. ნომინალური ღირებულების გაანგარიშება მოხდეს ანგარიშსწორების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად ლარებში.
4. ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს “აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 10 ივნისის №388 ბრძანება.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მისი მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.03.2010.
- როდის იქნა მიღებული „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“?
- „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 13.01.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 200.120.000.22.033.007.017.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.03.2010-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“, №21, 13.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.007.017 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59146/