საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №388 „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.11.117.006.514
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №388
2004 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლისა და 273-ე მუხლის მე-13 პუნქტის `გ” ქვეპუნქტის, `ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ” საქართველოს კანონის, `მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივლისის №321 ბრძანებულების, `საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-3 მუხლის `ჩ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დადგინდეს თამბაქოს ნაწარმის შესაბამისი ნიშანდებისათვის 1 000 (ათასი) ცალი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება შემდეგი ოდენობით:
ა) 1000 (ათასი) ცალი აქციზური მარკა იმპორტული თამბაქოს ნაწარმისათვის 2,36 ევრო;
ბ) 1000 (ათასი) ცალი აქციზური მარკა ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმისათვის 3,89 ევრო.
2. ნომინალური ღირებულების გაანგარიშება მოხდეს ანგარიშსწორების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად ლარებში.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №388 „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.01.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №388 „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №388 „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 10.06.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №388. სარეგისტრაციო კოდი — 200120000.11.117.006514.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №388 „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.01.2005-დან.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №388 „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.01.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №388 „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“, №388, 10.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 200120000.11.117.006514 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1364049/