„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №261 |
|
2026 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მთავრობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა
1. სამთავრობო პროგრამის, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, მთავრობა ყოველი წლის არაუგვიანეს 30 ნოემბრისა ამტკიცებს მომავალი წლის მთავრობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას (შემდგომში – გეგმა).
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაცია) შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ყოველწლიურად აზუსტებს მთავრობის პრიორიტეტებსა და ამოცანებს და დაზუსტებულ პრიორიტეტებს და ამოცანებს წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად.
3. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესრულების მიზნით, გამოითხოვს სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)იდან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საჯარო დაწესებულებებიდან მომდევნო წლისათვის დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებს (შემდგომში – აქტივობები), მათ შორის, ინფორმაციას ყოველწლიურ პრიორიტეტებსა და ამოცანებთან მიმართებით, დონორთა დახმარების მიმდინარე და ახლად წარმოქმნილი საჭიროებების შესახებ, სპეციალურად შემუშავებული ფორმის სახით, რომელსაც ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი.
4. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესასრულებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი, სხვა საჯარო დაწესებულებები აქტივობებს წარადგენენ მთავრობის ადმინისტრაციაში შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის ვადაში.
5. სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები უნდა შეესაბამებოდეს მთავრობის პრიორიტეტებს, ამოცანებსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს. ამასთან, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის, სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ წარდგენილი აქტივობები შესაძლებელია, იყოს მნიშვნელოვანი რეფორმა, ინსტიტუციური ცვლილება თუ სხვა დაგეგმილი საქმიანობა, რომელთა გატარების შედეგად მიღწეული და შესრულებული იქნება მთავრობის პრიორიტეტები და ამოცანები.
6. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის, სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ აქტივობების წარდგენის შემდეგ, 1 თვის ვადაში, ადგენს გეგმის პროექტს და წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად.
7. გეგმის შესრულების მონიტორინგი ხორციელდება 6 თვეში ერთხელ, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ.
8. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დონორთა დახმარების უკეთ მობილიზაციისა და ურთიერთგადაფარვების თავიდან ასაცილებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საჯარო დაწესებულებები 6 თვეში ერთხელ აწვდიან ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დონორებთან მიმდინარე მოლაპარაკებისა და მათი სტატუსის შესახებ.“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავრობის ადმინისტრაცია შექმნილია მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/ დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.“.
3. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სახელმწიფო მინისტრს/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს;“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარლამენტის სამართლებრივი აქტებით მთავრობისათვის გაცემულ დავალებათა შესრულების მიზნით, პროექტის ინიციირებას უზრუნველყოფს შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო(ები), სახელმწიფო მინისტრი/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი ორგანოს დადგენა, მას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.“.
4. 23-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმები დგება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით, მათ შორის, სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმას ადგენს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შემდგომში – მთავრობის საპარლამენტო მდივანი) სახელმწიფო მინისტრის მიერ და სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ შემუშავებული კანონპროექტების მომზადების გეგმების საფუძველზე.“.
5. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლება
მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების უფლება აქვთ საქართველოს სამინისტროებს; სახელმწიფო მინისტრს/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს; მთავრობის საპარლამენტო მდივანს (ამ კარის მიზნებისათვის შემდგომში – ინიციატორი უწყება).“.
6. 31-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;
ბ) მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კანონპროექტის თაობაზე სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციები;
დ) შენიშვნების არსებობისას – სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნების მოკლე შინაარსი და კანონპროექტში მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი.“.
7. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სახელმწიფო მინისტრი, იმ სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივანი, რომელიც არ ეთანხმება, ან ეთანხმება, მაგრამ აქვს შენიშვნები განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით;“.
8. 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში კანონპროექტის ატვირთვიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის საპარლამენტო მდივანი კანონპროექტს თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრს/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით.“.
9. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 39. მთავრობის დასკვნის მომზადება და პარლამენტში წარდგენა
1. სამინისტროებთან, სახელმწიფო მინისტრთან/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)თან კანონპროექტის შეთანხმებიდან 2 სამუშაო დღეში მთავრობის საპარლამენტო მდივანი, სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის პოზიციების შეჯერების საფუძველზე, ამზადებს მთავრობის პოზიციას (დასკვნას) და უგზავნის პარლამენტის წამყვან კომიტეტს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ პარლამენტის წამყვან კომიტეტს შესაძლებელია, გაეგზავნოს მხოლოდ სამინისტროს პოზიცია (დასკვნა).
2. თუ სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს შორის არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები, ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი არ იზიარებს მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრთან, სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის საპარლამენტო მდივნებთან პოზიციების შეჯერებას და მთავრობის დასკვნის მომზადებას.
3. შენიშვნების თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საპარლამენტო მდივნის მიერ მომზადებულ მთავრობის დასკვნას დაერთვება სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის დასაბუთებული შენიშვნები.“.
10. 42-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პარლამენტში განხილვის განრიგი, მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ ეგზავნება საქართველოს სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრს/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს.“.
11. 43-ე მუხლის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვის გრაფიკი, მისი წარმოდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ ეგზავნება საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრს/სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ს.“.
|