„ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№264
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025813
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №264

2026 წლის 16 ივნისი

  ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/06/2026, 300160070.10.003.025790) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 2

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება 2012 წლის 1 ივლისამდე აღიარებულ სამშენებლო სამუშაოებზე, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის უცხო ქვეყნის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით (მათ შორის, კრედიტის სახით) განხორციელებულ ან განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვებზე, რომლებიც სრულდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წინასწარ განსაზღვრულ, უცვლელ და ერთიან (ფიქსირებულ) ფასად (lump sum), საჯარო ინტერესთა გამოხატვის გზით ჩატარებული ბაზრის წინასწარი კვლევის საფუძველზე. აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების lump sum ტიპად მიჩნევის საკითხს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე, არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებზეც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ან გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერები სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებზე, გავრცელდეს „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება. აგრეთვე, ასეთ პროექტებზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის პროცესში „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით განსაზღვრული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენისას ან სამუშაოების მიმდინარეობისას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების კორექტირებების ან/და საექსპერტო შეფასების დროს  გამოყენებულ  იქნეს  „ტექნიკური რეგლამენტის  − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში მოცემული დანარიცხები და მათი დარიცხვის წესები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.06.2026.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №264. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.025813.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №264, 16.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025813 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6896328/