,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 11 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.159.016642
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2026 წლის 30 ივნისი

ქ. მარნეული

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსი“  54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 11 აგვისტოს, №16 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 12/08/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.159.016504) დანართ 1-ში და

1. დადგენილების დანართი 1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების (შემდგომში  – „სტრუქტურული ერთეული“) საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში – „უფლებამოსილი პირი“), ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის, ქონების მართვის განყოფილების (შემდგომში  –„სტრუქტურული ერთეული“) საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში – „უფლებამოსილი პირი“) და ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის (შემდგომში  –„სტრუქტურული ერთეული“) ხელმღვანელი (შემდგომში – „უფლებამოსილი პირი“), ამ სამსახურების დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 11 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 11 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2026.
როდის იქნა მიღებული „,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 11 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 11 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.06.2026. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.159.016642.
სად არის „,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 11 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 11 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №21, 30.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016642 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6919722/