„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№323
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.025872
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №323

2026 წლის 10 ივლისი

   ქ. თბილისი

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/04/2017, 010320000.10.003.019920) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ან ანგარიშვალდებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორ(ებ)ი და მისი/მათი მოადგილე (მოადგილეები), საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები/მათი პირველი მოადგილეები/მოადგილეები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, 10 სამუშაო დღით ადრე მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობის მისაღებად. მიმართვაში უნდა აღინიშნოს მივლინების მიზანი, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღი, მივლინების დღის წესრიგი (მათ შორის, მოსალოდნელი შეხვედრები და განსახილველი საკითხები), ასევე ინფორმაცია დელეგაციის შემადგენლობის, მივლინების ხარჯების ოდენობისა და ანაზღაურების თაობაზე. მივლინებაში გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წერილობითი თანხმობის გაცემის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.07.2026.
როდის იქნა მიღებული „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №323. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.10.003.025872.
სად არის „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №323, 10.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.025872 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6942329/