„აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №328 |
|
2026 წლის 15 ივლისი ქ. თბილისი |
1. 11 მუხლი:
„მუხლი 11
1. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებზედაც სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება, აგრეთვე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, უფლება აქვთ, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ემბლემისა, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზნით, აგრეთვე გამოიყენონ იმავე ემბლემისაგან განსხვავებული, საკომუნიკაციო ლოგო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომუნიკაციო ლოგოს ფორმას, ამავე პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს/მინისტრის თანხმობით, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტთან წინასწარი წერილობითი კონსულტაციის საფუძველზე და ამავე დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.“.
2. 41 მუხლი:
„მუხლი 41. ამ დადგენილების 11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა იმ საჯარო დაწესებულებებმა, რომლებიც ამ მუხლის ამოქმედებამდე ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ემბლემის გარდა საკომუნიკაციო ლოგოსაც იყენებენ, საკომუნიკაციო ლოგო, ამ დადგენილების 11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაამტკიცონ 2027 წლის 1 ივნისამდე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 15.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №328. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.10.003.025877.
- სად არის „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №328, 15.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010020000.10.003.025877 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6945753/