აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/258 |
|
2026 წლის 15 ივლისი ქ. თბილისი |
გამოარკვია:
საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, „გადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II’’-ის ფარგლებში ახორციელებს 400 კვ. „ახალციხე-თორთუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს. საქართველო-თურქეთის ენერგოსისტემის დამაკავშირებელი „ახალციხე-თორთუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად გაძლიერდება საქართველოს ელექტროენერგეტიკული კავშირი როგორც თურქეთის ენერგოსისტემასთან, ასევე ევროპის ერთიან სინქრონულ ზონასთან. პროექტის შექმნის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისება. პროექტით გათვალისწინებულია 33 კმ. სიგრძის საქართველო-თურქეთის ენერგოსისტემის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა. „ახალციხე - თორთუმის“ ელექტროგადამცემი ხაზი დაუკავშირდება ახალციხის ქვესადგურს და თურქეთის ქვესადგურს თორთუმში. ამდენად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის. პროექტის არეალში მოექცა ზაზა ხითაროვის (პ/ნ 47001001620) საკუთრებაში არსებული ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალე, „კორაშენში“ მდებარე 671 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N62.15.58.696) ნაწილი – 53 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამასთან, მესაკუთრეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების თაობაზე.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა შემდეგ გარემოებათა გამო:
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №3/563-25) მითითებულია, რომ „ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო მინისტრის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) ბრძანებით განისაზღვრება მხოლოდ: 1. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა, რომელშიც იგულისხმება კონკრეტული პროექტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მნიშვნელობის მინიჭება, როგორც ექსპროპრიაციის საფუძველი და აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობის აუცილებლობა, როგორც კანონისმიერი პირობა. 2. სუბიექტი ესე იგი პირი, რომელიც დაინტერესებულია ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით და რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.“
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ხორციელდება 400 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის “ ახალციხე-თორთუმის“ მშენებლობის პროექტი.
ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალე, „კორაშენში“ მდებარე 671 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. N62.15.58.696) მესაკუთრეა ზაზა ხითაროვი (პ/ნ 47001001620).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ზაზა ხითაროვის საკუთრებაში არსებული ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალე, „კორაშენში“ მდებარე 671 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. N62.15.58.696) ნაწილი – 53 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ მოხერხდა კერძო მესაკუთრესთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე შეთანხმების მიღწევა და შესაბამისად, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის პროცედურის დაწყების საჭიროება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 20 მაისის და 8 ივლისის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. 400 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-თორთუმის“ მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად.
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (განმცხადებელი) განისაზღვროს ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად.
3. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს უფლებამოსილება პროექტის არეალში მოქცეულ ზაზა ხითაროვის (პ/ნ 47001001620) საკუთრებაში არსებულ ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალეში, „კორაშენში“ მდებარე 671 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №62.15.58.696) ნაწილზე – 53 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ენუქიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“?
- „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 15.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/258.
- სად არის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“, №1-1/258, 15.07.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6946616/