აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება № 1-1/259
2026 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს მთავრობა ახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ შემუშავებულ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამას“, რაც მოიცავს ელექტროგადამცემი სისტემის ნაწილის განვითარებას, მშენებლობას, რეაბილიტაციას, ასევე, ქვესადგურების გაფართოებას. პროექტის მიზანია საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერება და ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნა/მოხმარების დაკმაყოფილება. პროექტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზი კახეთის რეგიონში განთავსდება. შესაბამისად, პროექტი უზრუნველყოფს ენერგომომარაგების სტაბილურობას კახეთის რეგიონში და შეამცირებს ენერგომომარაგების შეწყვეტის რისკს. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ნაწილს და მისი მიზანია გააძლიეროს ელექტროგადამცემი ქსელი საქართველოში, რათა გააუმჯობესოს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესაძლებლობები, დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნები და დააკავშიროს არსებული და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები, ძირითადად ჰიდროენერგეტიკული პროექტები (ჰესები). კახეთის რეგიონში დაგეგმილია 110 კვ-იანი ელექტროგადაცემის ხაზის სტორი ჰესი – ქვესადგური „ახალი თელავი“ (სიგრძე 33 კმ) და 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „იყალთოს“ ქვესადგურ „ახალ თელავში“ (სიგრძე 3.2კმ) შეჭრის მშენებლობის პროექტი. 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის იყალთოს ქვესადგურ „ახალ თელავში’’ შეჭრის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომლის ძირითადი მიზანია ქვესადგურ „ახალი თელავში’’ თავმოყრილი სიმძლავრის ქსელში გამოტანა, ასევე, კახეთში არსებული 110კვ-იანი ქსელის საიმედოობის გაზრდა. აღნიშნული პროექტის განხორციელება შეამცირებს ენერგომომარაგების შეწყვეტის რისკს და საშუალებას მისცემს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა ზურაბ თეთრაულის (პ/ნ: 20001052863) და ნოდარი თეთრაულის (პ/ნ: 20001053654) თანასაკუთრებაში არსებული თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეჩურში მდებარე 916 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ № 53.16.46.098) ნაწილი – 172 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამასთან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიუთითებს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეებს ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა შემდეგ გარემოებათა გამო:
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №3/563-25) მითითებულია, რომ „ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო მინისტრის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) ბრძანებით განისაზღვრება მხოლოდ 1. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა, რომელშიც იგულისხმება კონკრეტული პროექტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მნიშვნელობის მინიჭება, როგორც ექსპროპრიაციის საფუძველი და აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობის აუცილებლობა, როგორც კანონისმიერი პირობა. 2. სუბიექტი ესე იგი პირი, რომელიც დაინტერესებულია ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით და რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.“
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ხორციელდება 110 კვ-იანი ელექტროგადაცემის ხაზის სტორი ჰესი – ქვესადგური „ახალი თელავის“ (სიგრძე 33 კმ) და 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „იყალთოს“ ქვესადგურ „ახალ თელავში“ (სიგრძე 3.2კმ) შეჭრის მშენებლობის პროექტი.
ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეჩურში მდებარე 916 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №53.16.46.098) მესაკუთრეა ზურაბ თეთრაული (პ/ნ: 20001052863) და ნოდარი თეთრაული (პ/ნ: 20001053654).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ზურაბ თეთრაულის და ნოდარი თეთრაულის თანასაკუთრებაში არსებული თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეჩურში მდებარე 916 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №53.16.46.098) ნაწილი - 172 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ მოხერხდა კერძო მესაკუთრეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე შეთანხმების მიღწევა და შესაბამისად, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის პროცედურის დაწყების საჭიროება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 20 მაისის და 8 ივლისის სხდომის ოქმების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. 110 კვ-იანი ელექტროგადაცემის ხაზის სტორი ჰესი – ქვესადგური „ახალი თელავი“ (სიგრძე 33 კმ) და 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „იყალთოს“ ქვესადგურ „ახალ თელავში’’ (სიგრძე 3.2კმ) შეჭრის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად.
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (განმცხადებელი) განისაზღვროს ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად.
3. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს უფლებამოსილება პროექტის არეალში მოქცეულ ზურაბ თეთრაულის (პ/ნ: 20001052863) და ნოდარი თეთრაულის (პ/ნ: 20001053654) თანასაკუთრებაში არსებულ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეჩურში მდებარე 916 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №53.16.46.098) ნაწილზე 172 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მიმიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ენუქიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“?
- „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 15.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/259.
- სად არის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“, №1-1/259, 15.07.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6946669/