საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2026 წლის 24 ივლისი ქ. ლანჩხუთი |
ა) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტი დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად;
|
2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას განიხილავს „შპს ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის ბრძანებით უფლებამოსილი თანამშრომელი (შემდგომში „თანამშრომელი“).
3. ამ მუხლის მე-2 პუქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, თანამშრომელი უფლებამოსილია სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
4. თანამშრომელი უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
2. პოლიგრაფიული საწარმოდან საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს კომპანიის წარმომადგენელს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. საჯარიმო ქვითრის შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს კომპანიის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.
3. საჯარიმო ქვითრის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. სათავსო, სადაც ინახება საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან. საჯარიმო ქვითრის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში“ (ტექსტში შემდგომ – ჟურნალი) (დანართი №2).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
5. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება კომპანიის დირექტორის ხელმოწერით და ბეჭდით.
6. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
7. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დამხარებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი; ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღირიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
8. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
9. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი თანამშრომელი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
10. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირთან, რომელიც შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
11. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.
12. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №3) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებას იღებს კომპანიის დირექტორი.
|
აქტი №
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის _________________________________________________ (აქტის შედგენის ადგილი)
________ ____________________ 20--- წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:
კომპანიის დირექტორი / -----------------------------------/
ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი / -----------------------------------/
|
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი № -----
შპს – ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია
433655882
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სააღსრულებო ფურცლის გამცემის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციულ-სამარათლებრივი გამოტანის თარიღი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(აღსასრულებლად მიქცეული
ადმინისტრაციულ-სამარათლებრივი აქტის ძალაში შესვლის თარიღი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი)
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:
უფლებამოსილი პირი: __________________ /____________________ /
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბ.ა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.07.2026. მიმღები ორგანო — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.112.016598.
- სად არის „საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, №16, 24.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016598 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6950760/