მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016777
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2026 წლის 24 ივლისი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილება (matsne.gov.ge, 08/02/2018; 010260020.35.153.016404).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 17 აგვისტოდან.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი



დანართი

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამსახურის  დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვას და ეფექტურ გამოყენებას, მონაწილეობს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების პროცესში, ახორციელებს მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა ღონისძიებათა გატარებას, წინამდებარე დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ქონების მართვის და აღრიცხვის განყოფილება;

ბ) ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება;

გ) გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განყოფილება;

დ) მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება.

მუხლი 3.  სამსახურის ხელმძღვანელი

1. სამსახურის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილებების მიხედვით სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.

2. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.

მუხლი 4. განყოფილების ხელმძღვანელი

1. განყოფილების ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;

გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.

2. განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.

3. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე.

მუხლი 5. ქონების მართვის და აღრიცხვის განყოფილება

განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციას, წინადადებების მომზადებას და მის მიზნობრივ გამოყენებაზე მონიტორინგს;

ბ) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემასთან დაკავშირებით;

გ) წინადადებების, პროექტებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებით;

დ) მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების შესახებ ხელშეკრულებებისა და საკუთრების მოწმობების მომზადებას;

ე) მონიტორინგს, სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების გამოყენებაზე;

ვ) რეკომენდაციების შემუშავებას  მუნიციპალური ქონების კატეგორიის განსაზღვრისა და შეცვლასთან დაკავშირებით;

ზ) პერიოდულად გამოითხოვს ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ქონების შესახებ;

თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

მუხლი 6. ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება

განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა აღრიცხვას;

ბ) დებიტორული დავალიანების მქონე დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ინფორმირებას;

გ) დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის მონიტორინგს;

დ) დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთან ხელშეკრულების დადებას;

ე) ყოველთვიურად მოთხოვნის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრების მომზადებასა და დარიგებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთათვის;

ვ) პერიოდულად, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთან ურთიერთშედარების აქტების შედგენას;

ზ) დროებით შეჩერებული ან დახურული ობიექტების აღრიცხვას;

თ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წერილებისა და დოკუმენტაციის მომზადებას;

ი) ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირებას (დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება);

კ) ყოველთვიურად დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან შეტყობინების გაგზავნას დებიტორული დავალიანების შესახებ;

ლ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

მუხლი 7. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განყოფილება

განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მოსაჭრელი/გადასაბელი ხე-მცენარეების მონიტორინგს;

ბ) დაავადებული და საფრთხის შემცველი ხე-მცენარეების გადაბელვისა და მოჭრის თაობაზე მერიაში შემოსული განცხადებების განხილვა/დამუშავებას;

გ) გარემოს დაცვით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;

დ) გარემოს დაცვით საკითხებზე წინადადებების/მოსაზრებების მერისთვის წარდგენას;

ე) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვითი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

ვ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

ზ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული უწყებებისთვის/პირებისთვის მიწოდებას;

თ) სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელების ხელშეწყობას;

ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სავარგულების, კულტურების და სხვა მონაცემების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნისთვის და მუდმივი განახლებისთვის შესაბამისი უწყებებიდან და პირებისგან მიღებული ინფორმაციის კონსოლიდაციას;

კ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

მუხლი 8. მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება 

 განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

ბ) საოფისე ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას, რემონტს და დაცვას;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას;

ე) მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებში შრომის უსაფრთხოების სფეროში დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების და წესების დაცვას;

ვ) სამუშაო სივრცეში მყოფი დასაქმებულის და სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას;

ზ) ტექნიკური აღჭურვილობის შემოწმებას, რისკების შეფასებას, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას;

თ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ სფეროში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

ი) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარებას;

კ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები

1. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია.

2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.07.2026.
როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.07.2026. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.153.016777.
სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №19, 24.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016777 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6952998/