,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 დეკემბრის №01-291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-318 |
|
2026 წლის 13 აგვისტო ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
1.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 დეკემბრის №01-291 ბრძანებაში (ვებ-გვერდი, 29/12/2021; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.030.016238) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-9 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში ადგილსამყოფელი ქვეყნის საზღვრების დატოვებისას წერილობით, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, წინასწარ უნდა აცნობონ მინისტრს. 2. საზღვარგარეთ გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში მყოფი, აგრეთვე ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვალდებულია, უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში ადგილსამყოფელი ქვეყნის საზღვრების დატოვებისას, წერილობით, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, წინასწარ აცნობოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელს.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი შინაარსით: „3. ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ინფორმაცია წერილობით, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, წინასწარ უნდა ეცნობოს სამინისტროს შიდა აუდიტისა და დიპლომატიური სამსახურის უსაფრთხოების დეპარტამენტებს.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 დეკემბრის №01-291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 დეკემბრის №01-291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 დეკემბრის №01-291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 დეკემბრის №01-291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 13.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-318. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.030.016396.
- სად არის „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 დეკემბრის №01-291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 დეკემბრის №01-291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №01-318, 13.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016396 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6976355/