1. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთი, თანამომხსენებელს – 15 წუთი, თითოეულ მათგანს დასკვნითი სიტყვისათვის – 10 წუთი; დებატებში გამოსვლისათვის საკრებულოს წევრს და სხვა პირებს ეძლევათ პირველად 7 წუთი, მეორედ გამოსვლისას – 5 წუთი; პროცედურულ საკითხებთან, ხმის მიცემის მოტივებთან დაკავშირებით – 1 წუთი, წარდგენილი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით, განმარტების, ინფორმაციის, მიმართვის, განცხადებებისა და შეკითხვებისათვის 3 წუთი.
2. საკრებულოს თავმჯდომარეს, გამომსვლელის მოთხოვნით შეუძლია გამომსვლელს გაუგრძელოს დრო არაუმეტეს 10 წუთით. ამასთან, ფრაქციას, რომელიც გამოდის ამ გამომსვლელის „მოწინააღმდეგედ“, უფლება აქვს მისი წარმომადგენლისთვისაც მოითხოვოს დროის შესაბამისად გაგრძელება.
3. მერს უფლება აქვს რიგგარეშედ და დროის შეუზღუდავად გამოვიდეს საკითხის განხილვისა