1. ღია კენჭისყრა გულისხმობს საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების ისეთ პროცედურას, რომლის დროსაც საკრებულოს წევრის მიერ დაფიქსირებული პოზიცია (მომხრე, წინააღმდეგი,) არის საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
2. ღია კენჭისყრის შედეგები აისახება საკრებულოს სხდომის ოქმში და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
3. ღია კენჭისყრა ტარდება ხელის აწევით ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან ამ რეგლამენტით გათვალისწინებული იმ შემთხვევებისა, როდესაც სავალდებულოა ფარული კენჭისყრის ჩატარება